close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

თამბაქო თუ ელექტროსიგარეტი?

სულ რამდენიმე წელია გაყიდვაში ელექტროსიგარეტები შემოვიდა, რომელზეც ამბობდნენ, რომ თითქოს იგი არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ ექიმთა დასკვნებით, არანაკლებ ზიანს აყენებს საზოგადოებას ახალი პროდუქტი, ვიდრე თამბაქო.

რა თქმა უნდა, რომ თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას ძალიან დიდ ზიანს ვნებს, ხშირ შემთხვევაში – გარდაცალების მიზეზიც კი ხდება, გარდა იმისა, რომ მწეველი ადმიანები საკუთარ თავს სასიკვდილოდ სწირავენ, ისინი გარშემო მყოფ ადამიანებსაც საფრთხის ქვეშ აყენებენ, ამიტომაცაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, მოწევა აკრძალულია, ან გამოყოფილია კონკრეტული ადგილი.

მეცნიერების დასკვნით ელექტროსიგარეტები იმავე ხარისხის ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს, როგორც თამბაქო.

 

წყარო: Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ლაბორატორიული სისხლის წითელი უჯრედების გადასხმასთან დაკავშირებული ცდა ბრიტანეთში მიმდინარეობს

საცდელმა ტესტირებამ იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში ლაბორატორიაში შექმნილი სისხლის წითელი უჯრედების ჩაის კოვზის ზომის ტრანსფუზია, შეიძლება მოახდინოს რევოლუცია სისხლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც  სისხლის რეგულარულ გადასხმას საჭიროებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებული მსოფლიოში პირველი ცდა, რომელიც მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, სწავლობს ძლებს თუ არა ლაბორატორიაში წარმოქმნილი სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში შექმნილ  სისხლის უჯრედებზე მეტხანს.
ტრანსფუზიის შესაქმნელად, მკვლევართა ჯგუფმა აღებული სისხლიდან ღეროვანი უჯრედები გამოყო და “დაიყოლიეს“ ისინი სისხლის მეტი წითელი უჯრედები შეექმნათ, პროცესი, რომელსაც დაახლოებით სამი კვირა სჭირდება.
ადამიანის სისხლის წითელი უჯრედების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 120 დღეა. თუ ლაბორატორიაში შექმნილი უჯრედები იმაზე მეტხანს იცოცხლებენ, ვიდრე აღებული სისხლის უჯრედები, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მომავალში პაციენტებს, რომლებსაც სისხლი რეგულარულად სჭირდებათ, ტრანსფუზია შეიძლება ხშირად არ დასჭირდეთ.
“თუ ჩვენი ცდა, მსოფლიოში პირველი ასეთი, წარმატებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს, რომლებსაც ამჟამად ესაჭიროებათ რეგულარული ხანგრძლივი სისხლის გადასხმა, მომავალში ნაკლები ტრანსფუზია დასჭირდებათ”, – აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის ჰემატოლოგი სედრიკ გევაერტი.
ამასთან, ლაბორატორიაში შექმნილმა უჯრედებმა შეიძლება არა მხოლოდ სისხლის გადასხმის სიხშირე შეამციროს, არამედ არამედ შეიძლება თავიდან აიცილოს გართულებები, რომლებიც  განმეორებით ინფუზიასთან არის დაკავშირებული.

წყარო : sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

Bloomberg: დედამიწაზე წელიწადში $400 მლრდ-ის გამოუყენებელი საკვები ფუჭდება

Bloomberg, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაზე დაყრდნობით სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო დაახლოებით $400 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვებს კარგავს სანამ ის მაღაზიის დახლზე განთავსდება. როგორც FAO იუწყება, დაკარგული საკვების 14% ცენტრალურ და სამხრეთ აზიაზე, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2016 წლის მონაცემებია, ბევრი რამ მას შემდეგ არ შეცვლილა. როგორც Bloomberg წერს, ამ მოცულობის დანაკარგის შემცირება უკეთესი ინფრასტრუქტურითა და სამაცივრე მეურნეობებითაა შესაძლებელი.

მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯანსაღ საკვებს ვერ იყენებს, დღეში დედამიწაზე 820 მილიონი ადამიანი შიმშილისგან იტანჯება.

მსოფლიო ლიდერებმა უკვე გასცეს გარკვეული დაპირებები, რომ 2030 წლისთვის საკვების წარმოებაში დანაკარგები აუცილებლად შემცირდება და კომპანიებიც თავის მხრივ ეცდებიან ეფექტიანობის გაზრდას.

“საკვების დაკარგვა დიდ ტვირთად აწვება გარემოს და იმ ბუნებრივ რესურსებს, რომელსაც პირველადი გამოყენებისთვის მოვიხმართ. ეს ნიშნავს, რომ წყლისა და მიწის რესურსი იფლანგება, საწარმოები კი ფაქტობრივად არაფრის გამო აბინძურებენ გარემოს” – აცხადებს გაეროს წარმომადგენელი ქუ დონგი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რეალიზაციის შემდეგ ხორცპროდუქტების 37% და ხილისა და ბოსტნეულის თითქმის მეხუთედი ასევე ფუჭდება და მისი გამოყენება ვერ ხერხდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ადამიანის „მეექვსე გრძნობა“, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის

ადამიანების უმეტესობისთვის ცნობილია ხუთი გრძნობა : შეხება, მხედველობა, სმენა, ყნოსვა და გემო, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი გრძნობა, რომელსაც ეწოდება ინტეროცეპცია.
ეს არის ჩვენი სხეულის შინაგანი მდგომარეობის შეგრძნება, რომელიც გვეხმარება ვიგრძნოთ და განვმარტოთ შინაგანი სიგნალები, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს ორგანიზმში სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა შიმშილი, წყურვილი, სხეულის ტემპერატურა და გულისცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეექვსე გრძნობას დიდ ყურადღება არ ვაქცევთ, ის ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობაა, ვინაიდან სხეულის ყველა სისტემის ოპტიმალურად მუშაობას უზრუნველყოფს. ინტეროცეპცია გვაფრთხილებს, როდესაც ჩვენი სხეული არაბალანსირებულია, მაგალითად, გვაიძულებს მივიღოთ სასმელი, როდესაც გვწყურია, ან გავიხადოთ ზედმეტი ტანსაცმელი, როცა ძალიან ცხელა.
ინტეროცეპცია ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის ხელს უწყობს ბევრ ფსიქოლოგიურ პროცესს- მათ შორის გადაწყვეტილების მიღებას, სოციალურ შესაძლებლობებსა და ემოციურ კეთილდღეობას.
დარღვეული ინტეროცეპცია ფიქსირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის, მათ შორის დეპრესიის, შფოთვისა და კვების დარღვევების დროს. ამან შესაძლოა ახსნას ისიც,  თუ რატომ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ძილის დარღვევა ან დაღლილობა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტეროცეპცია მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, განსხვავდებიან თუ არა ქალები და მამაკაცები სხეულის შინაგანი სიგნალების სიზუსტით.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
 
წყარო :sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

არქტიკის რეგიონში თოვლს მალე წვიმა ჩაანაცვლებს — კვლევა

კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა საკმაოდ საგანგაშო სურათს გვიხატავს. ახალი კვლევის თანახმად, არქტიკის რეგიონში მალე ატმოსფერული ნალექი უფრო ხშირად არა თოვლის, არამედ წვიმის სახით მოვა.
გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პროცესებით ამინდი საგრძნობლად შეიცვლება მიმდინარე საუკუნის დასასრულამდე. მკვლევრების თქმით, თუკი ტემპერატურა 3°C-ით მოიმატებს, მათი პროგნოზი ახდება. გრენლანდიისა და ნორვეგიის ზღვის მიმდებარედ აღნიშნულ პროცესს 1.5-2°C-იანი ზრდის შემთხვევაშიც უნდა ველოდოთ. კვლევის თანახმად, თუკი ნახშირორჟანგის ემისია ამავე ტემპით გაგრძელდება, თოვლს წვიმა კიდევ უფრო ადრე, 2090 წლის მაგივრად, 2060 ან 2070 წელს ჩაანაცვლებს.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, არქტიკაში მობინადრე ცხოველები შიმშილის საფრთხის წინაშე კიდევ უფრო ადრე აღმოჩნდებიან და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში ძლიერ სიცხეს, წყალდიდობებსა და სხვა მსგავს მოვლენებს გამოიწვევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

