close

კულტურა

კულტურასაქართველო

🎼ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდა

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდება, – ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად St. Jacobs-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდება.

ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.

ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლებათ“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.

„ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო“, „ჩიტო-გვრიტო“, „სულიკო“, ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ“ და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი“, – აცხადებენ საელჩოში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურა

მოხუცი ქალის სამზარეულოში რენესანსის ეპოქის ნახატი აღმოაჩინეს

პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ კომპიენში, მოხუცი ქალის სამზარეულოში რენესანსის ეპოქის ფლორენციელი მხატვრის ჩიმაბუეს დაკარგული შედევრი იპოვეს. BBC-ის ინფორმაციით, ქალს ძვირადღირებული ნახატი უბრალო ხატი ეგონა და სამზარეულოში, გაზქურის თავზე ეკიდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, მე-13 საუკუნეში შექმნილი ნახატი აუქციონზე სულ მცირე 6 მილიონ ევროდ გაიყიდება. სპეციალისტებმა შეადარეს ნახატი მხატვრის სხვა ნამუშევრებს და დაადგინეს, რომ ნაპოვნი ნახატი ნამდვილად ჩიმაბუეს ეკუთვნის.

ფლორენციელი მხატვრის მიერ შესრულებული ამავე ციკლის ნახატები ლონდონის ეროვნულ გალერეაში და ნიუ-იორკის ფრიკის კოლექციაში ინახება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

მერაბ ნინიძის საერთაშორისო აღიარება

ქართველი მსახიობის მერაბ ნინიძის საერთაშორისო აღიარება დაკავშირებულია ბიბისის მიერ გადაღებულ სერიალთან “მაკმაფია”. ამ სერიალში ქართველი მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

“მაკმაფია” ემის დაჯილდოების საუკეთესო სერიალის ნომინაციაში გერმანულ და ბრაზილიურ სერიალებთან ერთად მოხვდა.

სერიალი გასულ წელს გამოვიდა და რუსების გაღიზიანებაც გამოიწვია. “მაკმაფია” ალექს გუდმანის – რუსი ემიგრანტების ვაჟის ცხოვრებაზეა. ის ცდილობს გამოვიდეს მაფიოზური ოჯახის ჩრდილიდან, ააწყოს პირადი ბიზნესი და შექმნას ოჯახი საყვარელ რებეკასთან. სამწუხაროდ, ალექსის წარსული ცხოვრება თავს არ ანებებს და ისიც იძულებულია დაუბრუნდეს დანაშაულებრივ სამყაროს, რათა დაიცვას მისთვის ყველაზე ლამაზი საყვარელი ადამიანები.

ემის დაჯილდოება 25 ნოემბერს გაიმართება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა

კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია – ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.

„დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარულ კვლევების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი “Nature” აქვეყნებს სტატიას სათაურით: Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny – დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეონმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი.

მეცნიერთა თქმით, „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია“.

ბიომოლეკულარული პროექტი შეიქმნა კოპენჰაგენის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის და პროფესორ ესკე ვირსლევის ხელმძღვანელობით. ანალიზები ჩატარებულია კოპენჰაგენის, კემბრიჯის, მაქს პლანკის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. პალეონტოლოგიურ კვლევებში აქტიურად მონაწილეობდნენ იტალიელი მეცნიერები ფლორენციის უნივერსიტეტიდან. ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ევროპისა და აშშ-ს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან.

დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის აღმოჩენის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა აბესალომ ვეკუამ, შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში აღმოჩენილი მარტორქის კბილი განსაზღვრა. სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქიდანაა მიღებული.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციები კაცობრიობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს, რომელთა კვლევაში მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ.

აღმოჩენისა და ახალი კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორენცო რუკიმ ისაუბრეს.

დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციისას მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. წინსაწარი სამეცნიერო შეფასებით, ღვთისმშობლის მიძინების სცენის ამსახველი ფრაგმენტი განვითარებული შუასაუკუნეების ხანისაა და ამ დრომდე შემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობის თანადროულია. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ამავე დასკვნის მიხედვით, კანკელი მე-11 საუკუნისაა. ის თეძამის ტუფშია ნაკვეთი და ძალიან ჰგავს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი კანკელების სტილისტურ ჯგუფს, რომელიც სვეტიცხოვლის, ალავერდის, შიო-მღვიმის, სამთავროსა და საფარას მონასტრების კანკელებითაა წარმოდგენილი.

ფრაგმენტს სააგენტოს სპეციალისტები უახლოეს დღეებში ადგილზე შეისწავლიან. სავარაუდოდ, სწორედ ახლადგამოვლენილი ობიექტის ნიმუში დაედება საფუძვლად აწყურის საკათედრო ტაძრის ახალი კანკელის დამზადების პროცესს. 

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ საპროექტო ცვლილების გამო აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის ვადა 2 წლით გადაიწევს და ის 2024 წელს დასრულდება.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი “ქართუ”-ს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ტუტანხამონის ბიუსტი აუქციონზე $6 მილიონად გაიყიდა

ეგვიპტის ფარაონის ტუტანხამონის ბიუსტი Christie’s-ის აუქციონზე თითქმის 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ოფიციალური კაირო აუქციონის გაუქმებას ითხოვდა, ვინაიდან, მათი მტკიცებით, რელიკვია ეგვიპტიდან 1970-იან წლებში მოიპარეს.

Christie’s-ის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ეგვიპტეს არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზიები ბიუსტთან დაკავშირებით წარსულში, როდესაც 2016 წელს ის 3 მილიონ გირვანქად გაიყიდა.

Christie’s-მა ასევე ბოლო 50 წლის განმავლობაში რელიკვიის მფლობელთა ვინაობა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ტუტანხამონის ბიუსტის წარმომავლობა გამოძიების საგანი არასდროს გამხდარა.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

უძველესი ფილისტიმელები შესაძლოა ევროპელები იყვნენ

ახალი კვლევის თანახმად, უძველესი ფილისტიმელები, რომლებიც ბიბლიაში არაერთხელ არიან მოხსენიებულები და რომელთა წარმომავლობას ათწლეულების განმავლობაში განსჯის საგანია მეცნიერთა შორის, ახლო აღმოსავლეთში სამხრეთ ევროპიდან დაახლოებით 3000 წლის წინათ ჩავიდნენ.

აღნიშნული დასკვნა მეცნიერებმა 2016 წელს ისრაელში აღმოჩენილ ჩონჩხებზე ჩატარებული დნმ-ის კვლევის საფუძველზე გააკეთეს.

ფილისტიმელები-ბიბლიური ქანაანის ყველაზე იდუმალი ხალხია, რომლებიც ძირეულად განსხვავდებოდნენ ამ რეგიონის სემიტური მოსახლეობისაგან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ხალხი კუნძულ კაფტორზე ( თანამედროვე ივრითიდან-”კრეტა”) გაჩნდა.  თუმცა არქეოლოგიური წყაროებით ეს დამტკიცებული არაა. “ზღვის ხალხების” ერთ-ერთმა ტომმა, ფელესეტებმა ანუ ფილისტიმელებმა ქანაანის ოთხი ქალაქი: ასკალონი (აშკალონი), აშდოდი, გათი და ღაზა დაიპყრეს და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლდნენ. აქ დაარსეს მათ ქალაქი ეკრონიც. ფილისტიმელების დასახლებამ ამ ტერიტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია პალესტინის ხალხების ისტორიას.

ზემოთაღნიშნული დნმ-ის კვლევის ჩატარებამდე უცნობი იყო, თუ საიდან მოდიოდა ფილისტიმელების კვალი მანამ, სანამ ისინი თანამედროვე სამხრეთ ისრაელისა და ღაზას ტერიტორიაზე დასახლდებოდნენ.

