close

კვლევები

კვლევები

კიბოს ნიშნები, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს

მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება – ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.

კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.

კუჭის კიბოს რისკ-ფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა სიმსივნის უჯრედების თვითგანადგურების პოტენციურ გზას მიაგნეს

მკვლე­ვა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე კი­ბოს ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა CD95-ის რე­ცეპ­ტორ­ში ცილა იპო­ვეს, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია. CD95 დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც “სიკ­ვდი­ლის რე­ცეპ­ტო­რი”, რად­გან მათ ისე­თი სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც კი­ბოს უჯრე­დე­ბის “თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას” იწ­ვევს.

ჯო­გენ­დერ ტუ­შირ სინ­გჰი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და იმუნ­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და კვლე­ვის უფ­რო­სი ავ­ტო­რი ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნით კმა­ყო­ფი­ლია და იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯად იქ­ცე­ვა.

“ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ თე­რა­პი­ას, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მოკ­ვლას­თან ერ­თად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდაც შე­ეძ­ლე­ბა. ეს სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ორ­მა­გი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კი­ბოს სა­მო­მავ­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­აძ­ლი­ე­რონ CD95-ის რე­ცეპ­ტო­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რათა სიმ­სივ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლი ახა­ლი ია­რა­ღი შე­იქ­მნას, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლად ქი­რურ­გი­ით, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და რა­დი­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლობ­დნენ. კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ტუ­შირ სინ­გჰ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კი­ბოს მკვლე­ვა­რებს ახლა შე­უძ­ლი­ათ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნის სიმ­სივ­ნის ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვონ, რათა ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რონ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა არის „ზომბი ნეირონი“ და როგორ ვიყენებთ მას – კვლევა

მეცნიერები თაგვებს სწავლობდნენ რა დროსაც “ზომბი ნეირონები” აღმოაჩინეს. ეს ნეირონი ხორცის მჭამელი და ვირუსით დაინფიცირებული ნამდვილად არ არის, მაგრამ ნორმალური ურთიერთქმედება შეწყვეტილი აქვს — მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციურად ცოცხლია. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა და ტვინის შესწავლაში დაგვეხმარება.

პორტუგალიელი მეცნიერები სწავლობდნენ ტვინის ნათხემის ნაწილს. მათ აინტერესებდათ თუ რა როლი აქვს ნათხემს სწავლაში.

ნათხემი ადამიანისა და ხერხემლიანების თავის ტვინის მოგრძო ნაწილია. ის მნიშვნელოვანია უმთავრესად მოძრაობათა კოორდინაციაში, სხეულის წონასწორობის, პოზისა და ტონუსის დაცვაში. ტვინის ეს რეგიონი სწრაფად მოძრავ ცხოველებს განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული.

ტვინის ეს ნაწილი მოძრაობასთან დაკავშირებულ სენსორულ ინფორმაციას ამუშავებს. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, ის გვეხმარება გადატვირთულ ქუჩაში გადაადგილებაში, სასმლით სავსე ჭიქის ხელში წყლის დაქცევის გარეშე აღებაში და ასევე მნიშვნელოვანია სწავლისთვის. ეს ნიშნავს, რომ თუ მოძრაობისას რაიმეს შევეჯახებით, ტვინის ეს უბანი გვეხმარება ინფორმაციის დამახსოვრებაში და იმაში, რომ იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ. კვლევის საგანი სწორედ ეს იყო — როგორ ხდება დასწავლის ეს პროცესი.

ოპტოგენეტიკის გამოყენებით, სადაც უჯრედებზე სინათლით მოქმედებენ, მკვლევრებმა ნათხემის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, “ცოცვის ბოჭკოები” გამოავლინეს.

“ცოცვის ბოჭკოებზე სინათლით მოქმედების შემდეგ თაგვებმა თვალის დახამხამება ისწავლეს. ამან დაადასტურა, რომ ბოჭკოები ასოციაციური სწავლისთვის მნიშვნელოვანია”, — თქვა ნეირომეცნიერმა ტატიანა სილვამ.

აქამდეც ითვლებოდა, რომ ეს ბოჭკოები სწავლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ახალი კვლევა ამის სერიოზული მტკიცებულებაა. ტვინის სხვა უჯრედებზე მსგავსი მანიპულაციის შემდეგ იგივე შედეგი ვერ მიიღეს.