BBC: შიმშილობა ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს

BBC: სილიციუმის ველზე (სილიკონის ველი) დიდი ხანია დადის ჭორი, რომ პერიოდული შიმშილობა ორგანიზმს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 

რამდენიმე დღის წინ ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა “ჯანსაღი შიმშილის” თეორიის მიმდევართა არგუმენტები კიდევ უფრო გაამყარეს. მათი კვლევა აჩვენებს, რომ შიმშილი ან დაბალკალორიული, მკაცრი დიეტა სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებას იწვევს.

მეცნიერების თქმით, შიმშილის ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ადამიანის თირკმელები გამოიმუშავებს ნივთიერრებას, რომელიც ორგანოებისა და სისხლძარღვების კედლებს დაბერებისგან იცავს, რადგან მათი უჯრედების გაყოფასა და გამრავლებაზე ახდენს ზეგავლენას (პროცესს აჩქარებს).

“დაბერების მთავარი ასპექტი სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაბერებაა”, – ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ნივთიერების სინთეტიკური ანალოგის შექმნაც შესაძლებელია:

“რთულია ადამიანები აიძულო რამდენიმე დღე იშიმშილონ […] და ამას ყველა ვერ გაუძლებს, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეფექტს ხელოვნურად გამოვიწვთ, ეს ადამიანებს გააჯანსაღებს და ისინი უფრო დიდხანს იცოცხლებენ”, – ნათქვამია კვლევაში.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

შიმშილი დაზიანებული იმუნური სისტემის ღეროვან უჯრედებს აღადგენს

მეცნიერების მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი შიმშილობის ციკლი არა მხოლოდ იმუნური სისტემას იცავს დაზიანებისგან, რაც ქიმიოთერაპიის უმთავრეს გვერდით ეფექტს წარმოადგენს, არამედ იმუნური სისტემის რეგენერაციასაც ახდენს, გარდაქმნის რა უმოქმედო ღეროვან უჯრედებს თვით განახლებად ღეროვან უჯრედებად.

ცდა ჩაატარეს როგორც თაგვებზე, ისე ადამიანებზე, მათ შორის, იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ქიმიოთერაპია უტარდებოდათ. შიმშილმა თაგვებში ჰემატოპეეტური ღეროვანი უჯრედების სასიგნალო გზები შეცვალა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისხლისა და იმუნური სისტემის გენერაციაზე, ავტოიმუნური მოშლილობის ჩათვლით.

,,ვერ შევძელით იმის პროგნოზირებს, აქვს თუ არა ხანგრძლივ შიმშილს ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა ჰემატოპეეტური სისტემის უჯრედოვანი რეგენერაციის გაუმჯობესებაზეც,” –  განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გერონტოლოგიისა და ბიოლოგიური მეცნიერებების ამერიკელმა პროფესორმა – ვოლტერ ლონგომ.

,,როდესაც შიმშილობთ, სისტემა ცდილობს ენერგიის დაზოგვას და ერთ-ერთი მოქმედება, რომელსაც ენერგიის დასაზოგად აკეთებს, უამრავი არა საჭირო იმუნური უჯრედების გადამუშავებაა, განსაკუთრებით კი იმათი, რომლებიც შესაძლოა დაზიანდნენ,” – განაცხადა ლონგომ. ,,ის, რაც კვლევის დროს, როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში შევნიშნეთ ისაა, რომ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ხანგრძლივი შიმშილის შედეგად კლებულობს, შემდეგ, როდესაც იკვებებით, უჯრედები ბრუნდება. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი: საიდან ხდება ეს?

