close

მსოფლიო

არქეოლოგიამსოფლიო

თურქეთში ტბის ფსკერზე 3,000 წლის სასახლე აღმოაჩინეს

ვანის ტბის ფსკერზე, თურქეთში, აღმოჩენილია 3000 წლის წინ არსებული სასახლის ნანგრევები, როგორც ჩანს, მრავალი წლის განმავლობაში იგი დაიფარა წყლით და არავინ იცოდა, სად გაუჩინარდა.

ასობით მეტრის სიღრმეზე მყვინთავებმა აღმოაჩინეს სასახლე, როდესაც ისინი ტბის შუაგულის შესასწავლად იყვნენ მომართულნი. თურქეთისს უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გამოაცხადეს, რომ წარმოუდგენელი რამ იქნა აღმოჩენილი. როგორც ჩანს, უკვალოდ არაფერი ქრება, ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, როდესაც საუკუნეების წინ დაკარგულ სასახლის ნანგრევებს პოულობ.

წყარო: Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

ნუგზარ შარია ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტი ზურაბ შარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე დიდი ხნის წინ ემიგრაციაში წასულ მამას, მსახიობ ნუგზარ  შარიას ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

“იმდენად, რამდენადაც, ” ჟურნალისტებს”, პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, ნუგზარ შარია იქნა არჩეული.  ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!  ნოემბერში ,ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევაც, თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. გილოცავ მამაჩემო!”- წერს ზურაბ შარია.

მსახიობი ნუგზარ შარია მონაწილეობდა  ფილმებში  “ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“…  ის გასული საუკუნის 70-იან წლებში წავიდა ემიგრაციაში და დღემდე ამერიკაში ცხოვრობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააავდების ჩინეთს გარეთ გავრცელების გამო კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ვირუსი შესაძლოა ისეთ ქვეყნებში გავრცელდეს, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა.

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ნასა – ავსტრალიის ხანძრისგან გამოწვეული კვამლი დედამიწას შემოუვლის

ავსტრალიის ტყის ხანძრებისგან გამოწვეული კვამლი დედამიწას შემოუვლის, – ამის შესახებ ნასა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კვამლი დედამიწას სულ მცირე ერთხელ შემოუვლის,“- განაცხადა აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცეცხლის ალი იმდენად დიდია, რომ მან უჩვეულოდ დიდი კუმულონიმბუსური მოვლენები – ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ჭექა-ქუხილი გამოიწვია, კვამლმა კი სტრატოსფერომდე მიაღწია.

„სტრატოსფეროდან კვამლს ათასობით მილზე გავრცელება შეუძლია, რაც ატმოსფერულ პირობებზე გლობალურ ზეგავლენას მოახდენს,“- აცხადებს ნასა.

ავსტრალიაში მძვინვარე ასობით ტყის ხანძარს 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, განადგურებლია 2000-ზე მეტი სახლი. ექსპერტები აცხადებენ, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ხანძრები კლიმატური ცვლილებების შედეგადაა გამოწვეული.

წყარო :bbc 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

2019 წლის საუკეთესო ფოტოები კოსმოსიდან

„ბიბისი“ 2019 წელს კოსმოსში გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს. ჩამონათვალში მოხვდნენ : იუპიტერის ღრუბლები, „თოვლის კაცი“, ვარსკვლავისებრი ფეიერვერკი, სელფი მარსზე, მთვარის ბნელი მხარე და გალაქტიკური „მეტოქე“.

  1. იუპიტერის ღრუბლები

ნასა-ს კოსმოსურმა ხომალდმა “ჯუნომ“ იუპიტერის ღრუბლებისგან განსაცვიფრებელ სურათებს გამოაგზავნა მას შემდეგ, რაც ის 2016 წელს გიგანტურ პლანეტაზე ორბიტაზე ჩავიდა. გამოსახულება შედგება ოთხი სურათიდან,  რომელიც კოსმოსურმა ხომალდმა 29 მაისს გადაიღო.

