close

იორდანიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 21 წლის ახალგაზრდას, რომელმაც იემენის ომში ხელის კიდური დაკარგა, 3D პრინტერით დაბეჭდილი პროტეზის საშუალებით მომავლის იმედი დაუბრუნეს.

აბდულა აიდი იხსენებს, რომ 2017 წელს, როდესაც ექიმებმა მისი  ერთ-ერთი ხელის კიდურის ამპუტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, „სიცოცხლემ აზრი დაკარგა,“

“დამემსხვრა ყველა ოცნება, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ვგეგმავდი დაოჯახებას, კარიერულ წინსვლას, ყველაფრისთვის წერტილი უნდა დამესვა,“ აცხადებს აბდულა აიდი.

2018 წლის აგვისტოში საერთაშორისო სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაცია Medecins Sans Frontieres (MSF)-მ აიდი სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის იორდანიის დედაქალაქ ამანში გააგზავნა.

აბდულა აიდს ახალი კიდურის საშუალებით უკვე შეუძლია ფეხსაცმლის თასმისა და პერანგის ღილების დამოუკიდებლად შეკვრა.

პროექტის ზედამხედველის სამარ ისმაილის განმარტებით, 3D პრინტერით დაბეჭდილი პროტეზების წარმოება უფრო სწრაფად და იაფადაა შესაძლებელი. მაგალითად, 3D კიდურის ფასი 30 აშშ დოლარია, როცა ჩვეულებრივი კიდურის ფასი 200 აშშ დოლარიდან იწყება და შესაძლოა რამდენიმე ათას დოლარსაც მიაღწიოს. 3D კიდურის კიდევ ერთი უპირატესობაა მსუბუქი წონა, რაც პაციენტებს მათი შედარებით ხანგრძლივად გამოყენების საშუალებას აძლევს.

დღემდე ასეთი კიდურები 20-მნდე პაციენტს მოარგეს ღაზა სექტორიდან, ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან.

Reuters

გაზიარება:
fb-share-icon0