close

ისტორია

ეს საინტერესოაისტორია

თურქმენეთის უდაბნოს საიდუმლო – “ჯოჯოხეთის კარიბჭე”

თურქმენეთის ტერიტორიის 70% უდაბნოს უჭირავს და ქვეყანა საკმაოდ  მდიდარია ნავთობით. უდაბნოს ცენტრალურ ნაწილში შესაძლოა გადავეყაროთ მეტად საინტერესო ადგილს, ე.წ. “ჯოჯოხეთის კარიბჭეს”, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია რაც საერთოდ არ ჩამქრალა.

დერვეზის ორმოს ჩამოყალიბებას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 1971 წელს საბჭოთა კავშირში საბჭოთა გეოლოგებმა დაიწყეს მუშაობა ამ ტერიტორიაზე, ცენტრალურ აზიაში ნავთობის მოძებნის მიზნით. ადგილის გაბურღვის შემდეგ გეოლოგები წააწყდნენ სიცარიელეს და  რეალურად, ნავთობის ნაცვლად გადააწყდნენ ტოქსიკურ აირს. იმისათვის, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ატმოსფეროში არ აღმოჩენილიყო, გეოლოგებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაზი დაეწვათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ რამდენიმე კვირაში გაზი გამოილეოდა. თუმცა შეცდნენ, 50 წელი გავიდა მას შემდეგ და “ჯოჯოხეთის კარიბჭე” კვლავ იწვის და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია ქვეყანაში.

2013 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველი ექსპედიცია მოეწყო და კანადელი მკვლევარი, ჯორჯ კურონისი კრატერის სიღრისკენ გაემართა. მკვლევართა თქმით, კრატერის დიამეტრი 69 მეტრია, სიმაღლე – 30 მეტრი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს თურქმენეთში გაზი და ნავთობი ძალიან ძვირად ფასობდა, კრატერის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და ჩანაწერი გასაიდუმლოებული იყო.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორია

მეგზური ძაღლები, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტის გმირები გახდნენ

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ ბევრი ისტორია არსებობს, ერთ-ერთი მათგანის გმირები არიან ძაღლები, რომლებიც უსინათლო პატრონებთან ერთად იმყოფებოდნენ ნიუ-იორკში ტერაქტის დროს.

სალთი და როზელი იყვნენ ლაბრადორის ჯიშის ძაღლები, რომლებმაც უსინათლო პატრონები გადაარჩინეს, რომლებიც ტერაქტის პირველი შეტაკებისა და პირველი თვითმფრინავის შეჯახების დროს იმყოფებოდნენ სამსახურში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში. ძაღლებმა უსაფრთხოდ დააბრუნეს პატრონები სახლში. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი რამდენიმე წუთში შენობა ჩამოინგრა.

როზელი გაწვრთნილი იყო სპეციალურად, როგორც მეგზური ძაღლი, რომელსაც თანამგზავრობა უნდა გაეწია უსინათლო ადამიანებისთვის, წვრთნა ასევე მოიცავდა მეტროში გადაადგილებასაც.

სალთი მეგზურობას უწევდა კოლუმბიელ რივერას, რომელიც 71-ე სართულზე აღმოჩნდა ტერაქტის დროს. როზელი კი მის მეპატრონესთან, ჰინგსტონთან ერთად მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში იმყოფებოდა ტერაქტის დღეს. ძაღლს 78-ე სართულზე მეპატრონის მაგიდის ქვეშ ეძინა და თვითმფრინავის ხმამ გამოაფხიზლა.

ჰინგსტონმა ძაღლის სიკვდილის შემდეგ 9/11-ის გამოცდილებაზე დაწერა წიგნი, სახელად: “Thunder Dog: The Blind Man, The True Story of Blind Man, and the Triumph of Trust at Ground Zero”.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

მცხეთაში “პომპეუსის ხიდი” გამოჩნდა

“მრავალი წელია მცხეთელები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდნენ დახმარებას და შუამდგომლობას “ენერგოპრო ჯორჯიასთან”, რომ ამ ადგილას მტკვარი გაშვებულიყო და პომპეუსის ხიდი გამოჩენილიყო, რათა მომხდარიყო ამ ძეგლის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია და გარკვეული არქეოლოგიური დაკვირვება, რომ გვცოდნოდა, ეს ძეგლი რა დღეშია.

დღეს ჩვენ გამოვაჩინეთ პომპეუსის ხიდი თავისი სხვადასხვა დროის შრეებით და გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე იმისათვის, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას, მაგალითად, მცენარეები მოშორდეს ძეგლს, რომლებიც ფესვებით აზიანებენ ქვას, ასევე არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების განხორციელება”, – თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მედიასთან და მადლობა გადაუხადა კერძო კომპანიას წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც იმაში გამოიხატა, რომ ამ ადგილას წყალი რამდენიმე დღით დააშრეს და ხიდი გამოაჩინეს. თეა წულუკიანის თქმით, სამომავლოდ იგეგმება უფრო მასშტაბური სამუშაოებიც ხიდზე, მათ შორის, მისი კონსერვაცია.

