close

კატეგორიის გარეშე

ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ნიკო ფიროსმანის და ვან გოგის ერთობლივი გამოფენა

1 მარტს საფრანგეთის ქალაქ არლში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ვან გოგის ნახატებთან ერთად გამოიფინა. გამოფენა 1 ივნისამდე გაგრძელდება. არლის მუზეუმში დამთვალიერებელი ნახავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

NASA მისიას გეგმავს, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას

ასტრონავტები ენ მაკლეინი და კრისტინა კოხი მონაწილეობას მიიღებენ მისიაში, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება პირველი კოსმოსური მისია, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას. მაკლეინი და კოხი ღია კოსმოსში გავლენ იმისათვის, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მზის ბატარეები შეცვალონ. ამავე დროს, დედამიწიდან მისიის ხელმძღვანელობას მერი ლოურენი განახორციელებს, მართვის პულტთან კი კიდევ ერთი ქალი- ჯეკი კეიგი იქნება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2018 წლის დეკემბრიდან იმყოფება. კრისტინა კოხი მას 14 მარტს შეუერთდება. ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლა 29 მარტს იგეგმება. 39 წლის მაკლეინს სამი დიპლომი აქვს. აშშ-ს სამხედრო აკადემიაში ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობას დაეუფლა, შემდეგ მაგისტრატურა ინგლისში, ბათის უნივერსიტეტში დაამთავრა. ასევე ბრიტანეთში, ბრისტოლის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის დიპლომი სპეციალობით “საერთაშორისო უსაფრთხოება”.15 თვის განმავლობაში მაკლეინი ერაყში ვერტმფრენის პილოტი იყო.

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში
ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში

40 წლის კრისტინა კოხი ფიზიკოსია. 2004-დან 2007 წლამდე კოხი NASA-ში ანტარქტიდის შესწავლის პროგრამაში მონაწილეობდა და ერთი ზამთარი მსოფლიოს ყველაზე ცივ კონტინენტზე გაატარა. მის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები რამდენიმე კოსმოსური მისიაში გამოიყენეს.

კრისტინა კოხი
კრისტინა კოხი

პირველი ქალი, რომელიც კოსმოსში 1963 წელს მოხვდა, საბჭოთა კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვაა. პირველი ამერიკელი ქალი კოსმოსში სალი რაიდი იყო. მისი მისია 1983 წელს შესრულდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

„კუკუშკა“ თუშეთამდე – ალვანიდან ომალომდე შესაძლოა ვიწრო რკინიგზა აშენდეს

ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობას თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმა ითვალისწინებს, რომელიც თუშეთის განვითარებისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე „მთის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობის საპროექტო იდეას, თუშეთში მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული მიმოსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გია აბულაძის თქმით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა ტექნიკური ნორმატივებით ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს: „ვერცერთი ნორმალური კრიტერიუმით ვერ შეაფასებ იმ გზას, რაც დღეს არის. ვერც უსაფრთხოების, ვერც საფარის, ვერც დახრილობისა თუ რადიუსების თვალსაზრისით და ა.შ. გზა არის გასაკეთებელი სწორად და კარგად, ხარისხიანად. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს გზა გაკეთდეს ეტაპობრივად. როგორ მოვუაროთ ამ გზას? ბევრი საშუალება არსებობს“.

გეგმა თვალისწინებს პანკისი-თუშეთის გზის (ბირკიანი – კოკლათა) მშენებლობასაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ გზის მშენებლობით შეიკვრება წრე ახმეტა – ფშაველი – აბანოს უღელტეხილი – ომალო – კოკლათა – ბირკიანი – ახმეტა.

სპეციალისტთა ჯგუფმა თუშეთის სოფელ ომალოში შეუძლებლად მიიჩნია აეროდრომის მშენებლობა, რომლის მოწყობის თაობაზეც 2016 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ალტერნატიული სატრანსპორტო კომუნიკაცია, ვიწროლიანდიანი რკინიგზა“, – „მთის ამბებთან“ ინტერვიუში გია აბულაძე ე.წ. „კუკუშკის“ უპირატესობებზეც საუბრობს, მათ შორის ამ გზისთვის მოძრავი შემადგენლობა, როგორც ალპებში, შედგება 4-6 სამგზავრო ვაგონისგან, თითოეული 45-75 სამგზავრო ადგილით;

იაფია და დიდი ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობებიც აქვს.

თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, შპს „სტუდიო 21“-მა შეადგინა. სპეციალისტთა ჯგუფი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის გარდა, პროექტი მოიცავს თუშეთის 10 სოფლის და ქვემო და ზემო ალვანების განაშენიანების რეგულირების გეგმებს.

დოკუმენტი არის სივრცესა და დროში გაწერილი ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა.

წყარო : reginfo.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინა

პაციენტს 3D დაბეჭდილი მკლავი წარმატებით გადაუნერგეს

იორდანიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 21 წლის ახალგაზრდას, რომელმაც იემენის ომში ხელის კიდური დაკარგა, 3D პრინტერით დაბეჭდილი პროტეზის საშუალებით მომავლის იმედი დაუბრუნეს.

