close

ბიოლოგია

ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ხელოვნური უჯრედი შექმნეს, რომელიც ბუნებრივის მსგავსად იზრდება და იყოფა

მეცნიერებმა შექმნეს ერთუჯრედიანი სინთეზური ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივი უჯრედის მსგავსად იზრდება და იყოფა.

მიღწევა, რომელიც დემონსტრირებულია ერთუჯრედიანი ბაქტერიების მსგავსი ცხოვრების ფორმაში, სახელწოდებით JCVI-syn3A, მეცნიერთა ათწლეულების გენომის თანმიმდევრობისა და ანალიზის შედეგია.

”ჩვენი მიზანია, ვიცოდეთ თითოეული გენის ფუნქცია, რათა შევქმნათ უჯრედის მუშაობის სრული მოდელი,” – აცხადებს MIT– ისა და სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ბიოფიზიკოსი ჯეიმს პელეტერი.

JCVI-syn3A-ის შექმნას წინ უძღოდა ლაბორატორიაში ბაქტერიის სახეობის JCVI-syn3.0-ის შექმნა, რომელიც ჯამში მხოლოდ 473 გენს ფლობდა — ანუ ნაკლებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ მინიატურიზებული გენეტიკური კომპლექტი JCVI-syn3.0-ს უჯრედის დაყოფის გზით სიცოცხლის გაგრძელების უნარს აძლევდა, ეს მან უჩვეულო გზით, თავის მიერ წარმოქმნილ ახალ უჯრედებში გასაოცარი მორფოლოგიური ვარიაციის წარმოქმნით გააკეთა, რომელიც მრავალი სხვადასხვა ზომითა და ფორმით გაჩნდა.

ახლა კი, მეცნიერთა ამავე ჯგუფის წევრებმა, JCVI-syn3.0-ის ახლად მოდიფიცირებული ვარიანტის, JCVI-syn3A-ის, საშუალებით ამ უცნაური მორფოლოგიების პრევენციის გზას მიაგნეს.

JCVI-syn3A-ში 19 ისეთი გენის დამატებით, რომელიც JCVI-syn3.0-ში არ იყო, ის უჯრედის დაყოფას უფრო ნორმალურის მსგავსი, თანმიმდევრული გზით განიცდის და აღენიშნება გაცილებით ნაკლები მორფოლოგიური ნაირსახეობები, ვიდრე JCVI-syn3.0-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ამ მიღწევაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ამ გენებში მაინც რჩება საკმაოდ ბევრი საიდუმლო.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ JCVI-syn3A-ს 19 ახალი გენი აქვს, მათგან მხოლოდ 7 გენი უნდა ასრულებდეს გარკვეულ როლს უჯრედის დაყოფის პროცესის უფრო რეგულარული გზით წარმართვაში. ამ შვიდიდან კი, მხოლოდ ორმა გენმა, სახელად ftsZ და sepF — გამოავლინა საკუთარი ფუნქციები.

უცნობი რჩება, შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი დანარჩენ ხუთ გენს JCVI-syn3A-ს მორფოლოგიურ გამძლეობაში, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ეს პაწაწინა გენომი ახლა წარმოადგენს ახალ სტანდარტს ექსპერიმენტებისთვის, რომლებმაც შეიძლება, დიდი დახმარება გაგვიწიოს იმის დახასიათებაში, თუ რას აკეთებენ ეს გენები ორგანიზმებში.

კვლევის შედეგები ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

მეცნიერებმა ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐳

მექსიკის ყურეში ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ძუძუმწოვრებს რაისის ვეშაპები უწოდეს და ისინი უკვე გადაშენების პირას არიან. დღეისთვის მსოფლიოში ამ სახეობის მხოლოდ ასამდე წარმომადგენელი ცხოვრობს. მეცნიერები ახალი სახეობის არსებობის შესაძლებლობის შესახებ 2019 წელს დაფიქრდნენ, როცა ფლორიდის სანაპიროზე 11,5-მეტრიანი ვეშაპის ნეშტი გამოირიყა.

