close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

Huawei-ის დასაკეცი სმარტფონ-ტელეფონი, რომელსაც ფილმის გადმოსაწერად მხოლოდ 3 წამი სჭირდება!

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Huawei-მ დასაკეცი სმარტფონი გამოუშვა. Huawei Mate X-ი არის 5G მოწყობილობა. რომელსაც ორმაგი გარე ეკრანი აქვს, რომელიც იკეცება და 16.76 სანტიმეტრიან სმარტფონად იქცევა, ხოლო გაშლის შემთხვევაში – 20.3 სანტიმეტრიან ტაბლეტად..

ტაბლეტის სისქე 5.4 მილიმეტრია, სმარტფონის კი – 11 მილიმეტრი.

Huawei-ის ინფორმაციით, 5G ტელეფონის გადმოწერის სიჩქარე 4.6 გიგაბაიტია , ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადმოსაწერად ტელეფონს მხოლოდ 3 წამი სჭირდება.

Huawei-მ ახალი ტელეფონი ბარსელონაში გამართულ მობილური სამყაროს კონგრესზე წარმოადგინა. Huawei Mate X-ის RAM-ი 8 გიგაბაიტია-ია, მეხსიერება კი –  512 გბ.

Huawei-ი მესამე კომპანიაა, რომელმაც დასაკეცი ტელეფონი გამოუშვა. პირველი ასეთი ტელეფონი Royole FlexPai-ი 2018 წლის ბოლოს გამოვიდა, ხოლო Huawei-ის კონკურენტმა Samsung-მა თავისი დასაკეცი ტელეფონი Galaxy Fold-ი საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

Mate X -ი ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოვა და მისი ფასი 2,299 ევრო იქნება.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველმა ახალგაზრდებმა დამგზავრების მობილური აპლიკაცია შექმნეს

ჰარი დამგზავრების პირველი ქართული მობილური აპლიკაციაა, რომელიც საერთო მიმართულების მქონე მძღოლებსა და მზგავრებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა მათ შეძლონ საერთო მარშრუტის გაზიარება. აპლიკაციის შესაქმნელად რამდენიმე ახალგაზდა გაერთიანდა, მათ მიერ განვლილი გზისა და უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლების შესახებ კი, გუნდის ერთ-ერთი წევრი, მარკეტინგის მენეჯერი – ანა ხარაზიშვილი გვიამბობს.

 

-ანა,უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით რამ გაგაერთიანათ ამ მიზნის გარშემო?

-ჰარის შექმნის იდეა გაჩნდა იმ პრობლემიდან გამომდინარე, რასაც ბევრჯერ გადავაწყდით. ჩვენს დამფუძნებელს ხშირად მშობლიური ქალაქისკენ – ქუთაისისკენ გამგზავრება უწევდა მშობლების სანახავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება კი ქალაქიდან ქალაქში წასასვლელად ნამდვილად არ წარმოადგენს მოსახერხებელ, კომფორტულ თუ უსაფრთხო გამოცდილებას. ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მძღოლები, რომლებიც ქალაქიდან ქალაქისკენ საკუთარი მანქანით მგზავრობას გეგმავდნენ და თავისუფალი ადგილებიც ჰქონდათ დაკავშირებოდნენ მგზავრებს, ვისთვისაც მარშრუტი ხელსაყრელი იქნებოდა.

– როგორ მუშაობს თქვენი აპლიკაცია და რა დადებით მახასიათებლებს გამოარჩევდით?

– აღვნიშნავ რომ მგზავრობის გაზიარებით შესაძლებელია საწვავის ხარჯის გაყოფაც, რაც საერთო ჯამში ორივე მხარისთვის აიაფებს გადაადგილებას. გარდა ამისა დამგზავრება სოციალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა. მძღოლების სტიმულირებისთვის მათთვის  შეთავაზებაც გვაქვს: ყოველი მე-100 მძღოლი, რომელიც აპლიკაციით საშუალებით გაიზიარებს მგზავრობას, საჩუქრად 25 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერს მიიღებს.