უკვე ამის შემდეგ, მკვლევრებმა ზომბი ნეირონის ეფექტი შენიშნეს. სინათლისადმი მგრძნობიარე ცილა Channelrhodopsin-2 (ChR2)-ს დანერგვამ, როგორც ოპტოგენეტიკური მანიპულაციის ნაწილი, არსებითად იმოქმედა მცოცავ ბოჭკოვან უჯრედებზე.

ეს ნეირონები კლასიკური გაგებით კვლავ აქტიური იყო, შესაბამისად ცოცხალიც, მაგრამ მათგან “შეტყობინება არ გადაიცემოდა”. კონკრეტული ნეირონები სხვა ნერვული ქსელებისთვის უბრალოდ გათიშული იყო, რაც თაგვებს დასწავლაში ხელს უშლიდა.

“აღმოჩნდა, რომ ChR2-ის შეყვანამ ბოჭკოების ბუნებრივი თვისებები შეცვალა”, — თქვა ნეირომეცნიერმა მეგან კერიმ.

ახლა ჩვენ ბევრად მეტი ვიცით იმაზე, თუ როგორ ხდება სწავლა ნათხემში. თაგვისა და ადამიანის ტვინს შორის მსგავსების გათვალისწინებით, გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ იგივე პროცესები მხდება ჩვენს ტვინშიც.

“ეს შედეგები ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბოჭკოვანი სიგნალები აუცილებელია ნათხემის ასოციაციური სწავლისთვის“, — ამბობს კერი.

კვლევა Nature Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კიბოს ნიშნები ბევრად ადრე შეიძლება შეინიშნოს, ვიდრე სიმპტომები გამოვლინდება

კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ახ­ლა­ხან გახ­სნი­ლი კი­ბოს ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ უჯრე­დებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­ჩნე­ვა იმა­ზე ბევ­რად ად­რეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ვიდ­რე ისი­ნი სიმ­სივ­ნედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან. მეც­ნი­ერ­თა თქმით, ეს კვლე­ვა კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის რა­დი­კა­ლუ­რად სხვაგ­ვა­რი გზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

  • “ად­რე­უ­ლი კი­ბოს” ინ­სტი­ტუ­ტი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დაძ­ლე­ვის გზე­ბის ძი­ე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ მა­ნამ, სა­ნამ ისი­ნი სიმპტო­მებს წარ­მოქ­მნი­ან.

ეს კვლე­ვა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ აღ­მო­ჩე­ნებს და­ეყ­რდნო­ბა, რომ­ლე­ბიც აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ბევრ ადა­მი­ანს წი­ნა­სიმ­სივ­ნუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი წლე­ბით ადრე უვი­თარ­დე­ბა. “კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის შე­ყოვ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს, ხან ათი, ან ოცი წე­ლიც კი გრძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ეს და­ა­ვა­დე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში თავს იჩენს”,- აცხა­დებს ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი რე­ბე­კა ფი­ცჯე­რალ­დი.

“ექი­მე­ბი ბო­ლოს იგე­ბენ, რომ სიმ­სივ­ნეს­თან აქვთ საქ­მე, როცა კიბო უკვე პა­ცი­ენ­ტის სხე­ულ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, ისე­თი, რო­მე­ლიც ტეს­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ად­გენს, რო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია კი­ბოს რის­კის ქვეშ. ასე­თი ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ბევრ ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს.”

  • ასე­თი ტეს­ტე­ბის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია ცი­ტოს­პონ­ჯი (ცი­ტოღ­რუ­ბე­ლი). ეს ძაფ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ღრუ­ბე­ლია, რო­მე­ლიც ფი­ცჯე­რალდმა თა­ვის გუნდთან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა. მას პა­ცი­ენ­ტი მე­დი­კა­მენ­ტი­ვით ყლა­პავს, შემ­დეგ ის კუჭ­ში ფარ­თოვდბა და გზად საყ­ლა­პა­ვის უჯრე­დებს აგ­რო­ვებს. ის უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ტე­ინს, სა­ხე­ლად TFF3-ს შე­ი­ცავს, ად­რე­ულ გაფრ­თხი­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ, რომ პა­ცი­ენტს საყ­ლა­პა­ვის კი­ბოს რის­კი ემუქ­რე­ბა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან TFF3 მხო­ლოდ წი­ნა­სიმ­სივ­ნურ უჯრე­დებ­ში გვხვდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ამ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა მარ­ტი­ვად და ფარ­თო მას­შტა­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

“ამ­ჟა­მად, ჩვენ კი­ბოს ბევრ სა­ხე­ო­ბას ზედ­მე­ტად გვი­ან ვავ­ლენთ და სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა გვი­წევს, რაც თან­და­თან გაძ­ვირ­და. სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა ხში­რად რამ­დე­ნი­მე კვი­რით­ღაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ისიც ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლა­რის ხარ­ჯზე. დროა, რომ სხვა მიდ­გო­მა ავირ­ჩი­ოთ”,- ამ­ბობს ფი­ცჯე­რალ­დი.

