close

ტექნოლოგიები

ბიზნესიგამოგონება - ინოვაციამსოფლიო

მტვერსასრუტი – ჯეიმს დაისონის გამოგონება და მილიარდები

ჯეიმს დაისონი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი პროდუქტი მსოფლიოს ბედს შეცვლიდა. ის ბავშვობაში ფაგოტზე უკრავდა, შემდეგ სახვითი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა დიზაინისა და საინჟინრო საქმის შესასწავლად.

 ჯეიმსმა მტვერსასრუტის 5 127 პროტოტიპი მოამზადა, რომლის პრეზენტაციაც ინგლისში 1993 წელს მოაწყო. 2010 წელს მტვერსასრუტმა DC12 იაპონიაში ადგილობრივი ბრენდების „Sharp-ისა“ და „Sanyo-ს“ მტვერსასრუტების გაყიდვებს გაუსწრო და რეკორდი მოხსნა. მტვერსასრუტი წარმოუდგენელი სისწრაფით (230 კმ/საათში) ისრუტავს მტვერს. საკუთარი გამოგონების წყალობით კი, დაისონი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ერთ-ერთი ლიდერია.

წყარო:  Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა ფეხბურთის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა

რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. სანამ მილიონობით გულშემატკივარი იმაზე მსჯელობს და კამათობს, ვინ გახდება წელს ჩემპიონი, ხელოვნურმა ინტელექტმა, 100,000 სიმულაციაზე დაყრდნობით, ჩემპიონატის ფინალის შედეგი „იწინასწარმეტყველა“.

მკვლევართა გუნდი შედგება დორტმუნდის Technische Universitat-ის, მიუნხენის Technical University-ისა და ბელგიის Ghent University -ის აკადემიკოსებისგან.

მათ კვლევისთვის სამი ტექნოლოგია გამოიყენეს: Poisson regression-ი (სხვადასხვა ცვლადი სიდიდეების ინტერპრეტირება და აწონვა), ranking method-ი (თითოეული გუნდის ძალის შეფასება)  და random forest-ის მიდგომა.

აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ, სავარაუდოდ, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. კერძოდ, ესპანეთს მოგების ყველაზე მაღალი შანსი – 17.8 პროცენტი აქვს, გერმანიას – 17.1 პროცენტი, ბრაზილიას – 12.3 პროცენტი, საფრანგეთს – 11.2, ხოლო ბელგიას –10.4. კვლევის თანახმად, საუდის არაბეთს ფინალამდე მიღწევის 0 შანსი აქვს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოტექნოლოგიები

,,Facebook-ი“ 750 მილიონი დოლარის ღირებულების მონაცემთა ცენტრს აშენებს

სოციალური ქსელების გიგანტი ,,Facebook-ი“ ჰანტსვილეში, ალაბამაში, მონაცემთა ახალ ცენტრს აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტი, რომელის ფარგლებშიც დაახლოებით 90 115 კვადრატული მეტრი ფართობის ნაგებობა აშენდება, 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

,,ჰანტსვილი, ეს მზარდი ტექნოლოგიური ჰაბი,  ,,Facebook-ის“ მიზნისთვის ბუნებრივად მორგებული ადგილია. იგი ასევე წარმოადგენს განახლებადი ენერგიის საიმედო ხელმისაწვდომობას, ძლიერ ლოკალურ ინფრასტრუქტურის, საზოგადოებების პარტნიორობის, და, რაც მთავარია, ნიჭიერი ნიჭიერთა ერთობლიობას,” – აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

როგორც ალაბამას გუბერნატორმა ქეი ივიმ  ,,Birmingham Business Journal-ს“ განუცხადა, დასრულებულ ცენტრში 100 ადამიანი დასაქმდება და საშუალო ხელფასი 80,000 აშშ დოლარი იქნება.

ჰანტსვილში განთავსებული დაწესებულება კომპანიის მონაცემთა ცენტრების მსოფლიო ქსელს შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ ,,Facebook-ი“ მიზნად ისახავს მთლიანად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადავიდეს. კომპანიის ინფორმაციით, ახალია მზის ენერგიის პროექტებზე კომპანია ,,Tennessee Valley Authority-თან“ მუშაობს.

