close

დედამიწა

დედამიწამსოფლიო

ილონ მასკის ქონების 2% მსოფლიოში შიმშილის პრობლემას მოაგვარებდა – გაერო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ ბიზლის განცხადებით, თუ უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმცირეს ნაწილს გაიღებენ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარი 42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან იხსნიდა და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს 289 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასკის ქონების დაახლოებით 2%-ს იქნება საკმარისი 42 მლნ ადამიანის გადასარჩენად. ამასთან, ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების ქონებამ ჯამურად 5.04 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე ღარიბების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ბოლო მონაცემებით, მაგალითად ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ანუ 22.8 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

გარდა ავღანეთისა, 5,2 მილიონ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება სასურსათო დახმარება ეთიოპიაში, სადაც პოლიტიკური არეულობის ფონზე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 მილიონზე მეტი დევნილი გახდა.

”მე არ ვიცი საიდან იღებენ საკვებს… ჩვენ აღარც საწვავი გვაქვს და აღარც ნაღდი ფული“, – განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ფლორიდაში სკუნსები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს🦨

აშშ-ში, ფლორიდის ერთ-ერთი ზოოპარკის ბინადრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, რომელიც სპეციალურად ცხოველებისთვის არის შექმნილი. ამის შესახებ AFP წერს. სააგენტო ვიდეოსაც ავრცელებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ცრიან სკუნსს.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ იმ ცხოველების აცრა გადაწყვიტა, რომლებშიც კოვიდინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია. მათ შორის არიან პანტერები, წავები, პრიმატები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიასამართალი

ავსტრალიაში დააკავეს მოზარდები, რომელთაც 14 კენგურუ ცემით მოკლეს

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში, 14 მოკლული კენგურუ იპოვეს. საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, – ამის შესახებ BBC წერს.

მოკლულთა შორის ორი პატარა კენგურუც იყო. ერთი ნაცემი ახალშობილი ცხოველი, მეორე დღეს, ადგილობრივმა იპოვა.

დაკავებულებს ბრალი ცხოველთა სასტიკად ცემისა და დახოცვისთვის წაუყენეს. საქმეს სასამართლო ნოემბერში განიხილავს.

ახალი სამხრეთ უელსის კანონმდებლობით, ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობა 5 წლამდე პატიმრობასა და 22 ათასი ავსტრალიური დოლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ჰონდურასის საკურორტო კუნძული ხანძარმა გაანადგურა

ჰონდურასის საკურორტო კუნძულ გუანაჯაში ხანძარია – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარმა კუნძულზე ათობით სახლი გაანადგურა, ასობით ადამიანი ევაკუირებულია და პროცესი გრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შაბათის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, მინიმუმ სამი ადამიანი დაშავდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ცნობისთვის, კუნძულის ფართობი მხოლოდ 19 კვადრატული კილომეტრია, გუანაჯა ჰონდურასის სამი კუნძულიდან ერთ-ერთია და მისი ძირითადი შემოსავალი ტურიზმიდან მოდის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

დედამიწა და სათბურის ეფექტი

გლობალური დათბობის პრობლემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავე და აქტუალური ხდება. საინტერესოა, ვის სახელებს უკავშირდება ეს ცნებები? ანდა როგორი იქნებოდა დედამიწა სათბურის ეფექტის გარეშე?
სათბურის ეფექტს უწოდებენ ატმოსფეროს მიერ დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერას, რის შედეგადად დედამიწის ზედაპირი თბება. სათბურის ეფექტი პირველად 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა. 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა და იწინასწარმეტყველა გლობალური დათბობა.
მიუხედავად იმისა, რომ არენიუსი არ იყო პირველი, ვინც აღწერა სათბურის ეფექტი, ის იყო პირველი, რომელმაც ფიზიკურ ქიმიას მიმართა, რათა რაოდენობრივად გადმოეცა გლობალური დათბობის ზომა, ნახშირორჟანგის გაზრდილი ემისიის საფუძველზე. უფრო მარტივად რომ ითქვას, არენიუსი ანგარიშობდა ადამიანის მიერ გამოწვეული მოქმედების გავლენას გლობალურ დათბობაზე.
რაც შეეხება დედამიწას სათბურის ეფექტის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის ზედაპირი სათბურის ეფექტის გარეშე 33°–ით უფრო ცივი იქნებოდა, დედამიწის საშუალო ტემპერატურა -18° C და შესაძლოა, სიცოცხლეც არ ყოფილიყო.
1880 წლიდან საშუალოდ ტემპერატურა 1°-ით არის მომატებული, ხოლო ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე გაზრდილია დაახლოებით 50%-ით. პარიზის კლიმატის შეთანხმების თანახმად, გლობალური ტემპერატურის მატება არ უნდა ასცდეს 2°-სს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მოქმედი მშიერი ვულკანი

