ვაიომინგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ლაბორატორიული ექსპერიმენტისას ტარდიგრადების, იგივე წყლის დათვების, ცილები ადამიანის უჯრედებში შეიტანეს, რამაც იქ მოლეკულური პროცესები შეანელა. ეს ნიშნავს, რომ ამ გასაოცარი მიკროსკოპული არსებების ცილების გამოყენება დაბერების პროცესთან შესაწინააღმდეგებლად და უჯრედების ხანგრძლივად შესანახად შეგვიძლია.
ტარდიგრადები, რომელთა ზომაც ნახევარ მილიმეტრზე ნაკლებია, გამძლეობით გამოირჩევიან, რადგან უკიდურესად მკაცრ პირობებში გადარჩენას ახერხებენ. ისინი ასეთ გარემოში ცხოველქმედებას დროებით აჩერებენ, შემდეგ კი ისევ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან, რასაც ბიოსტაზი ეწოდება.
მაგალითად, წყლის დათვებს შეუძლიათ, რომ გადაურჩენ სრულად გამოშრობას, აბსოლუტურ 0-თან ახლო ტემპერატურაზე გაყინვასა და 148 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე გაცხელებას. ასევე, იმაზე ათასობით ძლიერ რადიაციულ დასხივებას, ვიდრე ადამიანი იტანს და კოსმოსურ ვაკუუმში ყოფნასაც კი.
ბიოსტაზის მდგომარეობის მისაღწევად ისინი სწორედ CAHS D-ის სახელით ცნობილ ცილებს იყენებენ, რომლებიც უჯრედებში ერთგვარ გელს წარმოქმნის. შედეგად, სასიცოცხლო პროცესები ნელდება.
“როდესაც ეს ცილები ადამიანის უჯრედებში შევიტანეთ, ისინი გელად გარდაიქმნა და მეტაბოლიზმი ზუსტად ისე შეანელა, როგორც ტარდიგრადებში. მათ მსგავსად, თუ ადამიანის უჯრედებსაც ბიოსტაზის მდგომარეობაში გადაიყვან, სტრესის მიმართ ისინიც მეტად გამძლე გახდება და წყლის დათვების ზოგიერთ უნარს მიიღებს”, — აცხადებენ ავტორები.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბიოსტაზის მაპროვოცირებელი სტრესის ფაქტორის მოხსნისას გელად გარდაქმნილი ცილები იშლება და ადამიანის უჯრედებში ისევ ნორმალური მეტაბოლიზმი გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული პროცესი შექცევადია, როგორც ამ არსებებში.
“ჩვენი შედეგები გზას უხსნის ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც უჯრედების ან მთლიანი ორგანიზმების ბიოსტაზში გადაყვანაზეა კონცენტრირებული, რათა დაბერება შეანელოს და [მედიკამენტების] სტაბილურობა გაზარდოს ან [უჯრედების] შენახვა გააუმჯობესოს”, — ამბობენ სპეციალისტები.
მათმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის დათვების ბუნებრივი და მოდიფიცირებული ცილების გამოყენება ჰემოფილიისა თუ სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შეგვიძლია ისე, რომ მათი გაყინვა აღარ იყოს საჭირო.
რაც შეეხება ახალ ნაშრომს, ის გამოცემაში Protein Science გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”


















მზის წარმოშობა – მზე, ისევე როგორც ვარსკვლავები, წარმოიქმნა კლასტერებისგან. ეს ვარსკვლავური „ძმები“ წარმოიქნენ მსგავსი აიროვანი ღრუბლებისაგან, ამიტომ მათი ქიმიური შემადგენლობა ერთია. დღესდღეობით დედამიწის 325 სინათლის წელიწადში 100 000 ვარსკვლავი შეისწავლეს, მაგრამ მათგან მხოლოდ ორია რომელიც მზის მსგავსია. რადგან მზე უნიკალურია, შეიძლება იგი მისივე კლასტერიდან გადაადგილდა ან „გამოიქცა“ 4,5 მილიარდი წლის წინათ. შესაფერისი კანდიდატი, რომლიდანაც შესაძლებელია მზე ფორმირებულიყო – ეს არის მორიელის თნავარსკვლავედი – “Messier 67“, რომელიც ისეთივე ქიმიური აგებულების, ტემპერატურის და წლოვანებისაა, როგორიც მზე. თუმცა მექსიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათი შედარებით აღმოაჩინეს, რომ ’’M67’’ არ მუშაობდა. გარდა ამისა ’’M67’’ ვერტიკალური ბობირება 5-ჯერ აღემატება მზისას და მზის წარმოსაქმნელად საჭირო სიჩქარე გამოიწვევდა პლანეტარული დისკის გახლეჩას. სავარაუდოა, რომ მზის კლასტერი აღარ არსებობს, მაგრამ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამაზე პასუხს “Gaia’’ სატელიტი გასცემს, რომელიც წარმოადგენს მილიარდობით ვარკლავის „სახეს“, მასზე 2018 ში უნდა დამთავრდეს მუშაობა და მოპოვებულმა ცნობებმა გალაქტიკის ევოლუციაზე უნდა იქონიოს გავლენა.
ვარსკვლავური ტალღები – ’’The Sloan Digital SkySurvey’’ – პროექტის საფუძველზე აღმოაჩინეს 930000 გალაქტიკა და 120000 კვაზარი. ამ მონაცემების საფუძველზე და საიმედო გამოანგარიშებით, მეცნიერებმა შეამჩნიეს ვარსკვლავების ჯგუფური ვერტიკალური განაწილება, რომლებიც ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს, რის საფუძველზე წარმოიქნებოდა ტალღები. ჯგუფში დაახლოებიტ 300 000 ვარსკვლავია, რომლებიც აიძულებენ გალაქტიკას „ზარივით რეკოს“. საინტერესოა, რა იდუმალება იმალება ამ ვარსკვლავებში? დღეს მეცნიერები მიიჩნევენ რომ ტალღები ესარის ნარჩენები რაღაცის, რაც ჩვენს გალაქტიკაში დღემდეა თუმცა არ ჩანს. არსებობს მეორე მოსაზრება, რომლის მიხედვით ეს ნიმუშები შესაძლოა წარმოადგენდნენ შავი მატერიის ნარჩენებს, რომელმაც 100 წლის წინ ჩაუარა ირმის ნახტომს და გამოიწვია ვარსკვლავების ასეთი მდგომარეობა. ამ ფაქტის ახსნამ შესაძლებელია ჩვენი ისტორიის ახალი კარები გახსნას.

