close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

რა ტემპით ცრიან ქვეყნები 12 წლიდან ასაკის ბავშვებს? – ქვეყნების სტატისტიკა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „ფაიზერ/ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა, ერთი თვის შემდეგ კი სააგენტომ 12-17 წლის პირებში გამოყენების ავტორიზაცია „მოდერნას“ ვაქცინას მიანიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინების 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა, ეს ინიციატივა ევროპის ყველა ქვეყანასა და ჯანდაცვის უწყებაა არ გაუზიარებია, თუმცა ბევრმა ქვეყანამ აღნიშნული ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირები ვაქცინაციის პროგრამებში უკვე ჩართო.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში 16-17 წლის მოზარდების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს 23 აგვისტოდან სთავაზობენ. მომავალი კვირიდან ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 12-15 წლის ასაკის ყველა ბავშვს შესთავაზებენ. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობის მრჩეველთა ჯგუფისგან, „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“, მიიღო. შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას საკუთარი ჯანდაცვის პოლიტიკა აქვთ, თუმცა „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“ ანალოგიური რეკომენდაცია მათაც მიიღეს.

მთავარი სამედიცინო ოფიცრების“ რეკომენდაციის თანახმად, 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით უნდა აიცრან. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში აქამდე აღნიშნული ასაკის მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვებს სთავაზობდნენ ვაქცინაციას.

იტალია

იტალიაში 16 აგვისტოდან 12-18 წლის ასაკის მოზარდებს ვაქცინის მიღების საშუალება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქვთ. ამჟამად, ვაქცინის ერთი დოზით აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის 62.43 %-ია აცრილი, სრულად ვაქცინირებული კი – 44.95 %-ია.

გერმანია

გერმანიაში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 16 აგვისტოდან სთავაზობენ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა 12-17 წლის ასაკის პირების 36.7 %-ს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი 25.8 %-ია.

ირლანდია

ირლანდიაში ზრდასრულ მოსახლეობაში ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, 18 წლის ზემო ასაკის პირების 90 %-ზე მეტი უკვე სრულადაა ვაქცინირებული.

ვაქცინაციისთვის 12-15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაცია 11 აგვისტოს დაიწყო და მხოლოდ 48 საათში 75000-ზე მეტი ჯავშანი გაკეთდა.

ირლანდიის ჯანდაცვის სამსახურის 13 სექტემბრის მონაცემებით, 12 წლის ზემოთ ასაკის პირების 90.2 %-ს ვაქცინის ერთი დოზა, 85.1 %-ს კი ორივე დოზა აქვს მიღებული.

პოლონეთი

პოლონეთში 12 წლიდან ბავშვებში დამტკიცებულია როგორც „ფაიზერის“, ასევე „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენება. პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურების ცნობით, ქვეყანაში, 14 სექტემბრის მონაცემებით 12-17 წლის ასაკის ბავშვებში ვაქცინები 1.4 მილიონი დოზაა გამოყენებული.

ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ვაქცინაციის განხორციელება სკოლების საშუალებით იგეგმება.

საფრანგეთი

საფრანგეთი ერთ -ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც 12 წლიდან ასაკის ბავშვების აცრა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 15 ივნისიდან დღემდე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 12-17 წლის მოზარდების 68 %-მა მიიღო, 56 % კი – სრულადაა ვაქცინირებული.

ესპანეთი

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 სექტემბრისთვის, ესპანეთში მცხოვრები 12-დან 19 წლამდე ასაკის 3.9 მილიონი მოზარდიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა 79.2 %-მა მიიღო, 58.4 %-ი კი – სრულადაა ვაქცინირებული.

დანია

დანიის ჯანდაცვის სამსახურმა 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ივლისში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში დანიამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული ყველა დარჩენილი შეზღუდვა გააუქმა, რადგან დაინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო და ქვეყნის ხელისუფლების განმარტებით, ეს მეტწილად ვაქცინაციის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.

დანიაში 12 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 83.5 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული.

 წყარო : https://www.euronews.com/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0