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ბრომოს მთაზე მდებარეობს მოქმედი ვულკანი, რომლის სიმაღლე 2 329 მეტრია. აღნიშნული მასივი, ბრომოს მწვერვალი და კრატერი თავისი მდებარეობითა და ხედებით ტურისტების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა. ბრომოს მთის სახელი უკავშირდება ინდუიზმის მთავარი ღმერთის ბრაჰმას სახელს, რომელიც იავური წარმოშობისაა.
რა ხდება უცნაური ბრომოს მთაზე?
ყოველ წელს ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობა მიდის მოქმედ ვულკანთან და კრატერში ყრის საკვებს, გარდა ხილისა და ბოსტნეულისა ასევე წირავენ პირუტყვს და ფრინველებს. აღნიშნული ხდება ფესტივალის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. ფესტივალის მე-14 დღეს მოსახლეობა მიემართება მთისკენ, რომ შესაწირი კრატერში ჩაყარონ. საფრთხის მიუხედავად, ზოგი ცდილობს დაბლა ჩასვლას და შესაწირის უკან დაბრუნებას, რაც მათი აზრით, წარმატების მომტანია. სხვები კი ცდილობენ ბადის გამოყენებით მოახერხონ დაჭერა.
მთა ბრომო მდებარეობს წყნარი ოკეანის ცეცხლოვანი სარტყლის ეპიცენტრში, სადაც მიწისძვრების 90% ხდება და ვულკანების დიდი ნაწილიც აქ მდებარეობს. ვულკანი უკანასკნელად ამოიფრვა 2019 წელს, ხოლო პირველი ამოფრქვევის შესახებ დამადასტურებელი ცნობები არსებობს XIX საუკუნეში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ჯანმო: ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე გვეგონა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე ექსპერტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ BBC წერს.

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.

ჯანმო ჰაერის დაბინძურებას მოწევისა და არაჯანსაღი კვების დონეზე აყენებს და ორგანიზაციის 194 წევრს კლიმატის ცვლილებებთან უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

არალის ზღვა-ტბის აღდგენა

არალის ზღვა-ტბა, რომელიც ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე მდებარეობს იყო მეოთზე უდიდესი ზღვა ჩვენს პლანეტაზე. თუმცა, 50 წლის წინ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა მდინარის წყალი, რომლითაც ზღვა-ტბა იკვებებოდა გამოეყენებინა ბამბის პლანტაციებისთვის, რის გამოც დაშრა, მიმდებარე ტერიტორიამ კი გაუდაბნოება დაიწყო.
მაგრამ დღეს მილიონობით დოლარი იხარჯება ზღვის უკან დასაბრუნებლად. მაგალითისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე რგავენ ხეებს, იმ ადგილას, სადაც ადრე ზღვის ფსკერი იყო. რაც შეაკავებს ქვიშის შტორმს ამ ტერიტორიაზე და გაუდაბნოების პროცესს. ისინი აშენებენ ტყეს ზღვისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით.
გარდა ამისა, ფერმერები არალის ზღვა-ტბის მიმდებარედ ნაკლებად იყენებენ მდინარის წყალს ირიგაციისთვის. ისინი იყენებენ სარწყავ სისტემას, რის დროსაც გამოიყენება 50%-ით ნაკლები წყლის რესურსი. მართალია, ყველაფერი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, რომ ამ პროცესით საბოლოოდ არალის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი აღდგეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რატომ დაფარეს შვეიცარიაში მყინვარი გიგანტური საბნით?