შიმშილობის ციკლი

ხანგრძლივი შიმშილი აიძულებს სხეულს, გამოიყენოს გლუკოზის, ცხიმისა და კეტონების მარაგები, თუმცა  სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვან ნაწილს არღვევს.

შიმშილის თითოეული ციკლის დროს თეთრი უჯრედების კლება იწვევს ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი იმუნური სისტემის უჯრედების რეგენერაციას. კერძოდ, ხანგრძლივი შიმშილი ამცირებს ფერმენტ PKA-ს, ასევე IGF-1-ს, ეს არის ზრდის ფაქტორის ფორმონი, რომელიც მეცნიერებმა დაბერებასთან, სიმსივნის პროგრესირებასა და კიბოს რისკთან დააკავშირეს.

,,PKA არის მთავარი გენი, რომელიც უნდა დაიხუროს იმისათვის, რომ ღეროვანი უჯრედები რეგენერაციულ რეჟიმზე გადაერთონ. ის მწვანე შუქს უნთებს ღეროვან უჯრედებს მთელი სისტემის პროლიფერირებისა და აღდგენის მიზნით დაწინაურდნენ,” – განმარტავს ლონგო და იმ კლინიკური პროგრამების პოტენციალზე მიანიშნებს, რომელიც იმუნური სისტემის გაჯანსაღების მიზნით ხანგრძლივი შიმშილის იმიტირებას ახდენს. ,,სასიხარულო ამბავია ის, რომ შიმშილის დროს სხეული თავისუფლდება სისტემის იმ ნაწილებისგან, რომელიც დაზიანებული, ან დაბერებულია, არაეფექტური ნაწილებისგან. თუკი სხეული ქიმიოთერაპიის ან დაბერების შედეგად მძიმედ დაზიანებულია, შიმშილობის ციკლებს შეუძლია ფაქტობრივად ახალი იმუნური სისტემის გენერირება,” –  აცხადებს ლონგო.

აღსანიშნავია, რომ საპილოტე კლინიკური ცდის შედეგად, რომლის ფარგლებშიც პაციენტები ქიმიოთერაპიამდე 72 საათის განმავლობაში აშიმშილეს, დადგინდა, რომ გრძელვადიანი შიმშილობა ორგანიზმს ტოქსიურობისგანაც იცავს.

წყარო: https://news.usc.edu

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
კვლევები

რატომ აქვთ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე კაცებს?

შაკიკი არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ძლიერი პაროქსიზმული თავის ტკივილი ახასიათებს. ტკივილი, როგორც წესი, თავის მარჯვენა ან მარცხენა ნახევარსფეროში ფიქსირდება და ყველაზე ტიპურ შემთხვევებში 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შაკიკი საკმაოდ სიმპტომატურია, რაც გულისრევაში, სინათლისადმი, ხმებისა და სუნისადმი მგრძნობელობის გამძაფრებაში გამოიხატება. ის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის მესამე ადგილზეა. რატომ არის ეს დაავადება ამდენად ხშირი? მართალია თუ არა, რომ შაკიკის მქონე პაციენტების დაახლოებით 75%-ი ქალია? შესაძლებელია თუ არა, რომ შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

რა იწვევს შაკიკს?

შაკიკის მიზეზებს მეცნიერები დღემდე სწავლობენ. თუმცა უკვე დადგენილია, რომ დაავადება პაციენტს ხშირად მემკვიდრეობით, მდედრობითი ხაზით გადაეცემა. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ აშშ-ში შაკიკის დიაგნოზის მქონე 4 ადამიანიდან, სამი ქალია. ამასთან, გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც საბოლოო ჯამში კონკრეტულ სიტუაციაში თავის ტკივილს უწყობს ხელს.

