close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

,,Google–ის” ახალი მოსახერხებელი კამერები

,,Google–მა“გამოუშვა ახალი ინოვაციური ფოტოაპარატი, რომელიც თავისი ზომითა და დიზაინით გამოირჩევა, კომპანია ახალ პროდუქტს „ჭკვიან კამერის“ სახელით მოიხსენიებს, მისი ღირებულება 249 ამერიკული დოლარი იქნება, იგი აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით, რაც მის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს.

ახალი პროდუქტის ძირითადი მიზანი არის, რომ მომხმარებლებს აღარ დასჭირდეთ მათი სმარტფონების ყოველთვის თან ტარება, ახალი კამერა უფრო მოსახერხებელია და უკეთეს სურათებს იღებს, რაც გამოგადგებათ, თქვენს საყვარელ ადამიანებთან დროს ტარების აღბეჭდვისთვის.

პროდუქტს ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება, რომ უკეთ ამოიცნოს ადამიანის სახეები და შეარჩიოს საუკეთესო მომენტი სურათის გადასაღებად, რაც ხარისხს ერთი–ორად გააუმჯობესებს.

წყარო: Techcrunch.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტი, რომელიც ნამდვილ მწერს ჰგავს

სულ რამდენიმე დღის წინ ტოკიოში გამოიგონეს რობოტი ხოჭო, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურს – მოძრაობებით და გარეგნულადაც.  მეცნიერები აქტიურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი არსების ანალოგი შექმნან ტექნოლოგიურ სფეროში, სწორედ ამას გულისხმობს ,,Tokyo Tech–ის“ პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ხოჭოს ფრენაც შეუძლია, ეს  აქამდე არასდროს არ დაუპროგრამებიათ მეცნიერებს.

მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ მათ წინასწარ არ ჰქონდათ დაგეგმილი, თუ რა ფორმა ექნებოდა რობოტს, არც მის დანიშნულებაზე ჰქონდათ რაიმე ვარაუდი, როგორც ჩანს, სრულიად შემთხვევით მიიღეს საკმაოდ საინტერესო შედეგი.

წყარო: Techcrunch.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

რისკების საზომი – ქართველი სტუდენტის ინოვაციური გამოგონება

ალბათ, უმეტეს ჩვენგანს დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, არის კი ის პროფესია სწორი, რაც ავირჩიეთ? ან ვიღებთ კი სწორ და საჭირო განათლებას უნივერსიტეტში, რომელშიც ვეუფლებით მომავალ საქმიანობას?

არც ის იყო გამონაკლისი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარების დღიდან ფიქრობდა, როგორ გაეხადა მისი სტუდენტობა საინტერესო, ხოლო მაღლივში ჩაბარება – გამართლებული.

21 წლის ირაკლი გაზდელიანი დღეს საინტერესო გამოგონების ავტორია, მომავალში უფრო მეტი და საინტერესო მიღწევების პერსპექტივით. ყველაფერი კი ეკონომიკის პოლიტიკის კათედრაზე ერთ-ერთი საგნის არჩევითa და მიღებული ცოდნის რეალიზებით დაიწყო.

მან კრიპტოვალუტებზე მორგებული კომპიუტერული პროგრამა დაწერა, რომელმაც დაინტერესება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც გამოიწვია.

ირაკლიმ მესამე კურსზე სავალდებულო საგანი ეკონომიკის პოლიტიკა აირჩია, რასაც ასევე მოჰყვა კურსი ობიექტებზე ორიენტირებული დაპროგრამების ენა VB.NET-ში და შუალედური გამოცდა, რომელმაც საბოლოოდ გააღვიძა ქართველ სტუდენტში გამომგონებლის ნიჭი და უნარები.

ირაკლის მიერ შექმნილი პროგრამა – ,,dicelator-ი“ რისკების პროცენტულად დამთვლელი კალკულატორია, რომელიც ავტორმა ერთერთი საიტისთვის შექმნა. აქ კამათლის გაგორების პრინციპით ხდება მოგების მიღება და არსებული რისკების დათვლა. პროგრამა ალგორითმის პრინციპზეა დამყარებული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ალგორითმის პრინციპი არ მუშაობს, სწორედ ამიტომაც უფრო საიმედო მექანიზმის არსებობაა აუცილებელი. სწორედ ამაზე მუშაობს ახლა ავტორი და აქვს იმედი, რომ სამომავლოდ საკუთარი გამოგონების გაუმჯობესებული ვერსიის გამოშვებას შეძლებს, რომელსაც გაყიდვაშიც ჩაუშვებს.