“ჩვენმა კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ფილისტიმელები ამ რეგიონში ძვ.წ.აღ-ის მე -12 საუკუნეში გადავიდნენ”, განაცხადა დანიელ მასტერმა, რომელიც ლეონ ლევის აშკელონის ექსპედიციის დირექტორი გახლავთ. აშკელონი არის სანაპირო ქალაქი, სადაც ფილისტიმელთა პირველი სასაფლაო აღმოაჩინეს.

აშკელონის ექსპედიციის კვლევა დნმ-ის ტესტირებას ეფუძნება. გუნდმა გერმანიის მაქს პლანკის მეცნიერებისა და ადამიანის ისტორიის ინსტიტუტში ჩონჩხის 100 ნიმუში გაგზავნა, სადაც ათი ადამიანის ჩონჩხში დნმ-ი იქნა აღმოჩენილი და შესწავლილი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, სად ცხოვრობდნენ ფილისტიმელები მანამდე. დნმ-ის კვლევის საფუძველზე კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი მიგრაცია  ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 300 წლის წინ სამხრეთ ევროპიდან განხორციელდა.

Reuters 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

ქოჩალოს ეკლესიაში მე-10 საუკუნის ქართული წარწერა აღმოაჩინეს

2 დღის წინ, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა იპოვეს.

ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია მოხსენიებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.

ახლადგამოვლენილი ეპიგრაფიული ნიმუში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ შეისწავლა. წარწერის სრულყოფილი პალეოგრაფიული შესწავლა სააგენტოში მომდევნო კვირაში გაგრძელდება და ანგარიშის სახით გამოქვეყნდება.

საეკლესიო წარწერის სამეცნიერო კვლევის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ლაგოდეხს უახლოეს დღეებში კიდევ ეწვევა, სადაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი ეტაპის გაწმენდით პროცესს ფონდი „ლაგოდეხის ქომაგი“ ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებისა და მოხალისეთა ენთუზიაზმის საფუძველზე ახორციელებს.

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ზედამხედველობის ქვეშ, არქეოლოგ – დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლადგამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე – 10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წწ. კახეთში სპარსეთის შაჰის – აბას I ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა.

სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული. 

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

მეცნიერები ლეონარდო და ვინჩის დნმ-ს შეისწავლიან

ორი იტალიელი ექსპერტი გეგმავს ლეონარდო და ვინჩის დნმ-ის შესწავლას თმის ღერიდან, რომელიც მხატვარს ეკუთვნოდა. თმის ღერი ნაპოვნი იყო აშშ-ში ერთ-ერთ კერძო კოლექციონერთან. 

The Guardian -ის ცნობით,  თმის ღერს აჩვენებენ ყველა მსურველს პირველად მუზეუმში Ideale Leonardo da Vinci, ქალაქ ვინჩიში, ტოსკანაში სადაც მხატვარი დაიბადა. გამოფენა 2019 წლის 2 მაისს გაიმართება, რომელიც მხატვრის გარდაცვალების 500 წელს ეძღვნება. 

„ატლანტიკის ოკეანეს გაღმა ჩვენ ვიპოვეთ მხატვრის თმის ღერი. ეს საოცარი რელიქვია მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვიკვლიოთ ლეონარდო და ვინჩის დნმ-ი“ -განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ალესანდრო ვეცოსიმ. 

2016 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეისწავლეს ლეონარდო და ვინჩის ძმის უწყვეტი საგვარეულო ხაზი. მათ აქვთ ბიომასალა და ახლა ლეონარდო და ვინჩის დნმ-ს შეადარებენ. ასევე შეადარებენ მის საფლავში აღმოჩენილ ნარჩენებს. 

დნმ-ის შესწავლის მიზანი ლეონარდო და ვინჩის წინაპრების აღმოჩენაა. 

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა აქვს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურიმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნისუცხოენოვანი თარგმანების შეგროვება დაიწყო. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია. სამინისტროს თქმით, ამჟამად კათედრაზე ვეფხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსის იქმნება

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 24
Page 11 of 24