აბდულა აიდი იხსენებს, რომ 2017 წელს, როდესაც ექიმებმა მისი  ერთ-ერთი ხელის კიდურის ამპუტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, „სიცოცხლემ აზრი დაკარგა,“

“დამემსხვრა ყველა ოცნება, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ვგეგმავდი დაოჯახებას, კარიერულ წინსვლას, ყველაფრისთვის წერტილი უნდა დამესვა,“ აცხადებს აბდულა აიდი.

2018 წლის აგვისტოში საერთაშორისო სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაცია Medecins Sans Frontieres (MSF)-მ აიდი სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის იორდანიის დედაქალაქ ამანში გააგზავნა.

აბდულა აიდს ახალი კიდურის საშუალებით უკვე შეუძლია ფეხსაცმლის თასმისა და პერანგის ღილების დამოუკიდებლად შეკვრა.

პროექტის ზედამხედველის სამარ ისმაილის განმარტებით, 3D პრინტერით დაბეჭდილი პროტეზების წარმოება უფრო სწრაფად და იაფადაა შესაძლებელი. მაგალითად, 3D კიდურის ფასი 30 აშშ დოლარია, როცა ჩვეულებრივი კიდურის ფასი 200 აშშ დოლარიდან იწყება და შესაძლოა რამდენიმე ათას დოლარსაც მიაღწიოს. 3D კიდურის კიდევ ერთი უპირატესობაა მსუბუქი წონა, რაც პაციენტებს მათი შედარებით ხანგრძლივად გამოყენების საშუალებას აძლევს.

დღემდე ასეთი კიდურები 20-მნდე პაციენტს მოარგეს ღაზა სექტორიდან, ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან.

Reuters

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანები

Forbes-ის 2019 წლის მილიარდერთა სიის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 131 მილიარდი დოლარია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბეზოსი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი მანსა მუსა იყო – მე-14 საუკუნეში დასავლეთ აფრიკის მმართველი. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, რუდოლფ ბაჩ უეირის თქმით, მანსა მუსას სიმდიდრის ოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ამბობენ, რომ მუსას ქონება 400 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა ეკონომიკის ისტორიკოსების თქმით, ის გაცილებით დიდ ქონებას ფლობდა.

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული კი ასეთია:

მანსა მუსა (1280-1337) – მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ. 63 – ჩვნ.წ. 14) – 4.6 ტრილიონი დოლარი;

იმპერატორი შენზონგი (1048-1085) – მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

აკბარ I (1542-1605) – მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

ენდრიუ კარნეგი (1835-1919) – 372 მილიარდი დოლარი;

ჯონ როკფელერი (1839-1937) – 341 მილიარდი დოლარი;

ნიკოლაი ალექსანდროვიჩ რომანოვი (1868-1918) – 300 მილიარდი დოლარი;

ოსმან ალი ხანი (1886-1967) – 230 მილიარდი დოლარი;

უილიამ I დამპყრობელი (1028-1087) – 229 მილიარდი დოლარი;

მუამარ კადაფი – (1942-2011) – 200 მილიარდი დოლარი.

წყარო : BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

გიორგი მუჯარიძემ „ევროპის თასზე ტყორცნებში“ პირველი ადგილი აიღო და ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე, პირველი ოქროს მედლის მოპოვება მძლეოსნობაში – ბირთვის კვრა, 23 წლის  გიორგი მუჯარიძემ შეძლო. ინფორმაციას საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია, ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით ავრცელებს.

სლოვაკეთის ქ, სამორინიში 9 და 10 მარტს გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაში „ევროპის თასი ტყორცნები“, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი მუჯარიძემ პირველი ადგილი დაიკავა ბირთვის კვრაში (23 წლამდე). გიორგის საბოლოო შედეგი 20.27მ. იყო, რომლითაც მან ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა აღნიშნულ, ასაკობრივ კატეგორიაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიოსაქართველო

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა საიტმა The Top Tens გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების“ ათეული უნდა დასახელებულიყო. შეფასებების მიხედვით საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი ორი ადგილი საბერძნეთსა და ეგვიპტეს ერგოთ. შემდეგი პოზიციები კი რომმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, სპარსეთმა, აცტეკებისა და სპარტის იმპერიებმა დაიკავეს. ბოლო ადგილებზე კი კელტები, შუასაუკუნოვანი ინგლისი და ეთიოპია აღმოჩნდნენ.

რეიტინგის კრიტერიუმები უძველეს ცივილიზაციებს შეესაბამება და მომხმარებლებს აქვთ საშუალება კომენტარის სახით დააფიქსირონ ქვეყნის შესახებ საკუთარი მოსაზრება და დაასაბუთონ, თუ რატომ თვლიან ისინი კონკრეტულ ქვეყანას უძველეს ცივილიზაციად.

მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებში საქართველო მოხსენიებულია ყურძნის სამშობლოდ და აღნიშნულია ქვეყნის კოლორიტი, სტუმართმოყვარეობა და ცეკვები.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

მექსიკაში მაიას ცივილიზაციის ორასამდე ნივთი იპოვეს

მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის დროინდელი ორასამდე არტეფაქტი აღმოაჩინეს. The new york times-ის ინფორმაციით აღმოჩანილი ნივთებიდან უმრავლესობა ჭურჭელია.

არტეფაქტებს გამოქვაბულ “ბალაკუში” მიაკვლიეს. გამოქვაბული ნახევარკუნძულ “იუკატანის” ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. “ბალამკუ” მიწისქვეშა გამოქვაბულების და მღივმეების დიდი ქსელის ნაწილად ითვლება. მაიას ტომელები აქაურობას მიწისქვეშეთის კარიბჭედ მიიჭნევდნენ. აღმოჩენილი ნივთების უმრავლესობაზე “ტალოკა”, წვიმის და მოსავლის ღმერთია გამოსახული. მაიას გარდა, “ტალოკას” სხვადასხვა სახელით აცტეკები, საპოტეკები და მიშტეკებიც ეთაყვანებოდნენ

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

დედამიწა მაშინ და ახლა – Nasa-ს ფოტოებში აღბეჭდილი წარმოუდგენელი ცვლილებები

ამერიკის კოსმოსური სააგენტო Nasa მუდმივად აწარმოებს დედამიწის სხვადასხვა წერტილების ფოტო გადაღებას. გადავწყვიტეთ თქვენთვის წარმოგვედგინა რამდენიმე საინტერესო შედარება, დედამიწის კონკრეტული ადგილების წარმოუდგენლად დიდი სახეცვლილი ბუნების ამსახველი ფოტოების საშუალებით. ფოტოებს შორის დროითი ხანგრძლივობა 5-დან 100 წლამდე მერყეობს.

16953310-R3L8T8D-1000-7

ალიასკა.1917 წლის ზაფხული – 2005 წლის ზაფხული.

16953210-R3L8T8D-1000-10

არალის ზღვა, ცენტრალური აზია. აგვისტო 2000 წ. – აგვისტო 2014 წ.

16952810-R3L8T8D-1000-1

ალიასკა. აგვისტო 1906 წ. – სექტემბერი 2003 წ.

16953160-R3L8T8D-1000-9

პაეუელის ტბა, არიზონას შტატი. მარტი 1999 წ. – მაისი 2014 წ.

16953610-R3L8T8D-1000-17

ბრაზილია, რონდონიის ტყეები. ივლისი 1975 წ. – აგვისტო 2009 წ.

16952860-R3L8T8D-1000-2

მაკარტი, ალიასკა. ივლისი 1909 წ – აგვისტო 2004 წ.

16952960-R3L8T8D-1000-6

ალპები. აგვისტო 1960 წ. – აგვისტო 2005 წ.

16958460-R3L8T8D-1000-22

არგენტინის ტბა. ივლისი 1998 წ. – სექტემბერი 2011 წ.

16953310-R3L8T8D-1000-7

ალიასკა, ყინულის საფარი. აგვისტო 1941 წ. – აგვისტო 2004 წ.

16958560-R3L8T8D-1000-23

ურუგვაის ტყე. მარტი 1975 წ. – თებერვალი 2009 წ.

 

წყარო:

ADME

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ჩინეთი შემდეგ წელს მარსზე როვერის გაგზავნას აპირებს

ჩინეთი შემდეგ წელს მარსზე როვერის გაგზავნას აპირებს. მთვარის შესწავლის შესახებ ჩინური პროგრამის ხელმძღვანელის ვუ ვაირენის განცხადებით, წითელი პლანეტა მათი შემდეგი “გაჩერება იქნება”. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“ჩვენ ბოლო 60 წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია იმისთვის, რომ კოსმოსში ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცეთ. ჩვენი ტემპი უნდა დავაჩქაროთ”, – განაცხადა ვუ ვაირენიმ და დასძინა, რომ ჩინეთი შემდეგ წელს მარსის ორბიტაზე როვერს გააგზავნის, რომელიც წითელი პლანეტიდან ნიმუშებს აიღებს.

ამასთან, ჩინეთი მთვარეზე დამატებითი მისიის გაგზავნასაც აპირებს, რომელიც მთვარის ზედაპირიდან სინჯებს აიღებს და დედამიწაზე დაბრუნდება.

Chang’e-4 – ასე ჰქვია კოსმოსურ მისიას, რომელიც ჩინეთმა ერთ-ერთი სატელიტური ცენტრიდან უკვე გაუშვა. მისიის მიზანი მთვარის იმ მხარეს მოხვედრაა, რომელიც დედამიწას არასოდეს უთანაბრდება. მსგავსი პროექტი აქამდე არავის განუხორციელებია.

მთვარისა და მარსის შესასწავლად მზადება დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, აშშ-შიც მიმდინარეობს.

სრულად ნახვა
1 31 32 33 34 35 40
Page 33 of 40