ად­რე­უ­ლი კი­ბოს ინ­სტი­ტუტს ქალ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა 200 000-მდე სის­ხლის ნი­მუ­ში მი­ა­წო­დეს. სწო­რედ ამ ნი­მუ­შე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლეს მკვლე­ვა­რებ­მა იმ ცვლი­ლე­ბე­ბის დად­გე­ნა, რაც წი­ნა­სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში ხდე­ბა.

“აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ლე­ი­კე­მი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე, ადა­მი­ა­ნის სის­ხლში აშ­კა­რა გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ათ წელ­ზე მეტი ხნით ადრე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ეს შანსს გვაძ­ლევს, რომ მკურ­ნა­ლო­ბა ად­რე­უ­ლად ჩა­ვა­ტა­როთ და კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის შან­სე­ბი შე­ვამ­ცი­როთ”,- აცხა­დებს ფი­ცჯე­რალ­დი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მალე, მსხვილი ნაწლავის კიბოს დადგენა სისხლის ანალიზით იქნება შესაძლებელი – ახალი კვლევა

2024 წელს დაამტკიცებენ სისხლის ტესტს, რომელიც შეამოწმებს კოლორექტალურ (მსხვილი ნაწლავის) კიბოს. ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

დასკვნებმა დაადგინა, რომ სისხლის ტესტი ძალზე ეფექტური იყო კოლორექტალური კიბოს აღმოჩენაში. თუმცა ეს არ ჩაანაცვლებს კოლონოსკოპიას.

კვლევაში მონაწილეობდა 7861 ადამიანი შეერთებული შტატებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ როგორც კოლონოსკოპია – სამედიცინო პროცედურა, ასევე სისხლის ტესტი.

კვლევის თანახმად, სისხლის ანალიზმა დააფიქსირა კოლონოსკოპიით აღმოჩენილი კიბოს 83%, მაგრამ გამოტოვა 17%. იმავდროულად, იმ პირთა 10%-ისთვის, რომელთა კოლონოსკოპიის შედეგებმა ვერაფერი იპოვა, სისხლის ანალიზმა დაადგინა, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს მსხვილი ნაწლავის კიბოს.

ამჟამად, Shield სისხლის ტესტი უკვე იყიდება აშშ-ში 895 დოლარად. ის ასევე არ არის დამტკიცებული სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. Guardant Health მოელის, რომ გადაწყვეტილება მიიღება ამ წლის ბოლოს. თუ სისხლის ტესტი დამტკიცებული იქნება FDA-ს მიერ, ის ჩატარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, 45 წლის ასაკიდან.

აღსანიშნავია, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომებით და რისკ-ფაქტორებით ჯერ კიდევ დასჭირდებათ კოლონოსკოპია.

კიბოს სიკვდილიანობის მიხედვით, კოლორექტალური კიბო მეორე წამყვანი მიზეზია აშშ-ში და მესამე მსოფლიოში. კოლორექტალური კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია 45 წლის ასაკიდან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებს „ხელოვნური” სიცოცხლის შექმნა სურთ – კვლევა

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიცოცხლე გაჩნდა მაშინ, როდესაც რნმ-მა საკუთარი თავის რეპლიკაცია დაიწყო. და, აი, ახლა მკვლევრების თქმით, მათ ამ პროცესის ნაწილი გაიმეორეს.

Washington Post-თან ინტერვიუში მეცნიერები ამბობენ, რომ შექმნეს რნმ-ის მოლეკულა, რომელიც სხვა ტიპის რნმ-ის ასლებს ქმნის. ეს ლაბორატორიულ პირობებში ადრეულ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის სიმულირებაა.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დნმ-ისა და ცილების გაჩენამდე არსებობდა რნმ. სწორედ ამ მიდგომას მიმართეს მკვლევრებმა და ე.წ. „პირველად სუპში” რნმ საწყის ინგრედიენტად გამოიყენეს.

მკვლევრებმა ლაბორატორიაში დამზადებული რნმ-ის მოლეკულა შექმნეს, რომელიც ზუსტად აკოპირებდა სხვებს და შედეგად წარმოიქმნა ფერმენტი. ახლა, როდესაც ეს მოხდა, შესაძლებელია სიცოცხლის ადრეული ეტაპის შესწავლა.

