close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციატრანსპორტი

მეცნიერები გამანადგურებელი სიჩქარის სატრანსპორტო კაფსულის დატესტვას აპირებენ 

 ინჟინრები ფუტურისტული ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ტესტს ჩაატარებენ. ტექნოლოგიის მიზანი, რომლის ავტორი ამერიკელი გამომგონებელი და ბიზნესმენი ელონ მასკია, კაფსულაში განთავსებული მგზავრებისა და ტვირთის ვაკუუმური მილების საქალაქთაშორისო სისტემით ტრანსპორტირებაა.

ტექნოლოგიას ლოს-ანჯელესში დაფუძნებული კომპანია Hyperloop One ავითარებს. კომპანიის ინფორმაციით, 8,5 მეტრიან კაფსულას ნევადაში, რამდენიმე კვირაში დატესტავენ.

Hyperloop One მასკის მიერ შემოთავაზებულ ტექნიკურ ხედვას ამუშავებს. მასკმა 2013 წელს წარმოადგინა იდეა, ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოს შორის გიგანტური ვაკუუმური მილების მეშვეობით მგზავრებიანი კაფსულების გაგზავნის შესახებ.

Hyperloop-ის სიჩქარე საათში 402 კილომეტრი იქნება. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ Nevada Desert- ში 12 მაისს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი წარმოადგინა, რომლის დროსაც Hyperloop-ი ვაკუუმურ-დახურულ მილში 5,3 წამის განმავლობაში აიწია და 113 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. შედარებისთვის : Hyperloop-ზე ექსპერიმენტი შარშან ღია ცის ქვეშ ჩატარდა და არა მილში, რაც მაღალი სიჩქარის მიღწევის მთავარი პირობაა.

იდეას სკეპტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ Hyperloop-ის იდეა რეალური სამყაროს გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, მათ შორისაა, მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება.

Hyperloop One- მა პროექტი 160 მილიონი დოლარით დააფინანსა და ტექნოლოგიის პოტენციალს სწრაფი სატრანზიტო ვარიანტი უწოდა.

 

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

რატომ არ უნდა დავტენოთ ტელეფონი USBკაბელით?

 

სმარტფონების დატენვამ  USBკაბელით შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სმარტფონის დაბინძურება მავნე პროგრამებით, ასევე, შეიძლება, თქვენი პირადული ინფორმაცია სხვა ადამიანის ხელში მოხვდეს და თქვენთვის სავალალო შედეგი გამოიღოს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ „Android-ისა“ და ,,IOS-ის“ კომპიუტერთან შეერთებისას ავტომატურად გადადის სხვადასხვა ინფორმაცია, შეიძლება ეს ყველაფერი გამიზნული იყოს პროგრამული უზრუნველყოფისთვის, მაგრამ გადაყვეს პერსონალური ინფორმაცია, რაც თქვენთვის არ არის სასურველი და ვინმემ თქვენთვის საზიანოდ გამოიყენოს.

ექსპერტები ხალხს მოუწოდებენ, რომ გამოიყენონ სხვადასხვა თავდაცვის ხერხი, მაგალითად, დავადოთ პაროლი, რომლიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, ან საერთოდ გამორთულ მდგომარეობაში ვცადოთ სმარტფონის დატენვა, მაგრამ სრული თავდაცვისთვის კარგი იქნება თუ კომპიუტერში არ შევაერთებთ სმარტფონს.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოტექნოლოგიები

„ნასა“ იუპიტერის დიდ წითელ ლაქაზე ოფიციალურად გაემგზავრება

„ნასას“ კოსმოსური ხომალდი ,,ჯუნო”, რომელიც 16,000-კილომეტრიან ქარიშხალს უწევს ზედამხედველობას, დღეს იუპიტერის წითელი ლაქისკენ დაიძვრება. ,,იუპიტერის საიდუმლოებით მოცული დიდი წითელი ლაქა, ალბათ, იუპიტერის ყველაზე ცნობილი მახასაითებელია”, – განაცხადა ჯუნოს მთავარმა გამომძიებელმა სანტო ანტონიოში მდებარე სამხრეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტიდან – სკოტ ბოლტონმა.

,,ეს მონუმენტური საუკუნეების მანძილზე მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტას საუკუნეების მანძილზე მძვინვარებს.” ქარიშხალი პლანეტის ზედაპირზე წითელ კვანძს ჰგავს. მისი მონიტორინგი 1830 წლიდან ხორციელედება. მეცნიერების ვარაუდით, ქარიშხალი შესაძლოა 350 წელზე მეტია არსებობს.

,,ჯუნო”, რომელიც ერთი წელია იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობს, „კაცობრიობას გიგანტურ მახასიათებელთან პირველი მიახლოვების შედეგებს წარუდგენს,“ –  ნათქვამია „ნასას“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ხომალდი სპეციალური ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი,  რომლებიც ღრმად შეღწევის და იმის დადგენის შესაძლებლობას იძლევა, თუ რამდენად ღრმაა ეს ქარიშხალი. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უფრო მეტს გაიგებენ მძვინვარე ქარიშხლის შესახებ. ჯუნოს რვავე ხელსაწყო, კამერის ჩათვლით, ჩაირთვება, როგორც კი კოსმოსური ხომალდი გიგანტური წითელი ლაქების ღრუბლებს 9,000 კილომეტრით დაშორდება.

აძლევს, თუ რამდენად ღრმაა ამ ქარიშხლის ფესვები, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უფრო მეტად გაიგებენ მძვინვარებს. ჯუნოს ყველა რგოლი, მათ შორის მისი კამერა, იქნება, როდესაც კოსმოსური გიგანტური წითელი ლაქების ღრუბლებზე დაახლოებით 5,600 მილის დაშორებით.

ჯუნო კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) 2011 წლის აგვისტოში გაუშვეს. მისი მისია იუპიტერის წარმოშობის, სტრუქტურის, ატმოსფეროსა და მაგნეტოსფეროს შესწავლაა.

 

წყარო:  https://explorist.futurism.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამსოფლიოტექნოლოგიები

მხატვარმა ტრანსგენდერი ამერიკელი ჯარისკაცის დნმ-ისგან პორტრეტები შექმნა

ნიუ-იორკში აგვისტოში საიდუმლო მონაცემების გაჟონვის ბრალდებით დაპატიმრებული ტრანსგენდერი ამერიკელი ჯარისკაცის, ჩელსი მენინგის, დაახლოებით, ოცდაათი სამგანზომილებიანი პორტრეტის გამოფენა გაიმართება.

პორტრეტები მხატვარმა ჰაიტერ დუეი-ჰაგბორგმა მენინგის დნმ-ის გამოყენებით შექმნა. ჰაგბორგის პორტრეტები ეფუძნება პროგრამის მიერ დნმ-ზე ჩატარებული ანალიზის შედეგად წარმოქმნილ სახის შესაძლო ვარიაციებს. დნმ  ჩელსი მენინგმა მხატვარს პატიმრობის დროს გამოუგზავნა.

29 წლის მანინგი აშშ-ის სამხედრო ციხედან მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლეს. იგი სასჯელს ,,WikiLeaks-ის”  საიტისთვის გადაცემული საიდუმლო მასალებისთვის იხდიდა. მენინგის ფოტოების გამოქვეყნება აკრძალული იყო მისი პატიმრობის პერიოდში.

მანჰეტენში დაგეგმილ გამოფენაზე სახელწოდებით – ,,ჯეროვანი მსგავსება” მენინგის პორტრეტები სხვადასხვა კანისა და თვალის ფერით იქნება წარმოდგენილი.

,,იმედი მაქვს, 2 აგვისტოს აქ უამრავი დამთვალიერებელი მოვა. ჩვენ ყველანი ჩელსი მენინგები ვართ,“ – განაცხადა პორტრეტების ავტორმა – დუეი ჰაგბორგმა.

ჰაგბორგი და მენინგი პროექტზე ორ წელს მუშაობდნენ. პროექტი მაშინ დაიწყეს, როდესაც ჟურნალის წარმომადგენლები მხატვარს დაუკავშირდნენ და მენინგის სურათის შექმნა სთხოვეს.

ჰაგბორგის განმარტებით, გამოფენის მიზანია აჩვენოს, რომ დნმ ყოველთვის არ იძლევა ინფორმაციას ადამიანის სქესის შესახებ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მენინგის სახის დნმ-გენერირებული 30 სხვადასხვა ვერსიის წარდგენა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დნმ-ზე დაფუძნებული გამოსახულება ზედმიწევნით ზუსტი არ არის.

,,ტექნოლოგია იზრდება და ვითარდება, მაგრამ ამგვარი გამოყენებისთვის ჯერ კიდევ არაა მზად,“ – განაცხადა დუეი ჰაგბორგმა.

 

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბაატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მოძებნე უფასო Wi-Fi შენი ადგილმდებარეობის მიხედვით – ,,ფეისბუკის” ახალი ფუნქცია

მოძებნე უფასო Wi-Fi შენი ადგილმდებარეობის მიხედვით – ,,ფეისბუკს” ახალი ფუნქცია დაემატა. მისი საშუალებით, შეძლებთ, ყველა ის ლოკაცია ნახოთ, სადაც უფასო ინტერნეტთან გექნებათ წვდომა.

