close

კულტურა

კულტურასაქართველო

10 წლის ქართველი გოგონა ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

10 წლის ნიტა ჭიკაძე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. იგი მოკლემეტრაჟიან ფილმ Voiceless-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესოდ აღიარეს.

ნიტა ფილმში სპეციალური ქასთინგის გავლით მოხვდა. ნიტას ოჯახი უკვე 5 წელია აშშ-ში ცხოვრობს. გოგონამ ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა მსახიობური მონაცემები. მას უკვე რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული: Critical Candle, Lucid. შარშან გადაიღეს ამაზონ პრაიმ შოუს ჰანას რეკლამაში. გადაიღეს ასევე US National Domestic Violence პროექტშიც. ახლა კი ერთ-ერთი ბენდის მუსიკალურ ვიდეოში იღებს მონაწილეობას. ნიტას მშობლების თქმით, გოგონა სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობს.

რაც შეეხება ფილმს Voiceless, ეს  მოკლემეტრაჟიანი ფილმია ერთ პატარა გოგოზე, რომელსაც მია ჰქვია. მია ვერ საუბრობს დაავადების, სელექციური მუტიზმის გამო. საკმაოდ რთული ცხოვრებაც აქვს, დედ-მამა განქორწინებულები არიან. დედას მუდმივად მუშაობა უწევს. მამა ძალადობს მიას უფროს დაზე. სკოლაში ყველა ცუდად ექცევა დაავადების გამო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

ნუგზარ შარია ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტი ზურაბ შარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე დიდი ხნის წინ ემიგრაციაში წასულ მამას, მსახიობ ნუგზარ  შარიას ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

“იმდენად, რამდენადაც, ” ჟურნალისტებს”, პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, ნუგზარ შარია იქნა არჩეული.  ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!  ნოემბერში ,ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევაც, თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. გილოცავ მამაჩემო!”- წერს ზურაბ შარია.

მსახიობი ნუგზარ შარია მონაწილეობდა  ფილმებში  “ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“…  ის გასული საუკუნის 70-იან წლებში წავიდა ემიგრაციაში და დღემდე ამერიკაში ცხოვრობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კულტურა

ქართული ფილმი ათწლეულის საუკეთესო ფილმების სიაში

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ „ვოლჩერ“, ბოლო 10 წლის საუკეთესო ფილმების სია გამოაქვეყნა.

სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ასევე vulture-მ დაასახელა საუკეთესო ფილმებს შორის.

ფილმი ისეთი კინოსურათების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა Now You See Me, Once Upon a Time in Hollywood, Dunkirk, The Favourite და სხვა.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. “გრძელი ნათელი დღეების” შემდეგ რეჟისორებმა გადაიღეს ამბავი ქართულ ოჯახზე, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, დისტრიბუციის უფლება კი ნეტფლიქსმა შეიძინა. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაისტორიაკულტურა

მეცნიერებმა დნმ-ის ტესტით დაადგინეს ვინ ააგო სტოუნჰენჯი

ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ სტოუნჰენჯი 6000 წლის წინ ბრიტანეთში ხმელთაშუა ზღვიდან ჩასულმა ადამიანებმა ააგეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მკვლევრებმა გააანალიზეს იმ ადამიანების დნმ-ი, რომლებიც სტოუნჰენჯის მახლობლად 4-5 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. დნმ-ის ტესტით აღმოჩნდა, რომ გენეტიკა ემთხვევა იმ ადამიანებისას, რომლებიც საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე, მოგვიანებით კი ესპანეთსა და პორტუგალიაში ცხოვრობდნენ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები დაახლოებით 6000 წლის წინ ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში.

2018 წლის თებერვალში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნეოლითური ხანის მონუმენტი, სტოუნჰენჯი ბრიტანელებს არ აუგიათ.

