close
კატეგორიის გარეშე

ტექნოლოგია, რომლითაც რძეს პასტერიზაციის გარეშე 3-ჯერ უფრო დიდხანს ინახავენ

პასტერიზაციისა და გაგრილების საშუალებით შესაძლებელია რძის შენახვა 3 კვირამდეა შესაძლებელი, თუმცა მეცნიერები, რომლებიც ავსტრალიურ კომპანია Naturo-ში მუშაობენ, აცხადებენ, რომ მათ ამ ვადის 60 დღემდე გახანგრძლივება მოახერხეს.
ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს, პასტერიზაციას არ გულისხმობს და რძე ნატურალურ ფერსა და გემოს ინარჩუნებს. „რძე ისეთია, როგორიც ის ძროხის ცურისგან მოდის.“
კომპანია ტექნოლოგიას ასაიდუმლოებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის „არსებული ტექნოლოგიების სერიას“ ეფუძნება.
„პასტერიზაცია აგრესიული პროცესია – 72 გრადუს ცელსიუსზე რძეს 15 წამის განმავლობაში აჩერებენ, კიდევ უფრო უხეშია ჰომოგენიზაცია. ჩვენ არცერთ ამ ტექნოლოგიას არ ვიყენებთ,“ აცხადებენ კომპანიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროცესი გაცხელებას არ გულისხმობს, მისი საშუალებით რძეში უფრო მეტი პათოგენის მოკვლაა შესაძლებელი, ვიდრე პასტერიზაციით, მათ შორის – ბაცილა ცერეუსის, რომელსაც პასტერიზაცია ხშირად ვერ ერევა. ახალი ტექნოლოგიით რძე ინარჩუნებს ფერმენტებსა და ვიტამინებს, მათ შორის B2-სა და B12-ს.
კომპანია ავსტრალიაში საპილოტე ქარხნის გახსნას აპირებს, სადაც წელიწადში 10 მილიონი ლიტრი რძის გადამუშავება მოხდება.
თუკი კომპანია რეალურად მიიღებს რძეს, რომლის მაცივარში შენახვა სულ ცოტა 60 დღე იქნება შესაძლებელი, ეს ფერმერებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რძის ექსპორტი გაცილებით შორს განახორციელონ. ის ასევე გულისხმობს უფრო იაფ და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტირების ფორმების გამოყენების შესაძლებლობას.

ttps://www.sciencealert.com

გაზიარება:
fb-share-icon0