close

მსოფლიო

დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

გაეროს გაფრთხილება: ,,დედამიწაზე ტემპერატურის ზრდა ქალაქების დატბორვას გამოიწვევს”

გაერო საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ, არსებული მონაცემებით, დედამიწაზე 3C გრადუსით ტემპერატურის მომატება ახლო მომავალში საკმაოდ რეალურია, რაც გამოიწვევს ზღვის დონის მატებას. ცნობილი საზღვაო კურორტები და ქალაქები, მათ შორის, მაიამი, შანხაი, რიო კი საფრთხის ქვეშაა, თუკი სახელმწიფოები არ დაიწყებენ ერთობლივ ქმედებას ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად.

,,Guardian-ში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რომელიც კლიმატის ცვლილების მეცნიერთა ჯგუფის მონაცემებს ემყარება, ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი წყლის დონეს თითქმის 2 მეტრით გაზრდის.

გაეროს განცხადება წინ უსწრებს ქალაქ ბონში დაგეგმილ შეხვედრას შემდეგ კვირაში, სადაც სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ მონიტორის მექანიზმებსა და დაფინანსების საკითხებზე იმ მიზნით, რომ შემცირდეს CO2-ის გამოყოფა, დედამიწის ტემპერატურის მოსალოდნელი ზრდა 1.5-დან 2 C-მდე ახლო მომავალში, მოხდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. ეს მიზნები კერ კიდევ 2015 წლის პარიზის შეთანხმების ფარგლებში გამოიკვეთა. თუმცა, რეალური შედეგის მიღება ვერ მოხერხდა სახელმწიფოთა პასიურობის გამო. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფოებმა საჭირო ქმედებების მხოლოდ მესამედი განახორციელეს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, კარბონ დიოქსიდის კონცეტრაცია ატმოსფეროში წელს რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც გლობალური დათბობის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწაზე ტემპერატურა 3C გრადუსით გაიზრდება, უფრო სწრაფად დაიწყებს დნობას ყინულის საფარი, შესაბამისად, გაიზრდება წყლის დონეც, ქარიშხლები კი გახდება უფრო ხშირი – გვაფრთხილებს ორგანიზაცია.

არსებული მონაცემებით, 275 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს საფრთხისშემცველ ზონაში. მათი უმეტესობა დასახლებულია  აზიის სანაპირო ზოლის ქალაქებში, რომელთა შორისაა – შანხაი, ტოკიო, ბანგკოკი.

მაიამი, რომელსაც წყლით დაფარვა ელის 2C გრადუსით ტემპერატურის მატების შემთხვევაშიც, ცდილობს გამოსავლის მოძიებას. შეიქმნა ,,Miami Forever-ი”  – პროგრამა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რომელიც გულისხმობს 192 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას წყლის საფარის ზრდის საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შემუშავებისა და აგებისათვის.

ეგვიპტეში წყლის დონის 0.5 მეტრით მატებაც კი გამოიწვევს 8 მილიონის ადამიანის საცხოვებლის დატბორვას, თუკი წინასწარ არ მიიღება სპეციალური ზომები. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემას არ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად, რადგან კლიმატის ცვლილება საერთოდ არ არის სტრატეგიული პრიორიტეტების სიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციას მეცნიერები 2100 წლისთვის ვარაუდობენ, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ცვლილებები იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სახელმწიფოთა წარმომადგენლები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ. ამიტომაც, გაერო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ძალისხმევა გასწიონ გარემოსა და ჰაერის დაბინძურების შემცირების შემცირებისთვის.

 

 

წყარო: Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

რას გულისხმობს ,,შავი პარასკევი”?

 შავი პარასკევი მადლიერების დღის მეორე დღეს აღინიშნება აშშ–ში. ამერიკაში შავი პარასკევი საშობაო ვაჭრობის დასაწყისად მიიჩნევა, ამ დღეს თითქმის ყველა მაღაზია აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ აქციაზე.

ეს დღე მსოფლიოშია განთქმული, რადგან ძვირადღირებული პროდუქტები შეიძლება ძალიან იაფად იყიდოს ნებისმიერმა ადამიანმა. აღნიშნული ტრადიცია 1966 წლიდან დამტკიცდა ფილადელფიაში.