  2. თოვლის კაცი

ნასა-მ კოსმოსური ხომალდი „ნიუ ჰორიზონსი“ კუიპერის სარტყელში გაგზავნა, რომელიც იუპიტერის ორბიტის გასწვრივაა გადაჭიმული. სარტყელზე უამრავი  ყინულის ობიექტია, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის დასაბამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

მეცნიერებმა ერთ-ერთი ობიექტის – MU 69-ის ფოტო გადაიღეს, რომელიც 2014 წელს აღმოაჩინეს (მოგვიანებით მას ულტიმა ტულე უწოდეს, ამჟამად კი აროკოტად მოიხსენებენ). აღმოჩნდა, რომ MU 69-ი არის ბინარული, ყინულის ორი ბურთისგან შემდგარი 39 კილომეტრი სიგრძის ობიექტი. მოწითალო ფერს კი მის ზედაპირზე ორგანული ნაერთი tholin-ის არსებობა განაპირობებს.

3. ვარსკვლავისებრი ფეიერვერკი

ეტა კარინა (Eta Carinae) არის ვარსკვლავთა სისტემა, რომელიც დედამიწიდან 7,500 სინათლის წლით დაშორებით მდებარეობს. ის შედგება სუმ მცირე ორი ვარსკვლავისგან, რომლებიც ჩვენს მზეზე დაახლოებით ხუთ მილიონჯერ მერ ენერგიას გამოყოფენ.

ამ ვარსკვლავისებრი ფეიერვერკის ფოტო წელს გავრცელდა და ოს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის Wide Field-ის კამერამ გადაიღო.

4. სელფი მარსზე

ნასა-ს „კურიოზიტი“ პლანეტა მარსზე კრატერ გეილს 2012 წლიდან სწავლობს. რობოტმა წელს „სელფი“ გადაიღო, როცა შარპის მთის (Mount Sharp) კალთები აღმოაჩინა.

 

5.მთვარის შორი მხარე

მიმდინარე წლის 3 იანვარს ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა Chang’e-4-მა მთვარის შორეულ მხარეზე დაჯდომა განახორციელა. რამდენიმე დღეში რობოტ როვერმა და მისმა ლენდერმა მთვარის შორეულ მხარეზე ერთმანეთს ფოტოები გადაუღეს.

 

  1. გალაქტიკური კონკურენტი  

ფოტოზე, რომელიც „ჰაბლის“ ტელესკოპმა გადაიღო, აღბეჭდილია გალაქტიკა სახელად NGC 772, რომელიც დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. NGC 772-ს ბევრი საერთო აქვს ჩვენს გალაქტიკასთან – „ირმის ნახტომთან.“  მაგალითად, ორივე მათგანს პატარა თანამგზავრი გაალქტიკები ჰყავთ, რომლებიც მშობლიურ გალაქტიკასთან ახლოს ორბიტაზე მოძრაობენ.

თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა. მაგალითად, NGC 772 არ აქვს  ცენტრში მბრუნავი ბარის სტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავებისა და გაზისაგან შედგება.

წყარო : BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

არის თუ არა ფეიერვერკი გარემოსა და ადამიანებისთვის უსაფრთხო?

ფეიერვერკი ახალი წლის დღეებისა და სხვა დღესასწაულების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა.
იმედია, განწყობას არ გაგიფუჭებთ, თუ გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი სანახაობის შემქმნელი ეს სადღესასწაულო ატრიბუტი გარემოსა და ადამიანებისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა.
ფეიერვერკს ატმოსფეროში გამოაქვს ქიმიკატების კოქტეილი, რომელთა უმეტესობა საზიანოა როგორც ადამიანებისთვის ისე გარემოსთვის. ფეიერვერკის თვალსაჩინო ფერებს ქმნის მეტალის ისეთი ნაერთები, როგორიცაა ბარიუმი და ალუმინი, რომელსაც ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის შესაქმნელად, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს ოქსიდიზატორებს, რომლებიც პერქლოორატების სახელითაა ცნობილი. ისინი იხსნებიან წყალში რამაც შესაძლოა, მდინარეების, ტბებისა და სასმელი წყლის დაბინძურება გამოიწვიოს.
და ბოლოს, ფეიერვერკი უშვებს კვამლის ღრუბელსა და მტვრის მცირე ნაწილაკებს, რომელიც ჰაერის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ახალ ფეიერვერკში გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად პერქლოორატები უფრო უსაფრთხო ალტერნატივებით არის ჩანაცვლებული, ან იმისთვი, რომ ფეიერვერკმა ნაკლები კვამლი გამოყოს, მასში შეკუმშულ ჰაერს იყენებენ.

