close

ჩინეთმა ახალი, გაუმჯობესებული რაკეტა Long March-5 გამოუშვა, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

რაკეტის გამოშვებას წინ უძღოდა ჩინეთის მიერ გასულ თვეს ხანგრძლივი, პილოტირებული კოსმოსური მისიის დაწყება, რომლის ფარგლებში კოსმოსურ ლაბორატორიაზე ორი ასტრონავტი ერთი თვით გააგზავნეს. აღნიშნული მისია ქვეყნის იმ გეგმის ნაწილია, რომელიც 2022 წლისთვის მუდმივი, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის გახსნას გულისხმობს.

საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით,  რაკეტის დასატესტი გაშვება ხუთშაბათს განახორციელეს.

„ეს რაკეტა გახლავთ სიმბოლო იმისა, თუ როგორ იქცა  კოსმოსში მთავარი მოთამაშე ჩინეთი კოსმოსში მთავარ ძალა ჩინეთად,“ – აღნიშნულია მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური სამხედრო კომისიის მიერ გავრცელებულ წერილში.

Xinhua-ს ინფორმაციით,  Long March-5-ის მის წინამორბდებთან შედარებით 2,5 -ჯერ მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია. „მძიმე ტვირთი გადამტანი რაკეტის დახმარებით ჩინეთი შეძლებს მუდმივი, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის აგებასა და მთვარისა და მარსის გამოკვლევას,“- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის მიზანი კრიზისის დროს სხვა ქვეყნების მიერ კოსმოსის აქტივების გამოყენების აღკვეთაა.

მიუხედავად  სწრაფად განვითარებადი კოსმოსური პროგრამისა, ჩინეთი ჯერ კიდევ შორსაა ტექნიკურად აშშ-სა და რუსეთის კოსმოსურ შესაძლებლობებს გაუთანაბრდეს.

2013 წელს ჩინეთის Jade Rabbit მთვარეზე დიდი ეროვნული ოვაციების ფონზე დაჯდა, თუმცა მალე ბევრი ტექნიკური სირთულე შეექმნა.

აშშ კომპანიები SpaceX და Blue Origin კომერციული კოსმოსური ფრენების დაწყებას გეგმავენ და ამ მიზნით მრავალჯერადი რაკეტების დახვეწაზე მუშაობენ. ცნობილია SpaceX-ის ამბიციური მიზანიც, რომელიც 2024 წელს მარსზე ადამიანის გაგზავნას აპირებს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response