close
მედიცინა

მადის დაქვეითების 5 მარტივი გზა – “ოქროს“ რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან

დიეტის დროს, როგორც წესი, ყველაზე რთული შიმშილის შეგრძნების და მადის დათრგუნვაა. წარმოგიდგენთ ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევებს, რომლებიც სწორედ მაგის დაქვეითებაში დაგეხმარებათ.

„ძალიან ბევრი ადამიანისთვის მადის დაქვეითება დიდ პრობლემას წარმოადგენს. მინდა გაგიზიაროთ 5 მარტივი გზა, თუ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა“ – განაცხადა ღოღობერიძემ „მთავარი დიაგნოზის“ ეთერში.

მიიღეთ ცილებით რაც შეიძლება მდიდარი საკვები: კვერცხი, ხორცი, ლობიო, ბარდა. როცა ცილით მდიდარ საკვებს მიირთმევთ, კუჭის ენდოკრინული უჯრედები აღარ გამოიმუშავებენ ე.წ. შიმშილის ჰორმონს, გრენილს. როცა ის გამოიყოფა, ადამიანის ჰიპოთალამუსი ტოვებს განცდას, რომ გშიათ. ცილოვანი საკვები მიღებისას გრენილის დონე ძალიან დაბალია და შეიძლება მთელი დღის განმავლობაში აღარ მოგშივდეთ.

მიიღეთ ცელულოზით, იგივე ბოჭკოთი მდიდარი საკვები: ეს ნივთიერება ბევრია ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში. როცა ცელულოზით მდიდარ საკვებს იღებთ, სხეული მას დიდი ხნის განმავლობაში ინელებს. ჩვენ არ გაგვაჩნია ფერმენტები, რომლებიც უშუალოდ ცელულოზას შლიან, სანამ ის მსხვილ ნაწლავს არ მიაღწევს. იქ კი ბაქტერიების მიერ მოინელება. მანამდე ეს საკვები სხეულში პრაქტიკულად არ შეიწოვება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დანაყრების შეგრძნება გექნებათ, მაგრამ წონაში არ მოიმატებთ. გარდა ამისა, ასეთი საკვები სისხლში ინსულინის დონეს მკვეთრად არ ზრდის. ეს კიდევ ერთი პლუსია, რადგან ინსულინის შედეგად კანქვეშა ცხიმოვანი ფენა იზრდება. ნაკლები ინსულინი ნაკლები მიდრეკილებაა წონის მატებისკენ.

საკვები რაც შეიძლება ნელა მიირთვით და მცირე ულუფებით: ამ შემთხვევაში საკვები ასწრებს წვრილ ნაწლავამდე მისვლას, სადაც დანაყრების ჰორმონი, ლეპტინი გამოიყოფა. რაც უფრო ნელა ჭამთ, ლეპტინის რაოდენობა თანდათან მოიმატებს და დანაყრების შეგრძნებაც გაჩნდება. როცა სწრაფად ჭამთ, სანამ მიხვდებით, რომ მაძღარი ხართ, ორგანიზმი უკვე გადაჯერებულია კალორიებით. სხეულს მოუწევს ამ კალორიების ათვისება და თქვენც წონაში იმატებთ. გააგრძელეთ კითხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0