შაკიკის თანმხლები ტკივილის განვითარების მექანიზმი სამწვერა ნერვის ბირთვის აქტივაციასთან არის დაკავშირებული. ეს თავიდან სპაზმს იწვევს, შემდეგ – თავის ტვინის არტერიის გაფართოებას, საბოლოოდ კი პერივასკულურ შეშუპებას აყალიბებს, რაც შაკიკის დაწყების მიზეზია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შაკიკის ჩამოყალიბებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინის გაცვლის დარღვევა უწყობს ხელს.

შაკიკის შესაძლო მიზეზები შეიძლება 4 ჯგუფად დაიყოს:

– ფსიქოლოგიური: გონებრივი და ემოციური დატვირთა, სტრესი;

– ფიზიოლოგიური: ძილის დარღვევა, გადაღლა, ჰორმონალური ფონის ცვლილება;

– კვებითი: დადასტურებულია, რომ თირამინს, რომელიც ძალიან ბევრ პროდუქტშია (ყავა, შოკოლადი, თხილი, ყველი, ციტრუსი) შეუძლია შაკიკის ტკივილის პროვოცირება. ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული შაკიკი და ალკოჰოლი. ღვინოს, შამპანურსა და სხვა მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელებს მისი შეტევის  გამოწვევა შეუძლია.

– გარე ფაქტორები: მძაფრი სუნი, მკვეთრი შუქი, ხმამაღალი ბგერები, ატმოსფერული წნევის ცვლილება, დახუთულ სივრცეში ყოფნა.

შაკიკის მიზეზი როგორც ქალებში, ასევე კაცებში დაკავშირებულია ჰორმონალური ფონის თავისებურებებთან.

რატომ აქვთ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე კაცებს?

შაკიკის შეტევა ხშირია მენსტრუაციის დროს, როდესაც ჰორმონების ზემოქმედებით სისხლძარღვების ტონუსი იცვლება, რაც მთელი ციკლის განმავლობაში გრძელდება. ქალების ნაწილს ოვულაციის დროს ძლიერი თავის ტკივილი ეწყება. ზოგს კი შაკიკის შეტევა პრემენსტრუალური სინდრომის ან უშუალოდ სისხლდენის დროს აქვს. არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური შაკიკის დროს ეფექტიანია ჰორმონალური კონტრაცეპტივები.

შაკიკი ხშირია ფეხმძიმობის დროსაც. ეს არა ჰორმონალურ ცვლილებებთან, არამედ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე გაზრდილ ზეწოლასთან არის დაკავშირებული, რაც დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის მიმოქცევის დამატებით არის გამოწვეული.

შაკიკი ხშირად არის დაკავშირებული კლიმაქსთანაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მენოპაუზასთან ერთად ქალის ორგანიზმში ჰორმონების ურთიერთქმედება იცვლება.

შეიძლება შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

დიახ. მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შაკიკის დიაგნოზი აქვს, მათ შორის არიან ბავშვები. სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში მცხოვრები ოთხი ოჯახიდან ერთში შაკიკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება სქესსა და ასაკს, ამერიკელი ქალების 18%-ს ეს დაავადება აქვს. მაჩვენებელი კაცებში 6%-ს, ბავშვებში კი 10%-ს შეადგენს. შაკიკი ბავშვების შემთხვევაში დაკავშირებულია გადაღლასთან, რაც ძლიერ გონებრივ და ემოციურ დატვირთვას უკავშირდება. მოზარდებში შაკიკის მიზეზი  შეიძლება გახდეს ჰორმონალური ცვლილებები, რაც ძირითადად გარდამტეხ ასაკში ხდება. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში ძლიერი თავის ტკივილები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

შაკიკის სიმპტომები ბავშვებში უფრო რთულად ვლინდება. ეს განსაკუთრებით ეხება ადრეულ ასაკს, როდესაც თქვენს პატარას ჩივილების ზუსტად ფორმულირება არ შეუძლია. მოზარდების შემთხვევაში კი ამ დაავადების გამოვლინება, ფაქტობრივად, იგივეა რაც ზრდასრულებში, ამიტიმაც დიაგნოსტიკას არანაირი გართულება არ ახლავს.

