close

კულტურა

არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ტუტანხამონის ბიუსტი აუქციონზე $6 მილიონად გაიყიდა

ეგვიპტის ფარაონის ტუტანხამონის ბიუსტი Christie’s-ის აუქციონზე თითქმის 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ოფიციალური კაირო აუქციონის გაუქმებას ითხოვდა, ვინაიდან, მათი მტკიცებით, რელიკვია ეგვიპტიდან 1970-იან წლებში მოიპარეს.

Christie’s-ის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ეგვიპტეს არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზიები ბიუსტთან დაკავშირებით წარსულში, როდესაც 2016 წელს ის 3 მილიონ გირვანქად გაიყიდა.

Christie’s-მა ასევე ბოლო 50 წლის განმავლობაში რელიკვიის მფლობელთა ვინაობა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ტუტანხამონის ბიუსტის წარმომავლობა გამოძიების საგანი არასდროს გამხდარა.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

უძველესი ფილისტიმელები შესაძლოა ევროპელები იყვნენ

ახალი კვლევის თანახმად, უძველესი ფილისტიმელები, რომლებიც ბიბლიაში არაერთხელ არიან მოხსენიებულები და რომელთა წარმომავლობას ათწლეულების განმავლობაში განსჯის საგანია მეცნიერთა შორის, ახლო აღმოსავლეთში სამხრეთ ევროპიდან დაახლოებით 3000 წლის წინათ ჩავიდნენ.

აღნიშნული დასკვნა მეცნიერებმა 2016 წელს ისრაელში აღმოჩენილ ჩონჩხებზე ჩატარებული დნმ-ის კვლევის საფუძველზე გააკეთეს.

ფილისტიმელები-ბიბლიური ქანაანის ყველაზე იდუმალი ხალხია, რომლებიც ძირეულად განსხვავდებოდნენ ამ რეგიონის სემიტური მოსახლეობისაგან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ხალხი კუნძულ კაფტორზე ( თანამედროვე ივრითიდან-”კრეტა”) გაჩნდა.  თუმცა არქეოლოგიური წყაროებით ეს დამტკიცებული არაა. “ზღვის ხალხების” ერთ-ერთმა ტომმა, ფელესეტებმა ანუ ფილისტიმელებმა ქანაანის ოთხი ქალაქი: ასკალონი (აშკალონი), აშდოდი, გათი და ღაზა დაიპყრეს და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლდნენ. აქ დაარსეს მათ ქალაქი ეკრონიც. ფილისტიმელების დასახლებამ ამ ტერიტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია პალესტინის ხალხების ისტორიას.

ზემოთაღნიშნული დნმ-ის კვლევის ჩატარებამდე უცნობი იყო, თუ საიდან მოდიოდა ფილისტიმელების კვალი მანამ, სანამ ისინი თანამედროვე სამხრეთ ისრაელისა და ღაზას ტერიტორიაზე დასახლდებოდნენ.

“ჩვენმა კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ფილისტიმელები ამ რეგიონში ძვ.წ.აღ-ის მე -12 საუკუნეში გადავიდნენ”, განაცხადა დანიელ მასტერმა, რომელიც ლეონ ლევის აშკელონის ექსპედიციის დირექტორი გახლავთ. აშკელონი არის სანაპირო ქალაქი, სადაც ფილისტიმელთა პირველი სასაფლაო აღმოაჩინეს.

აშკელონის ექსპედიციის კვლევა დნმ-ის ტესტირებას ეფუძნება. გუნდმა გერმანიის მაქს პლანკის მეცნიერებისა და ადამიანის ისტორიის ინსტიტუტში ჩონჩხის 100 ნიმუში გაგზავნა, სადაც ათი ადამიანის ჩონჩხში დნმ-ი იქნა აღმოჩენილი და შესწავლილი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, სად ცხოვრობდნენ ფილისტიმელები მანამდე. დნმ-ის კვლევის საფუძველზე კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი მიგრაცია  ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 300 წლის წინ სამხრეთ ევროპიდან განხორციელდა.

