close
კულტურასაქართველო

10 წლის ქართველი გოგონა ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

10 წლის ნიტა ჭიკაძე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. იგი მოკლემეტრაჟიან ფილმ Voiceless-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესოდ აღიარეს.

ნიტა ფილმში სპეციალური ქასთინგის გავლით მოხვდა. ნიტას ოჯახი უკვე 5 წელია აშშ-ში ცხოვრობს. გოგონამ ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა მსახიობური მონაცემები. მას უკვე რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული: Critical Candle, Lucid. შარშან გადაიღეს ამაზონ პრაიმ შოუს ჰანას რეკლამაში. გადაიღეს ასევე US National Domestic Violence პროექტშიც. ახლა კი ერთ-ერთი ბენდის მუსიკალურ ვიდეოში იღებს მონაწილეობას. ნიტას მშობლების თქმით, გოგონა სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობს.

რაც შეეხება ფილმს Voiceless, ეს  მოკლემეტრაჟიანი ფილმია ერთ პატარა გოგოზე, რომელსაც მია ჰქვია. მია ვერ საუბრობს დაავადების, სელექციური მუტიზმის გამო. საკმაოდ რთული ცხოვრებაც აქვს, დედ-მამა განქორწინებულები არიან. დედას მუდმივად მუშაობა უწევს. მამა ძალადობს მიას უფროს დაზე. სკოლაში ყველა ცუდად ექცევა დაავადების გამო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response