close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციამედიცინა

შექმნეს ხელოვნური თირკმელი, რომლის იმპლანტირების შემდეგ დიალიზი საჭირო აღარ იქნება

მეცნიერებმა  ხელოვნური თირკმელი შექმნეს, რომლის იმპლანტირების შემდეგ დიალიზი საჭირო აღარ იქნება.

გასული წლის ნოემბერში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) მკვლევარებმა  ექსპერიმენტის შედეგები წარმოადგინეს – მოწყობილობა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ქმნიდნენ წარმატებით, იმუნური რეაქციისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე ღორის ორგანიზმში ინპლანტირდა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მსოფლიოს მასშტაბით, თირკმლის დაავადების ბოლო, ურთულეს სტადიას 2 მილიონზე მეტი ადამიანი მკურნალობს. 2016 წლის მონაცემებით, აშშ-ში, თირკმლის გადანერგვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 21 000 შემთხვევაში, როცა შესაბამისი დონორის პოვნა მოახერხეს.

აღსანიშნავია,რომ დიალიზი  თირკმლის მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებს კერძოდ ,წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და ბიოლოგიური თირკმლისგან განსხვავებით, არ იღებს მონაწილეობას არტერიული წნევის რეგულირებაში, არ უზრუნველყოფს ელექტროლიტურ ბალანსს და რა თქმა უნდა, არ აწარმოებს ჰორმონებს. შესაბამისად, დიალიზზე მყოფი პაციენტებიდან ცოცხალი საშუალოდ, 35% რჩება .

ახალი მოწყობილობა, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ,  ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება- ესენია: სისხლის ფილტრაციის სისტემა (hemofilter), რომელიც სისხლს ტოქსინებისგან ნანომეტრის სიფართის ფორების მქონე სილიკონის მემბრანებით ფილტრავს და მეორე – ერთგვარი ბიორეაქტორი. ეს უკანასკნელი ადამიანის თირკმლის უჯრედებს შეიცავს და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სითხის რაოდენობის რეგულირება, არტერიულ წნევაზე ზემოქმედება, მარილის დონის რეგულირება და რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონების წარმოება. შესაბამისად, მოწყობილობის გამოყენების შედეგად, არამხოლოდ დიალიზის, არამედ დონორის საჭიროებაც იხსნება .

მეცნიერების ინფორმაციით,  ღორზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე დაყრდნობით, მოწყობილობის იმპლანტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გართულებებს არ იწვევს და ასევე, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, პაციენტის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს არ უქმნის . ჯერ-ჯერობით, უცნობია ,როდის იქნება ტრანსპლანტი ხელმისაწვდომი დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მოტოციკლი, რომელსაც ფრენა შეუძლია

„Hoverbike“ ახალი სიტყვაა ტექნოლოგიის განვითარებაში, როგორც გაირკვა მისი შემქმნელები აქტიურად მუშაობენ მისი რეალური, ადამიანის ზომის ანალოგის დამზადებაზე. როგორც გაირკვა მფრინავ მოტოციკლეტს არა მხოლოდ გადაადგილების დანიშნულება ექნება, ასევე მის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით შეძლებენ, მაგალითად საძიებო სამუშაოების დროს, ან საქონლის მწყემსვისთვის. ჯერ–ჯერობით მინი მოდელია შექმნილი, რომელიც ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი.

მსგავსი ტექნოლოგიების გამოგონება ხელს უწყობს ადამიანებს მარტივ ცხოვრებაში.

მფრინავი მოტოციკლეტის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ნამდვილი მოდელის გაკეთებას და გაყიდვაში ჩაშვებას.

წყარო : Engadget.com 

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Samsung-მა გამოუშვა ჭკვიანი კარადა, რომელიც ტანსაცმელს აუთოვებს

ლას-ვეგასში, ფართო მოხმარების ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენაზე, კომპანია Samsung-მა წარადგინა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გამოგონება.

AirDresser – ესაა ტანსაცმლის ორთქლის კარადა, რომლის ფუნქციებიც შენახვით არ შემოიფარგლება. კომპანია გვპირდება “ტანსაცმლის მოვლის ახალ საფეხურს”: ჭკვიანი კარადა წმენდს და აახლებს ნივთებს, რეცხვის გარეშე!