შავი პარასკევი ტრადიციულად 23–29 ნოემბრამდე რომელიმე დღეს ემთხვევა, ონლაინმაღაზიებიდანაც შეუძლიათ ადამიანებს შეიძინონ ფასდაკლებული პროდუქცია ნებისმიერი ქვეყნიდან.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

5 ყველაზე მდიდარი წყვილი, რომლებსაც 260 მილიარდზე მეტი ფული აქვთ

 გქონდეს წარმატებული კარიერა ან ქორწინება, სირთულეებთანაა დაკავშირებული, ყველა ადამიანს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ კარიერული წინსვლისთვის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ყველა ასე თუ ისე ცდილობს, რომ აიწყოს საკუთარი ცხოვრება.

ბევრი ადამიანი არსებობს დღესდღეობით, ვისაც შესანიშნავი კარიერა აქვს, წინსვლის პერსპექტივაც,  მაგრამ ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აკლია – ოჯახი, მხოლოდ კარიერული განვითარება ადამიანს ვერ მიანიჭებს სასურველ ბედნიერებას, უმეტესად,  მას ყოველთვის ექნება რაღაც დანაკლისი.

,,ბიზნეს ინსაიდერმა”  გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული წყვილების სია, რომელთაც კაპიტალის გარდა ბედნიერებაც აკავშირებთ.

  1. ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი
  2. ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი
  3. ბიონსე და ჯეიზი
  4. ევან სპიგელი და მირანდა ქერი
  5. ბილ და მელინდა გეითსები

 

 

წყარო:  Businessimnsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

მეცნიერებმა დედამიწიდან უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს

ამერიკელმა კოსმოსურმა მეცნიერებმა დედამიწიდან პირველი ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი აღმოაჩინეს. ობიექტი პატარა ასტეროიდი ან კომეტაა, რომელმაც ჩვენს მზის სისტემაზე გაიარა.

უცნობი ობიექტი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ A / 2017 U1-ის სახელითაა ცნობილი, ჰავაის უნივერსიტეტში დახვეწილი ტელესკოპის სისტემით დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს.

,,ჩვენ ათწლეულების მანძილზე ველოდებოდით ამ დღეებს”, – განაცხადა დედამიწის ობიექტის კვლევების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ცენტრის მენეჯერმა – პაულ ჩოდამ.

„დიდი ხანია არსებობს თეორია, რომ ასეთი ობიექტები არსებობს – ასტეროიდები ან კომეტები, რომლებიც გადაადგილდებიან ვარსკვლავებს შორის და ზოგჯერ ჩვენი მზის სისტემის გავლით მოძრაობენ- ეს არის პირველი ასეთი გამოვლენა”, – განაცხადა ჩოდასმა.

400 მეტრი დიამეტრის მქონე მასიური ობიექტი თანავარსკვლავედ ჩანგის მიმართულებიდან საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა, ელიფტიკური წრის ზემოთ, სადაც პლანეტები და სხვა ასტეროიდები მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ.

უახლოესი მანძილი, რითაც ობიექტი დედამიწას მოუახლოვდა დაახლოებით 15 მილიონი მილი იყო, რაც 14 ოქტომბერს აღმოაჩინეს.

„შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ობიექტი მზის სისტემის მიღმა მიემგზავრება და უკან არ დაბრუნდება”, – განაცხადა „ნასას“ წარმომადგენელმა – დევიდ ფარნოჩიჩმა. ასტრონომები A / 2017 U1- ს ტელესკოპებით გამუდმებით აკვირდებოდნენ იმ იმედით, რომ მონაცემებს ობიექტის ვარსკვლავთშორისო წარმოშობას დაადგენდნენ და მის შემადგენლობას შეისწავლიდნენ.

თუ ობიექტს ოფიციალურად აღიარებენ, როგორც მსგავსი სახეობის დედამიწიდან დაფიქსირებულ პირველ წამრომადგენელს, მას სახელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი შეურჩევს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიო

რამდენიმე ქალაქი, სადაც 50 000 დოლარი შემოსავალია საჭირო კომფორტულად ცხოვრებისთვის

 

ამერიკელები გაოგნებულები არიან ზოგიერთ შტატში ცხოვრებისთვის აუცილებელი ნივთებისა და პროდუქტების სიძვირით. ეს ყველაფერი ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია, აქციების ფასი გაიზარდა და, შესაბამისად, ყველაფრის ფასმაც მოიმატა. ყველა ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებფასიანი პროდუქტი, ნივთი შეიძინოს, რა თქმა უნდა, საუბარია, ისეთი ხალხის ფენაზე, რომლებსაც საშუალო შემოსავალი აქვთ. იქაური ფასები ადგილობრივებისთვის არ უნდა იყოს განსაცვიფრებელი, რადგან, შესაბამისად, ანაზღაურებაც სოლიდური ექნება იქ მომუშავე პერსონალს.