წყარო : sciencefocus.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

სოფელი, სადაც ბავშვებზე მეტი მგლები ცხოვრობენ

“სოფელი, სადაც ბავშვებზე მეტი მგლები ცხოვრობენ,“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „ბიბისიმ“, სადაც ესპანეთის ერთ-ერთი მთიან სოფელში, და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში, არსებულ დემოგრაფიულ პრობლემაზეა საუბარი.

ესპანეთის მთიან სოფელ იერნეს ი თამეზაში მუდმივად მხოლოდ 46 ადამიანი ცხოვრობს. რეგისტრირებული 135 ადამიანიდან, რომელთა შორის ისეთებიც არიან, ვინც სოფელს იშვიათად სტუმრობს, ორი მესამედი 50 წელს გადაცილებულია, 20 წელზე ნაკლები ასაკის კი რეგისტრირებული მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტია.

სტატისტიკის თანახმად, შობადობის დონე ევროკავშირის ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ესპანეთი შობადობის სიმცირის მიხედვით ევროკავშირში მეორე ადგილზე დგას. ესპანეთში კი შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სოფელ იერნეს ი თამეზაშია. ადამიანების უმრავლესობა კი, ვინც ამ სოფელში იბადება, იქ დარჩენაზე უარს ამბობს და ცხოვრების უკეთეს შესაძლებლობებს ქალაქებში ეძებს.

წყარო : bbc

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსაქართველო

🇬🇪საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურული სრიალის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა

ქართველმა წყვილმა, მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იტალიის ქალაქ ტურინში, ფიგურული სრიალის იუნიორთა გრან პრის ფინალშიგაიმარჯვა.

წყვილი პროგრამის ორივე სახეობაში პირველ ადგილზე გავიდა და ჯამში 174.90 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელ მოციგურავეთა წყვილი – ეივოლნი ნგუენი და ვადიმ კოლესნიკი, მესამე ადგილზე რუსები – ელიზავეტა შანაევა და დევიდ ნარიჟნი.

ეს საქართველოს ისტორიაში ფიგურულ სრიალში გრან პრის ფინალში ქართველი წყვილის გამარჯვების პირველი შემთხვევაა.

გრან პრის ფინალი მნიშვნელობით თითქმის მსოფლიო ჩემპიონატს უტოლდება და მასში მსოფლიოს საუკეთესო ექვსი დუეტი მონაწილეობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსაქართველო

საქართველო ინგლისური ენის ფლობის რეიტინგში ევროპაში ბოლო ადგილზეა

ინგლისური ენის ცოდნის დონით, საქართველო 100 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზე მოხვდა, რაც ენის ცუდად ფლობას გულისხმობს. კვლევა შვედურმა ორგანიზაციამ Education First -მა ოქტომბერში ჩაატარა. კვლევა ისეთ ქვეყნებში ჩატარდა, რომლებისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. მასში მონაწილეობა 2,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

კვლევის თანახმად ინგლისურ ენას ყველაზე კარგად შემდეგ ქვეყნებში ფლობენ: ნიდერლანდები, შვედეთი, ნორვეგია, დანია, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და გერმანია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ქვეყანა რეიტინგში საქართველოს უსწრებს. რაც შეეხება რუსეთს, ის 48-ე ადგილზეა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიოსაქართველო

ევროპის ყველაზე ბინძური ზღვა – BBC შავი ზღვის შესახებ

„ბოლო ათი წლის განმავლობაში შავი ზღვა იქცა სოფლის მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელად აღმოსავლეთ ევროპის მხრიდან და ბინძურდება ისეთი საშიში ნარჩენებით, რასაც მეცნიერები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ“, – ასე იწყებს ბრიტანული BBC რვაწუთნახევრიან ვიდეორეპორტაჟს, რომლის პირველივე კადრებზეც ბათუმის ნაგავსაყრელი ჩანს.

