კომპანია Northrop Grumman-ი ნასათან 935 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს აფორმებს, რომელიც მთვარის ორბიტაზე აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტებისთვის საცხოვრებელი სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.
ასტრონავტები იცხოვრებენ და ჩაატარებენ კვლევებს Northrop- ის მიერ მთვარის ორბიტალურ სადგურ Gateway-თვის დამზადებულ ჰაბიტაციისა და ლოგისტიკის საგუშაგოში (HALO), სადაც აღნიშნული საცხოვრებელი სივრცეები განთავსება.
ნასა და მისი კომერციული და საერთაშორისო პარტნიორები Gateway- ს მეცნიერების კვლევებისთვის ხელის შეწყობის მიზნით აგებენ.
რვა ქვეყანამ, ნასას „არტემისის“ პროგრამის ფარგლებში, ხელი მოაწერა საერთაშორისო პაქტს მთვარის კვლევის შესახებ, რადგან აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ცდილობს ჩამოაყალიბოს სტანდარტები მთვარის ზედაპირზე გრძელვადიანი დასახლებების მშენებლობისთვის.
ნასა მიზნად ისახავს 2024 წლის ნოემბერში SpaceX რაკეტაზე ინტეგრირებული კოსმოსური ხომალდის გაშვებას.
წყარო : reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
















პლუტონი რიგით მეეცხრე პლანეტა იყო და ზომის გამო მას ,,ჯუჯა პლანეტასაც“ უწოდებდნენ. ეს გადაწყვეტილება გამოიწვია რეზოლუციამ, რომელმაც განსაზღვრა ტერმინი ,,პლანეტა“. ახალი რეგულაციის მიხედვით- 