მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის დროინდელი ორასამდე არტეფაქტი აღმოაჩინეს. The new york times-ის ინფორმაციით აღმოჩანილი ნივთებიდან უმრავლესობა ჭურჭელია.
არტეფაქტებს გამოქვაბულ “ბალაკუში” მიაკვლიეს. გამოქვაბული ნახევარკუნძულ “იუკატანის” ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. “ბალამკუ” მიწისქვეშა გამოქვაბულების და მღივმეების დიდი ქსელის ნაწილად ითვლება. მაიას ტომელები აქაურობას მიწისქვეშეთის კარიბჭედ მიიჭნევდნენ. აღმოჩენილი ნივთების უმრავლესობაზე “ტალოკა”, წვიმის და მოსავლის ღმერთია გამოსახული. მაიას გარდა, “ტალოკას” სხვადასხვა სახელით აცტეკები, საპოტეკები და მიშტეკებიც ეთაყვანებოდნენ





















გო ძალიან რთული თამაშია, თუმცა კი წესები უმარტივესია. გოს დაფა წარმოადგენს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების ბადეს. არსებობს 9-9, 13-13 და 19-19 ზომის დაფები. ქვები იდება გადაკვეთის წერილებზე. გოს პრინციპია შემოსაზღვრო ტერიტორია ისე, რომ თუ შიგნით მოწინააღმდეგე შემოვა, მისი მოკვლა შეგეძლოს, ანუ იყო სრულიად დაცული. ქვის მოკვლა შეიძლება მისთვის ყველა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოსაზღვრე გადაკვეთის დაკავებით. თამაშის ბოლოს ითვლება მოთამაშეების მიერ დაკავებული გადაკვეთის წერტილები და მეტი რიცხვის მქონე იმარჯვებს. საინტერესოა, რომ გოს თამაში უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. აქ თამაშის დასრულება დამოკიდებულია მოთამაშეების შეთანხმებაზე, რომ თამაშის გაგრძელება არსებულ სიტუაციას აღარ შეცვლის და ორივე უარს ამბობს თავის სვლაზე.
რამდენად არის ინტერესი ჩვენს ქვეყანაში ამ თამაშის მიმართ ?