მათი ვარაუდი გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ცხოვრებს სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წლამდეა, თუმცა ამის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეწარმავალი აღმოაჩინეს

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მათ დედამიწაზე ყველაზე პატარა ქვეწარმავალი – ქამელეონის ქვესახეობა აღმოაჩინეს, რომელიც მარცვლის ზომისაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორი პატარა ხვლიკი მადაგასკარში აღმოაჩინეს. მამრი ხვლიკის ზომა 1,35 სმ-ია და ის ადამიანებისთვის ცნობილი 11,500 ქვეწარმავლის სახეობიდან, ყველაზე პატარაა. მისი სიგრძე კუდიდან თავის ბოლომდე 2,2 სმ-ია. რაც შეეხება მდედრ ხვლიკს, ის უფრო დიდი ზომისაა და დაახლოებით 2,9 სანტიმეტრია.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, პატარა ხვლიკი ტკიპებზე ნადირობს და ღამე მტაცებლებისგან ბალახის პირებზე იმალება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

მეცნიერებმა თაგვებში სიმსივნური უჯრედების მოკვლა შეძლეს

მეცნიერებმა  თაგვებში სიმსივნური უჯრედების მოკვლა შეძლეს. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც დნმ-ის რედაქტირების მეთოდებს ეფუძნება, ადამიანებში უახლოესი 2 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი დენ პიერი ირწმუნება, რომ ამ მეთოდს გვერდითი ეფექტები არ გააჩნია და მისი საშუალებით ნამკურნალევი კიბოს უჯრედი აქტიური აღარასდროს გახდება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცხოველებში კიბოს სამკურნალოდ Crispr გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენება მსოფლიოში პირველად ხდება. აღნიშნული მეთოდი დნმ-ის ნაწილის ამოკვეთას ეფუძნება.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ტექნოლოგია კიდევ უფრო მეტად განვითარებას საჭიროებს, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ მიმდინარე კვლევის ძირითადი შედეგი იმის ჩვენებაა, რომ ამ გზით სიმსივნური უჯრედების მოკვლა შესაძლებელია, თან ისე, რომ მის ირგვლივ მდებარე უჯრედები დაუზიანებელი რჩება.

კვლევის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს კიბოს ყველაზე სასიკვდილო ფორმებზე – მეტასტაზურ საკვერცხის კიბოსა და გლიობლასტომაზე, რაც თავის ტვინის კიბოს აგრესიული სახეობაა.

კვლევა თელ-ავივის უნივერსტიტეტის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს და მისი შედეგები ჟურნალ  Science Advances-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ

გენეტიკა ერთ-ერთი იდუმალებით მოცული და საინტერესო მეცნიერებაა. რა თქმა უნდა, ბავშვი გენებს ორივე მშობლიდან იღებს, მაგრამ თუ მამას დომინანტის თვისებები აქვს, მაშინ ეს გენები ბავშვს გადაეცემა. როგორც აღმოჩნდა, გენეტიკა მხოლოდ თვალის ფერსა და სხეულის ფორმებზე გავლენას არ ახდენს, მასზე დამოკიდებულია რისკის მიმართ სიყვარული და ძილის პოზაც კი!
გენეტიკური განსაკუთრებულობები, რომელთაც ბავშვები მამისგან მემკვიდრეობით იღებენ:

1. გულის დაავადება
კვლევის თანახმად, რომელიც ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მამაკაცები, რომლებიც კონკრეტული ტიპის ქრომოსომებს ატარებენ, თითქმის 50%-ით უფრო ხშირად კორონალური არტერიით ავადდებიან. გარკვეულ პირობებში ეს განსაკუთრებულობა ვაჟიშვილებს გადაეცემათ.
2. ფსიქიკური აშლილობაფსიქიკურ აშლილობას შორის, რომელიც მამიდან ბავშვს გადაეცემა, არის – შიზოფრენია და ADHD ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მამის ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება, რადგან წლებთან ერთად მისი დნმ იცვლება. რაც შეეხება ქალს, ის გარკვეული საკვერცხეების ნაკრებით იბადება, მისი დნმ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება.
3. მეჩხერი კბილებიმამაკაცის გენები, რომლებიც კბილების და ყბის ფორმაზეა დამოკიდებული, უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის. მამიდან ბავშვებს არა მხოლოდ მეჩხერი კბილები, არამედ სუსტი ემალი შეიძლება გადაეცეს.
4. უნაყოფობის პრობლემებიმეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპერმის ნაკლები რაოდენობა შეიძლება გენეტიკური პრობლემა იყოს. თუ ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა, დიდი ალბათობით მასაც უნაყოფობის პრობლემა ექნება.
5. ბავშვის სქესიმამაკაცის გენები მომავალი ბავშვის სქესსაც განსაზღვრავს. პროგნოზის გაკეთება შეიძლება, თუ მამის გენეალოგიურ ხეს შეისწავლით. იმ შემთხვევაში, თუ სპერმა X ქრომოსომას ატარებს, დედის X ქრომოსომასთან შედარებით – გოგო დაიბადება. თუ სპერმა Y ქრომოსომა – მაშინ ბიჭი.
6. ბავშვის თვალის ფერიმამაკაცის გენები ქალზე დომინირებენ. სწორედ ამიტომ, ბავშვის სახის ფორმა და თვალის ფერი სავარაუდოდ ისეთი იქნება, როგორიც მამას აქვს.
7. ბავშვის სიმაღლებავშვის სიმაღლე მეტნაკლებად მამის გენებზეა დამოკიდებული. მაღალ მამებს მაღალი ბავშვები ჰყავთ.