პომპეუსის ხიდი, რომელსაც “მოგვთა ხიდსაც” ეძახიან, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე დღეს არსებული და მოქმედი გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და დაფარულია მდინარის მიერ. ის ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა მტკვრის დონე დაიწევს. იმის მიუხედავად, რომ ხიდს პომპეუსის სახელი ჰქვია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უფრო ძველია და ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ფუნქციონირებდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიისტორია

რომის კოლიზეუმის რესტავრაცია 2023 წელს დასრულდება

იტალიის მთავრობამ დაამტკიცა პროექტი რომის კოლიზეუმში ახალი იატაკის მოწყობის შესახებ, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, დადგნენ სწორედ იმ ადგილზე, სადაც ადრე გლადიატორები იბრძოდნენ. ქვეყნის კულტურის მინისტრის დარიო ფრანჩესკინის გადაწყვეტილებით, კოლიზეუმში ხის დასაკეცი იატაკი აშენდება. ამ პროექტს კი, 18.5 მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში, კომპანია Milan Ingegneria შეასრულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პროექტი 2023 წელს დასრულდება.

საგულისხმოა, რომ ამჟამად 2000 წლის ისტორიულ ძეგლს იატაკი საერთოდ არ გააჩნია: ის არქეოლოგებმა მე-19 საუკუნეში მოხსნეს და გვირაბების მიწისქვეშა ქსელი აღმოაჩინეს, სადაც სპორტული ორთაბრძოლის დაწყებამდე ცხოველები და გლადიატორები იმყოფებოდნენ.

იტალიის კულტურის მინისტრის თქმით, ახალი იატაკის მოწყობა დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს, კოლიზეუმის დიდებულება ძეგლის ცენტრიდან იხილონ. ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილებით, იატაკის აღდგენის შემდეგ, კულტურულ ღონისძიებებს სწორედ რომის კოლიზეუმი უმასპინძლებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მეცნიერებმა პირველი ორსული მუმია აღმოაჩინეს

მუმია, რომელიც მეცნიერებს თავდაპირველად მღვდელი ეგონათ, ორსული ქალი აღმოჩნდა. აღმოჩენა ეკუთვნის პოლონელ მეცნიერს, რომელმაც მუმიის საფუძვლიანად გამოკვლევისას, სკანირების დროს აღმოაჩინა სხეულში პატარა ფეხი.

მუმია პოლონეთში პირველად 1826 წელს მოხვდა, რა დროსაც მკვლევარები თვლიდნენ, რომ მუმიის სქესი მდედრობითი იყო, თუმცა შეხედულება შეიცვალა 1920-იან წლებში, როდესაც სარკოფაგზე თარგმნეს წარწერა, რომელზეც ეგვიპტელი მღვდლის სახელი იწერა.

მუმია ვარშავის უნივერსიტეტს ეკუთვნის, თუმცა 1917 წლიდან ვარშავის ეროვნული მუზეუმის გამოფენის ნაწილი გახდა. შემდგომმა და უფრო დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ სხეულის სქესი მდედრობითია. ქალი გარდაიცვალა სავარაუდოდ 20-30 წლის ასაკში, ხოლო ნაყოფი იქნებოდა 26-30 კვირის.

მეცნიერებისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია ქალის გარდაცვალება, ეს შემდეგი კვლევის ობიექტია. მათთვის ყველაზე დიდ ამოცანას წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რატომ დატოვეს მუმიფიცირების დროს ნაყოფი დედის ორგანიზმში, რადგან მუმიფიცირებამდე შინაგან ორგანოებს ჩვეულებრივ იღებენ. სკანირებამ კი გამოავლინა, რომ ნაყოფი ჯერ კიდევ იყო საშვილოსნოში.

არქეოლოგების აზრით, მუმია შესაძლოა სხვა სარკოფაგში იმყოფებოდა, რაც ხსნის გაურკვევლობას, თუ რატომ იყო მუმია მოთავსებული სარკოფაგში მღვდლის სახელით, რადგან XVIII-XIX საუკუნეში ხშირად ძარცვავდნენ სარკოფაგებს, იპარავდნენ ნივთებს და ანაცვლებდნენ გვამებს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

არქეოლოგებმა რომის მახლობლად მღვიმეებში ნეანდერტალელების ნეშტები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა რომის მახლობლადმდებარე პრეისტორიულ ადგილას ცხრანეანდერტალელის ნეშტი აღმოაჩინეს, ამის შესახებ იტალიის კულტურისსამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, ნეშტებიდან რვა 50 000-68 000 წლის, ხოლო ერთი, ყველაზეძველი, 90 000 – 100 000 წლისაა.