რა სიმპტომები აქვს შაკიკს?

შაკიკის მთავარი სიმპტომია ძლიერ პულსირებული თავის ტკივილი. ჩვეულებისამებრ, ის თავის ცალ მხარეს აღინიშნება, ძირითადად კი შუბლის არეში, თუმცა ტკივილის ადგილმდებარეობა შეიძლება განსხავებულიც იყოს. ამის პარალელურად შაკიკს სხვა გამოვლინებებიც აქვს. ეს არის გულისრევის შეგრძნება, ღებინება და უმადობა; შუქის, ხმების, გემოსა და სუნისადმი მაღალი მგძრნობელობა; თავბრუს ხვევა, ძილიანობა, გაღიზიანება და აღგზება აგრესიის ფონზე.

დაავადების თავისებურებები განისაზღვრება შაკიკის ფორმით, რომელიც რამდენიმეა. ქალებსა და კაცებში სიმპტომები, ფაქტობრივად, ერთნაირია. განსხვავებულია მხოლოდ შეტევის სიხშირე. ის კაცებში უფრო იშვიათია, ვიდრე – ქალებში.

განასხვავებენ შაკიკს აურითა და აურის გარეშე. აურა არის პერიოდი რომელიც თავის ტკივილის დაწყებას წინ უსწრებს. ის შეიძლება ყნოსვის გაუკუღმართებაში ან სხვა ფორმით გამოიხატოს. აურის შემდეგ იწყება თავის ტკივილის შეტევითი ხასიათი და დაახლოებით 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შეტევების სიხშირე ინდივიდუალურია. შაკიკი აურის გარეშე, ვლინდება თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით, კუნთების მოდუნებითა და სხვ.

შაკიკის ფორმებიც განსხვავებულია?

სპეციალისტები გამოყოფენ კლასიკურ ფორმისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე შაკიკს, რომელიც თავის მხრივ ცალკე ქვესახეობებად იყოფა. შაკიკი აურის გარეშე თავის ეპიზოდური ტკივილებით მიმდინარეობს. მას ნევროლოგიური დეფიციტი არ ახასიათებს. შაკიკი აურით კი ზემით ჩამოთვლილი ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომების ფონზე მიმდინარეობს.

კისრის შაკიკი ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მაჩვენებელია. მას თავის ძალიან ძლიერი ტკივილი ახასიათებს; ქრონიკულ პაროქსიზმულ ჰემიკრანიას (შაკიკი) კი – ეპიზოდური ხანმოკლე სიმტომები. ის ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეორდება; ბაზილარული შაკიკი არის საკმაოდ იშვიათი ფორმა, რომლის სიმპტომებიც ადამიანის თვითშეგრძნებას მნიშვნელოვნად ამძიმებს. მას ახასიათებს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაურის შეგრძნება და გონების დაკარგვაც კი. მთავარი სიმპტომია თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. შეტევის შემდეგ პაციენტს ეძინება. შაკიკის ეს ფორმა ხშირია გარდატეხის ასაკში მყოფ გოგოებში, მათი სქესობრივი მომწიფების დროს.

თვალის (ოფთალმოლოგიური) შაკიკის დროს პაციენტს მხედველობის გაბუნდოვნება და ციმციმი ეწყება. შეტევა ნახევარ საათზე მეტს არ გრძელდება. თვალის შაკიკის მიზეზია თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროს უკანა ნაწილში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. რეტინალურ შაკიკს კი მოვლითი სიბრმავე ახასიათებს, რასაც თვალის ბადურის სპაზმი იწვევს.

როგორ ხდება შაკიკის დიაგნოსტიკა?

