close
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

ურის III დინასტიის დროინდელი ფირფიტა შუმერულ ენაზე შესრულებული ტექსტით – ხელოვნების სასახლე ამ გამორჩეული არტეფაქტის მფლობელი გახდა

“თქვენს წინაშეა უნიკალური – კაცობრიობის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ნივთი. მისი სახით 4000 ათასი წელი შემოგყურებთ.

 ეს გახლავთ უძველესი დამწერლობის უნიკალური ნიმუში, საქართველოში სავარაუდოდ ერთადერთი. ეს არის ურის III დინასტიის (ძველი წელთაღრიცხვის 2132-2024 წლები) დროინდელი ფირფიტა , შუმერულ ენაზე შესრულებული ტექსტით. ნივთი თავის დროზე ლევან მუჯირის კოლექციაში ინახებოდა, იგი XIX საუკუნის 10-იან წლებში ბატონი ლევანი მამას სანკტ-პეტერბურგში შეუძენია.  წარწერა დათარიღებულია მეფე ამარსუენას ზეობის მეოთხე წლით, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 2068 წლით.

თავისი შინაარსით დოკუმენტი წარმოადგენს შემოსავლის ანგიშს, მასში ლაპარაკია სახელმწიფო საწყობის მიერ სხვადასხვა პირებისაგან არომატული ნივთიერებების შესყიდვის შესახებ. რომ არა კულტურის სამინისტრო და პირადად მინისტრი ამ უნიკალურ არტეფაქტს აუცილებლად უცხოეთში გაიტანდნენ და იქ გაყიდდნენ, თუმცა მფლობელის, მუზეუმის და სამინისტროს ერთობლივი – შეთანხმებული ქმედების შედეგად ეს ძვირფასი დოკუმენტი სამუდამოდ საქართველოს კუთვნილება გახდა… ხელოვნების სასახლე ამ გამორჩეული არტეფაქტის მფლობელი გახდა, პარალელურად მოლაპარაკება დაიწყო გუგლის კულტურულ ინსტიტუტთან და ჩვენი კუთვნილი შუმერული, ოთხი ათასწლოვანი ტექსტი მალე მსოფლიო აუდიტორიისთვისაც გახდება მისაწვდომი.”

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0