თავიდან, მაღალი ტემპერატურის ორთქლის ნაკადი უბერავს და არხევს ტანსაცმელს, მისგან მტვრის დასაბერტყად. შემდეგ, JetStem ტექნოლოგია კლავს ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვ.

უფრო კონკრეტულად, Samsung ამტკიცებს, რომ ორთქლის კარადა ანადგურებს ვირუსების 4 ტიპის (ინფლუენცა, ადენოვირუსი, კორონავირუსი და ჰერპესვირუსი) 99.9%-ს, მტვრის ტკიპების 100%-ს, უსიამოვნო სუნის გამომწვევი გაზებისა და პერქლორეთილენის მსგავსი მავნე ნივთიერებების 99%-ს. წმენდის სხვადასხვა პროგრამა სხვადასხვა შედეგს იძლევა.

გარდა ამისა, შრობის ტექნოლოგია HeatPump ნაზად და ფრთხილად აშრობს ტანსაცმელს დაბალ ტემპერატურაზე, ტანსაცმელი რომ არ დაიჭმუჭნოს. იგი აუთოვებს დაკუჭულ ტანსაცმელს – ახლა უთო აღარ დაგჭირდებათ.

ლას-ვეგასში, ფართო მოხმარების ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენაზე, კომპანია Samsung-მა წარადგინა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გამოგონება.

AirDresser – ესაა ტანსაცმლის ორთქლის კარადა, რომლის ფუნქციებიც შენახვით არ შემოიფარგლება. კომპანია გვპირდება “ტანსაცმლის მოვლის ახალ საფეხურს”: ჭკვიანი კარადა წმენდს და აახლებს ნივთებს, რეცხვის გარეშე!

თავიდან, მაღალი ტემპერატურის ორთქლის ნაკადი უბერავს და არხევს ტანსაცმელს, მისგან მტვრის დასაბერტყად. შემდეგ, JetStem ტექნოლოგია კლავს ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვ.

უფრო კონკრეტულად, Samsung ამტკიცებს, რომ ორთქლის კარადა ანადგურებს ვირუსების 4 ტიპის (ინფლუენცა, ადენოვირუსი, კორონავირუსი და ჰერპესვირუსი) 99.9%-ს, მტვრის ტკიპების 100%-ს, უსიამოვნო სუნის გამომწვევი გაზებისა და პერქლორეთილენის მსგავსი მავნე ნივთიერებების 99%-ს. წმენდის სხვადასხვა პროგრამა სხვადასხვა შედეგს იძლევა.

გარდა ამისა, შრობის ტექნოლოგია HeatPump ნაზად და ფრთხილად აშრობს ტანსაცმელს დაბალ ტემპერატურაზე, ტანსაცმელი რომ არ დაიჭმუჭნოს. იგი აუთოვებს დაკუჭულ ტანსაცმელს – ახლა უთო აღარ დაგჭირდებათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიატექნოლოგიები

ჩინეთში ღორისა და მაიმუნის პირველი „ჰიბრიდები“ გაჩნდნენ

ჩინეთში გაჩნდნენ ღორები, რომლებსაც გენური ინჟინერიის გამოყენებით მაიმუნის უჯრედები ჰქონდათ ჩანერგილი.
მიუხედავად იმისა, რომ ღორები რამდენიმე დღეში დაიღუპნენ, მეცნიერები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტი ლაბორატორიაში ორგანოების გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„ეს ღორ-მაიმუნის ნაშიერის ცოცხლად დაბადების პირველი შემთხვევაა,“- განაცხადა ჩინეთში მდებარე ღეროვანი უჯრედებისა და რეპროდუქციული ბიოლოგიის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომომადგენელმა.
აღნიშნული კვლევა გახლავთ მეცნიერების მცდელობის ნაწილი, შექმნან ცხოველები, ცხვრები ან ღორები, რომლის საშუალებითაც ადამიანის ორგანოების გაზრდა და შემდეგ ტრანსპლანტატად გადაქცევა გახდება შესაძლებელი. ამ პროცესს ქსენოგენური ორგანოგენეზი ეწოდება.
კვლევა უკვე ჩატარებულია ღორებისა და ცხვრების ემბრიონებზე, რომლებშიც ადამიანის ღეროვანი უჯრდები იყო გადანერგილი. ორივე შემთხვევაში ემბრიონები განვითარებას განაგრძობდნენ მანამ, სანამ ეთიკური მიზეზით მათი არსებობა ხელოვნურად არ შეწყვიტეს.
ღორებსა და მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში კი მაკაკას ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. ფლუორესცენციური პროტეინებით გაჟღინთეს და ფლუორესცენციური სინათლით გააცხელეს, შემდეგ ეს უჯრედები 4,000-ზე მეტ 5 დღის ღორის ემბრიონებში შეიყვანეს და IVF-ის საშუალებით გაანაყოფიერეს. ბოლოს კი ღორის მოდიფიცირებული ემბრიონების ღორებში იმპლანტირება განახორციელეს.
ამ ექსპერიმენტის შედეგად ღორის 10 ცოცხალი ნაშიერი გაჩნდა, აქედან კი ქიმერიკული მხოლოდ ორი იყო (ორივე გენის მატარებელი). მაიმუნის უჯრედი კი ღორის 1,000 -10,000 უჯრედში ერთი იყო.
მაიმუნის უჯრედები „გადასახლდნენ“ ცხოველის გულში, ღვიძლში, ფილტვებში, ელენთასა და კანში, თუმცა ისინი სხვა ორგანოებში, არ აღმოჩნდნენ, ამას კი მეცნიერები ქიმერიზმის დაბალი დონით ხსნიან.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, გოჭები დაბადებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დაიხოცნენ, თუმცა, მათი აზრით, კვლევა მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
ისინი ექსპერიმენტის გაგრძელებას ქიმერული უჯრედების თანაფარდობის გაზრდით აპირებენ.

წყარო : interestingengineering.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Boeing-მა კოსმოსური ტაქსები დატესტა

კომპანია Boeing-მაუპილოტო კაფსულაCST-100 Starliner-ი დატესტა, რომლის საშუალებითაც ის დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და პირიქით ასტრონავტების გადაყვანას აპირებს.

თუმცა, ამ ერთი მხრივ წარმატებული ტესტის განხორციელებისას, გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდა. ე.წ. padabort ტესტის დროს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ეკიპაჟის უსაფრთხოდ დაშვების სიმულაციას წარმოადგენს, სამი პარაშუტიდან ერთ-ერთი არ გაიშალა.

კომპანიაში პარაშუტის გაუშლელობის მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პირველი მცდელობის ფონზე სამიდან ორი პარაშუტის გაშლა კარგი შედეგია და რომ ცდამ, საერთო ჯამში, წარმატებით ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ NASA-მ Boeing-თან და ელონ მასკის SpaceX-თან რაკეტა-კაფსულის გამშვები სისტემის ასაგებად კონტრაქტი გააფორმა. პროექტის მიზანი 2011 წელს NASA-ს კოსმოსური შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ პირველად ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაზე ამერიკელების დაბრუნებაა.

SpaceX-ი Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული საცდელი ფრენის განხორციელებას მომავალი წლის პირველ მეოთხედში აპირებს. უპილოტო ფრენის ტესტი კი კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში განახორციელა.

წყარო : reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა ელექტრომობილების ახალი ტიპის ბატარეა გამოიგონეს, რომელიც 10 წუთში 100 პროცენტით იმუხტება.

„ვაჩვენეთ, რომ ელექტრო მობილების ბატარეის დამუხტვა 10 წუთში შეგვიძლია და ასეთი დამუხტული ავტომობილები 300 მილამდე მანძილს გადიან,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები, რომლებიც პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან.

ეს ელემენტები დამუხტვა-განმუხტვის 2,500 ციკლს უძლებენ, რაც ნახევარი მილიონი მილის გავლის შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ელექტრომობილების ბატარეა, სმარტფონისა და ნოითბუქების ბატარეების მსგავსად, ლითიუმის იონის ბატარეებია, რომელსაც დამუხტვა-განმუხტვის ციკლის რაოდენობა შეზღუდული აქვს, რასაც ელექტრო მოწყობილობის მაღალი ტემპერატურის პირობებში ყოფნა კიდევ უფრო აჩქარებს.

