close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

გურამ დოჩანაშვილის უკვდავი ფრაზები, რომლებიც საუკუნეებს გაუძლებს

ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი…
ადამიანი ადამიანისთვის დღეა…

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში!

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

– ნუ გეწყინებაზე… ოღონდ იცოდე – ჭეშმარიტად გულადი კაცი რომ გახდე, რაღაცა უფრო ღირებულისთვის უნდა იბრძოდე, ვიდრე ეს გაავებული ხარი თუ გაცოფებული კამეჩია…
თავაპყრობილი, დამდუღრული შესცქეროდა პირველი მწყემსი, დიდი ვაკეირო და როგორც იქნა, ბოლოს გაბედა…
-„თავისუფლება“? მხოლოდ თვალებით იკითხა, მხოლოდ უტყვად იკითხა ზე მორეირამ, „თავისუფლება“?- ასე იკითხა თვალებით მხოლოდ და ენის წვერით ხარბად აილოკა ზედა ტუჩი და შეაცქერდა.
-ხო.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

დედამიწას სიყვარული ატრიალებს.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ოკეანე ხარ… დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც კი-მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები… ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ… მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე…

ციტატის წყარო: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა… მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ისიც იცოდე, ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
– ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
– ადამიანი რომ გყვარებოდა!

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

მაგრამ, იცოდეთ, – უპატრონო საფლავები არ არსებობენ, რადგანაც მიწა ყველასია.

ციტატის წყარო: „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“

ჩემი პრობლემა ძალიან რთულია და თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კიდეც: მე მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, რა თქმა უნდა, ყველას კი არ ვგულისხმობ; ეს მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შეეხება, ყველას სად გავწვდები, მაგრამ ეს რთულია, — ჰეე, როგორი რთული. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ — კარგი.

ციტატის წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“

შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც…

ციტატის წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“

ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია — გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც — მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს — იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა.

ციტატის წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“

მთავარია ძიება, დაკვირვება და პირდაპირობა.

ციტატის წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“

იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.

ციტატის წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“

— თანხაზე აგებული მეგობრობა თანხასავით ადვილად დაიწვება, — განმარტავდა გრიშა.
— ბიჭო! ფულზე იქნება მეგობრობა აგებული, აპა, ლამაზი თვალებისათვის კი არ მეგობრობს ხალხი!
ელაპარაკე ახლა ასეთ კაცს!
— მე რომ სამიოდე წლით ადრე დავბადებულიყავი და იმ თქვენი ვაიმეგობრების ნაცნობი ვყოფილიყავი, თქვენ რომ ფულს იშოვიდით, გაგეცლებოდით, ხოლო როცა გაკოტრდებოდით, დაგიახლოვდებოდით და მიგახვედრებდით, რომ ფული არაა ყველაფერი.

ციტატის წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“
სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში  გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში ის ჩინელ აო ლანჟუს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, ანგარიშით 15-2 დამარცხა. ეს ირმას მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე, – წერს 1tv.ge

დღესვე ნინა თიბილაშვილს საპრიზო ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა. ჯგუფური ეტაპის ყველა ბრძოლის მოგებისა და მომდევნო ეტაპებზე წარმატებული შეხვედრების ჩატარების შემდეგ, მან საუკეთესო ოთხეულში შესასვლელი ორთაბრძოლა დათმო.

ხვალ გამარჯვებულები რაპირისტთა შორის გამოვლინდებიან.

პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო შეჯიბრია.

სრულად ნახვა
განათლებაეკონომიკაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი გოგო ელენე გოგალაძე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლა ავრცელებს.

“ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute), რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს. ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის, ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ. ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგალაძე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი Facebook-ზე თვითონ ავრცელებს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა კიევის გრან პრის გამარჯვებული გახდა 🥇

მხატვრული ტანვარჯიშის გრან პრიზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგა, ქართველმა სალომე ფაჟავამ პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა უმაღლესი სინჯის მედალი გურზებით გამოსვლაში დაისაკუთრა.

სალომე ფაჟავასთვის ეს წელს მოპოვებული მეორე მედალია. უკრაინულ ტრიუმფამდე, 21 წლის ქართველმა ტანმოვარჯიშემ მოსკოვის გრან პრიზე, გურზებით გამოსვლაში გაიბრწყინა და ბრინჯაოს მედალი აიღო. სალომე ფაჟავა საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია. აქამდე მედლები მას 2016 წლის ბრნოს გრან პრიზე და 2018 წლის ჰოლონის გრან პრიზე აქვს მოგებული. 2012 წელს ფაჟავამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ გამოსვლაში ბრინჯაო მოიგო. 2015 წლის ევროპის თამაშებზე სალომე მესამე ადგილს და ბრინჯაოს დასჯერდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე – ბატიაშვილი

რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი.- ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი “მასწავლებლის გლობალური ჯილდო – 2019”-ის შედეგს.

“ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა.”- განაცხადა მინისტრმა.

24 მარტს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიოსაქართველო

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ხუთეულშია

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა – რამდენიმე წუთის წინ, ის 5 რჩეულს შორის დაასახელეს. კონკურსის მთავარ გამარჯვებულს 24 მარტს გამოავლენენ.

ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები: აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. საუკეთესო ხუთეულის გამოცხადებამდე, კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც, რომლის პრეზენტაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ქართველი პედაგოგი, „გლობალური მასწავლებლის ჯილდოს“ ელჩი გახდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დავაწესოთ“ – გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივა

ინიციატივა, 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დაწესდეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძესა და „ანაგრამას“ ეკუთნის. #აჩუქეწიგნი – ეს კამპანიის მთავარი გზავნილია.

ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა

„23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. ამ ინიციატივის მიზანია წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქციაც ხომ სწორედ ეს არის“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო

იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო. როგორც იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“ იუწყება, ერთ-ერთი პირველი საკურა ნაგასაკის პარკში აყვავდა. საკურას ყვავილობას მონიტორინგს იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის სპეციალური განყოფილება უწევს.

სეზონი გახსნილად მაშინ ცხადდება, როდესაც კონტროლირებადი ხეებიდან ერთ-ერთზე სულ მცირე ხუთი ვარდისფერი ფურცელი გაჩნდება.

ნაგასაკის პარკში საკურა ჩვეულ დროსთან შედარებით ოთხი დღით ადრე აყვავდა, რაც იაპონიაში არსებულ თბილ ტემპერატურას უკავშირდება. ტოკიოში ჰაერის ტემპერეტურამ 19 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

საკურა იაპონიის სიმბოლოდ ითვლება. იაპონიაში საკურას 5 ძირითადი და 200 ჰიბრიდული სახეობა მოჰყავთ.

სრულად ნახვა
1 … 30 31 32 33 34 … 41
Page 32 of 41