ამასთანავე, აპლიკაციის გამოყენება მარტივია, მძღოლი აპლიკაციაში დებს განცხადებას საიდან საით მიემგზავრება, რამდენი თავისუფალი ადგილი აქვს და რა დაუჯდება ერთ მგზავრსგაყოლა. მგზავრს კი შეუძლია მოძებნოს განცხადებები, დაჯავშნოს და დაემგზავროს.

-როგორია თქვენი სტატისტიკა, ამ ეტაპისთვის რამდენად მოთხოვნადია ჰარი საქართველოში და ხომ არ ერთვებიან მასში უცხოელი მოგზაურებიც?

– საქართველოს ბაზარი ამ ტიპის მომსახურებისთვის დიდი ხანია მზადაა, რასაც მოწმობს სოციალურ ქსელებში შექმნილი მსგავსი შინაარსის მქონე ჯგუფები, სადაც ხალხის ჩართულობა საკმაოდ მაღალია. თუმცა ჯგუფების ფორმატი ართულებს მძღოლებისა და მგზავრების კომუნიკაციას, აპლიკაციის მეშვეობით კი, ვფიქრობთ, ეს პორცესი გაცილებით გამარტივებულია.

 


-როგორც ვიცი, საქართველოში ჰარის ანალოგი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით არსებობდეს მსგავსი აპლიკაცია, ამ შემთხვევაში თქვენ რით გამოარჩევდით თქვენს პროდუქტს მათგან?

-მსოფლიოში არაერთი აპლიკაციაა, რომელიც დამგზავრების მომსახურებას სთავაზობს მომხარებელს. არიან როგორც მცირე ასევე გიგანტი და რეგიონის მიხედვით მონოპოლისტი კომპანიებიც კი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მათთან მიმართებაში ამ ეტაპზე რთულია გამოვკვეთოთ, რადგან რეალურად ჰარი სტარტაპია, აპლიკაცია ბეტა ვერსიას წარმოადგენს და მუდმივად მის ფუნქციურ თუ ტექნიკურ დახვეწაზე ვმუშაობთ. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ დამგზავრების მომსახურების შეთავაზება, არამედ გვინდა მეტი ყურადღება დავუთმოთ სოციალიზაციის კუთხეს და გვინდა ქალაქიდან ქალაქისკენ მგზავრობა არათუ უბრალო მგზავრობად დავტოვოდ არამედ თავგადასავლად და საინტერესო, დასამახსოვრებელ გამოცდილებად ვაქციოთ.

-ნებისმიერი სტარტაპი დგება ფინანსური საკითხის გადაჭრის საჭიროების წინაშე, თქვენს შემთხვევაში რამდენად რთული იყო იდეის პრაქტიკული განხორციელება?

-აპლიკაციის განვითარების პერიოდში მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე ადგილობრივ კონკურსში. CREATIVE GEORGIA-ს ორგანიზებული ერთ-ერთი კონკურსის საშუალებით დავესწარით ტალინში გამართულ ფორუმს, CREATIVE BUSUINESS CUP-ზე კი მეორე ადგილი ავიღეთ და ფულადი პრიზითაც დაგვაჯილდოეს. ჩვენმა დამფუძნებელმა კი მოახერხა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააქსელერაციო პროგრამის Y COMBINATOR SCHOOL-ის ონლაინ რეჟიმში გავლა.

ამ დრომდე აპლიკაციას მხოლოდ სერვერზე წვდომის და კომპანიის დარეგისტრირების ხარჯი ჰქონდა. სერვერზე წვდომა Y COMBINATOR SCHOOL-მა თავად დაგვიფინანსა, ხოლომარკეტინგული ხარჯი, რაც უკვე აპლიკაციის გაშვებიდან დაგვემატა, CREATIVE BUSINESS CUP-ზე მიღებული ფულადი პრიზით ავანაზღაურეთ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს რესურსები რეალურად მხოლოდ საწყის მინიმუმს აკმაყოფილებს და საჭიროა უფრო დიდი აუდიტორიის მოცვა, სწორედ ახლა ვართ ინვესტიციების მოძიების პროცესში.

-საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმებიც…

-ამჟამად ვმუშაობთ ჰარის ბეტა ვერსიის დახვეწაზე, ვიკვლევთ მომხარებლის საჭიროებებს და სურვილებს და ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებს. მასშემდეგ, რაც ქართულ ბაზარს სრულიად შევისწავლით, სათანადოდ დაიხვეწება ჰარი და მოერგება ბაზარს ვგეგმავთ ამიერკავკასიის ქვეყნებში გასვლას.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაცია

კვლევა: ადამიანებმა, რომლებმაც Facebook-ი ერთი თვით გააუქმეს, თავი ბედნიერად იგრძნეს

სტენფორდისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯგუფებმა ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი Facebook-ს ერთი თვით აუქმებს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

მკვლევართა გუნდმა 2,488 ადამიანი Facebook ექაუნთის გაუქმებაზე დაითანხმა. ისინი სოცქსელში დღეში ერთ საათს მაინც ატარებდნენ.

ამის შემდეგ მკვლევრებმა შეადარეს ადამიანთა ორი ჯგუფის – Facebook-ის მომხმარებლებისა და ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ქცევა.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ის ადამიანები, რომლებიც Facebook-ს აღარ მოიხმარდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს მათ ქცევაშიც აისახა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, Facebook-ის ექაუნთის გაუქმება ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციაკულტურარობოტექნიკა

შუბერტის „დაუსრულებელი“ სიმფონია რობოტმა დაასრულა

შუბერტის მერვე სიმფონიის შექმნა 1822 წელს დაიწყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერავინ მიხვდა, რომ შუბერტმა სამუშაო ბოლომდე არ დაასრულა.

გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიციის პირველი ორი ნაწილი დასრულებული, ხოლო ბოლო ორი ნაწილის ფრაგმენტები დაუსრულებელი იყო.

სწორედ ამიტომ Huawei-მ გადაწყვიტა საქმეში ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოეყენებინა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კომპოზიტორ ლუკას კანტორის დახმარებით განახორციელდა.

ირკვევა, რომ ჩინურმა კომპანიამ Huawei Mate 20 Pro-ზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა ახალი მელოდიები შეექმნა.

ახალი კომპოზიცია ლონდონის კადოგანის ჰოლში 4 თებერვალს შესრულდა.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობამსოფლიოსაქართველო

საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი პროდუქცია „Boeing“-მა შეისყიდა

საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ „Boeing “-სთვის დამზადდა.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი უკვე გააფორმა.

დოკუმენტს ხელი კომპანია „ელბიტ საიკლონის“ დირექტორმა დევიდ ვიდანმა და ATC – ის დირექტორმა არი ვეისბორტმა მოაწერეს.

საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო სულ 300-მდე ადამიანს დაასაქმებს.

ამ დროისთვის ქარხანაში (ATC) სერტიფიცირების პროცესი დასრულებულია. ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწლების ქარხანა ISO-ს სერთიფიკატსა და მსოფლიო ავიაციის უმსხვილესი ავიაკომპანია „Boeing“-ის შესაბამისობის სერთიფიკატს ფლობს“, -ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის და პროექტის მენეჯერის ნინო ჩოლოყაშვილის თქმით, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის საუკეთესო მაგალითია.

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. საუბარია საწარმოზე, რომელიც საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს და სხვა ნაწილებს ამზადებს. აღნიშნულ პროდუქციას საწარმო არამხოლოდ Boeing-ს, არამედ თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს მიაწვდის, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვა.

www.fund.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ავტომობილი, რომელიც წყალბადზე მუშაობს და სუფთა წყალს გამოყოფს

მანქანების წარმოებაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია “Toyota” ახალ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, ბენზინი უკვე აღარ არის საჭირო ახალი მანქანისთვის, იგი წყალბადზე იმუშავებს, შესაბამისად – დასჭირდება შესაბამისი ტიპის  გასამართი სადგურები.

