close
ისტორიაკულტურა

რატომ შეიძლება დაკარგოს სტოუნჰენჯმა მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი?

გაერთიანებული სამეფოს კულტურულმა ღირსშესანიშნაობამ, როგორიცაა სტოუნჰენჯი, შესაძლოა დაკარგოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი. UNESCO-ს წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია სტოუნჰენჯის მიმდებარედ 3.2 კილომეტრი სიგრძის მქონე საავტომობილო გვირაბის გაყვანის პროექტის დამტკიცებამ. ისინი მიიჩნევენ, რომ შემოვლითი გზა კულტურულ ძეგლს მნიშვნელოვანი საშიშროების წინაშე დააყენებს. რის გამოც შესაძლოა, სტოუნჰენჯი “საფრთხის ქვეშ მყოფთა” სიაში შეიტანონ, ხოლო შემდეგ დაკარგოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი.
კულტურულ ღირსშესანიშნაობას სტატუსი მინიჭებული აქვს 1986 წლიდან. უნდა აღინიშნოს, რომ საპორტო ქალაქი ლივერპული უკვე ამოიღეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან, რისი მიზეზიც სანაპიროზე ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების მახლობლად ახალი შენობების, ასევე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გახდა. უკანასკნელ 50 წელში ეს პირველი მსგავსი შემთხვევა იყო.
გვირაბის მშენებლობა 2023 წელს უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს შემდეგი 5 წლის განმავლობაში, ხოლო ბიუჯეტი შეადგენს 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს. შემოვლითი გზის მშენებლობამ უნდა გადაჭრას უილტშირის საგრაფოს ტერიტორიაზე საცობებისა და გადატვირთული გზების პრობლემა.

წყარო:theguardian.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0