ახალი სერვისი უკვე ყველა მომხმარბელისთვისაა ხელმისაწვდომი. თქვენ მხოლოდ Find Wi-Fi-ს მოძებნა მოგიწევთ შესაბამის საძიებო ველში და ამ ფუნქციის ჩართვა, შემდეგ კი ყველა იმ ადგილის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას, სადაც უფასო Wi-Fi აქვთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,ღია ბარათების კლუბი” – ინოვაცია და ქველმოქმედება ერთად

,,ღია ბარათების კლუბი“  – ასე ჰქვია ახალ წამოწყებას საქართველოში, რომელიც საკმაოდ ინოვაციურ იდეასა და ქველმოქმედებას აერთიანებს.  დეტალური ინფორმაციისათვის ,,დოქტრინა“ მის დამაარსებელს – მადონა სელიმაშვილს დაუკავშირდა.

– უპირველეს ყოვლისა, პროექტის ავტორების შესახებ გვიამბეთ.

-,,ღია ბარათების კლუბი“ მე შევქმენი ჩემს გოგონებთან ერთად. დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვაყალიბე საქველმოქმედო ორგანიზაცია „თბილი სახლი ახალგაზრდებისთვის“. ჩემი ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს საცხოვრებლითა და სტიპენდიით. გადავწყვიტეთ, საკუთარი ბიზნესიც დაგვეწყო.

-რატომ, რის საფუძველზე და როდის წარმოიშვა იდეა, დაგეწყოთ ხელნაკეთი მისალოცი ბარათების დამზადება და ბაზარზე გამოატანა?

-,,ღია ბარათების კლუბის“ დაარსების იდეა წამოვიდა ჩემი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ, იქ დავესწარი ბარათების კლუბის სამუშაო პროცესს, საოცარი განცდა იყო რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ გუნდს არაჩვეულებრივ იდეები ქაღალდებზე  როგორ გადაჰქონდა და უამრავ ადამიანს ანიჭებდა ბედნიერებას.

ჩვენი ბარათები გამოირჩევა ორიგინალურობითა და კრიატიულობით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ამბავი. ხანდახან მხოლოდ ბარათია საკმარისი საუკეთესო საჩუქრის გასაკეთებლად. გვინდოდა,  ჩვენი პროდუქცია უფრო მეტ ხალხს ენახა და ჩვენც დამატებითი შემოსავალი გვქონოდა.

– ეს ბაზარი საკმაოდ გააქტიურებულია ბოლო პერიოდში. რა განგასხვავებთ სხვა კომპანიებისგან?

-ჩვენს კლუბში მუშაობა სიამოვნებაა. სიყვარულით ამზადებ თითოეულ ბარათს. ყველაფერი ხელნაკეთია და ორიგინალური. შესრულების ხარისხი მეტად დახვეწილი. ამასთანავე, სტუდენტების მიერაა შექმნილი, რაც მათთვის შემოსავალია.

-როგორია ამ ბარათების დამზადების პროცესი და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

-ბარათების დასამზადებლად გვაქვს უამრავი სხვადასხვა მასალა, ქაღალდის საჭრელები, სხვადასხვა ფერისა და დიზაინის შტამპები, უამრავი ფერადი ქაღალდი, რაც, ძირითადად, შემოწირულობებია ჩვენი მეგობარი კლუბის წევრებისგან. კლუბის თითოეული წევრი ქმნის ბარათს თავისი დიზაინით და მერე უხსნის სხვებს, როგორ დაამზადა ესა თუ ის ბარათი.

-რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენი პროდუქციის მიმართ?

-გვაქვს გვერდი, სადაც მომხმარებელი თვითონ გვიკავშირდება და გვიკვეთავს სხვადასხვა შინაარსისა და დიზაინის ბარათს. ასევე, ვყიდით სხვადასხვა მაღაზიასა და ფლი მარკეტებზე.

-თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ – აპირებთ თუ არა გაფართოებასა და სხვა ბაზრებით დაინტერესებას?

-მომავალში ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი ბარათების წარმოება. ასევე, შევიტანოთ ეროვნული ელემენტები. ვაპირებთ, მოვძებნოთ კომპანია, რომელიც დაგვეხმარება ქართულწარწერებიანი შტამპების დამზადებაში. ეს ტურისტებისთვის და სტუმრებისთვის უფრო საინტერესო იქნება. იქნებ, მომავალში ჩვენი საკუთარი მაღაზიაც კი გავხსნათ, სადაც სხვადასხვა ნაკეთობასაც გავყიდით.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