image

ცოტა რამ ინტელექტის შესახებ:1. ინტელექტი მამიდან შვილზე არ გადადის. თუ მამა გენიოსია, მისი შვილი ამ გენებს 100%-ით მემკვიდრეობით არ მიიღებს.2. ჭკუასუსტობა მამიდან ვაჟიშვილზე არ გადადის.3. მამის ინტელექტი შეიძლება მხოლოდ ქალიშვილზე გადავიდეს და ისიც ნახევრად.4. ბიჭს ინტელექტის მიღება მხოლოდ დედიდან შეუძლია, რომელმაც თავის მხრივ საკუთარი მამიდან მიიღო.5. გენიოსების ქალიშვილები ნახევრად მამებივით ჭკვიანები არიან, მაგრამ მათი ვაჟიშვილები გენიოსები იქნებიან. თუ მამა სულელია, ქალიშვილიც ნახევრად სულელი იქნება.

დასკვნები კაცებისთვის:თუ თქვენი ვაჟიშვილის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზირება გსურთ, თქვენი ცოლის მამას შეხედეთ. თუ ის აკადემიკოსია, თქვენი ვაჟიშვილიც ჭკვიანი იქნება.
თქვენი ქალიშვილი თქვენი ჭკუის ნახევარს და თქვენი სისულელის ნახევარს მიიღებს. ინტელექტით ის უფრო ახლოს იქნება. მისი შვილი კი თქვენს გონებრივ შესაძლებლობას მაქსიმუმ მიიღებს. თუ ჭკვიანი თაობა გსურთ – გოგონებზე იოცნებეთ.
თქვენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად ბაბუისგან გაქვთ მიღებული.
დასკვნები ქალებისთვის:თქვენი ვაჟიშვილი გონებით თქვენი მამის ასლია და მასთან კამათი სიტყვებით „ისეთივე სულელი ხართ, როგორც მამაშენი“ – არც თუ ისე სწორია.თქვენი ქალიშვილი აღზრდით ისეთივე იქნება, როგორც თქვენ, მაგრამ გონებით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟიშვილი კი თქვენი ქმრის ასლი იქნება.

წყარო : intermedia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა ადამიანის ყელში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

ნიდერლანდელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ადამიანის ყელში  ახალი ორგანო აღმოაჩინეს.

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის ყელი შეიცავს “მანამდე შეუმჩნეველ ორმხრივ მაკროსკოპულ სანერწყვე ჯირკვლებს”, რომელსაც მეცნიერებმა “ტუბარალური ჯირკვლები” უწოდეს და რომლის ფუნქციაც, სავარაუდოდ, ყელის ზედა ნაწილების დატენიანებაა.

მკვლევარებმა მინიმუმ 100 პაციენტი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული ჯირკვლები ყველას მათგანს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსები ახალ ჯირკვლებს პროსტატის კიბოზე კვლევის ჩატარებისას წააწყდნენ, კერძოდ კი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პროსტატის კიბოს უჯრედებს სკანირებას უკეთებდნენ PSMA PET-CT-ის საშუალებით, რომელიც CT-სა და პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიის (PET) სკანირებების კომბინაციას წარმოადგენს.

აღნიშნული მეთოდის გამოყენების დროს ექიმებს პაციენტებში რადიოაქტიურიინდიკატორი შეჰყავთ. ის კარგად უკავშირდება პროსტატის სპეციფიკური მემბრანის ანტიგენის (PSMA) ცილას, რომელიც მომატებულია პროსტატის კიბოს უჯრედებში. სკანირების ეს კომბინაცია ასევე კარგია სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილების გამოსავლენად, რომელიც ასევე მაღალია PSMA-ში.

ექიმები, რომლებიც იყენებენ სხივურ თერაპიას თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ, ცდილობენ, ძირითად სანერწყვე ჯირკვლებს არ შეეხონ, რადგან მათი დაზიანებით პაციენტებს ჭამა, საუბარი ან ყლაპვა უჭირთ. ახლადაღმოჩენილი ჯირკვლები კი დასხივებას განიცდიან, რადგან ექიმებმა დღემდე არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ, რის შედეგადაც პაციენტებს აუხსნელი გვერდითი მოვლენები უვითარდებათ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ჯირკვლების დაცვით იმ პაციენტებში, რომლებსაც სხივური თერაპია უტარდებათ, შესაძლოა მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესდეს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათი შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენაა, თუ როგორ შეიძლება ამ ჯირკვლების გამოსხივებისგან დაცვა.

კვლევა ჟურნალ Radiotherapy and Oncology- ში გამოქვეყნდა.

independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერების რჩევები – რა რაოდენობის წყალია საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის?

წყალი არის წყალბადის და ჟანგბადის ნაერთი, რომელიც მარტივი ფორულით გამოისახება – H2O. წყალი ადამიანის ორგანიზმის მასის 70% შეადგენს.

წლის ცხელ დროს გაცილებით მეტ სითხეს ვკარგავთ და, შესაბამისად, წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს.

ვერ ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ იცოცხლებს წყლის გარეშე. ადამიანისთვის წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა, ვიდრე ნავთობი, რკინა თუ ძვირფასი ქვები – იმიტომ, რომ მას ვერაფრით შევცვლით.

წყალი ყველა ადამიანმა სხვადასხვა რაოდენობით უნდა მიიღოს,  წონისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით – მინიმუმ, 1.55–დან მაქსიმუმ 3.90 ლიტრამდე.

 

 

წყარო:  Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

აშშ-ში ორსახიანი კნუტი დაიბადა

აშშ-ში, ორეგონის შტატში კატას ორსახიანი კნუტი გაუჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კნუტის დედის პატრონებმა მას ბისკიტს ენდ გრეი დაარქვეს. ისინი პატარას უვლიან და მის გასხვისებას არ აპირებენ. მათივე თქვით, კნუტს ორივე პირით შეუძლია ჭამა.

ჩვეულებრივ, ორსახიანი კატების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა, თუმცა ყველაზე ასაკოვანმა ასეთმა კატამ 15 წელი იცოცხლა. ბისკიტის ოჯახი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვთ, რომ პატარა მათთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

მეცნიერებმა ადამიან-თაგვის ქიმერა შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ემბრიონი, რომელიც ერთდროულად ადამიანისა და თაგვის უჯრედებისგან შედგებოდა.

ჰიბრიდი ემბრიონი, რომელსაც ადამიან-ცხოველ ქიმერად მოიხსენებენ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა და როზველ პარკის კიბოს ცენტრის მეცნიერებმა შექმნეს.

თაგვის ემბრიონის უჯრედების 4 პროცენტი ადამიანის უჯრედები იყო – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რისი მიღწევაც მეცნიერებმა დღემდე შეძლეს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰიბრიდი ემბრიონის შექმნა ცხოველებში ადამიანის ორგანოების გენერაციისკენ მნიშვნელვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედები თაგვში ჩანერგეს და ორი კვირის შემდეგ ემბრიონის ანალიზი განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის უჯრედები თაგვის ღვიძლში, ტვინში, გულში, თვალებში, სისხლსა და ძვლის ტვინში აღმოაჩინეს.

ცნობისათვის, მეცნიერებმა 1984 წელს ცხვარისა და თხის ჰიბრიდი შექმნეს, რომელმაც ზრდასრულ ასაკს მიაღწია. შარშან კი ჩინელმა მეცნიერებმა მაიმუნისა და ღორის ქიმერა გამოიყვანეს, მაგრამ მან დაბადებიდაბ მხოლოდ რამდენიმე კვირას იცოცხლა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგია

გასეირნება ადამიანის სხეულში – უნიკალური მუზეუმი ნიდერლანდებში

ვინ თქვა, რომ გოლიათი ადამიანის სხეულში მოხვედრა და იქიდან უვნებლად გამოსვლა მხოლოდ საოცრებათა ფილმებში ან ზღაპრებშია შესაძლებელი. ნიდერლანდებში, მაგალითად, ასეთი რამ შესაძლებელია.