„ლაბორატორიაში შექმნილ მოლეკულას თვითგამრავლება ჯერ არ შეუძლია, მაგრამ ის ამისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ რნმ საკუთარი თავის გამრავლებას შეძლებს, მაშინ ის ცოცხალია. ეს არის გზა, რომელიც ლაბორატორიაში სიცოცხლის გაჩენამდე მიგვიყვანს”, – თქვა კვლევის ავტორმა, ჯარელ ჯოისმა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „დარვინისეული ევოლუციის” დასაწყებად რნმ-მა ორიგინალის იდენტური ასლები უნდა შექმნას. თუ რამე არასწორად წარიმართა, ყველაფერი სწრაფად უარესდება და ყოველი მომდევნო ასლი უფრო ბუნდოვანი ხდება.

„თუ შეცდომის მაჩვენებელი მაღალია, თქვენ ვერ შეინარჩუნებთ გენეტიკურ ინფორმაციას”, — განმარტა ჯოისმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ელვა ყველაზე ხშირად დაბინძურებულ ცაზე ეცემა – კვლევა

ცვლილებებს, რომლებსაც ადამიანი იწვევს ბუნებრივ გარემოში, აქვს შედეგები, რომლებიც ყოველთვის არ არის აშკარა. მაგალითად, ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ჭექა-ქუხილის დროს ელვის სიხშირის ზრდასთან. ეს დასკვნა გააკეთეს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის (JMU) მკვლევრებმა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აეროზოლებსა და ელვას შორის ურთიერთობა ადრეც იყო შესწავლილი, მაგრამ მეცნიერები ჯერ კიდევ იბრძვიან სათანადო შეფასების მისაღებად მრავალი განსხვავებული ატმოსფერული ფაქტორის გამო.

ჯგუფმა შეისწავლა PM2.5, რომელიც არის 2,5 მიკრომეტრამდე ზომის ნაწილაკები, და PM10 (10 მიკრომეტრამდე) გარემოში, შეადარა ისინი ელვისებურ აქტივობას.

მიუხედავად იმისა, რომ მეტი ნაწილაკი ზოგადად მეტ ელვას ნიშნავს, დგება მომენტი, როდესაც ჰაერში ძალიან ბევრი ნაწილაკი რეალურად ამცირებს ელვის რაოდენობას, სავარაუდოდ ქარიშხლის დროს ენერგიის დაკარგვის გამო.

„როგორც ჩანს, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ქალაქების დაბინძურებამ შეიძლება გააუარესოს ჭექა-ქუხილი და ელვა“, – თქვა ბენტლიმ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მაიმუნების სახეობა მარმოსეტები კომუნიკაციის დროს ერთმანეთს სახელებით მიმართავენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მაიმუნების სახეობა მარმოსეტები კომუნიკაციის დროს ერთმანეთს სახელების გამოყენებით მიმართავენ. ამ ქცევის გამო, ისინი პირველი არაადამინი პრიმატები არიან, რომლებიც მიმართვის დროს სახელებს იყენებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მაიმუნები ერთმანეთის დასაძახებლად სპეციალურ ბგერებს იყენებენ, რომლებიც ცნობილია როგორც “ფი ზარები”, რაც მეცნიერების თქმით არის “მაღალკოგნიტური” ქცევა, რომელიც ადრე მხოლოდ ადამიანებში, დელფინებსა და სპილოებში შეინიშნებოდა.

აღმოჩენა, რომელიც ებრაული უნივერსიტეტის ჯგუფმა გააკეთა, სამეცნიერო ჟურნალ Science-ის ახალ ნომერში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

მკვლევრების თქმით, ლუციდური სიზმრის მომენტში ორი ადამიანი ერთმანეთთან დააკავშირეს

კალიფორნიაში დაფუძნებული სტარტაპი (REMspace) ირწმუნება, რომ მიაგნო მეთოდს, თუ როგორ დააკავშიროს ორი ადამიანი ლუციდური სიზმრების დროს.

REMspace-ის დამფუძნებელმა, მაიკლ რადუგამ განაცხადა, რომ კვლევის საბოლოო შეჯამებას 6-იდან 12 თვემდე დასჭირდება. ის იმედოვნებს, რომ ნაშრომს მომავალ წელს ფართო საზოგადოებასაც წარუდგენს.

ის რაც ამ ეტაპზე ვიცით ეყრდნობა პრესრელიზს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლუციდური სიზმრების დროს ორი ადამიანი ერთმანეთს დაუკავშირდა.

