close

კულტურა

ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველოფრაზები

ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა უფროსი დაიბადა 1802 წელს და გარდაიცვალა 1870 წელს. ის იყო ისეთი შედევრების ავტორი როგორიცაა “სამი მუშკეტერი“, “გრაფი მონტე-კრისტო“, “დედოფალი მარგო” და ა.შ. 1858-59 წლებში ის სტუმრობდა თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს. ამ მოგზაურობაზე მან დაწერა წიგნი “კავკასია”. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელიც ქართველებს ეხება:

“როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდელიორები შეადგენენ, ქართველი ქალები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდას შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.”

“ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.”

“ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თირქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და ღმერთმა იცის კიდევ ვინ. თითოეული მათგანი გამორჩეულია. აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და განსაკუთრებით ქუდი – საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება.”

დიუმა თბილისის აბანოებზე წერს: “რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან ორიოდე მექისეს? ეს რასაკავირველია სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც. ექვსი კვირის განმვლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი.”

“მე თითქmის ყველაფერი ვნახე თბილისში, ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში.”

დიუმა აღნიშნავს, რომ ქართველები მფლანგველები არიან და “არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან. ყველა ქართველი ღარიბია ან ახლოსაა ამასთან. რა საშინელი სიღარიბეა აქ! ღმერთო შემინდე! რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვას ვერ გაუძლებდა.”

“ევროპაში წაrმოდგენათ კი არ აქვთ კოლხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს.

“ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ.

– რა აზრის ხართ ქართველებზე? – შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს (ფრანგების) კონსულს თბილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს.

– ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, – მიპასუხა მან.

როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც როგორც ეს ყველგან და ყოველთვს ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს…”

“თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა მითხრა: ისინი ბრძოლაში უნდა ნახო.. ისინი ამ დროს უკვე ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომლებსაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.”

“ისინი სუფრასთან უნდა ნახო – მეუბნებოდა ერთი ღირსეული გერმანელი, რომელიც სიამაყით იხსენებდა ხოლმე როგორ სვამდე შუა დღეზე ჰაიდელბერგის დუქანში თორმეტ კათხა ლუდს. ისინი (ქართველები) თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ფინოც სიმართლეს ამბობდა, რუსიც სიმართლეს ლაპარაკობდა, გერმანელიც სიმართლეს მეუბნებოდა.”

“მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან. – ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ქართველ ქალებზე ლამაზებიც კიო, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო. მეგრელი ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიან: ქარათმიანები შავი თვალებით და შავთმიანები ცისფერი თვალებით – ეს ხალხი დედამიწის ზურგზე ულამაზესი ქმნილებები არიან.”

“როგორ უნდა ამოიცნო ქართველი? თუ ვინც გიყურებს ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები შავი, კბილები – თეთრი, თუ მას მოკლე ბწევიანი, წვეტიანი ქუდი ახურავს, მაშინ იგი ქართველია. რასაც ის იტყვის, წმინდა წყლის სიმართლე იქნება”.

“ამბობენ ჩერქეზები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ხალხიაო. ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ მამაკაცებზე, ქალების მიმართ კი სადავოა. ჩემი შეხედულებით, ქართველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზს სილამაზეში. ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ გამოიწვია ჩემში.”

“ქართველები უმამაცესი ხალხია, ამაში უკვე ეჭვი აღარავის შესდის, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობდნენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს. მაგალითად გრაფ ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ მთიელები იცავენო,

– ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ – ბრძანა გრაფმა – ვნახოთ, როგორ იცავენ მას მთიელები.

– რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი, თქვენო უგანათლებულესობავ? – უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა – თვითონ წავალ და ვნახავ.

ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა – ტყეში არავინაა თქვენი უგანათლებულესობავ.”

“თუ თათარმა თავი დაგიქნია – ენდე. თუ მთიელმა პატიოსანი სიტყვა მოგცა – მასაც ენდე. ხოლო თუ სომეხთან გაქვს საქმე, უსათუოდ ხელწერილი დაადებინე და ორი კაციც დაიმოწმე, რომ თავის ხელწერილზე უარი არა თქვას.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიკულტურა

„ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას“ – თურქული სერიალის ვარსკვლავი ნანა სტამბოლიშვილი

ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს, მიმართვას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციას ის ოფიციალურად ადასტურებს და ქართველებს გლშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.

„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია… უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ… თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას… ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკვადრება. უამრავი წერილი შემომდის…გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას… მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენსკენ“, – წერს მსახიობი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

ჩინელი ქალის აბრეშუმის გზა პეკინიდან თბილისამდე

ადამიანი, რომელმაც საქართველოში პირველად ჩამოიტანა ჩაის ნერგები გახლავთ მხატვარი, მთარგმნელი, ჩინური ენის პედაგოგი და პროფესორი, მალი ლიუ ყანდარელის ბაბუა. 1893 წელს, საქართველოში ჩამოდის 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა ლაო ჯონჯაო. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩაის კულტურის არსებობა. ლაო ჯონჯაო 30 წლის განმავლობაში ჩაქვში, აჭარაში ცხოვრობდა. აქვე ცოლად შეირთო ნონა თუშმარიშვილი და მოგვიანებით, მის დიდ ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მათი ჩინეთში დაბრუნებამდე ლაოს ერთ-ერთი შვილი საქართველოში დაოჯახდა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1958 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად ჩამოდის ლაოს შვილიშვილი, მალი ლიუ ყანდარელი. საქართველოში დაბრუნებას ტრაგიკული ისტორია სდევს თან, რადგან პეკინში არსებული რეჟიმის გამო, ლაოს უნიკალური კოლექციის გაყიდვა და ოჯახის წევრების ფარულად გამოგზავნა მოუწია. შვილების გაყვანის შემდეგ, ლაო იაპონელმა ოკუპანტებმა დააკავეს მეუღლესთან ერთად. დედამ კი სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 1956 წელს შეძლო.
მალი ლიუ თბილისში საცხოვრებად 62 წლის წინ ჩამოვიდა და ცოლად გაჰყვა ქართველ მხატვარს, გივი ყანდარელს. იგი 60 წელზე მეტია ძვირფას ექსპონატებს და მათ ისტორიებს აგროვებს, როგორც მამა. მალის წიგნი-მუზეუმი, რომელსაც ინდიგო გამოსცემს, აერთიანებს მალი ლიუ ყანდარელის კერძო კოლექციაში დაცულ ჩინურ ნივთებს. ჩინური კულტურის ეს ექსპონატები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებით არის საყურადღებო, არამედ იმ ამბებითაც, რომლებსაც თავის თავზე ჰყვებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კულტურა

ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი ბერლინალეზე 10 საუკეთესოში მოხვდა

ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი ბერლინალეზე იმ 10 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინორეჟისორებს ურჩევენ. ბერლინალეზე წარდგენილი იყო 30-ზე მეტი ქვეყნის 190-ზე მეტი წიგნი და მათგან შეირჩა მხოლოდ 10 საუკეთესო.
წლევანდელ ფესტივალზე მოხვდა გერმანულენოვანი ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი “Das mangelnde Licht”. რომანის სიუჟეტი 90-იანი წლების თბილისში, სოლოლაკში ვითარდება და ოთხი ქართველი გოგოს ისტორიას მოგვითხრობს.
უნდა აღინიშნოს, რომ რომანზე საავტორო უფლებები წიგნის გამოცემამდე შეიძინა ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისურენოვანმა გამომცემლობა “HarperCollins”-მა. წიგნი უკვე ითარგმნება ქართულ ენაზეც და უახლოეს მომავალში გამომცემლობა “ინტელექტი” გამოსცემს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ლევან კოღუაშვილის ფილმი საუდის არაბეთის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” საუდის არაბეთში გამართული “წითელი ზღვის
საერთაშორისო კინოფესტივალის” გამარჯვებული გახდა. იგი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში
დასახელდა.
აღნიშნული კინოფესტივალი “მეოთხე ბრაიტონის” პირველი წარმატება არ არის. ის აზიური
ფილმების მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. ასევე ნიუ-იორკში გამართულ “ტრაიბეკას
ფესტივალზე” ლევან კოღუაშვილის ფილმმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა – საუკეთესო ფილმი,
საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მსახიობად დასახელებული ლევან თედიაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ “მეოთხე ბრაიტონი” იბრძოლებს ამერიკის კინოაკადემიის 94-ე
დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის
ნომინაციაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაისტორიაკულტურა

აფხაზური დამწერლობა და ენის თავისებურებები

საკითხი, თუ როდის წარმოიშვა აფხაზური დამწერლობა, საკამათოა. ზოგი რუსი და აფხაზი მეცნიერი ვარაუდობს, რომ აფხაზური დამწერლობა ძველ დროში არსებობდა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამ აზრს არ იზიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ დამწერლობა აფხაზურ ენაზე პირველად გაჩნდა XIX ს-ის მეორე ნახევარში.

ჩვენს საზოგადოებში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს აფხაზურ ენაში არ არსებობს „ზღვისა“ და „ნავის“ გამომხატველი ტერმინები. აქედან კეთდება დასკვნა, რომ აფხაზები ისე ცოტა ხნის წინ არიან ჩამოსულები ზღვის სანაპიროზე, რომ ჯერ მისი სახელიც ვერ გამოუთქამთო. არ ვიცი პირველად ვინ მოიგონა ეს ყალბი „არგუმენტი“. თუმცა, უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, რომ ხალხს, რომელსაც თუნდაც რამდენიმე წელიწადი უცხოვრია ზღვასთან, არ შეიძლება ენაში მისი დასახელება არ ჰქონდეს. აფხაზები კი ზღვასთან უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ და მათი ენაც მდიდარია საზღვაო ლექსიკით. როგორც ზღვისპირეთის მცხოვრებლები, აფხაზები მისდევდნენ საზღვაო რეწვასა და მეკობრეობას. ისინი საკმაოდ შორს ცურავდნენ. ჰოლანდიელი მეცნიერი ნიკოლას ვიტსენი 1692 წ. წერდა აფხაზი მეკობრეების შესახებ, რომ მათ გამო ზოგჯერ ფერხდებოდა გემების მიმოსვლა კაფასა (ყირიმი) და კონსტანტინოპოლს შორის. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობითაც, აფხაზები „ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი“ იყვნენ. ასეთი ცნობები საკმაოდ ბევრია. განვითარებულ ზღვაოსნობასთან დაკავშირებული იყო გემთმშენებლობა, რომელმაც XIX ს-ის მეორე ნახევრამდე იარსება. აფხაზური ხომალდები 100-მდე კაცს იტევდნენ და პატარა ზარბაზნებით იყვნენ შეიარღებულნი. თუმცა აფხაზებს უფრო დიდი გემების აშენებაც შეეძლოთ. არსებობს ცნობა, რომ 1802 წლის ახლოს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეგმა ოსმალეთის სულთანს საჩუქრად მიართვა თავის ქვეყანაში აგებული 60-ზარბაზნიანი ხომალდი.

თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ უძველესი დროის აფხაზი მთავრები, ამის მაჩვენებელი პირდაპირი მასალები არ არსებობს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მშობლიური ენა აფხაზური იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდებში აფხაზეთის მთავრები და დიდი ფეოდალები ფლობდნენ აგრეთვე ბერძნულ, ქართულ, თურქულ-ოსმალურ ენებს. XIX ს-დან კი რუსულ ენასაც. ქართული ენის ცოდნა აფხაზ დიდებულებში, ალბათ, ფართოდ გავრცელდა VIII–IX სს-დან. ვახუშტის ცნობით, აფხაზებს „ენა საკუთარი თვისი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული“. წერილობით წყაროებში ფეოდალური აფხაზეთი ყველაზე კარგად არის გაშუქებული XIX ს-ში. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის მთავრები და თავადები აფხაზურის გარდა ფლობენ ქართულ, თურქულ, შემდეგ ასევე რუსულ ენებს. კერძოდ, ამ ენებზე ახორციელებდნენ ისინი მიმოწერას. აფხაზური კი მათი მშობლიური სალაპარაკო ენა იყო. შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი გიორგი შარვაშიძე (1846–1918) – ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დიდი პატრიოტი, შესანიშნავად ფლობდა აფხაზურ ენას. თანამედროვეთა ცნობით, ისეთ წმინდა და დახვეწილ აფხაზურ ენაზე იმ დროს უკვე აღარავინ ლაპარაკობდა.’

