close

ენერგეტიკა

ბიზნესიეკონომიკაენერგეტიკაენერგეტიკამსოფლიო

ნავთობის ფასი 0 დოლარს ჩამოსცდა და ნეგატიური გახდა – მონაცემები ყოველ წუთს იცვლება

ნავთობის ფასი ორშაბათის მონაცემებით, 0-ს ჩამოცდა და პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა. რას ნიშნავს ეს? როგორც BBC წერს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნავთობის მწარმოებლები უხდიან მყიდველებს თანხას, რათა გაყიდონ ნავთობი და არ გადაიტვირთოს თავიანთი საცავები, რისი საფრთხეც მაისშია მოსალოდნელი.

„აშშ-ში საშინელი ვითარებაა. ჩაკეტილი ბაზრის გამო, ნათელია რომ ჩვენ რეალურ ზეწოლას განვიცდით მარაგების კუთხით, მოთხოვნაზე მნიშვნელოვანი კლების გამო. ვფიქრობ, ფასები კვლავ ასეთი ზეწოლის ქვეშ იქნება“, – განაცხადა ANZ-ის სტრატეგმა ენიე ჰაინსმა CNBC–ისთან საუბარში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, “შავ ოქროზე” მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა სერიოზულად დაცემულია. ეკონომიკა გაჩერებულია. ბიზნესები დაკეტილია. ქვეყნების უმრავლესობაში კარანტინია. ამ ყველაფერმა კი, ნავთობის გაყიდვების შემცირება გამოიწვია. გადაივსო მარაგები და ფასიც დაეცა. დღის ცალკეულ მონაკვეთში WTI ტიპის ბარელი ნავთობი მინუს $38–მდეც კი დაეცა. (ბოლო მონაცემებით, –32 დოლარია).

„მსოფლიო გაჩერებულია, ფაქტობრივად, მყიდველი არ ჰყავს ნავთობს, გადავსებულია ყველა საცავი, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, აბსოლუტურად – ყველგან. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა არ არსებობს და ჭარბი მიწოდებაა ბაზარზე, ფასი დავარდა“, – აღნიშნა bm.ge-ისთან საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, თუმცა ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა.

ცნობისთვის, CNBC–ის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან ნავთობის აშშ–ში ტრანსპორტირება გაოთხმაგდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო. შედარებისთვის, ტრანსპორტირების მოცულობა თებერვალში დღიურად საშუალოდ 366,000 ბარელი იყო, მარტში – 829,540 ბარელი, ხოლო 1.46 მილიონი ბარელი აპრილის პირველ ორ კვირაში.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ენერგეტიკასაქართველო

საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის სადგურის მშენებლობა განიხილება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში მზის სადგურების ინტეგრირების შესაძლებლობები 150 მგვტ დადგმული სიმძლავრით არის შეფასებული.

“მზესთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ კი, დღეს ლიმიტირებულია ჩვენი ქსელის შესაძლებლობები, მაგრამ 150 მეგავატიც არ არის მცირე სიმძლავრე. ჩვენ აქ მივდივართ შემდეგი გზით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გვაქვს მოლაპარაკება და უახლოეს თვეებში შევძლებთ უკვე პირველ, 50 მეგავატზე გამოვაცხადოთ ტენდერი. ეს იქნება ალბათ ყველაზე სწორი გზა, იმიტომ რომ აქაც ვითარდება ტექნოლოგია, თვითღირებულება მცირდება და ჩვენ გვინდა, ღია, გამჭვირვალე, კონკურენტული ტენდერის გზით გავიგოთ, რა არის ჩვენი ბენჩმარკი. რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამომუშავდება მზის პანელების მიერ”, – განაცხადა თურნავამ ტექნოპარკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.

რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე მზის სადგურის პროექტს, რომლის მშენებლობაც სოფელ უდაბნოში იგეგმება, როგორც ინვესტორმა თამაზ კაპანაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მზის პანელების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

“ასევე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უნდა შვეხვდეთ, დავილაპარაკოთ და გავარკვიოთ, რა შეღავათები ექნება მზის ელექტროენერგიას და როგორც უკვე ისაუბრეს, რაღაც შეღავათი უნდა გვქონდეს და შემდეგ აშენებას დავიწყებთ. ერთი თვის განმავლობაში ჩვენს შორის შეთანხმება თუ მოხდა, ალბათ, დეკემბრისთვის სადგურს ექსპლოატაციაში გავუშვებთ”, – განმარტა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ უდაბნოში დაგეგმილი მზის სადგურის სიმძლავრე 5 მგვტ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია. გასული წლის ივლისში, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს “სოლარ ფაუერ ჯორჯიამ” გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” გამარჯვებულს, საკუთარი შვილობილი შპს-ის “საქართველოს მზის კომპანიის” 90%–იან წილი გადასცა.

გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაენერგეტიკამსოფლიო

უკრაინამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მზის ენერგიის სადგური ააშენა

ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადგილზე ახალი მზის ენერგიის სადგური ააშენეს.

ჩერნობილის ქარხანა 1986 წლის  ბირთვული კატასტროფის ადგილი გახლავთ.

რადიოაქტიური მასალა ევროპის სხვადასხვა ნაწილში ატმოსფეროში გავრცელდა და  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ჩერნობილის სადგური 2000 წელს დაიხურა.

ატომური სადგურის ირგვლივ ტერიტორია, დაახლოებით 2,600 კვადრატული კილომეტრი ექსკლუზიურ ზონადაა გამოცხადებული.

ახლა კი უკრაინამ ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პირველი მზის ენერგიის სადგური ააშენა. ქვეყნის ხელისუფლებას სურს განახლებადი ენერგიის კომპანიებმა მიტოვებული ტერიტორია განავითარონ.

ტერიტორიაზე გამომუშავებული ელექტროსადგური დაახლოებით 2,000 ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის იქნება საკმარისი.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუირებულ ზონაში მოსახლეობის დაბუნებას სულ მცირე 24 000 წელი დაჭირდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკამსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ელექტროენერგიის ეფექტიანობის გაზრდაა შესაძლებელი

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ელექტროენერგიის ეფექტიანობის გაზრდაა შესაძლებელი.

გერმანული საკონსულტაციო კომპანია Roland Berger-ი დასკვნაში წერს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა მიწოდების ბალანსის წინასწარ განსაზღვრა და ამასთანავე – ისეთი მექანიზმის შექმნა, რაც ადამიანებს სახლის პირობებში ენერგოეფექტურობისკენ უბიძგებს. მოკლედ რომ ვთქვათ – ევროპაში ელექტროენერგიის მწარმოებელებს ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეუძლიათ.

გერმანული კომპანია სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ამ ახალი ბიზნესმოდელის დანერვისა და ენეროეფექტურობისკენ.

წყარო: Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

იტალიური და ამერიკული კომპანიები ბირთვული სინთეზისგან ელექტროენერგიის მისაღებად ითანამშრომლებენ

იტალიური ენერგეტიკული კომპანია “Eni” ბირთვული სინთეზისგან ენერგიის მიღების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამ მიზნით, კომპანია “Eni” მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) ერთად სპეციალურ კვლევას ჩაატარებს, ინვესტიციის ჩადებას კი ის ,,MIT-ის” ყოფილი მეცნიერების მიერ დაფუძნებულ კომპანიაში გეგმავს.

ნახშირბადის გამოყენების შემცირების გეგმის ფარგლებში, “Eni” თავდაპირველად  50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ,,MIT-ის” ყოფილი მკვლევარების მიერ შექმნილი კომპანიის – Commonwealth Fusion Systems (CFS) მნიშვნელოვან წილს შეისყიდის.

,,“Eni” დაეხმარება CFS- ს, რათა შეიქმნას პირველი კომერციულ ელექტროსადგური, სადაც ელექტროენერგიას ბირთვული სინთეზისგან მიიღებენ. ეს გახლავთ უსაფრთხო, მდგრადი, პრაქტიკულად ამოუწურავი წყარო, რომელიც ენერგიას დამაბინძურებლების ემისიებისა და სათბურის გაზების გარეშე გამოიმუშავებს,” – ნათქვამია კომპანია ,,Eni-ს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაენერგეტიკაკვლევებიმსოფლიო

„დრო იწურება“ – 15 000 მეცნიერი კაცობრიობას დედამიწის საგანგაშო მომავლის შესახებ აფრთხილებს

,,დოქტრინამ” რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზათ ფიზიკოს სტივენ ჰოუკინგის განცხადება დედამიწის შესაძლო ,,დასასრულისა” და ალტერნატიული საცხოვრებელის მოძიების შესახებ. როგორც ჩანს, ინგლისელი მეცნიერი სულაც არ არის მარტო და მის მოსაზრებას 15 000-მდე მეცნიერი იზიარებს. ისინი ამბობენ, რომ თუკი კაცობრიობა არ მიიღებს მკაცრ ზომებს, დედამიწას გამოუსწორებელ ზიანს ვეღარ ავაცილებთ თავიდან. 