აშვეიცარიის ალპებში იყენებენ გიგანტურ საბნებს იმისათვის, რომ დაიცვან მყინვარი ზაფხულის მზისგან. მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება ითქვას, გიგანტური საბანი ასრულებს დამცავი ფარის ფუნქციას. დნობის შენელებისა და არსებული თოვლის შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მყინვარის 100 ათასი კვადრატული მეტრი უზარმაზარი მატყლის საბნით დაეფარათ. ამ გზით ყინული და თოვლის საფარი იზოლირდება, რადგან თეთრი მასალის გამოყენებით მზის ენერგიის დიდი ნაწილი აირეკლება ატმოსფეროში.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შვეიცარიის გიგანტური მყინვარი ტიტლის მთაზე რადიკალურად დაპატარავდა. მოსალოდნელია მყინვარის დიდი ნაწილის გაქრობა მომდევნო 50 წლის განმავლობაში. აცხადებენ, რომ მთა ტიტლის დარჩენილი 1500 მყინვარიდან 90 პროცენტი 2100 წლისთვის უკვე გაქრება, რაც დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან. დარეგულირების გზა კი მხოლოდ სათბურის აირების დარეგულირებაა.
მყინვარს 5-6 კვირის განმავლობაში ფარავდნენ პოლიესტერის დამცავი ფენით, რათა მყინვარის დნობა შეაჩერონ.

წყარო:ecowatch.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მცენარე

დედამიწაზე უამრავი უცნაური და გასაოცარი მცენარე არსებობს, მათი ნაწილი გამოირჩევა სილამაზით, ნაწილიც სიცოცხლისუნარიანობით. მიუხედავად იმისა, რომ უდაბნო ნამდვილად არ არის შესაფერისი ადგილი მცენარეებისთვის, ნამიბიის უდაბნოში ხარობს მეტად საინტერესო მცენარე, სახელად ველვიჩია.
გასაოცარი ის არის, რომ ველვიჩიის ჯიშის ყველაზე დიდი მცენარეები 3000-ზე მეტი წლის არიან. შორიდან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მას ბევრი ფოთოლი აქვს, თუმცა სინამდვილეში მას მხოლოდ ორი ფოთოლი გააჩნია, ისინი დროთა განმავლობაში იყოფა და იგრიხება. ფოთლები მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ცვივა და არ კვდება.
ახალი კვლევის თანახმად, გენეტიკური საიდუმლოება, რაც ხსნის უნიკალურ ფორმას, მისი სიცოცხლის გასაოცარ ხანგრძლივობასა და გამძლეობას, არის ის, რომ დაახლოებით 86 მილიონი წლის წინ, რეგიონში განსაკუთრებული გვალვის პერიოდში, უჯრედის გაყოფაში შეცდომის შედეგად, მთლიანი ველვიჩიის გენომი გაორდა. ხოლო რაც უფრო დიდია გენომი, მით მეტი ენერგია იხარჯება სიცოცხლის შენარჩუნებაზე.
დაახლოებით 1-2 მილიონი წლის წინ, სხვადასხვა გენეტიკური ცვლილებების შედეგად, ველვიჩიის გაორებული გენომის შენარჩუნებისთვის საჭირო რესურსები შესამჩნევად შემცირდა და ეკონომიური გახდა. ის ფაქტი, რომ ველვიჩიას ფოთლები კენწრული მერისტემიდან იზრდება, რომელიც მცენარეს ახალი უჯრედებით ამარაგებს, ასევე უჯრედული ზრდა და ზეწოლის მიმართ რეზისტენტულობა ველვიჩიას შესაძლოა ექსტრემალური ბუნებრივი ზეწოლის ქვეშ ზრდის გაგრძელებაში ეხმარებოდეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 36
Page 15 of 36