შავი ზღვის ქვეყნებში მდგომარეობის საკუთარი თვალით სანახავად BBC-ის კორესპონდენტმა, იონა ფიშერმა იმოგზაურა.

,,ეს ბათუმის მთავარი ნაგავსაყრელია და ამაზრზენად გამოიყურება, ნაგავსაყრელზე ნახავთ ცხოველებს, ფრინველებს და ადამიანებსაც კი, მაგრამ აქაურობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს უზარმაზარი ნაგავსაყრელი შავი ზღვის სანაპიროსგან მხოლოდ 300-400 მეტრის დაშორებითაა. ნაგავსაყრელის ქვეშ, სიღრმეში გადის წყლის მილები. წყალი ამ ნაგავს რეცხავს და ზღვისკენ მიაქვს მდინარის გავლით“, – ამბობს BBC-ის კორესპონდენტი და დასძენს, რომ შავი ზღვა რეგიონის ნაგვის ყუთადაა ქცეული.

შავი ზღვის მთავარი დამაბინძურებლები მდინარეებია – დნეპრი, დნესტრი და დუნაი. დუნაი ევროპის უმსხვილესი სამდინარო მაგისტრალია, დიდ როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვაში, გაივლის 10 სახელმწიფოს ტერიტორიას და შავ ზღვაში ჩაედინება. ევროკავშირი მილიონობით ევროს ხარჯავს დუნაის წყლის ბიოლოგიური წმენდისთვის, თუმცა 3000 კილომეტრზე გადაჭიმული მდინარის გასასუფთავებლად ეს მაინც არ კმარა.

დნესტრი აღმოსავლეთ ევროპაში, მოლდოვასა და უკრაინის საზღვარზე მიედინება, დნეპრი კი რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის ტერიტორიას კვეთს შავ ზღვაში მოხვედრამდე.

საქართველოდან სიუჟეტი უკრაინაში ინაცვლებს.

BBC-ის რეპორტაჟში შავი ზღვის მონიტორინგის, იგივე EMBLAS-Plus-ის (Improving Environmental Monitoring in the Black Sea)  წარმომადგენელი იაროსლავ სლობოდნიკი ამბობს, რომ შავი ზღვის ყოველი კვადრატული მეტრის დაბინძურების ხარისხი ორჯერ მეტია ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების ხარისხთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შავ ზღვაში ევროპის ზღვებს შორის ყველაზე უარესი სიტუაციაა დაბინძურების თვალსაზრისით.

„საგანგაშოა, რომ შავი ზღვის სინჯებმა აჩვენა წყალში ქიმიკატების მაღალი კონცენტრაციაც, რაც თითქოს მოულოდნელია ნაპირიდან 400 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ ასეა. ხალხი ფიქრობს, რომ ეს მათ არ ეხება და სადღაც შორს, ზღვაშია დაბინძურება, მაგრამ იგივე ქიმიკატებს ვხვდებით შავ ზღვაში მობინადრე თევზებსა და ზღვის სხვა არსებებში, რასაც რესტორანში მივირთმევთ“, – ამბობს სლოვაკეთის გარემოს დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი პიტერ ოსვალდი და შავი ზღვის ქიმიკატებით დაბინძურების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

„ზღვის ნაგავი აზიანებს არამხოლოდ წყლის ზედაპირს, არამედ მთელ ეკოსისტემას სიღრმეში, ზღვის წყლის შემადგენლობაში ვხვდებით აკრძალული ნარკოტიკების, კოფეინის, სხვადასხვა ფარმაცევტული ნივთიერებისა და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების შემცველობას, პრობლემაა ბაქტერია, რომელიც ამ ანტიბიოტიკების მიმართ ხდება მდგრადი – რეზისტენტული, რის წინაშეც მედიცინა ხდება უძლური, ამას კი შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 91
Page 28 of 91