შაკიკის დიაგნოზს ექიმი პაციენტის ჩივილების მოსმენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სვამს. საამისოდ ტკივილისა და მისი თანამდევი სიმპტომების დახასიათება საკმარისია. თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, ამიტომაც ინსტრუმენტული გამოკვლევა აუცილებელია. ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიის გამოსარიცხად თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება. აუცილებლად ინიშნება ოკულისტის კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ექიმს თვალის შაკიკზე აქვს ეჭვი. თვალის ფსკერის გამოკვლევა საშუალებას იძლევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დადგინდეს.

შაკიკი დამეწყო. რა ვქნა?

შაკიკის მკურნალობა ორნაირად შეიძლება: უშუალოდ შეტევის დროს, ასევე შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებები თავის ტკივილის ინტენსივობისა და სიხშირის შესამცირებლად.

შაკიკის პირველივე სიმპტომის გამოვლენისას პაციენტი უნდა მოათავსოთ ჩაბნელებულ ოთახში, რომელსაც ღია ფანჯრები აქვს. ტკივლის გასაყუჩებლად რეკომენდებულია წერტილოვანი მასაჟი ან შუბლზე ცივი ტილოს დადება. ხანდახან ეფექტიანია ცივი ან ზოგჯერ პირიქით, თბილი შხაპის მიღება და თავის დაბანა.

შაკიკის საწინააღმდეგო აბების მიღება კი შეგიძლიათ აურის ან ტკვილის პირველივე ნიშანზე. მედიკამენტებს დაავადების ფორმის ან მისი მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით არჩევენ. ხანდახან ექიმი რეკომენდაციას უწევს სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატის მიღებას, რაც შეტევის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ეს სქემა გართულებების რისკს ამცირებს.

როგორ ვუმკურნალო შაკიკს სახლის პირობებში?

სახალხო მედიცინაში არსებობს არაერთი რეცეპტი, რომლებიც შაკიკთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებად არის მიჩნეული. მათი ნაწილი ეფუძნება სხვადასხვა ნაყენის მიღებას, რაც ადამიანს ტკივილთან გამკლავებასა და სისხლძარღვების ტონუსის დარეგულირებაში ეხმარება. არსებობს საშუალებები, რომლებსაც ადგილობრივი ზემოქმედებისთვის იყენებენ.

შაკიკის შეტევის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ დალიოთ გვირილის ან ჟოლოს ფოთლების ნაყენი, ამ დროს შეგიძლიათ ლავანდის, პიტნისა და გვრილის ნაზავიც დალიოთ. შაკიკის პროფილაქტიკისთვის ასევე რეკომენდებულია თავშავას (ორეგანო) ნაყენი. როგორც სახალხო მედიცინის სპეციალისტები ამტკიცებენ, თუ მას დღეში სამჯერ მიიღებთ, შაკიკის შეტევის ინტენსივობა შემცირდება.

შაკიკის დროს რეკომენდებულია შუბლზე ცივი კომპრესები, რაც შეგიძლიათ კომბოსტოს ფოთლებითაც შეცვალოთ. ეს ყველაფერი ტკივილს აყუჩებს. შაკიკის შეტევის შემცირება შესაძლებელია, თუ  მტკივან ადგილზე ლიმონის ქერქს (ცედრის გარეშე) დაიდებთ. შაკიკის მსუბუქი შეტევის დროს ეფექტიანია ეთერ-ზეთების ადგილობრივი წესით მოხმარებაც.

რა არ უნდა ვჭამო შაკიკის დროს?

შაკიკის დროს არ უნდა მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც ამინებს (თირამინი, ჰისტამინი, სეროტონინი) შეიცავს. ისინი შეტევის განვითარებას უწყობენ ხელს. შაკიკის დროს მკაცრად არის შეზღუდული შემდეგი პროდუქტების მოხმარება:

– ცხიმიანი ხორცი (განსაკუთრებით ღორის);
– შებოლილი ძეხვი, ხორცი ან თევზი;
– გამოყვანილი ყველი;
– თხილეული;
– ციტრუსი;
– ხიზილალა.