აღნიშნული ფაქტორი კი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის გამოყენებისთვის წესით მნიშვნელოვანი დაბრკოლება უნდა იყოს, ვინაიდან როდესაც ბატარეა მაღალ სიმძლავრეზე იტენება, ანოდის ირგვლივ მეტალის ლითიუმის წარმოქმნაა, რაც ბატარეის სიცოცხლის უნარიანობას ძალიან ამცირებს.

თუმცა, კვლევის ავტორების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპერატურა დამუხტვა-განმუხტვის ციკლის რაოდენობას ამცირებს, როდესაც დამუხტვა მცირე დროის განმავლობაში მიმდინარეობს ანოდის ირგვლივ მეტალის ლითიუმის წარმოქმნა ნაკლებად ხდება.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოფლის მეურნეობატექნოლოგიები

აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული ბამბის საკვებად გამოყენება ნებადართული გახდა

აშშ-ის რეგულატორებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ბამბის საკვებად გამოყენების ნებართვა გასცეს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ცილებით მდიდარი საკვების ფართოდ გამოყენებას და არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ტექნოლოგია ტექსასის A&M University-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა კომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, და იმედოვნებენ, რომ საკვებად ვარგისი ბამბის მცენარე კომერციულად ხელმისაწვდომი ხუთი წლის განმავლობაში გახდება.

ბამბა 80-ზე მეტ ქვეყანაში მოჰყავთ, ბოჭკოს ქსოვილების საწარმოებლად იყენებენ, ბამბის თესლს კი სხვადასხვა დანიშნულება აქვს, მათ შორის მას ისეთი შინაური ცხოველის გამოსაკვებად იყენებენ, რომლებსაც მრავალსაკნიანი კუჭები აქვთ. ჩვეულებრივ, ბამბის თესლი ადამიანისა და შინაური ცხოველის ბევრი სახეობის საკვებად უვარგისია, ვინაიდან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერება gossypol-ს.

მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდმა გენის ჩასახშობად ე.წ. RNAi ტექნოლოგია გამოიყენა, რისი საშუალებითაც ბამბის თესლისგან gossypol-ი ამოიღეს. ის ბამბის თესლში მხოლოდ მცირე დონით დატოვეს, ვინაიდან, როგორც ცნობილია, აღნიშნული ნივთიერება ბამბის თესლს მწერებთან და დაავადებასთან გასამკლავებლად ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გენეტიკურად მოდიფიცირება ბამბის ბოჭკოს ქსოვილების წარმოებაში გამოყენებას ხელს არ უშლის.

„ბამბის თესლის გამოყენება სხვადასხვაგვარად ხდება. მისგან საკვები ზეთის წარმოებას კვლავ გავაგრძელებთ, თუმცა ცილებით მდიდარ  ნარჩენს გადაყრის ნაცვლად პურსა და სხვა პურ-ფუნთუშეულის ნაწარმში დანამატის სახით გამოვიყენებთ. თესლის გული კი შესაძლებელია მოვხალოთ და წახემსების სასიამოვნო საშუალებად ვაქციოთ ან მისგან მიწის თხილის კარაქის მსგავსი საკვები დავამზადოთ,“ – აცხადებენ მეცნიერები.

მათივე განმარტებით, მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული ბამბის თესლი 10.8 ტრილიონ გრამ ცილას შეიცავს, რაც საკმარისია დაახლოებით 500 მილიონი ადამიანის ცილის მიღების დღიური ნორმის (50 გრ.) დასაკმაყოფილებლად.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

16 წლის გოგონებმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად სპეციალური აპლიკაცია შექმნეს

სამმა 16 წლის ალბანელმა გოგონამ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად აპლიკაცია შექმნა.

აპლიკაცია სახელწოდებით GjejZâ (იპოვე შენი ხმა) ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული საერთაშორისო ტექნოლოგიური კონკურსის გამარჯვებული გახდა.

