close

„ბიბისი“ 2019 წელს კოსმოსში გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს. ჩამონათვალში მოხვდნენ : იუპიტერის ღრუბლები, „თოვლის კაცი“, ვარსკვლავისებრი ფეიერვერკი, სელფი მარსზე, მთვარის ბნელი მხარე და გალაქტიკური „მეტოქე“.

  1. იუპიტერის ღრუბლები

ნასა-ს კოსმოსურმა ხომალდმა “ჯუნომ“ იუპიტერის ღრუბლებისგან განსაცვიფრებელ სურათებს გამოაგზავნა მას შემდეგ, რაც ის 2016 წელს გიგანტურ პლანეტაზე ორბიტაზე ჩავიდა. გამოსახულება შედგება ოთხი სურათიდან,  რომელიც კოსმოსურმა ხომალდმა 29 მაისს გადაიღო.

  2. თოვლის კაცი

ნასა-მ კოსმოსური ხომალდი „ნიუ ჰორიზონსი“ კუიპერის სარტყელში გაგზავნა, რომელიც იუპიტერის ორბიტის გასწვრივაა გადაჭიმული. სარტყელზე უამრავი  ყინულის ობიექტია, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის დასაბამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

მეცნიერებმა ერთ-ერთი ობიექტის – MU 69-ის ფოტო გადაიღეს, რომელიც 2014 წელს აღმოაჩინეს (მოგვიანებით მას ულტიმა ტულე უწოდეს, ამჟამად კი აროკოტად მოიხსენებენ). აღმოჩნდა, რომ MU 69-ი არის ბინარული, ყინულის ორი ბურთისგან შემდგარი 39 კილომეტრი სიგრძის ობიექტი. მოწითალო ფერს კი მის ზედაპირზე ორგანული ნაერთი tholin-ის არსებობა განაპირობებს.

3. ვარსკვლავისებრი ფეიერვერკი

ეტა კარინა (Eta Carinae) არის ვარსკვლავთა სისტემა, რომელიც დედამიწიდან 7,500 სინათლის წლით დაშორებით მდებარეობს. ის შედგება სუმ მცირე ორი ვარსკვლავისგან, რომლებიც ჩვენს მზეზე დაახლოებით ხუთ მილიონჯერ მერ ენერგიას გამოყოფენ.

ამ ვარსკვლავისებრი ფეიერვერკის ფოტო წელს გავრცელდა და ოს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის Wide Field-ის კამერამ გადაიღო.

4. სელფი მარსზე

ნასა-ს „კურიოზიტი“ პლანეტა მარსზე კრატერ გეილს 2012 წლიდან სწავლობს. რობოტმა წელს „სელფი“ გადაიღო, როცა შარპის მთის (Mount Sharp) კალთები აღმოაჩინა.

 

5.მთვარის შორი მხარე

მიმდინარე წლის 3 იანვარს ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა Chang’e-4-მა მთვარის შორეულ მხარეზე დაჯდომა განახორციელა. რამდენიმე დღეში რობოტ როვერმა და მისმა ლენდერმა მთვარის შორეულ მხარეზე ერთმანეთს ფოტოები გადაუღეს.

 

  1. გალაქტიკური კონკურენტი  

ფოტოზე, რომელიც „ჰაბლის“ ტელესკოპმა გადაიღო, აღბეჭდილია გალაქტიკა სახელად NGC 772, რომელიც დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. NGC 772-ს ბევრი საერთო აქვს ჩვენს გალაქტიკასთან – „ირმის ნახტომთან.“  მაგალითად, ორივე მათგანს პატარა თანამგზავრი გაალქტიკები ჰყავთ, რომლებიც მშობლიურ გალაქტიკასთან ახლოს ორბიტაზე მოძრაობენ.

თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა. მაგალითად, NGC 772 არ აქვს  ცენტრში მბრუნავი ბარის სტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავებისა და გაზისაგან შედგება.

წყარო : BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response