close
კვლევები

კვლევა – ადამიანებს, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, კოგნიტიური პრობლემები ემუქრებათ

ადამიანები, რომლებიც ცხოვრების შუა პერიოდში უძილობას ებრძვიან, ასაკში კოგნიტური პრობლემების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ამის შესახებ ფინეთში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
ეს კოგნიტური პრობლემები მოიცავს მეხსიერების, კონცენტრაციისა და სწავლის უნარის დაქვეითებას და რაც უფრო დიდხანს გრძელდება უძილობა, მით უფრო უარესდება ტვინის ეს ფუნქციები წლების მატებასთან ერთად.
„ჩვენმა შედეგებმა აჩვენა, რომ უძილობის სიმპტომებმა სამუშაო ასაკში შეიძლება გაზარდოს კოგნიტური დაქვეითების რისკი საპენსიო ასაკში. ანალიზმა აჩვენა, რომ ძილთან დაკავშირებული ჩივილების მატება დაკავშირებულია კოგნიტური ფუნქციის უფრო სერიოზულ პრობლემებთან,“- განმარტავენ თავიანთ ნაშრომში ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარები.
კვლევაში სიღრმისეულად არ არის გაანალიზებული, რა არის ამ კავშირის მიზეზები. ამ თემაზე ჩატარებულმა წინა კვლევებმა შეისწავლა იმის შესაძლებლობა, რომ ნარჩენების გამწმენდ სისტემას, რომელიც მუშაობს ტვინში ძილის დროს, ან მეხსიერების კონსოლიდაციის ეფექტს პარადოქსული (სწრაფი) ძილის დროს, შეიძლება ჰქონდეს გავლენა კოგნიტურ ფუნქციაზე გრძელვადიან პერსპექტივაში იმ ადამიანებში, რომლებსაც ცუდად სძინავთ.
ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი აღნიშნავს, რომ არსებობს მრავალი გზა ჩვენი ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ძილის გარემოს კარგად მართვა (ტემპერატურის და განათების თვალსაზრისით), კვებისა და სასმელის ჩვევების შემოწმება (მათ შორის ყავის მოხმარება).
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0