გოგონათა გუნდის – D3c0ders-ის- მიერ შექმნილი აპლიკაცია  სამი ნაბიჯისგან შედგება : პრობლემის აღმოჩენა, მომხმარებლის გამხნევება და მოქმედების შესაძლებლობა.

თავდაპირველად მომხმარებელი გარკვეულ შეკითხვებს პასუხობს, რისი საშუალებითაც ადგენს, არის თუ არა ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ამის შემდეგ აპლიკაცია მას იმ ქალების ჩვენებებს სთავაზობს, რომლებმაც ძალადობას თავი დააღწიეს.

აპლიკაცია ქალებს ქვეყნის თანამდებობის პირებთან აკავშირებს, რომლებსაც შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლს დაეხმარონ, მოძალადეების წინააღმდეგ კი შემაკავებელი ორდერის გაცემა უზრუნველყონ. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ქალებს დასაქმებასა და თავშესაფართან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს.

ქალებს აპლიკაციის ჩამოტვირთვა ტელეფონებში იოლად შეუძლიათ. ალბანეთში მობილური ტელეფონის გამოყენების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. სტატისტიკის თანახმად, 2,8 მილიონიან მოსახლეობაზე 4.63 მილიონი მობილური ტელეფონი მოდის.

ოჯახური ძალადობის პრობლემა ალბანეთში, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანა გახლავთ, ძალიან მწვავედ დგას. ძალადობის მსხვერპლ ქალთა ნაციონალური ცხელი ხაზის უფროსი აირის ლუარასი აცხადებს, რომ სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ცხელ ხაზზე კი 2018 წელს მხოლოდ 4,000 შეტყობინება შევიდა. ეუთოს მიერ წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გამოკითხული 10 ქალისგან 9 მიიჩნევს, რომ ძალადობა ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა და რომ ძალადობის მსხვერპლთა 97 პროცენტს  დახმარების მიზნით პოლიციისთვის არასოდეს მიუმართავს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ენერგოეფექტური შენობებისთვის თხევადი ფანჯრები შექმნეს

ევროპელმა დიზაინერებმა და მეცნიერებმა, რომლებიც  ენერგოეფექტური შენობების შექმნაზე მუშაობენ, ინოვაციური ფანჯრები შექმნეს.

ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფანჯრების მინებში გამოხდილი წყალი და გლიკოლი ასხია.

თითოეულ მინაში 70 ლიტრი გამოხდილი წყალი და 30 ლიტრი ეთილენის გლიკოლია მოთავსებული, რომლებიც ანტიფრიზის ფუნქციას ასრულებენ. თოთოეული გამჭირვალე პანელი მზის ინდივიდუალური კოლექტორის მსგავსად მოქმედებს. ფანჯრები მზის გამოსხივებას შთანთქავენ შენობის ინტერიერის გასთბობად მას თერმულ ენერგიად გარდაქმნიან.

”შუშის შიგნით ჰაერის ნაცვლად სითხის გამოყენების უპირატესობა ის არის, რომ წყალი უფრო მჭიდროა, ამიტომ იგი შთანთქავს ინფრაწითელ შუქს უფრო ფართო დიაპაზონში”, – აცხადებენ მეცნიერები.

ახალი ფანჯრები მადრიდში შეიქმნა, მათი დატესტვა კი სოფიაში, ბულგარეთში ხორციელდება.  მენციერები შენობის შიგნით არსებულ ტემპერატურასა და ტენიანობას მუდმივად აკვირდებიან, რათა გაარკვიონ შესაძლებელია თუ არა ენერგიის წარმოქმნა და მოხმარება ხანგრძლივად და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ პროდუქტს მომავალში ბაზარზე გაიტანენ, თუმცა ინვესტორების საქ,ეში ჩართვამდე მათმა გამოგონებამ სოფიაში დაახლოებით 10 წლიან გამოცდას უნდა გაუძლოს.

წყარო : www.euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციაპოლიტიკასაქართველოტრანსპორტი

შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში პირადობის მოწმობით შემოვლენ

შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეები საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შემოვლენ. ეს ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს.

ინფორმაციას 1tv,ge ავრცელებს.

„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, – წერია დადგენილებაში.

ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 30 31 32 33 34 91
Page 32 of 91