Reuters 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

ქოჩალოს ეკლესიაში მე-10 საუკუნის ქართული წარწერა აღმოაჩინეს

2 დღის წინ, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა იპოვეს.

ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია მოხსენიებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.

ახლადგამოვლენილი ეპიგრაფიული ნიმუში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ შეისწავლა. წარწერის სრულყოფილი პალეოგრაფიული შესწავლა სააგენტოში მომდევნო კვირაში გაგრძელდება და ანგარიშის სახით გამოქვეყნდება.

საეკლესიო წარწერის სამეცნიერო კვლევის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ლაგოდეხს უახლოეს დღეებში კიდევ ეწვევა, სადაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი ეტაპის გაწმენდით პროცესს ფონდი „ლაგოდეხის ქომაგი“ ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებისა და მოხალისეთა ენთუზიაზმის საფუძველზე ახორციელებს.

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ზედამხედველობის ქვეშ, არქეოლოგ – დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლადგამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე – 10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წწ. კახეთში სპარსეთის შაჰის – აბას I ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა.

სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული. 

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

მეცნიერები ლეონარდო და ვინჩის დნმ-ს შეისწავლიან

ორი იტალიელი ექსპერტი გეგმავს ლეონარდო და ვინჩის დნმ-ის შესწავლას თმის ღერიდან, რომელიც მხატვარს ეკუთვნოდა. თმის ღერი ნაპოვნი იყო აშშ-ში ერთ-ერთ კერძო კოლექციონერთან. 

The Guardian -ის ცნობით,  თმის ღერს აჩვენებენ ყველა მსურველს პირველად მუზეუმში Ideale Leonardo da Vinci, ქალაქ ვინჩიში, ტოსკანაში სადაც მხატვარი დაიბადა. გამოფენა 2019 წლის 2 მაისს გაიმართება, რომელიც მხატვრის გარდაცვალების 500 წელს ეძღვნება. 

„ატლანტიკის ოკეანეს გაღმა ჩვენ ვიპოვეთ მხატვრის თმის ღერი. ეს საოცარი რელიქვია მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვიკვლიოთ ლეონარდო და ვინჩის დნმ-ი“ -განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ალესანდრო ვეცოსიმ. 

2016 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეისწავლეს ლეონარდო და ვინჩის ძმის უწყვეტი საგვარეულო ხაზი. მათ აქვთ ბიომასალა და ახლა ლეონარდო და ვინჩის დნმ-ს შეადარებენ. ასევე შეადარებენ მის საფლავში აღმოჩენილ ნარჩენებს. 

დნმ-ის შესწავლის მიზანი ლეონარდო და ვინჩის წინაპრების აღმოჩენაა. 

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა აქვს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურიმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნისუცხოენოვანი თარგმანების შეგროვება დაიწყო. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია. სამინისტროს თქმით, ამჟამად კათედრაზე ვეფხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსის იქმნება

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

გიორგი კალანდია: საქმე უნიკალურ ამბავთან გვაქვს, ეს ქალბატონი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა!

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ბრწყინვალე ნამუშევარი წუხელ გვიან ღამით ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ გადმომიგზავნა, ნახატი ერმიტაჟშია დაცული სახელწოდებით „შუახნის ქართველი ქალბატონი“. ფოტოს დავხედე თუ არა, მივხვდი ,რომ საქმე უნიკალურ ამბავთან გვაქვს, ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა! აფერუმ შენ, დედოფალო, წლებმა ვერაფერი დაგაკლო, შენი სიდიადე დღესაც ბრწყინვალედ გამოსჭვივის ამ ნახატიდან!“ – წერს კალანდია.

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის საუკეთესო ათეულშია

ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის შემსრულებელთა საუკეთესო ათეულში მოხვდა.