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • ანჩაბაძე, გია.  „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა”. www.humanrights.ge (28/07/2018)
  • აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე.  www.ucnauri.com (28/07/2018)

 

მასალა მოამზადა: ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

,,აფხაზის” მნიშვნელობა და ისტორიული წყაროები

აფხაზური ენის პირველი დაფიქსირება წერილობით წყაროებში უნდა იყოს „ქართლის ცხოვრებაში მოტანილი ცნობა, რომ თამარ მეფემ თავის ვაჟსა და მემკვიდრეს – გიორგის უწოდა მეორე სახელი „ლაშა“, „რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმანა აფსართა ენითა“. ტერმინი ლაშა (ალაშა) აფხაზურ ენაზე დღესაც სინათლის სხივს ნიშნავს, ხოლო ეთნონიმი „აფსარი“ უნდა წარმოდგებოდეს აფხაზთა თვითსახელწოდებიდან – „აფსუა“. როგორც ჩანს, მემატიანემ ამ ეთნონიმის გამოყენება იმიტომ ირჩია, რომ მკითხველისათვის ეჩვენებინა, კერძოდ რომელი აფხაზების ენაზე ნიშნავდა სინათლის სხივს „ლაშა“. XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღნიშნავდა: 1) საკუთრივ აფხაზებს, 2) დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას (ეთნიკური აფხაზების ჩათვლით) და 3) სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს იყო გამოხატულება იმ დიდი როლისა, რომელიც აფხაზება შეიტანეს საქართველოს გაერთიანების საქმეში.

შემდეგი დროის ავტორთა თხზულებებში უკვე ვხვდებით პირდაპირ ცნობებს აფხაზთა ცალკე ენის არსებობის შესახებ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობილი თურქი მოგზაურის ევლია ჩელებიას მონათხრობი, რომელმაც 1641 წელს იმოგზაურა აფხაზეთის სანაპიროზე და საინტერესო ჩანაწერები დაგვიტოვა „არაჩვეულებრივი და გასაოცარი აბაზას ენის“ შესახებ (თურქულად აფხაზს ეწოდება „აბაზა“). მას მოაქვს ცალკეული აფხაზური სიტყვები (ჩაწერილი თურქულ-ოსმალური ანბანით) და მთელი წინადადებები სათანადო თარგმანით. ეს მასალა არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ სწორედ აფხაზური ენის აღწერაა.

ის ფაქტი, რომ აფხაზური ენის ნიმუშები მხოლოდ XII ან  XVII ს-დან არის დაფიქსირებული, სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო ადრე აფხაზეთში აფხაზურენოვანი მოსახლეობა არ არსებობდა. ქართული ენის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუშები ახ.წ. V საუკუნეს ეკუთვნის; სხვა ქართველური ენების (მეგრულ-ჭანური და სვანური) მასალები კი XVII–XVIII სს-ში ჩანან პირველად, მაგრამ ეს ფაქტები ისე ხომ არ უნდა გავიგოთ, რომ ამ ენებზე მანამდე არავინ ლაპარაკობდა? პირიქით, ცნობილია, რომ სვანური უფრო ძველი ქართველური ენაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

 

  • ანჩაბაძე, გია.  „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა”. www.humanrights.ge (28/07/2018)
  • აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე.  www.ucnauri.com (28/07/2018)

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურა

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პიკასოს ნამუშევარი აღმოაჩინეს და აღადგინეს