,,ბიზნეს ინსაიდერი“ გთავაზობთ ჩამონათვალს, სადაც მაღალი ფასები და ცხოვრების აქტიური სტილი ჩქეფს:

  1. პიტსბურგი, პენსილვანია;
  2. ჰონოლული, ჰავაი;
  3. სიეტლი, ვაშინგტონი;
  4. სან ფრანცისკო, კალიფორნია
  5. ჰიუსტონი, ტექსასი.

 

 

წყარო: Business insider

მასალა მომზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
მსოფლიო

ავსტრალიას ელვისებურმა ქარიშხალმა გადაუარა

ავსტრალიას ელვისებურმა ქარიშხალმა გადაუარა.
ძლიერმა ქარიშხლებმა ქუინსლენდში, ავსტრალიაში, ძლიერი წვიმა და ელვა გამოიწვია.
რამდენიმე საათის განმავლობაში ცაზე ელვის ისრები ჩანდა. კვირას ღამით 176,000-მდე ნათება დაფიქსირდა.
ქარიშხალმა უამრავი სახლი დააზარალა და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
,,ცა რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტრულად იყო განათებული,“ – განუცხადეს BBC- ს თვითმხილველებმა.
,,ეს ამოვარდება, როდესაც მთელ ცას აანთებს, შემდეგ კი ელექტროენერგიის განაგრძობს”.
ადგილობრივმა ენერგოპროვაიდერმა Energexx- მა განაცხადა, რომ 4000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ბრიზბენში ქარიშხალი კვირა საღამოს სამ საათს გაგრძელდა, ორშაბათს დილით კი ისევ განახლდა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

,,ისლამური სახელმწიფო” პრინც ჯორჯის მოკვლით დაიმუქრა

 „სამეფო ოჯახიც კი არ იქნება უსაფრთხოდ, ჩვენ მას სკოლაში მივაკითხავთ“- ეს მესიჯი ისლამური სახელმწიფოს (ISIS)  მედიაპლატფორმა „Telegram-ზე” გამოქვეყნდა, რომელსაც აქტიურად გამოიყენება მხარდამჭერების რეკრუტირებისა და პროპაგანდისთვის. პოსტი, ასევე, შეიცავდა არაბულ სიტყვებს სიმღერის ტექსტიდან, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: „როდესაც ომი ტყვიების მელოდიასთან ერთად გვიახლოვდება, ჩვენ შევუტევთ ურწმუნოებას, შურისძიების სურვილით“.

ბრიტანული სადაზვერვო სამსაზურები აქტიურად ცდილობენ ანონიმური გზავნილების მონიტორინგს, რათა შეამცირონ, არ შეაჩერონ პოტენციური ტერორისტული თავდასხმა გაერთიანებულ სამეფოში.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით, ეს შემთხვევა ყურადღებით უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უწყებებმა, რადგან, ბოლო პერიოდში, მუქარის წერილების გაგზავნა ტერორისტებისგან კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს იღებს.

აღნიშნულმა ფაქტმა გავლენა მოახდინა იმ ადამიანებზეც, რომლებიც იმ სკოლის მახლობლად ცხოვრობენ, სადაც პრინცი ჯორჯი სწავლობს, რადგან ზოგიერთი მათგანის განცხადებით, შემთხვევა მიმდებარე ტერიტორიას ტერორისტული თავდასხმის პოტენციურ ადგილად ხდის.

ბრიტანეთში ინტერნეტზედამხედველობისა და უსაფრთხოების კომპანია Sixgill-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ახლო მომავალში ISIS შესაძლოა კიდევ უფრო გააქტიურდეს, რადგან ის პოზიციებს კარგავს სირიასა და ერაყში, ახალ საბრძოლო ფრონტად კი შეიძლება დასავლეთი გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ISIS სამეფო ოჯახის წევრებს ემუქრება. ჯერ კიდევ 2015 წელს ტერორისტების სამიზნე დედოფალი გახდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, პრინცი ჰარი, რომელსაც ISIS-ის ტერორისტები ჯიჰადისტებთან ღიად შებრძოლებას სთავაზობდნენ.

ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, სამეფო ოჯახი ინფორმირებულია ექსტრემისტული გზავნილის შესახებ. თუმცა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთება არ იგეგმება.

