close
ბიზნესი

ქცევითი ეკონომიკა ადამიანებსა და ორგანიზაციებში

მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა მთლიანად უარყო საყოველთოდ მიღებული ეკონომიკური თეორიის ორი პუნქტი – რომ ადამიანები, ჩვეულებრივ, რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ და რომ ბაზრის „უხილავი ხელი“ ნებისმიერი დისბალანსის მარეგულირებელი საიმედო მექანიზმის როლს თამაშობს. დროა, უარი ვთქვათ ამგვარ მოსაზრებაზე და ახლებურად მივუდგეთ საკითხს.

ქცევითი ეკონომიკა ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანები, ძირითადად, არარაციონალური და კოგნიტური აკვიატებებით მოტივირებული არსებები არიან. ეს, ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფი, დისციპლინა სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს, რა ფაქტორები ამოძრავებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს.

ექსპერიმენტული მიდგომის დანერგვა საშუალებას მისცემს კომპანიებს, დაინახონ ის სიმართლე, რომელიც საფუძვლად უდევს მათ წარმოდგენებს კლიენტების, თანამშრომლებისა და კორპორაციული პოლიტიკის შესახებ.

Harvard business review

გაზიარება:
fb-share-icon0