ცნობილი მხატვრის, პაბლო პიკასოს ერთ-ერთი ნამუშევრის, „ბრმა კაცის სადილის“ (The Blind Man’s Meal) ქვეშ მეცნიერებმა აქამდე უცნობი ნახატი – შიშველი ქალის პორტრეტი აღმოაჩინეს. ნახატს კომპანია Oxia Palus-მა მიაგნო, რომელიც დაკარგული ხელოვნების ნიმუშების აღდგენაზე მუშაობს. მეცნიერებმა ნახატი რენტგენის საშუალებით აღმოაჩინეს, შემდეგ კი, მის აღსადგენად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. საბოლოოდ, ნახატი 3D პრინტერის გამოყენებით ტილოზე დაბეჭდეს. კომპანია Oxia Palus-ის თანადამფუძნებლის, ჯორჯ ქენის განცხადებით, „მარტოხელა შიშველი“ პიკასოს ცნობილი "ლურჯი პერიოდიდანაა". „იმ დროს, როდესაც პიკასომ „მარტოხელა შიშველი“ და „ბრმა კაცის სადილი“ დახატა, ის ღარიბი იყო. სახატავი მასალები კი ძვირი იყო. სავარაუდოდ, ამით აიხსნება, რომ მან ახალი ნამუშევარი ძველზე გადაახატა,“- განაცხადა ქენმა.
პიკასოს „ახალი“ ნამუშევარი ლონდონის Deeep AI Art Fair-ზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გამოფენილი.

წყარო : cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

სან სებასტიანის ფესტივალის ჟიურის ქართველი თავმჯდომარე, რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი

“ის თავის ინსტინქტებს ენდობა და ეს ძალიან შთამბეჭდავია. კარგია, რომ მას მჭიდრო კავშირი აქვს
თავის სამშობლოსთან. ფაქტი, რომ დეას აქვს ძალა და თავდაჯერებულობა გააჟღეროს სათქმელი,
თავის შემოქმედებით ცხოვრებაში დიდი მომავლის იმედს აჩენს”- ამ სიტყვებით შეაფასეს დეა
კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალზე, სადაც ქართველი რეჟისორი ჟიურის
თავმჯდომარე იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს დეას ფილმმა “დასაწყისი” სან-სებასტიანის საერთაშორისო
კინოფესტივალზე ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა” მოიპოვა.

ახალგაზრდა რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმები “უხილავი სივრცეები”,”ლეთა” და 2020 წელს
გადაღებული სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი “დასაწყისი”კანის კინოფესტივალის საკონკურსო
პროგრამაში მოხვდა. ასევე დეა კულუმბეგაშვილი გასული წლის კანის კინოფესტივალის
სპეციალური გამოშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრებს შორისაც დასახელდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ქართველმა პიანისტებმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე I და II ადგილები დაიკავეს

✨ ქართველი პიანისტები Kissinger Sommer-ის გამარჯვებულები გახდნენ. გიორგი გიგაშვილმა პირველი, ხოლო სანდრო ნებიერიძემ მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, გიგაშვილმა მაყურებლის პრიზიც დაიმსახურა
„ექვსი კონკურსანტიდან ორმა ქართველმა – მე და ჩემმა გიგაშამ – რაც ჰქონდათ, მოვხიკეთ და წამოვიღეთ. მე მეორე ადგილი, ხოლო გიორგიმ პირველი + მაყურებლის პრიზი დაიმსახურა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელი ასე საამაყოდ გავიტანეთ კლასიკური მუსიკის მექაში – გერმანიაში!
ასევე სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში ჩემი პატარა პირადი წვლილიც შევიტანე – გუშინდელ გალა კონცერტზე შევასრულე ჩემივე საფორტეპიანო პარაფრაზი ზ. ფალიაშვილის ოპერა “დაისის” თემებზე, რომელიც Bayerische Rundfunk რადიოში 17 ოქტომბერს გავა.
გაისად ისევ ვეწვევით კისინგენს, მანამდე კი მეც და გიგაშასაც მაგარ-მაგარი კონცერტები გველის!” – წერს სანდრო ნებიერიძე ფეისბუქზე

📸 Kissinger Sommer

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 … 4 5 6 7 8 … 24
Page 6 of 24