სედანი “Mirai” მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, ხოლო მავნე გამონაბოლქვის ნაცვლად, სუფთა წყალს გამოყოფს. ახალი ავტომობილის ფასი იაპონიაში 60 000 დოლარს შეადგენს. ამასთანავე, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ ეკოლოგიის გაფრთხილებისთვის, ყველას, ვინც ახალ პროდუქტს შეიძენს 17 000 დოლარი გადაეცემა.

ცნობილია, რომ სავსე ავზით ავტომობილს 650 კილომეტრის გავლა შეუძლია, 1 კილომეტრის გასავლელად ახალ პროდუქტს მხოლოდ 0.01 დოლარის ღირებულების წყალბადი დასჭირდება. ავტომობილი ფართო გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ სულ მალე მთელ მსოფლიოს მოედება.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ადამიანები ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით აღარ დაიღუპებიან!

ელექტრო ველები მარტივად მოახდენს სისხლიდან ნანონაწილაკების გამოდიფენერცირებას

კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინრებმა განავითარეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც იყენებს რხევად ელექტრო ველებს, რათა მოხდეს მარტივად და სწრაფად სისხლიდან ნარკოტიკის მიმღები ნანონაწილაკების იზოლირება. ტექნოლოგია შესაძლოა გახდეს მთავარი ინსტრუმენტი კომპლექსური სითხეებიდან ნანონაწილაკების გამოყოფასა და აღდგენაში, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მედიცინისთვის, გარემოსთვის და სამრეწველო პროგრამებისთვის.

324234y4o2i3u4h2oi34

ნანონაწილაკები, რომელიც, როგორც წესი, ათასჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ადამიანის თმის ღერის სისქე, რთულია გამოსადიფერენცირებელია პლაზმიდან, სისხლის თხევადი კომპონენტიდან, მათი მცირე ზომისა და დაბალი სიმკვრივის გამო. ტრადიციული მეთოდი ნანონაწილაკების პლაზმის ნიმუშებიდან გამოდევნის, ჩვეულებრივ, გულისხმობს პლაზმის გაზავებას, მასზე მაღალი კონცენტრაციის შაქრის ხსნარის დამატებას ან სამიზნე აგენტების მიმაგრებას ნანონაწილაკების ზედაპირზე.

„ეს არის მინიმალური მანიპულაციით პლაზმიდან ნანონაწილაკების იზოლირების პირველი მაგალითი,“ განაცხადა სტუარტ იბსენმა, სან დიეგოს ნანოინჟინერიის დეპარტამენტის პოსტ დოქტრონატმა მონაწილემ და ამ თემაზე ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატიის პირველმა ავტორმა.

„ჩვენ შევქმენით ძალიან მრავალფეროვანი ტექნიკა, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ნანონაწილაკების აღსადგენად ბევრი სხვადასხვა პროცესის მიმდინარეობისას.“

ეს ახალი ნანონაწილაკების გამომყოფი ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მკვლევრებს – განსაკუთრებით მათ, ვინც სწავლობს ნარკოტიკების მიმღები ადამიანის ნანონაწილაკებს დაავადების განკურნებისთვის – უკეთ დაინახონ, როგორ მიმდინარეობს ნანონაწილაკების ცირკულაცია პაციენტის სისხლში. ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც მკვლევრები აწყდებიან არის, თუ როგორ უკავშირდება სისხლის პროტეინები ნარკოტიკის მიმღები ნანონაწილაკების ზედაპირს და როგორ ხდის მათ ნაკლებად ეფექტურს. მკვლევრები ასევე შეძლებენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას კლინიკაში, რათა დაადგინონ კონკრეტული პაციენტის სისხლი თავსებადია თუ არა კონკრეტული ნარკოტიკების მიმღები ნანონაწილაკების ზედაპირისთვის.2323432g4iuy23g4234

„ ჩვენ დავინტერესდით მოგვეძებნა სწრაფი და მარტივი გზა ნანონაწილაკების პლაზმიდან გამოცალკევებისა, ასე რომ შევძელით გვეპოვნა, თუ რა ხდება მათ ზედაპირზე და მოვახერხეთ რედიზაინირება სისხლში მათი უკეთესად მუშაობისთვის,“ განაცხადა მაიკლ ჰელერმა, სან დიეგოს ინჟინერიის სკოლის ნანოინჟინერიის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა.

მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნარკოტიკების მიმღები ნანონაწილაკების იზოლირებისთვის იყო ძალიან პატარა ელექტრო ჩიპი, დამზადებული La Jolaa-ს მიერ, რომელმაც მიიღო ლიცენზია ორიგინალურ ტექნოლოგიებზე. ჩიპი შეიცავს ასობით პატარა ელექტროდს, რომელიც სწრაფად აგენერირებს ელექტრო ველს და შერჩევით გაჰყავს ნანონაწილაკები პლაზმის ნიმუშიდან. მკვლევრებმა ჩასვეს ერთი წვეთი ნანონაწილაკებიანი პლაზმა ელექრო ჩიპზე და აჩვენეს, როგორ აღადგენს ნანონაწილაკებს იგი 7 წუთში. ტექნოლოგიამ იმუშავა ნარკოტიკების მიმღები ნანონაწილაკების სხვადასხვა ტიპებთან, რომელთა გამოკვლევა სხვადასხვა ლაბორატორიაში ხვდებოდა.

ტექნოლოგიაში გარღვევა ეყრდნობა ჩიპის დიზაინს, რომელსაც შეუძლია მუშაობა სისხლის პლაზმის მაღალი მარილის კონცენტრაციაზე. ჩიპის უნარი პლაზმიდან ნანონაწილაკების გამოდიფერენცირებაზე ეფუძნება ნანონაწილაკებსა და პლაზმის კომპონენტებს შორის არსებულ მატერიალურ თვისებებს შორის განსხვავებებს. როდესაც ჩიპის ელექტროდები იქნა შეთავაზებული რხევადი ელექტრო ველისთვის, პოზიტიურმა და ნეგატიურმა მხარეებმა თვითონ მოახდინა ნანონაწილაკების გამოდევნის პროცესის განვითარება, რომელიც სიჩქარით განსხვავდებოდა პლაზმიდან ჩვეულებრივი წესით მათი იზოლირებისთვის საჭირო დროს. ამ მომენტალურმა დისბალანსმა შექმნა მიზიდულობის ძალა ნანონაწილაკებსა და ელექტროდებს შორის. როგოც ელექტრო ველის რხევა, ნანონაწილაკები მუდმივად აწვება ელექტროდებს, და ტოვებს მათ უკან პლაზმას. ელექტრო ველი რხევის სიხშირე მაღალია: წამში 15 000 რხევა.

„საოცარია, რომ ეს მეთოდი მუშაობს ყოველგვარი პლაზმის ნიმუშებისა და ნანონაწილაკების ნიმუშების გარეშე,“ განაცხადა იბსენმა.

 

წყარო: jacobsschool.ucsd.edu

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა” 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციამსოფლიო

NASA ადამიანის გულის კოსმოსში დაბეჭდვას გეგმავს

კოსმოსური ტექნოლოგიური კომპანია Techshot-ი NASA-სთან ერთად ბიოლოგიური 3D პრინტერის შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობის მეშვეობით საერთაშორიო კოსმოსურ სდაგურზე ადამიანის გულის დაბეჭდვაა დაგეგმილი. ამის შესახებ BBC წერს.

მეცნიერებს აინტერესებთ, რამდენად გამართულად შეძლებს 3D პრინტერი უწონადობაში გულის ქსოვილების ბეჭდვაზე მუშაობას.

ექსპერიმენტის წარმატების შეთხვევაში ათასობით ადამიანი, რომელიც ორგანოთა დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო იღუპება, გადარჩება.

ადამიანის ორგანოების 3D პრინტერით ლაბორატორიაში დაბეჭდვის მცდელობა მეცნიერებს აქამდეც ჰქონიათ, თუმცა დაბეჭდვის შემდეგ ორგანო საკუთარ წონას ვერ უძლებს და იშლება.

2017 წელს გულის დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო მსოფლიოში დაახლოებით 7,600 ადამიანი დაიღუპა.

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 91
Page 36 of 91