გამოცემა Opera Wire-მა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ათი შემსრულებელი დაასახელა.

გამოცემის ცნობით, მეტროპოლიტენ ოპერაში 2018-19 წლების სეზონი ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს კარიერისთვის საუკეთესო სეზონი იყო.

გამოცემა წერს, რომ ანიტა რაჭველიშვილმა, საოპერო სეზონის განმავლობაში სამი განუმეორებელი როლი შექმნა და ყოველი ახალი როლი მის საშემსრულებლო ხელოვნებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურამსოფლიო

მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს

ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “იმედის დილა” გააჟღერა. გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ნინიძემ მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მსახიობი შოუთაიმის სერიალში პირველად მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში All in გამოჩნდა, სადაც რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის როლი შეასრულა. თუმცა, მანამდე მეცხრე სერიაში Useful Idiot მსახიობის ხმა ისმოდა.
გარდა ამისა, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და სერიალ შერლოკისვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად თამაშობენ დომინიკ კუკის ახალ დრამაში Ironbark.

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიგამოგონება - ინოვაციაისტორიაკულტურასაქართველო

ქართველმა ახალგაზრდებმა გელათის მონასტრის დასაცავად მონიტორინგის სისტემა შექმნეს

წარმატებულმა ქართულმა კომპანიამ – „ედისონმა“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, შექმნა მონიტორინგის სისტემა, რომელიც გელათის მონასტერს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით იცავს. სისტემა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ეკუთვნის აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ბზარების მდგომარეობას, ბიძგებსა და ამინდს, მიღებული ინფორმაციის კი, დაუყოვნებლივ გზავნის შესაბამის სპეციალისტთან.
შეგახსენებთ, რომ გელათის მონასტერი 2010 წელს UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანეს და კომპანიამ, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესებსა და კერძო პირებს უმაღლესი ხარისხის Hardware (ელექტრონულ) და Software (პროგრამულ) სერვისს, სთავაზობს ამ პრობლემას გონივრული გადაწყვეტამოუფიქრა.
„ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტი ეს მონიტორინგის სისტემაა, რომელიც გელათზე დამონტაჟდა და შესაძლებელია სხვა ძეგლებსაც მოერგოს. მსოფლიოში თითქმის ყველა ძველ ნაგებობას აქვს დამონტაჟებული მონიტორინგის სისტემები მათი დაცვის მიზნით. პრობლემა ისაა, რომ საქართველოსთვის ის მონიტორინგის სისტემები ძალიან ძვირი ღირს, რის გამოც, ჩვენ ინოვაციურად მივუდექით საკითხს და შედარებით დაბალ ფასში შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც მის უცხოურ ანალოგებს არ ჩამოუვარდება,” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გივი ბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ ედისონი მონიტორინგის ჭკვიანი სისტემების გარდა, Desktop, Mobile და Web აპლიკაციებსაც ქმნის და სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი ამზადებს ნებისმიერი ტიპის 3D/2D დიზაინს და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორებიცაა 3D Printer, Laser Cutter, Vacuum former-ია, აქცევს მას რეალობად, შესაბამისად, მისი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი თქენი იდეა რეალობად აქციოთ.

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების შესახებ ფილმის გადაღება დაიწყო

თბილისში სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “შეხვედრა” (სამუშაო სახელი) გადაღება დაიწყო, რომელიც ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

60-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ისინი მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკე ქალები იყვნენ, რომელთაც ქალთა ჭადრაკში რევოლუცია მოახდინეს და იგი მსოფლიო მაშტაბით მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანეს. “შეხვედრა” მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავების დღევანდელ ცხოვრებას გვიჩვენებს და ამავდროულად მათი პროფესიული ბიოგრაფიის შესახებ უნიკალურ საარქივო მასალას გვაწვდის.

სრულად ნახვა
1 … 10 11 12 13 14 … 24
Page 12 of 24