როგორ?

როგორ და ამ ქვეყანაში შეგიძლიათ მოინახულოთ ადამიანის სხეულის მუზეუმი, რომელსაც მთელ მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. მუზეუმი იმდენად რეალისტურია, რომ მისი მონახულების დროს ადამიანებს სუნთქვა ეკვრით.

კარის ზღურბლიდანვე ხვდებით ადამიანის სხეულში და თავისუფლად გადაინაცვლებთ ნებისმიერ ორგანოში.
მუზეუმი ნიდერლანდების დედაქალაქის მახლობლად, ქალაქ ლეიდენეში მდებარეობს. მისი არშემჩნევა შეუძლებელია. მჯდომარე გიგანტური ადამიანის დანახვა შორიდანვეა შესაძლებელი. შესასვლელი ამ გიგანტური სკულპტურის მუხლშია განთავსებული.

 

მუზეუმი ფაქტობრივად ერთ დიდ ქალაქს წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს.
მგზავრები მოგზაურობას მენჯის ძვლიდან იწყებენ და აკვირდებიან ლეიკოციტებისა და ერითროციტების შექმნას. ნელ-ნელა მიიწევენ ადამიანის სხეულის ზედა ნაწილისკენ. სტუმრები სულ 7 სართულს მოივლიან, თუ შეიძლება ასე დახასიათდეს გიგანტური ადამიანის სხეული.

თითოეული ორგანო საოცრად რეალისტურად არის გამოსახული, ისე, რომ ადამიანებს გააკანკალებთ ხოლმე. მომავალი მედიკოსებისთვის ეს ნამდვილად საოცნებო ადგილია. მათ შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი თვალით ნახონ როგორ ხდება სისხლის ცირკულაცია ორგანიზმში ან როგორ მუშაობს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

თითოეული ორგანოს ფუნქციონირება გამოსახულია მონიტორზე და თან სდევს შესაბამისი რეალური ხმა. იმისათვის, რომ ადამიანმა რეალურად შეიგრძნოს ყოველივე, დამატებით გამოიყენება 5დ ფორმატი.

მუზეუმში შესაძლებელია ნახოთ როგორ იბადება საშვილოსნოში ახალი სიცოცხლე და ასევე შესაძლებელი ნაყოფის განვითარებაზე თვალის მიდევნება. სტუმრებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებასაც აჩვენებენ. გიგანტური სკულპტურა, შემქმნელების ჩანაფიქრით, ქალია.

სკოლის ასაკის ბავშვებს კი განსაკუთრებით ენა მოსწონთ, რომელზეც, როგორც ბატუტზე, შესაძლებელია ხტუნვა და სხვადასხვა ხმის გამოცემა.
ერთსაათიანი ექსკურსიის მანძილზე გიდი სტუმრებს დეტალურად აღუწერს ადმიანის ორგანიზმის მუშაობას.

სხვათა შორის, ექსკურსიის დროს ადამიანებს შეუძლიათ ასევე საკუთარი თვალით ნახონ რა უარყოფითი შედეგები მოაქვს მავნე ჩვევებს, მაგალითად თამბაქოს მოწევას და ალკოჰოლის მიღებას. დარწმუნდებიან იმაში, რამდენად ფაქიზია ეს ერთი შეხედვით ძლიერი ორგანიზმი.

მოგზაურობის ფინალური წერტილი ადამიანის ტვინია, წარმოდგენილი ძალიან რეალისტური ნეირონებით, რომელსაც შესაძლებელია ხელითაც კი შეეხონ.

მუზეუმის პროექტზე მუშაობა 12 წელი მიმდინარეობა, მშენებლობას კი კიდევ 2 წელი დასჭირდა. იდეის რეალიზაცია დაახლოებით 30 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.

ძირითადი შენობა მინისაა, ადამიანის ფიგურა კი განსაკუთრებული ფოლადისგანაა დამზადებული, რომელიც თითქმის არ ექვემდებარება კოროზიას. შენობის სიმაღლე დაახლოებით 35 მეტრია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 15
Page 9 of 15