14 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „მსოფლიო მეცნიერთა გაფრთხილება კაცობრიობას: მეორე შეტყობინება“. ამ სტატიას ხელს 15 000-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს 184 ქვეყნიდან აწერს ხელს, ხელმოწერების რაოდენობა კი იმატებს.

საინტერესოა, რომ მსგავსი მესიჯით 1992 წელს საზოგადოებას 1 700-ზე მეტმა მეცნიერმა მიმართა, მათ შორის, ბევრი ნობელის პრემიის ლაურეატიც კი იყო. ცხადია, ბევრი არაფერი შეცვლილა.

„ეს არის აურაცხელი პასუხი იმაზე, რომ ჩუმად ყოფნა და ლოდინი აღარ შეგვიძლია“, — ამბობს სტატიის თანაავტორი, სიდნეისა და დიკინის უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომელი თომას ნიუსამი

1992 წლის რეპორტი გამოყოფდა ცხრა სხვადასხვა სფეროს, რომლებსაც გაუმჯობესება ესაჭიროებოდა; მათ შორის იყო – ოზონის გამოფიტვა, ტყეების ჩეხა, კლიმატის ცვლილება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.

ერთადერთი დადებითი ფაქტი, რომელიც მკვლევარებმა გამოავლინეს, არის ის, რომ თავდაპირველ დოკუმენტში ხაზგასმული გაუმჯობესების ექვსი სფეროდან, წარმატებით გადაიჭრა მხოლოდ ოზონის ხვრელის პრობლემა. NASA-სა და NOAA-ს მეცნიერთა ცნობით, სწორედ ამ თვეში, თანამგზავრებიდან ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ანტარქტიდის თავზე, ოზონის ფენაში არსებული ხვრელი ყველაზე მეტად დაპატარავდა 1988 წლის შემდეგ.

2017 წელს გამოქვეყნებულ წერილში კი შეფასებულია, რამდენად იმოქმედა გაფრთხილებამ საზოგადოებას და ის ტენდენციები, რომლებიც, ფაქტობრივად, იდენტურია 25 წლის წინანდელი ვითარებისა. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კაცობრიობამ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

რეპორტის ყველაზე საგანგაშო პუნქტები შემდეგია:

მტკნარი წყლის ოდენობის 26 პროცენტით შემცირება ერთ სულ მოსახლეზე;
120 მლნ ჰექტარი ტყიანი ტერიტორიის დაკარგვა;

დედამიწაზე 29 პროცენტითაა შემცირებული ძუძუმწოვრების, რეპტილიების, ამფიბიების, ფრინველებისა და თევზების რიცხვი;
ოკეანის მკვდარი ზონების 75%-იანი ზრდა.

სტატიის მიხედვით, ადამიანმა უკვე დაუდო საფუძველი მეექვსე მასობრივ გადაშენებას. ასე რომ, მკვლევარების აზრით, 2100 წლიდან ამ პროცესს უნდა ველოდოთ.

მეცნიერების თქმით, ამ ტენდენციების გაგრძელება ბიომრავალფეროვნების დაკარგვის წინაპირობად იქცევა.

გარემოს კატასტროფათა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოწვეულია ადამიანთა რაოდენობის ზრდით – 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს გადააჭარბებს. 

სტატიაში არის მოწოდება გავლენიანი პირებისადმი, რომ არ დაიშურონ ძალისხმევა და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები – მეტი ინვესტიცია ჩადონ განახლების შესაძლებლობის მქონე ენერგიაში, ასევე, კვლევებში და წიაღისეული საწვავის სუბსიდირებაში. თავად საზოგადოებას კი, რესურსების გონიერ გამოყენებაში სთავაზობენ გამოსავალს.

დაბოლოს, მეცნიერებს ხელმოწერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

წყარო:  BioScience, sciencedaily.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2
Page 2 of 2