ორიოდ სიტყვა თავად კრიპტოვალუტაზე, რომელიც თანამედროვეობაში საკმაოდ აქტუალური თემაა.  კრიპტოვალუტა არის ელექტორნული ფული, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაგზავნოს ფული ინტერნეტით მსოფლიოს გარშემო, უმოკლეს დროში, შუამავლის გარეშე დ, რაც მთავრია, ეს ხდება ანონიმურად, იდენტიფიცირების გარეშე.

კრიპტოვალუტა ფიზიკურად არ არსებობს, ის არც იბეჭდება, არ აქვს ფიზიკური ფორმა, მას ვერ შევეხებით, ის მათემატიკურ გამოთვლებზეა დამყარებული და დაშიფრულია კრიპტოგრაფიულად. მაგრამ, რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, მას აქვს საკმაოდ დიდი ღირებულება და თანდათან იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. მისი ასეთი პროგრესირება იმ დადებითი მხარეებიითა განპირობებული, რასაც ის გვთავაზობს, უპირველეს ყოვლისა, მოხმარება არის ძალიან მარტივი, არ კონტროლდება ვინმეს ან რაიმესგან, საკმაოდ დაბალია საკომისიო გადარიცხვებზე.

სწორედ ამ სფეროში ჩართული ადამიანებისთვის და საქმიანი ბიზნესმენებისთვის დიდი დაინტერესების საგანი გახდა ქართველი სტუდენტის გამოგონება, რომლის შექმნის სამუშაო პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე თავად ავტორი გვესაუბრება:

-როდის დაინტერესდი გამომგონებლობით და რა უძღვოდა ამ დაინტერესებას წინ?

-გამომგონებლობით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული, შემეძლო რაიმე დამეშალა და ახალი რამ ამეწყო. ეს ალბათ უფრო იმან განაპირობა, რომ ხელოვნება მიყვარს ზედმეტად და ყველაფერში მას ვხედავ. ასევე იმანაც, რომ თავდაუზოგავად შრომა მიყვარს ჩემი მიზნების მისაღწევად და თავს იქამდე არ ვანებებ,  სანამ შედეგს არ ვიღებ. ეკონომიკის ფაკულტეტზეც იგივე მოხდა, არ შევეშვი მიუხედავად იმისა, რომ თავი ვერ ვიპოვე მასში.

-როგორ გაჩნდა გამოგონების იდეა?

-ჩემი პროგრამის იდეა სულ უცაბედად გაჩნდა. კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული, შესაბამისად, „დამხმარე ინსტრუმენტის“ ქონა არ იქნებოდა ცუდი და ასე შეიქმნა ,,Dicelator-ი“.

-რა სირთულეებს წააწყდი სამუშაო პროცესში?

-სირთულე მხოლოდ ის იყო, რომ პირველად ვმუშაობდი,  როგორც პროგრამისტი და სრულყოფილად არ ვფლობდი ენას, ასევე – visual studio-სთანაც პირველად მქონდა შეხება. მუშაობის პროცესში მიწევდა საჭირო ლიტერატურის პოვნა და ათვისება ამის გამო.

-რაში მდგომარეობს შენი გამოგონების უნიკალურობა და სარგებლიანობა ?

-უნიკალურობა უფრო მის მეორე ვერსიას ექნება, ვიდრე პირველს ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ  ერთ-ერთ საიტს წავაწყდი,  სადაც „კამათლის გაგორების“ პრინციპით აორმაგებდი ვალუტებს. თუმცა იმის გამო, რომ აქ ყველაფერი ალგორითმზეა დამოკიდებული, ხშირად ალბათობის პრინციპი არ მუშაობს და რაიმე უფრო სანდო გამოთვლის პრინციპი სჭირდებოდა. შესაბამისად, მეც ვცადე რამე რისკის დამთვლელი კალკულატორი ამეწყო. პირველი ვერსია,  ფაქტობრივად, გამოგონება არც ყოფილა, ძირითადად არსებული მათემატიკა გამოვიყენე და უბრალოდ მაინტერესებდა შედეგს თუ გამოიღებდა. დაინტერესებების გაჩენის შემდეგ კი, ახალ ვერსიაზე დავიწყე მუშაობა სადაც „ახალი მათემატიკისა“ და „კანონზომიერების“ შექმნა მიწევს.

გვიამბე შენს სამომავლო გეგმებზე.

