close
კვლევებიმედიცინაქიმია

შაქარი ისეთივე ზიანს აყენებს ტვინს, როგორსაც ძალადობა

ის, რომ ნებისმიერი დიეტის დროს შაქრის რაოდენობდა უნდა შევამციროთ, უკვე კარგა ხანია ყველამ კარგად ვიცით. ისიც აღარაა სადავო, რომ კოლა და ლიმონათი ჩვენი წელის ხაზისა და სტომატოლოგიური ჯანმრთელობისთვის სახარბიელო არაა.

შაქრის მავნებლობის კვლევას მეცნიერები კვლავ განაგრძობენ. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა ახალი გამოკვლევა ჩაატარა, რომელიც ამტკიცებს, რომ შაქრიანი სასმელი ადამიანის ტვინს ისეთივე ზიანს აყენებს, როგორსაც უკიდურესი სტრესი ან ძალადობა.

ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადატანილი მთელი რიგი საზიანო შემთხვევები, როგორიცაა :  უბედური შემთხვევები, ბუნებრივი კატასტროფები, ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობა; ოჯახური ძალადობა და დანაშაულის მსხვერპლად ყოფნა – იწვევს სტრესის ძირითადი ჰორმონის, კორტიზოლის მომატებას.

არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვობაში ცუდი მოპყრობა ტვინის მოცულობის შემცირებასთანაა დაკავშირებული და ეს ცვლილებები შეიაძლოა უკავშირდებოდეს მღელვარებასა და შიშს.

მეცნიერებმა ვირთხებზე დაკვირვება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ შაქრიანი სასმელის მიღება ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესის შედეგად ტვინზე დატოვებულ კვალს კიდევ უფრო აღრმავებს.

 ექსპერიმენტში მონაწილე ვირთხების ნახევარი შეზღუდულ ბუდეში მოათავსეს დაბადებიდან 2-9 დღის განმავლობაში. შემდეგ ისინი ნორმალურ საწოლს დაუბრუნეს ძუძუდან მოცილების პერიოდამდე.

ამის შემდეგ ვირთხების ნახევარს შეუზღუდავად აწვდიდნენ უცხიმო საჭმელს და სასმელ წყალს, ხოლო დანარჩენებს საჭმელი, წყალი და 25 პროცენტიანი შაქრიანი წყალი, რომელიც შეეძლო დასალევად აერჩიათ.

ორივე ჯგუფის ვირთხები მოიხმარდნენ შაქარს და ექსპერიმენტის დროს მეტი კალორია მიიღეს. როდესაც ვირთხები 15 კვირის გახდნენ, მკვლევარებმა მათი ტვინები შეამოწმეს.

როგორც ვიცით,  ცხოვრების ადრეულ ასაკზე გადატანილი სტრესი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფუნქციაზე, ამიტომ მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოკამპუსს უწოდებენ და რომელიც მეხსიერებისა და სტრესისთვისაა მნიშვნელოვანი.

ექსპერიმენტის დროს ვირთხების ოთხი ჯგუფი შეისწავლეს- კონტროლირებული (არა სტრეს გადატანილი), კონტროლირებადი ვირთხები, რომლებმაც სასმელი შაქრიანი წყალი დალიეს, ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ, და ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ და შაქრიანი წყალი დალიეს.

კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ქრონიკული მოხმარება იმ ვირთხებში, რომლებსაც სტრესი გადატანილი არ ჰქონდათ, წარმოშობდა ისეთივე ცვლილებებს ჰიპოკამპუსში, რაც წარმოიქმნებოდა იმ ვირთხების ჰიპოკამპუსში, რომლებსაც სტრესი გადატანილი ჰქონდათ, მაგრამ შაქრიან წყალს არ სვამდნენ.

შაქარი და სტრესი ერთნაირად ამცირებენ კიდევ ერთ რეცეპტორს, რომელიც ნერვების ზრდისთვისაა საჭირო, Neurod1.

ტვინში შაქრიანი სასმელით გამოწვეული ცვლილებები შემაშფოთებელია, როგორც ჩანს, ის ტვინის განვითარებზე უარყოფითად მოქმედებს. ტკბილ და გაზიან გამაგრილებელ სასმელს კი განსაკუთრებთ დიდი ოდენობით მოიხმარენ ცხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები.

მეცნიერები მოუწოდებენ ყველას, რაც შეიძლება შეზღუდონ ყოველდღიურად მოხმარებული შაქრის დოზა.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid