close
ს საინტერესოაომუნიკაციაექნოლოგიები

,,Facebook-მა” 14 მილიონი მომხმარებლის პერსონალური პოსტი გაასაჯაროვა

facebook პოსტი

საუბარია პოსტებზე, რომლებიც 18-დან 27 მაისამდე გამოქვეყნდა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.

როგორც წესი, თითოეული პოსტის აუდიენციას თავად მომხმარებელი პერსონალურად ირჩევს. ,,Facebook-ის” განმარტებით, პრობლემის შესახებ 22 მაისს შეიტყვეს, მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრას 5 დღე დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ,,Cambridge Analytica” ,,Facebook-ის” მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. კომპანიამ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ მომხმარებელთა ინფორმირების გარეშე, ბოლო 10 წლის განმავლობაში ,,Facebook-ი” 60-მდე კომპანიას საკუთარი პლატფორმის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს უზიარებდა. ამის შესახებ ,,The New York Times-ის” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა.

,,Facebook-ის” მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში განმარტებულია, რომ გადაცემული ინფორმაცია კომპანიებმა მხოლოდ საკუთარ ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ,,Facebook-ის” აპლიკაციის მორგების მიზნით გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად, ამ დროისთვის თავად ტექნოლოგიური გიგანტები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

,Facebook-მა” გუშინ ჩინური კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება აღიარა.

წყარო: imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid