დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე, პირველი ოქროს მედლის მოპოვება მძლეოსნობაში – ბირთვის კვრა, 23 წლის გიორგი მუჯარიძემ შეძლო. ინფორმაციას საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია, ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით ავრცელებს.
სლოვაკეთის ქ, სამორინიში 9 და 10 მარტს გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაში „ევროპის თასი ტყორცნები“, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი მუჯარიძემ პირველი ადგილი დაიკავა ბირთვის კვრაში (23 წლამდე). გიორგის საბოლოო შედეგი 20.27მ. იყო, რომლითაც მან ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა აღნიშნულ, ასაკობრივ კატეგორიაში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“























გო ძალიან რთული თამაშია, თუმცა კი წესები უმარტივესია. გოს დაფა წარმოადგენს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების ბადეს. არსებობს 9-9, 13-13 და 19-19 ზომის დაფები. ქვები იდება გადაკვეთის წერილებზე. გოს პრინციპია შემოსაზღვრო ტერიტორია ისე, რომ თუ შიგნით მოწინააღმდეგე შემოვა, მისი მოკვლა შეგეძლოს, ანუ იყო სრულიად დაცული. ქვის მოკვლა შეიძლება მისთვის ყველა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოსაზღვრე გადაკვეთის დაკავებით. თამაშის ბოლოს ითვლება მოთამაშეების მიერ დაკავებული გადაკვეთის წერტილები და მეტი რიცხვის მქონე იმარჯვებს. საინტერესოა, რომ გოს თამაში უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. აქ თამაშის დასრულება დამოკიდებულია მოთამაშეების შეთანხმებაზე, რომ თამაშის გაგრძელება არსებულ სიტუაციას აღარ შეცვლის და ორივე უარს ამბობს თავის სვლაზე.
რამდენად არის ინტერესი ჩვენს ქვეყანაში ამ თამაშის მიმართ ?