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ,,Facebook-ი“ 2020 წლამდე აპირებს.

 

წყარო: businessinsider.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები – ინოვაცია გარემოს დაცვით საქმიანობაში

გარემოს დაბინძურება დღვანდელი მსოფლიოსთვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ქარხნები და მანქანის გამონაბოლქვები აბინძურებენ ჰაერს, ნაგავიც, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ასევე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ ბუნებას.

საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები, სახელწოდებით „Ooho“ – შეფუთვის ორიგინალური სახეა, რომელიც გარემოსათვის მავნე პლასტმასის ბოთლების შემცვლელია. წყალმცენარეებისგან დამზადებულ ჭურჭელში შეიძლება ჩაისხას წყალი, ხილის წვენები და სხვა მსგავსი სითხეები. დაცლის შემდეგ ბუშტების გამოყენება თამამად შეიძლება საკვებად, მაგრამ თუ მათი გემო არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა: გადაგდებიდან 4-6 კვირის შემდეგ ისინი ბოლომდე დნებიან და წყლად იქცევიან.

ინოვაციის ავტორმა  კომპანია „Skipping Rocks Lab-მა“ გარემოს დაცვის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის საკმაოდ ბევრი ჯილდო მიიღო.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

Google Analytics-ი – ნაკლები დრო კვლევის ჩატარებაში!

კომპანია „Google–მა“ საზოგადოებას მრავალი მომსახურება შესთავაზა, რაც მათ გაუადვილებთ სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას, ერთ–ერთი სწორედ მათ მიერ დაწყებული კამპანია „Google Analytics–ია“, მასში ატვირთულია უამრავი მასალა თითქმის ყველა ონლაინჟურნალის მონაცემები, შესაბამისად ყველა კომპანიისთვისაა ხელმისაწვდომი შეამოწმოს საკუთარი ვებგვერდის მკითხველთა სხვადასხვაგვარი სტატისტიკა, შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენი ადამიანი სტუმრობს გვერდს, რამდენი ხანი ჩერდება და ძირითადად რომელი ფენის წარმომადგენლები არიან ისინი.

ეს კამპანია უადვილებს კომპანიებს საქმეს, მათ დრო აღარ დაეკარგებათ კვლევების ჩატარებაში, ენერგია, რაც იხარჯებოდა ახლა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება გადანაწილებული.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ინოვაციური კედელი, რომელიც დადებითი თვისებებით 275 ხეს უთანაბრდება

იმისათვის, რომ ჟანგბადი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ – რაც შეიძლება სუფთა იყოს, ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს, რომ იპოვოს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზა.  მოდი, ასე ვთქვათ – მოჭრილი ხეების ადგილზე შენობების აღმართვა წარმატებას არ მოგვიტანს.

კომპანია ,,Green City Solutions-ის“ მიერ შემუშავებული კამპანია ,,ქალაქის ხე” არის მწვანე კედელი, სადაც გამოსახულია ბუნება. სხვადასხვა ჯიშის ხავსისაგან შექმნილი კედელი ასუფთავებს ჰაერს და დადებითი თვისებებით 275  ხეს უთანაბრდება, ანადგურებს დღეში 250 გრამ მტვერს, გამონაბოლქვ აირებს, ხოლო მზის პანელებთან ერთად – კომპლექსში მას შეუძლია შეაგროვოს წვიმის წყალი და აკონტროლოს ნიადაგის მდგომარეობა. ,,ქალაქის ხე” უკვე მსოფლიოს 25 დიდ ქალაქშია დამონტაჟებული, მათგან ყველაზე მეტი ინდოეთშია.

