close
ბიზნესი

რა უნდა ვურჩიოთ მომხმარებელს

მომხმარებლის დაცვის ცნება გულისხმობს, რომ ასეთი დაცვის საჭიროება არსებობს. მე არ
მიმაჩნია, რომ ეს ავტომატური ჭეშმარიტებაა. თავისუფალი ბაზრის პირობებში მხარეები
ნებაყოფლობით თანხმდებიან და დებენ კონტრაქტებს. თუ ასეთი კონტრაქტი,
შეთანხმება მათთვის წაგებიანია, მხარეებს არავინ აიძულებს მათ დადებას. შესაბამისად,
ამოცანა უნდა იყოს კონკურენტული, თავისუფალი საბაზრო გარემოს შექმნა ბაზრის
მონაწილეებისთვის სამართლიანი და მაქსიმალურად თანაბარი პირობებით.
მე აქვე შემეძლო წერის დასრულება, მაგრამ ვეცდები, ჩემი პოტენციური ოპონენტების
პერსპექტივიდანაც შევხედო ამ საკითხს. ჩემს პოტენციურ ოპონენტებში აქ კეთილი
განზრახვების მქონე მეტ- ნაკლებად ზომიერ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ვგულისხმობ
და არა „ძირს კაპიტალიზმი!“ და „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ!“ ლოზუნგებით
მორბენალ მოძალადეებს.
არსებობს განხილვის ღირსი რამდენიმე მოსაზრება:
1. რომ საჭიროა ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ, როდესაც
ისინი თაღლითურ და მათთვის უეჭველად წაგებიან შემოთავაზებებს განიხილავენ;
2. ან/და, მომხმარებლები უნდა დავიცვათ, რადგან მათი სიმრავლე და მრავალფეროვნება
შეუძლებელს ხდის მათ ისე ორგანიზებას, რომ მომწოდებელზე ზეწოლა განახორციელონ.
3. ან/და, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მიღება იმდენად
ძვირი ჯდება, რომ სახელმწიფომ ასეთი ინფორმაცია თვითონ უნდა მოაგროვოს და
მომხმარებელს მიაწოდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მაღალი ფასის
მქონე პროდუქტს/მომსახურებას, რომელსაც იშვიათად ვყიდულობთ.

Harvard Business Review
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response