 

წყარო: express.co.uk

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიო

5 ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში

დღესდღეისობით, მსოფლიოში 2.473 მილიარდელია, რომლებსაც ძირითადად ერთი და იგივე საქმიანობა აკავშირებთ ერთმანეთთან. მათი უმრავლესობა ევროპაშია დასახლებული (806), შემდეგ მოდის აზია, სადაც (645), მოგეხსენებათ, ტექნოლოგიებს დიდი წარმატება მოაქვთ ბიზნესმენებისთვის, და ბოლოს, ჩრდილოეთი ამერიკა (628), გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამერიკა ლიდერია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მილიარდელი ცხოვრობს იქ, მთავარი ის არის, რომ Microsoft–ის დამფუძნებელი – ბილ გეითსი ცხოვრობს. სწორედ აქ, ბილ გეითსის ქონება 77.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, იგი ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების საუკეთესო ხუთეულს:

  1. Bill Gates
  2. Amancio Ortega
  3. Wang Jianlin
  4. Carlos Slim Helu
  5. Alico Dangote

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ყველაზე მზარდი ქალაქები სტარტაპების მხრივ

 სან ფრანცისკო და ნიუ-იორკი – ორი მოწინავე ქალაქია სტარტაპების წარმატებულობის მხრივ. იმისათვის, რომ ახალდაწყებული ბიზნესი წარმატებული და მომგებიანი აღმოჩნდეს, საჭიროა, მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმი, რომ პირნათლად შესრულდეს ბიზნესგეგმა, მაგრამ გარდა ამისა – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს სხვადასხვა შტატში, ან ქალაქში.

ბიზნესი მოსახლეობის აქტიურობაზეა გათვლილი, რა სურვილები და მოთხოვნილებები აქვთ მომხმარებლებს. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოიკვლია სტარტაპების მხრივ რომელი შტატები იყვნენ მოწინავე ადგილზე:

  1. ვაშინგტონი
  2. ოსტინი
  3. კოლუმბუსი
  4. ნაშვილი
  5. ატლანტა
  6. სან ხოსე
  7. სან ფრანცისკო
  8. ბოსტონი

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიოფიზიკა

ელვა და ჭექა-ქუხილი –  მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღები და სინათლე დააწყვილეს

შეერთებული შტატებისა და ევროპის მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების გამოვლენა, ჭავლები სივრცესა და დროში, რომელიც ალბერტ აინშტეინის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები,  იმავე  კოსმოსური მოვლენისგან მომავალ სინათლესთან დააწყვილეს. 

ტალღები, რომლებიც დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ ორი ძალიან მკვრივი ნეიტრონის ვარსკვლავის შეჯახებამ გამოიწვია, პირველად აგვისტოში ვაშინგტონის, ლუიზიანას  და იტალიაში – ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიებში გამოავლინეს.

ორი წამის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ობსერვატორიაში სამხრეთ ცის იმავე ნაწილისგან, იმავე წყაროდან ელექტრომაგნიტური ტალღა, ე.წ. გამასხივები გამოვლინდა.

„წარმოიდგინეთ, რომ გრავიტაციული ტალღები ჭექა-ქუხილის მსგავსია. ჩვენ მისი ხმა მანამდეც გაგონილი გვქონდა, ახლა კი პირველად შევძელით ელვის ხილვაც,“ – განაცხადა Harvard-Smithsonian-ის ასტრიფიზიკის ცენტრის ასტრონავტმა ფილიპ კუპერსვეითმა.

დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ ვარსკვლავების შერწყმის შედეგად კოსმოსში ოქროს, პლატინისა და სხვა მძიმე ლითონების ნამქერი გაჩნდა, რაც ამყარებს თეორიას იმის შესახებ, რომ ამ მეტალების წყარო სწორედ ასეთი კატაკლიზმური მოვლენებია.

ორი წლის წინ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიებში მუშაობისას მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღები.

გრავიტაციული ტალღების არსებობა საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა მეცნიერებმა იმ მომენტს შეადარეს, როცა გალილეომ ტელესკოპში გაიხედა.

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა მეცნიერებისთვის გარღვევაა. ის იძლევა კოსმოსის ახლებურად კვლევისა და მასზე გაცილებით დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

ტალღების აღმოსაჩენად მეცნიერები 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინსტრუმენტს, ლაზერულ ინტერფერომეტრულ გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) იყენებდნენ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბის მოვლენაა, რაც 2012 წელს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის უფრო დიდია.

 

წყარო: http://www.reuters.com  

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 73 74 75 76 77 91
Page 75 of 91