ასობით უძველესი სამარხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მონუმენტის მშენებლობის დაწყების დროს ბრიტანეთის მცხოვრებელთა სრულ უმრავლესობას პირინეის ნახევარკუნძულიდან ბრიტანეთში გადასული ხალხი შეადგენდა. მათ ჰქონდათ მუქი კანი და მუქი თმა. სავარაუდოდ, მათი სამშობლო ესპანეთი იყო.

ბრიტანეთის კუნძულზე ჩასვლიდან დაახლოებით ათასი წლის შემდეგ, ისინი ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის 100%-ს შეადგენდნენ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

არქეოლოგებმა ისრალში „ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკი“ აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელ – ავივის ჩრდლოეთით 5,000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს. ისრაელის სახელმწიფოს სიძველეთა დაცვის ორგანიზაციამ ქალაქს „ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკი“ უწოდა.

მეცნიერთა განმარტებით, ქალაქი 65 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გაშენებული და იქ 6,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

უძველესი ქალაქის ტერიტორიაზე მეცნიერებმა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ტერიტორიები, ქუჩები და საფორტიფიკაციო ნაგებობები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ასევე  უჩვეულო სარიტუალო ტაძარი და დამწვარი ცხოველების ძვლები, რომლებიც სავარაუდოდ, შესაწირავად გამოიყენებოდა. აღმოჩენილია ასევე ქანდაკებების, ჭურჭლის და ხელსაწყოების ნაწილები.

არქეოლოგების თქმით, ქალაქის მოსახლეობა სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სხვა რეგიონებსა და სამეფოებთან სავაჭრო ურთიერთობებსაც აწარმოებდა.

მკვლევარების აზრით, 5000 წლის ნანგრევების დახვეწილობა მიზანმიმართულ ქალაქგეგმარებაზე მიუთითებს. მათი თქმით, ამ ზომის ქალაქის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა „ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციული მექანიზმის” გარეშე.

აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამტკიცებს, რომ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე ურბანულ დასახლებები გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ. მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ბრინჯაოს ხანაში, რომელიც ძვ.წ.აღ.-ის 3,200- 1,200 წლებში გრძელდებოდა, დომინანტურ სოციალურ საცხოვრებელს მჭიდროდ დასახლებული სოფლები წარმოადგენდა.

წყარო : dw.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურა

მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა

მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ქართული დამწერლობის შესახებ მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდის და ერთგვარ პოლიტიკურ შეფასებასაც აკეთებს.

დამწერლობის წარმოშობიდან, ანუ ქრისტეშობამდე დაახლოებით 2000 წლიდან დღემდე, უამრავი დამწერლობა განვითარდა და განადგურდა.

გასული 2500 წლის განმავლობაში, ლათინური ანბანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოახერხა გზიდან ჩამოეცილებინა არაერთი სადამწერლობო სისტემა, რომელთა შორისაც, ერთ დროს, რომაული დომინირებდა. თუმცა, ორ მილიარდ ადამიანზე მეტი კვლავ სხვა დამწერლობას იყენებს, რომელთაგანაც რამდენიმე ნამდვილად შთამბეჭდავ ხელნაწერ მშვენებას წარმოადგენს.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 ესთეტიურად ყველაზე მიმზიდველ დამწერლობას.

1. ბირმული (მიანმარი) – ბირმული ანბანი მრგვალი ფორმებისაგან შედგება, რომლებიც აუცილებლად საათის ისრის მიმართულებით უნდა მოიხაზოს. მის მომაჯადოებელ ხელწერებს უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ, ვიდრე ესთეტიური: ძველად, წერილები პალმის ფოთოლზე იწერებოდა, რომელიც ადვილად იხვეოდა.მართალია, ბირმული ამ ჩამონათვალში არსებულ სხვა დამწერლობებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებადაა გადაშენების პირას, მაგრამ მის გამოყენებას უფრო და უფრო ანაცვლებს ჰინდი. მიანმარმა, რომელსაც აქამდე აკრძალული ჰქონდა საგარეო ტურიზმი, ახლახანს გახსნა საზღვრები სტუმრებისათვის და ის იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებშიც ვერსად ნახავთ “კოკა-კოლას” ბილბორდებს.