სასურველია, შეზღუდოთ:

– ძეხვი, სოსისი და ლორი;
– ხორცის ბულიონი;
– ნაღები და არაჟანი;
– ეგზოტიკური ხილი;
– ხახვი, ნიორი, ბოლოკი.

შაკიკი არის ქრონიკული დაავადება, რომლის სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა თუ კონკრეტულ წესებსა და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს დაიცავთ, შეტევების ინტენსივობის შემცირდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ქალებს შვილებისგან დასვენება წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდებათ – ფიქოლოგების დასკვნა

გასაკვირი არ არის, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ქალის ცხოვრება, ცნობიერება და ამა თუ იმ საკითხის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. შვილზე ზრუნვა ხომ მუდმივ კონცენტრაციას მოითხოვს.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მზრუნველი დედა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ზრუნავს, რადგანაც იცის, რომ შვილს ჯანმრთელი და ბედნიერი სჭირდება. სწორედ ამ არგუმენტით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დედებს აუცილებლად სჭირდებათ რამდენიმე დღით შვილებისგან დასვენება.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ არც ერთ ბავშვს არ სჭირდება მხოლოდ მასზე მზრუნველი დედა და თუკი შვილების გარეშე ისვენებთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი დედა ხართ. მათი განმარტებით,  მსგავსი განტვირთვა, თუნდაც წელიწადში ერთხელ, თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვისაა კარგი.ოჯახსა და შვილებს ხომ ჯანსაღი და ბედნიერი სჭირდებით.

გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ დედა. თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ხანდახან სჭირდება გართობა, განტვირთვა და ენერგიის აღდგენა. ამავდროულად, დასვენების დროს საუკეთესო შანსი გეძლევათ იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ და საკუთარ თავზე დაფიქრდეთ, იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკვლევებისაქართველოსოციოლოგია

ქართველი მოზარდები, სხვა ევროპელებთან შედარებით, უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან სტუდენტები

საქართველოში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 000 აბიტურიენტი აკეთებს არჩევანს, თუ რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება და სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში ჩაბარება საშუალო განათლების შემდგომ სწავლის გაგრძელების ყველაზე მიღებული ფორმაა. შესაბამისად, როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევის – ევროსტუდენტი VI-ის მიხედვით, ქართველი სტუდენტები ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდები არიან.  კერძოდ, კვლევის მონაწილე თითქმის ყველა ქვეყანაში, სტუდენტების თითქმის ნახევარი 25 წლის ან უფრო ახალგაზრდაა. ქართველი სტუდენტებისთვის კი, საშუალო ასაკი 22 წელია. ქალი სტუდენტები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობას შეადგენენ. გამონაკლისი მხოლოდ თურქეთი და გერმანიაა.

მიუხედავად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ქალი სტუდენტების ზოგადი სიმრავლისა, განსაკუთრებით საგრძნობია გენდერული დისბალანსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში. ამ სფეროში ქალი სტუდენტების ყველაზე მცირე ნაწილი იღებს განათლებას. ეს პრობლემა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, მწვავედ ეხება საქართველოს იგივე მიმართულების საუნივერსიტეტო პროგრამებს.

ქართველი სტუდენტების ყველაზე მეტი ნაწილი სოციალური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს (36,8%), პოპულარულია ბიზნეს-ადმინისტრირებისა და სამართლის (13,8%), ასევე, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელებაც (13,5%).

ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე არაპოპულარული სფერო განათლებაა (1,9%). ამ სფეროში გენდერული ბალანსი ყველაზე დარღვეულია – განათლების მიმართულებით მამრობითი სქესის სტუდენტების უკიდურესად მცირე რაოდენობა სწავლობს (სტუდენტთა საერთო რაოდენობის 0,1%).

წყარო:  IPM-ის კვლევა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 45 46 47 48 49 113
Page 47 of 113