 -,,Dicelator V2”-ზე ვმუშაობ, უნივერსიტეტის გამო ხშირად ვერ ვიცლი, ამიტომ ნელ-ნელა მიიწევს მისი დამუშავების საქმე. ამავდროულად,  კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობ,  რომელზეც უფრო მეტ იმედებს ვამყარებ და, შესაბამისად, არც ვისაუბრებ მასზე, მოკლედ რომ ვთქვათ – საიდუმლოდ დავიტოვებ.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

იტალიური და ამერიკული კომპანიები ბირთვული სინთეზისგან ელექტროენერგიის მისაღებად ითანამშრომლებენ

იტალიური ენერგეტიკული კომპანია “Eni” ბირთვული სინთეზისგან ენერგიის მიღების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამ მიზნით, კომპანია “Eni” მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) ერთად სპეციალურ კვლევას ჩაატარებს, ინვესტიციის ჩადებას კი ის ,,MIT-ის” ყოფილი მეცნიერების მიერ დაფუძნებულ კომპანიაში გეგმავს.

ნახშირბადის გამოყენების შემცირების გეგმის ფარგლებში, “Eni” თავდაპირველად  50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ,,MIT-ის” ყოფილი მკვლევარების მიერ შექმნილი კომპანიის – Commonwealth Fusion Systems (CFS) მნიშვნელოვან წილს შეისყიდის.

,,“Eni” დაეხმარება CFS- ს, რათა შეიქმნას პირველი კომერციულ ელექტროსადგური, სადაც ელექტროენერგიას ბირთვული სინთეზისგან მიიღებენ. ეს გახლავთ უსაფრთხო, მდგრადი, პრაქტიკულად ამოუწურავი წყარო, რომელიც ენერგიას დამაბინძურებლების ემისიებისა და სათბურის გაზების გარეშე გამოიმუშავებს,” – ნათქვამია კომპანია ,,Eni-ს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებაეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

თბილისში სტარტაპერებისთვის უფასო სამუშაო სივრცეებს მერია შექმნის

თბილისში სტარტაპერებისთვის უფასო სამუშაო სივრცეებს მერია შექმნის – სავარაუდო თარიღად მიმდინარე წლის სექტემბერი მოისაზრება.  გადაწყდა, რომ სამუშაო სივრცეებად თბილისში უკვე არსებული მედიათეკები – (ვაკეში, ნაძალადევსა და ვარკეთილში) გამოიყენონ.  სტარტაპერები უფასო სამუშაო სივრცეებით 2-დან მაქსიმუმ 6 თვემდე ისარგებლებენ. 

წინასწარი გათვლებით, პროექტით, ჯამში, 120 სტარტაპერი ისარგებლებს. მერიაში ამბობენ, რომ პროექტი ითვალისწინებს სტარტაპერებისათვის დახმარებას როგორც ბიზნესგეგმის დაწერაში, ასევე – ადვოკატირებასა და პარტნიორების მოზიდვაში. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც სტარტაპერებს შეეძლებათ თავიანთი ბიზნესგეგმის ატვირთვა, რომელიც მათ ავტომატურ რეჟიმში გასცემს დადებით ან უარყოფით პასუხს, თუმცა – გეგმა დასახვეწია და, ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტმა რესტორანში მუშაობა დაიწყო

ლოს-ანჯელესში რობოტი დაასაქმეს –  ფლიპიმ პასადენაში დაიწყო მუშაობა და ის პირველ ცვლაში გავიდა.

ფლიპს გრილზე ხორცს შესაწვავად ადამიანები უწყობენ, ის კი მას ამზადებს. იგი 3Dკამერით არის აჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს მიხვდეს, პროდუქტი საბოლოო ფაზამდე მივიდა თუ არა. მას შემდეგ, რაც პროცესი დასრულდება, რობოტი შემწვარ ხორცს გრილიდან იღებს და ათავსებს დანიშნულების ადგილზე.

ბურგერისთვის განკუთვნილი თითოეული ხორცის ნაჭერის შეწვას 4 წუთი და 30 წამი უნდა. რობოტს მისი ამოტრიალება ხოლოდ ერთხელ უწევს.

წყარო:  BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

სპრეი, რომელიც სენსორულ ეფექტს ქმნის

ახალი ინოაციური სიტყვა ტექნოლოგიაში – ელექტოსპრეი, რომელიც კარნეგ მელონის უნივერსიტეტში გამოიგონეს, იგი ნებისმიერ ზედაპირს ერგება, ნებისმიერ კედელს.