რადუგას თქმით, ეს კომუნიკაცია ორჯერ მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ის მარტივი ფორმისა იყო, ამ ყველაფერს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს.

ფართო გაგებით ლუციდური სიზმარია სიზმარი, რა დროსაც იცი რომ გძინავს. კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი სიზმრები აძლიერებს აქტივობას ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ჩვეულებრივ მშვიდია ძილის დროს.

ეს არის ტვინის მდგომარეობა REM ძილსა და სიფხიზლეს შორის. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები უთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთ დროს.

ლუციდური სიზმრების “სპეციალისტებს” ნაწილობრივ თავისი სიზმრების კონტროლი შეუძლიათ, რა დროსაც ისინი სიზმრის სცენარს მართავენ. ასეთი სიზმრები რაღაცით ვირტუალურ რეალობასა და ჰიპერრეალისტურ ვიდეო თამაშებს ჰგავს, სადაც შემოქმედი თავად მოქმედი პერსონაჟი შეიძლება იყოს. თეორიულად, მსგავსი სიზმრების მართვა უდიდესი პოტენციალის მქონეა და მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება.

REMspace-ს რამდენიმე რეცენზირებული სამეცნიერო ნაშრომი აქვს, რომლებიც აღწერს თუ როგორ აკონტროლებდა ადამიანი ფიქრებს ლუციდური სიზმრისას.

რაც შეეხება ახალ პრესრელიზს, იქ აღნიშნულია, რომ მკვლევრები ორი ადამიანის ტვინის აქტივობას ლუციდური სიზმრისას აკვირდებოდნენ. როდესაც პირველი მონაწილე ლუციდურ სიზმარში შევიდა, მას ყურსასმენით სიტყვა გადასცეს.

მონაწილეები ერთმანეთთან სპეციალური მოწყობილობებით იყვნენ დაკავშირებული და სიზმრის დასრულების შემდეგ მეორე მონაწილემ აღნიშნა, რომ სიტყვა მანაც გაიგონა.

“სიზმრებში კომუნიკაცია სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, მაგრამ სულ მალე ეს ასე აღარ იქნება”, — აღნიშნა რადუგამ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: მსოფლიოში სამიდან ერთ ბავშვს ახლომხედველობა აქვს

მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების მხედველობა სტაბილურად უარესდება და ყოველი სამი ბავშვიდან ერთს ახლომხედველობა აქვს – ინფორმაციას BBC ჩინელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ჟურნალში British Journal of Ophthalmology გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორებმა 6 კონტინენტზე, 50 ქვეყანაში 5 მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 2050 წლისთვის ახლომხედველობა, იგივე მიოპია მოზარდების ნახევარზე მეტს შეეხება.

დღეს ახლომხედველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიაში ფიქსირდება. იაპონიაში შორს მდებარე ობიექტების დანახვა ბავშვების 85%-ს უჭირს, სამხრეთ კორეაში 73%-ს, ჩინეთსა და რუსეთში კი 40%-ს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი პარაგვაისა და უგანდაში ფიქსირდება – მხოლოდ 1%.

მეცნიერების დაკვირვებით, სიტუაცია კორონავირუსის გამო დაწესებული ლოკდაუნების დროს გაუარესდა, როდესაც მილიონობით ბავშვს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სახლში მოუწია დარჩენა.

სპეციალისტები დაავადების გამომწვევ მიზეზებსაც განმარტავენ. დიდ წილად ის გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა არანაკლებ როლს ის გარემოც თამაშობს, რომელშიც ბავშვი იზრდება. მაგალითად, აზიაში, ბავშვები სწავლას ადრეული ასაკიდან იწყებენ. შესაბამისად, ისინი მეტ დროს ატარებენ წიგნებზე და ეკრანებზე ფოკუსირებაში, რაც თვალის კუნთის დაძაბულობას იწვევს. აფრიკაში კი ბავშვები სწავლას 7-8 წლის ასაკში იწყებენ და იქ, აზიასთან შედარებით, მიოპიის შემთხვევები შვიდჯერ ნაკლებია.

ბრიტანელი ექიმები ამბობენ, რომ ახლომხედველობის განვითარების შანსების შესამცირებლად, ბავშვებმა 7-9 წლის ასაკში დღეში სულ მცირე 2 საათი უნდა გაატარონ გარეთ, მშობლებმა კი ამ პერიოდში მათი მხედველობა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმონ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 109
Page 10 of 109