2. ცეილონური (შრი ლანკა) – ცეილონური მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ანბანად ითვლება. მას 50-ზე მეტი ფონემა გააჩნია, თუმცა, თანამედროვე მწერლობაში მხოლოდ 38 გამოიყენება. იგი დღესაც ისწავლება ბუდისტურ მონასტრებსა და სკოლებში. ის შრი ლანკას 21 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტის მშობლიური ენაა.დაბალი გეოგრაფიული მდებარეობა ცეილონურს დიდ საფრთხეს უქმნის, თუმცა, მიუხედავად მისი გამოყენებადობის შემცირებისა, იგი სავარაუდოდ, კიდევ საკმაოდ დიდხანს გაძლებს.

3. ქართული (საქართველო) – თურქეთსა და რუსეთს შორის, მცირე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს, რომელთაც რუსეთის მიერ დაბატონება ემუქრებათ. უკანასკნელ საუკუნეში რუსეთის პოლიტიკამ საქართველოს თავდაპირველი ტერიტორიის ნახევარზე მეტის ანექსია მოახდინა. უფრო მეტიც, მუდმივი ზეწოლა მისი ტერიტორიების მისათვისებლად გამოიწვევს იმას, რომ თანდათან უფრო და უფრო ნაკლები კავკასიელი ისაუბრებს ქართულ ენაზე. რუსეთის მიერ საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების დაპატრონების სურვილი ადგილობრივი კულტურის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ქართული ანბანი მეტად დახვეწილია, იგი არაბულსაც წააგავს. მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება.

4. ტაგალური (ფილიპინები) – ტაგალური, რომელიც ინდო-ევროპული დამწერლობებიდან მომდინარეობს, ფილიპინებში ესპანელების ჩამოსვლამდე დომინირებდა. კოლონიზაციამ იგი თანდათანობით შეცვალა. თუ ადრე ის ქვემოდან ზემოთ მიმართული იწერებოდა, შემდგომ უკვე მარცხნიდან მარჯვნივ დაიწყეს წერა და ასოები 90 გრადუსით ამოატრიალეს. შემდგომ კი, ფილიპინების ოფიციალურ დამწერლობად ესპანური გამოცხადდა, რამაც, შეიძლება ითქვას, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ტაგალურს.

ტაგალური ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, ისიც მალე გაიზიარებს იმ 120 ადგილობრივი დიალექტის ბედს, რომელიც თანდათან სრულად მიივიწყა ქვეყნის მოსახლეობამ.

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა
5. ჰანაკარაკა (ინდონეზია) – ჰანაკარაკა თავდაპირველად, ინდონეზიის კუნძულ იავაზე ჩამოყალიბდა. შემდგომ იგი მეზობლად არსებულ კუნძულებზე გავრცელდა. ბეჭდური მედიის პოპულარიზაციასთან ერთად, ხელისუფლებამ მრავალჯერ სცადა ანბანის სტანდარტიზაცია მე-19 და მე-20 საუკუნეებში. თუმცა, ამ მცდელობებს ხელი იაპონიის ოკუპაციამ შეუშალა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ჰანაკარაკას გამოყენება აიკრძალა.

წყარო : newpress.ge

ფოტოს  კალიგრაფიის  ავტორი : ოთარ მჭედლიშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

თბილისში ძველ შენობებსა და კედლებს ქართველი და უცხოელი ხელოვანები მოხატავენ

ძველი შენობების ახალი სიცოცხლე: თბილისის მასშტაბით, რვა სხვადასხვა ადგილზე შენობებსა და კედლებს, ქართველ მხატვრებთან ერთად, უცხოელი ხელოვანებიც მოხატავენ.

პროექტი ფესტივალ „ნიკოს“ ფარგლებში ხორციელდება. დედაქალაქის გარდა, მხატვრები წელს საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩავლენ. მიზანი, ქუჩების გალამაზებასთან ერთად, მხატვრობისა და ტურიზმის ხელშეწყობაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველოფილოსოფია

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგის ლიდერია

ჩამონათვალში, რომელშიც მსოფლიო ერების ასობით მწერალია შესული, პირველი ადგილი შოთა რუსთაველს უკავია.

გამოკითხვა საიტზე ranker.com მიმდინარეობს და რუსთაველისთვის ხმის მიცემა ყველას შეუძლია.

Ranker.com არის ცნობილი ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებლებზე დაყრდნობით ავრცელებს რეიტინგებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

სიაში საუკეთესო მწერლები შევიდნენ, რომელთა ნაწარმოებებმაც დროს გაუძლო. პირველ ათეულში ამ დროისთვის ისეთი ლეგენდარული მწერლები მოხვდნენ, როგორებიც არიან შექსპირი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, დიკენსი, ედგარ ალან პო, ჰომეროსი, ჯორჯ ორუელი, მარკ ტვენი.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკულტურა

ჩინეთში ბავშვმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა

ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჰეიუანში 10 წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ეს ფაქტი წყალდიდობას უკავშირდება, რომლის შედეგადაც, ჰეიუანის მახლობლად ერთ-ერთ ხევში მიწა ჩამოიშალა, ბავშვმა კი კვერცხები ხევში თამაშისას აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ბიჭმა სახელად გჟან იანჩჟე, დინოზავრის კვერცხის ცნობა შეძლო, რადგან აქამდე, მუზეუმში ჰქონდა ნანახი მსგავსი რამ. მას შემდეგ, რაც დედამისმა პოლიციას დაურეკა, ექსპერტებმა ხევში კიდევ 10 კვერცხი იპოვეს. თითოეული კვერცხის დიამეტრი, დაახლოებით, 9 სანტიმეტრია. მედიის მტკიცებით, კვერცხები 65 მილიონი წლისაა, თუმცა მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს. 


ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კულტურა

მოხუცი ქალის სამზარეულოში აღმოჩენილი ნახატი 26,6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

მოხუცი ფრანგი ქალის სამზარეულოში აღმოჩენილი დიდი ხნის წინ დაკარგული იტალიელი მხატვრის ნამუშევარი აუქციონზე 24 მილიონ ევროდ (26,6 მილიონ აშშ დოლარი) გაიყიდა.

ნახატი პრე-რენესანსის დროის იტალიელ მხატვარ ჩენი დი პენოს ეკუთვნის, რომელიც ჯოვანი ჩიმაბუეს სახელითაა ცნობილი, და აუქციონზე მისი საწყისი ფასი 6 მილიონი ევრო იყო.

Acteon-ის აუქციონის სახლის ინფორმაციით, თანხა ანონიმურმა მყიდველმა ჩრდილოეთ საფრანგეთიდან გადაიხადა და შუა საუკუნეების დროის ნამუშევარში აუქციონზე გადახდილი ფასის რეკორდიც მოხსნა.

ნახატი ერთ-ერთმა აუქციონისტმა ქალაქ კომპიენიში, მოხუცი ქალბატონის სახლის სამზარეულოში აღმოაჩინა და მფლობელს ურჩია, მის შესაფასებლად ექსპერტებისთვის მიემართა.

ხელოვნების ნიმუშს ტესტი ინფრაწითელი სხივის გამოყენებით ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ის ჩენი დი პენოს ეკუთვნის.

ნახატი, რომლის ზომა 20სმ სიგანისა და 26 სმ სიგრძის ნახატი, სავარაუდოდ 1280 წელსაა შექმნილი. მასზე ქრისტეს ჯვარცმაა გამოსახული.

წყარო : www.bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 24
Page 10 of 24