ინოვატორი არის 33 წლის კრის ჰარისონი, რომელმაც ელექტროსპრეი გამოიგონა იმისთვის, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ ყოველდღიური ცხოვრება, მათ შეეძლებათ თავისი ხასიათისამებრ შეცვალონ კედლის ზედაპირის ფერი.

ინოვატორს მაგალითად მოყვანილი ჰქონდა გიტარა, რომელზეც გადაკრულ ქაღალდზე დაასხა სპრეი და, სენსორის დახმარებით, ანალოგიური მოქმედებები ლეპტოპში აისახა.

შესამჩნევი ინოვაციაა, აუცილებელია, რომ ადამიანების უმრავლესობამ მსგავსად იფიქროს და საზოგადოებისთვის ხელსაყრელი, საჭირო ნივთები გამოიგონონ.

წყარო: Blumberg.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიატექნოლოგიები

ინოვაციებით სავსე ელექტროველოსიპედები

უახლესმა მანქანებმა, რომლებიც აღჭურვილები არიან სხვადასხვა უმაღლესი ტექნოლოგიის ატრიბუტით, თითქოს ყველანაირი ტრანსპორტის საშუალება გადაჩრდილეს.

განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები იშვიათად გადაადგილდებიან ავტომობილებით, ისინი ძირითადად იყენებენ ველოსიპედს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია გადატვირთული საცობებისთვის თავის ასარიდებლად. ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ინოვატორებისთვის, ამიტომ – მათ გადაწყვიტეს ძველმოდური უფუნქციო ველოსიპედების მაგივრად – ახალი, ინოვაციური და მრავალი დანიშნულების მატარებელი პროდუქტი შეექმნათ. მათ სხვადასხვა სახეობის პროდუქცია გამოიტანეს სავაჭრო ბაზარზე, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” კი – შემოგვთავაზა რამდენიმე მათგანი:

  1. დასადგომი ელექტროველოსიპედი, რომელსაც დიდი სათავსო აქვს და თქვენი ადგილზე გადადგმული ნაბიჯებით აკონტროლებთ სიჩქარეს.
  2. დასაკეცი ველოსიპედი, რომელიც საკმაოდ კომპაქტური და მოსახერხებელია.
  3. ველოსიპედი, რომელიც თითის ანაბეჭდზე იხსნება ანუ კონკრეტული პიროვნების ანაბეჭდის გარეშე ვერავინ გამოიყენებს მას.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინამსოფლიო

შვილს დედის საშვილოსნო გადაუნერგეს

სამედიცინო სენსაცია – ჩინეთის ქალაქ სიანში საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა შვილს დედის საშვილოსნო გადაუნერგეს. პაციენტი 29 წლის ქალია, რომელსაც საშვილოსნო დაბადებიდან არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერც შვილს აჩენდა. ქალი ამ ოპერაციაზე შვილის ყოლის სურვილის გამო წავიდა.

ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა და მასზე 20 ქირურგი მუშობდა, საშვილოსნოს გადასატანად სამედიცინო რობოტი გამოიყენეს.

ტრანსპლანტაცია დონორის მენოპაუზის გამო საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მას, გამოჯანმრთელების შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

გამოგონება, რომელიც ადამიანის ტექნიკაზე დამოკიდებულებას შეასუსტებს

შესამჩნევია, რომ 21–ე საუკუნეში ადამიანები ტექნოლოგიებმა ძალიან გაიტაცა, თითქმის არ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელსაც არ აქვს სმარტფონი, რომელზეც, როგორც მეცნიერები ამბობენ დამოკიდებულია. თითქოს ადამიანებს მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, არადა ძველად ტელეფონს მხოლოდ ის დანიშნულება ჰქონდა, რომ რაიმე ინფორმაცია მიეწოდებინათ ერთმანეთისთვის ადამიანებს – მისი ფუნქციები ბევრად უფრო ვიწრო იყო.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ბრუკლინში წამოწყებულ სტარტაპზე, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სმარტფონების ერის შესუსტებას ანუ თუ აქამდე მეტად აქტუალური იყო სმარტფონები, ახლა კომპანია გამოუშვებს პროდუქტს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დარეკვის, ან მესიჯის მიწერის ფუნქცია ექნება, მათი აზრით ეს ყველაფერი ადამიანების ტექნიკაზე დამოკიდებულებას შეასუსტებს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზად:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 37
Page 25 of 37