 

წყარო:  Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატექნოლოგიები

3Dგამოსახულება სულაც არ არის უახლესი გამოგონება

ფილმები, კინოსამყარო დღითი დღე ვითარდება, უკვე რთულია, გაიხსენოთ ისეთი ფილმი, რომელიც 3Dგანზომილებაში არ არის გადაღებული, თუმცა – ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ 3Dტექნოლოგია სულაც არაა ტექნიკის უახლესი გამოგონება. ლურჯ-წითელი 3Dკინოს პირველი ბუმი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. ამ ეპოქას სტერეოკინემატოგრაფის ,,ოქროს საუკუნეს” უწოდებენ.

სინამდვილეში 3Dერა 1890-იან წლებში დაიწყო, როცა კინოს ერთ-ერთმა პირველმა შემქმნელმა – ბრიტანელმა უილიამ ფრიზ გრინმა შეიტანა პატენტი  3Dკინოს შექმნის განაცხადით. პროცესის აღწერაში განმარტებული იყო, რომ ორი ფირიდან მიღებული გამოსახულება ერთმანეთის გვერდიგვერდ აჩვენებდა ეკრანზე. მაყურებელი იკეთებდა სათვალეს, რომელიც ორ გამოსახულებას ერთად აერთებდა. იმის გამო, რომ ამ მეთოდს უზარმაზარი ზომის ძვირადღირებული აპარატურა სჭირდებოდა, მისი გამოყენება კინოთეატრებში, იმ დროისათვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

ხის სათამაშოები და მანქანა 20 წლის მეწარმისგან

20 წლის გოგა ოთინაშვილს  ორი წელია სათამაშოების  საკუთარი ხაზი აქვს. ,,საგო“ მომხმარებელს ხისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს, რომელთა უმეტესობაც, გოგას თქმით, ბავშვების გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს.

Doctrina.ge ახალგაზრდა მეწარმეს საკუთარი ბრენდისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

გოგა, გვიამბე, როდის დაინტერესდი ხეზე მუშაობით?

-ხის მიმართ ინტერესი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გამიჩნდა, როდესაც ჩემთვის თავად ვთლიდი სათამაშოებს და რჩევებს უფროსებსაც ვეკითხებოდი. შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, გამიჩნდა სურვილი, ჩემი დამზადებული სათამაშოებით სხვა ბავშვებსაც ეთამაშათ და ჰობი რეალურ ბიზნესად მექცია.

როგორია „საგოს“ განვითარების ისტორია?

-2016 წლის დეკემბერში მონაწილეობა მივიღე ,,ტექნოპარკის“ ერთ-ერთ პროექტში, „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“, სადაც წარვადგინე იდეა, რომლის მიხედვითაც, უნდა შემექმნა ხის სათამაშოები. მალევე გავაკეთეთ პირველი პროტოტიპები და უკვე 30 დეკემბერს თამამად წარვსდექით ფართო აუდიტორიის (პოტენციური მომხმარებლის) წინაშე. მოწონებაც დაიმსახურა უმრავლესობისგან და, მას შემდეგ, რამდენიმე ასეული კმაყოფილი მომხმარებელიც გვყავს, რითიც ვამაყობთ ჩვენს კომპანიაში.

-როგორც ვიცი, შექმენი საკუთარი ხის მანქანა, როგორ გაჩნდა აღნიშნული პროექტის იდეა?

-გასულ წელს დავიწყე მუშაობა ავტომანქანის შექმნაზე, რომელიც არ ეკუთვნის კომპანიას, უფრო ჩემი ინტერესებისთვის დავიწყე, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. მისი ვიზუალიც გამოირჩევა ხის ფაქტურით და შეუძლია 2 ადამიანის ტრანსპორტირება. ამ დრომდე ხდება მისი მოდიფიცირება და მუდმივი განახლება.

-ამ ეტაპზე, რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

-ამ ეტაპზე გვაქვს 15 სახის სათამაშო, რომელთა უმეტესობა ბავშვის გონებრივ  განვითარებას ემსახურება, ამასთან ერთად, გვაქვს სამაგიდო, საოჯახო და გასართობი სათამაშოები, ნებისმიერი ასაკისთვის. უკვე 6 თვეა, რაც საბავშვო ავეჯის ხაზიც დავამატეთ ჩვენს ბრენდს.

სად შეიძლება ,,საგოს“ პროდუქციის შეძენა?