სტუდენტური კონკურსი „თსუ ინოვაცია“ დაიწყო

მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ კონკურსში „თსუ ინოვაცია“, წარმოადგინეთ ინოვაციური ნამუშევრები, მოიგეთ თანხა და აქციეთ იდეები რეალობად. 
კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს.
პროექტი გულისხმობს სტუდენტთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული  სტუდენტების აღმოჩენა და მათი ორიგინალური იდეების განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის, 7 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. კონკურსანტების რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩათვლითმიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.
კონკურსზე მიიღება ინოვაციურ-ტექნოლოგიური ნამუშევრები, როგორც software-ის, ასევე hardware-ის ტიპის პროექტები. პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია გუნდურად ან ინდივიდუალურად. გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 4 მონაწილეს.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ფინალისტ გუნდებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროექტების პროტოტიპებს და საჩვენებელ პრეზენტაციებს შექმნიან და ჟიურის წინაშე წარადგენენ. გამარჯვებულ სამ გუნდზე კონკურსის საპრიზო ფონდი – 5000 ლარი განაწილდება:
პირველი ადგილი – 2500 ლარი
მეორე ადგილი – 1500 ლარი
მესამე ადგილი – 1000 ლარი
კონკურსის ყველა ფინალისტს პატრნიორი კომპანია ,,მაიკროსოფტი” ქლაუდ სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, ხოლო გამარჯვებული გუნდი სპეციალურ პრიზს – მობილურ ტელეფონს Microsoft Lumia-ს მიიღებს.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პროექტებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, სტუდენტები წარმოადგენენ სამეცნიერო გამოფენებსა და სტუდენტურ ღონისძიებებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოტექნოლოგიები

,,Google-ი” ყველაზე მომგებიანი კომპანია გახდა

 

„Google–ის“ მფლობელი კომპანია  ,,Alphabet-ი” გახდა და ამავე დროს ყველაზე მომგებიანი კომპანიის სახელიც მოიპოვა.

გასულ წლებში კომპანიის მოგებამ მისივე ფასის საგრძნობლად გაზრდა განაპირობა და 578 მილიარდი დოლარი შეადგინა, გადაუსწრო მანამდე ყველაზე მომგებიან კომპანიას „Apple–ს“, რომლის ღირებულებაც 565 მილიარდს შეადგენს.

მოცემულმა ინფორმაციამ დიდი წინსვლა განაპირობა ,,Alphabet–ისა” და 7 პროცენტით გაიზარდა მათი აქციების ღირებულება.

მაგრამ ,,Apple-მა” თავისი პოზიცია მაინც შეიმაგრა და ისევ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად რჩება, მათმა ახალმა პროდუქტმა  iPhone7–მა და iPhone7+ მა 15 პროცენტით მოუმატა ღირებულება კომპანიას და დიდი ნაბიჯი გადადგა ადგილის გამყარებისკენ.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მალე 3D ფილმების ყურება უსათვალოდ იქნება შესაძლებელი

 

ფილმების მოყვარულებისთვის სასიხარულო ახალი ამბავია, რომ სულ მალე 3D ფილმების ყურება უსათვალოდ შეეძლებათ, გასული წლების ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი ინოვაცია იყო 3D სათვალეები და ფილმები, ბევრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ საკითხმა, რადგან ზოგისთვის არ იყო კომფორტული შემოთავაზებული პროდუქტი.

„Cinema 3D–ს“ შემქმნელებმა ყველაფერი კარგად გათვალეს – ადამიანები დიდ კინოთეატრში შეძლებენ სამგანზომილებიანი საგნების დანახვას, არ ექნება მნიშვნელობა იმას, თუ სად იჯდება მაყურებელი.

მოწყობილობა გულისხმობს, რომ დიდი ეკრანის წინ დაიდგმება დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაყურებელმა სათვალის გარეშე შეძლოს სამგანზომილებიანი ფილმის ყურება.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობატრანსპორტი

,,Lexus–მა” სპორტული იახტა გამოუშვა

 

 ავტომობილების მწარმოებელმა იაპონურმა ფირმა ,,ლექსუსმა” სპორტული იახტა გამოუშვა, რომელიც არ ჩამოუვარდება სხვა იახტმწარმოებელ კომპანიებს.

,,Lexus Sport Yacht–ი” – ასე ჰქვია Lexus-ის იახტას, რომელიც V8 ტიპის ორი ძრავითაა აწყობილი და მისი სიმძლავრე 885 ცხენის ძალაა, რაც იახტისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამ ძრავით გამორჩეულია რამდენიმე მანქანის მოდელი, რომლებიც ერთ–ერთ უსწრაფეს მანქანებად არიან ცნობილები. იახტა გათვლილია 8 ადამიანზე და ყველანაირ კომფორტს უქმნის ადამიანებს მგზავრობისთვის.

ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის შემოსული მოცემული მოდელი, მაგრამ კომპანიაში სერიოზულად ფიქრობენ ამ კატეგორიაში ადგილის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს მსგავსი მოდელების გამრავლებასა და გაფართოებას.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 68 69 70 71 72 90
Page 70 of 90