close
ბიოლოგიაისტორიაკულტურა

მეცნიერებმა დნმ-ის ტესტით დაადგინეს ვინ ააგო სტოუნჰენჯი

ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ სტოუნჰენჯი 6000 წლის წინ ბრიტანეთში ხმელთაშუა ზღვიდან ჩასულმა ადამიანებმა ააგეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მკვლევრებმა გააანალიზეს იმ ადამიანების დნმ-ი, რომლებიც სტოუნჰენჯის მახლობლად 4-5 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. დნმ-ის ტესტით აღმოჩნდა, რომ გენეტიკა ემთხვევა იმ ადამიანებისას, რომლებიც საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე, მოგვიანებით კი ესპანეთსა და პორტუგალიაში ცხოვრობდნენ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები დაახლოებით 6000 წლის წინ ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში.

2018 წლის თებერვალში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნეოლითური ხანის მონუმენტი, სტოუნჰენჯი ბრიტანელებს არ აუგიათ.

ასობით უძველესი სამარხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მონუმენტის მშენებლობის დაწყების დროს ბრიტანეთის მცხოვრებელთა სრულ უმრავლესობას პირინეის ნახევარკუნძულიდან ბრიტანეთში გადასული ხალხი შეადგენდა. მათ ჰქონდათ მუქი კანი და მუქი თმა. სავარაუდოდ, მათი სამშობლო ესპანეთი იყო.

ბრიტანეთის კუნძულზე ჩასვლიდან დაახლოებით ათასი წლის შემდეგ, ისინი ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის 100%-ს შეადგენდნენ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0