-ამჟამად ჩვენი სათამაშოების შეძენა მხოლოდ ფეისბუკგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

რამდენად რთულია სტუდენტისთვის მსგავსი საქმიანობა?

-მომიწია რაღაცების დათმობა, რომ ეს საოცნებო საქმიანობა გამეგრძელებინა, მათ შორის, სტუდენტობის (ნაწილობრივ), თუმცა სწავლას ვაგრძელებ ბიზნესის მიმართულებით.

როგორია შენი სამომავლო გეგმები.

-თითქმის ორწლიანი საქმიანობის შემდეგ, მოვიპოვეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, პროგრამა “YES GEORGIA-ს“ თანადგომით, თბილისში სათამაშოების მცირე საწარმოს ვხსნით. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და ახორციელებს ფონდი ,,კრისტალი“, ,,PH international-თან“ და ,,მისო კრისტალთან“ ერთად. ასევე – პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“  თანადაფინანსებით.

2018 წლის ოქტომბერში მივემგზავრებით თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, სათამაშოების საერთაშორისო ფესტივალზე. ეს მხარდაჭერა ცხადჰყობს, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იქნება.

 

მასალა მოამზადა:  თათია გაჩეჩილაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტირნა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაციატექნოლოგიები

,,Facebook-მა” 14 მილიონი მომხმარებლის პერსონალური პოსტი გაასაჯაროვა

საუბარია პოსტებზე, რომლებიც 18-დან 27 მაისამდე გამოქვეყნდა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.

როგორც წესი, თითოეული პოსტის აუდიენციას თავად მომხმარებელი პერსონალურად ირჩევს. ,,Facebook-ის” განმარტებით, პრობლემის შესახებ 22 მაისს შეიტყვეს, მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრას 5 დღე დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ,,Cambridge Analytica” ,,Facebook-ის” მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. კომპანიამ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ მომხმარებელთა ინფორმირების გარეშე, ბოლო 10 წლის განმავლობაში ,,Facebook-ი” 60-მდე კომპანიას საკუთარი პლატფორმის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს უზიარებდა. ამის შესახებ ,,The New York Times-ის” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა.

,,Facebook-ის” მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში განმარტებულია, რომ გადაცემული ინფორმაცია კომპანიებმა მხოლოდ საკუთარ ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ,,Facebook-ის” აპლიკაციის მორგების მიზნით გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად, ამ დროისთვის თავად ტექნოლოგიური გიგანტები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

,Facebook-მა” გუშინ ჩინური კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება აღიარა.

წყარო: imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტრანსპორტი

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მემანქანეების მომზადებას იწყებს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საშემოდგომო მიღებაზე მსურველებს მემანქანეების კურსებს შესთავაზებს. პროფესიულ კოლეჯში, რომელიც განათლების სამინისტრომ რკინიგზის დეპარტამენტთან ერთად დააფუძნა, ამჟამად პროფესიულ პროგრამებზე მიდის მუშაობა. მსურველთათვის სწავლა უფასო იქნება, ისევე, როგორც სხვა პროფესიულ პროგრამებზე. 

სტუდენტების პირველი ნაკადი კოლეჯმა წელს საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, თუმცა მათ შორის, ვინც ახლა გადის სწავლებას მემანქანეები არ არიან. კოლეჯი ამჟამად რკინიგზის ტექნიკოსებს ამზადებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიები ქვეყნისთვის. რომლის შესწავლა მთლინად დაფუძნებული უნდა იყოს პრაქტიკულ სწავლებაზე რეალურ სამუშაო გარემოში. რკინიგზა სასწავლო პროგრამებს დუალური მიდგომით ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ნახევარზე მეტი რეალურ სამუშაო გარემოში მიმდინარეობს, რკინიგზის ობიექტებზე და არა სამუშაო კაბინეტებში.“ – განუცხადა BM.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – თამარ სამხარაძემ.

ავტორი: მეგი კავთუაშვილი
წყარო: bm.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
1 41 42 43 44 45 91
Page 43 of 91