close
კვლევები

დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმა ენერგიისთვის ერთსა და იმავე ქიმიურ ნივთიერებას იყენებს

დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი ენერგიის მატარებელ ერთსა და იმავე მოლეკულას იყენებს, როგორც „უჯრედული საწვავის უნივერსალურ“ სახეს. ახალი კვლევის მიხედვით, უძველესმა ქიმიამ შეიძლება საბოლოოდ ახსნას, თუ როგორ გახდა ეს უმნიშვნელოვანესი მოლეკულა ATP (ადენოზინტრიფოსფორმჟავა).

ATP არის ორგანული მოლეკულა, რომელიც იმუხტება ფოტოსინთეზით ან უჯრედული სუნთქვით და გამოიყენება თითოეულ უჯრედში. ყოველდღე, ჩვენ გადავამუშავებთ ჩვენი სხეულის წონას ATP-ში.

ზემოთხსენებულ ორივე სისტემაში, რეაქციით, რომელსაც ფოსფორილირება ეწოდება, ფოსფატის მოლეკულა ემატება ADP-ს (ადენოზინდიფოსფატი) და შედეგად მიიღება ATP.

ის, თუ როგორ მოიპოვა ATP-მ მეტაბოლური დომინანტობა ბიოლოგიაში დიდი ხნის საიდუმლოს წარმოადგენდა და მრავალი კვლევის საგანი იყო.

ის ფაქტი, რომ ATP გამოიყენება ყველა ცოცხალი არსების მიერ, მეტყველებს, რომ ის არსებობს სიცოცხლის დასაწყისიდან და მანამდეც კი. მაგრამ მკვლევარებისთვის ამოცანად რჩება, როგორ შეიძლება ასე იყოს, როდესაც ATP-ს აქვს ისეთი რთული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ექვს განსხვავებულ ფოსფორილირების რეაქციას და უამრავ ენერგიას მისი ნულიდან შესაქმნელად.

მკვლევართა განმარტებით, ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ პრებიოტური ATP -ის წარმოქმნა ყველაზე დიდი ალბათობით მოხდა მტკნარ წყალში, სადაც მაგალითად, ფოტოქიმიურ რეაქციებსა და ვულკანურ ამოფრქვევებს უნდა უზრუნველეყო ინგრედიენტთა სწორი ნაზავი.

„ჩვენი შედეგები გვთავაზობს, რომ ATP ენერგიის უნივერსალურ „ვალუტად“ ჩამოყალიბდა პრებიოტურ, იზომეტრიულ სამყაროში, წყალში მისი უჩვეულო ქიმიის საფუძველზე“, — წერენ მკვლევრები.

გარდა ამისა, ჰიდროთერმულ სისტემებში pH გრადიენტებმა შეიძლება წარმოქმნა ATP -ისა და ADP-ის არათანაბარი თანაფარდობა, რამაც ATP -ს საშუალება მისცა პატარა მოლეკულების პრებიოტურ გარემოშიც კი ემუშავა.

კვლევა PLOS Biology -ში გამოქვეყნდა.

 

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response