ნეშტებს გროტა ატარიში, 80 წელზემეტი ხნის წინ აღმოჩენილ პრეისტორიულმღვიმეებში, მიაკვლიეს, რომელიც ტირენიის ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში ლაციოს რეგიონში მდებარეობს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს ძვლები, თავის ქალებიდა სხეულის სხვა ნაწილები.

იტალიის კულტურის სამინისტროშიაცხადებენ რომ გროტა ატარი, სადაც ნეანდერტალელების ნაშთები სხვა დროსაც აღმოუჩენიათ, ერთერთიყველაზე მნიშვნელოვანი ადგილიმსოფლიოში ნეანდერტალელებისისტორიის კუთხით.

ნეანდერტალელები, ადამიანებისუახლოესი უძველესი ნათესავები,  დაახლოებით 40 000 წლის წინ გაქრნენ. ერჯერობით დაუდგენელია, რატომ დაიხოცნენ ისინი. არსებობს სხვადასხვა ვერსია, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და თანამედროვე ადამიანებთან კონკურენცია.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ჰაიდ ალ-ჯაზილი – სოფელი ქვაზე

პლანეტის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, ჰაიდ ალ-ჯაზილი არის პატარა სოფელი ცენტრალურ იემენში, რომელიც დიდ ქვაზეა გაშენებული. მოსახლეობა 2004 წლის აღწერით შეადგენს 17 მოსახლეს.
როგორც ფოტოზე ჩანს, ამ ტერიტორიაზე ხე ძალიან იშვიათია, ამიტომ ალ-ჯაზილში შენობები ტალახით არის მოპირკეთებული. ეს რამდენიმესართულიანი შენონები ტალახის აგურით არის აშენებული, რომელსაც შემდეგ ურევენ სიმინდის ჩალას. ისინი მუდმივად უნდა გარემონტდეს, განსაკუთრებით გაზაფხულის წვიმების სეზონის შემდეგ, რადგანაც წვიმა რეცხავს ტალახის საფარს. სამწუხაროდ, სახლების 70% წლების განმავლობაში წვიმების, ქარისა და ეროზიის შედეგად განადგურდა. სახლები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ქუჩები – ვიწრო და წყნარია.
სოფელში არ არსებობს სკოლა, მაღაზია ან საავადმყოფო. შესაბამისად, ავადმყოფი ხეობის გადაჭრას ვირის საშუალების ახერხებს, შემდეგ მანქანით გადაჰყავთ ადგილობრივ საავადმყოფოში, რომელიც თითქმის 1 საათის სავალზეა. ალ-ჯაზილში და საერთოდაც იემენში წყლის სიმცირის პრობლემა ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რასაც ადგილობრივები ყოველდღიურად ებრძვიან. მოსახლეობის შემოსავლის წყაროს კი ფერმა წარმოადგენს.
უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა, ადგილობრივები ძირითადად გადასახლდნენ საუდის არაბეთში, სადაც დასაქმების მხრივ უფრო მეტი პერსპექტივა არსებობს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

უძველესი ადამიანის სამარხი აფრიკაში, კენიაში აღმოაჩინეს

აფრიკაში, კერძოდ, კენიაში აღმოაჩინეს ადამიანის უძველესი სამარხი, რომელიც დაახლოებით 78 000 წლის წინანდელია, შუა ქვის ხანის პერიოდის. მცირეწლოვანი ბავშვის სამარხი ნაპოვნი იქნა პანგა-საიდის მღვიმეში, ბავშვის გარდაცვალების ასაკი სავარაუდოდ 3 წელი იყო, შესაბამისად, მას სახელად დაარქვეს – “Mtoto”, რაც ბავშვს ნიშნავს.
პირველად მღვიმეში ძვლები იპოვეს 2013 წელს, საფლავი კი სრულად 2017 წელს. უკანასკნელ ხანებში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ორმო განზრახ იყო ამოთხრილი და მიწა შემდეგ იქნა დაყრილი. თავის ქალა კი სავარაუდოდ, რაღაცაში იყო გახვეული.
მეცნიერებისა და მკვლევარების თქმით, ბავშვი დაკრძალულ იქნა სპეციალურად გათხრილ ორმოში, სხეული კი მკერდთან მიდებული ფეხებით მოეთავსებინათ, ნაყოფის პოზიციაში, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ ამ პერიოდშიც კი, ადამიანები საფლავში სხეულის განლაგებაზე ზრუნავდნენ. აღნიშნული გვეუბნება, რომ დაკრძალვა რიტუალების მიხედვით ხდებოდა და სამარხი ახალ, სანდო წყაროს წარმოადგენს თანამედროვეობისთვის დაკრძალვის პრაქტიკის შესახებ.
კვლევების მიხედვით ასევე საინტერესოა, რომ აფრიკაში აღმოჩენილი ორი საკმაოდ ადრეული სამარხიდან ორივე მცირეწლოვანი ბავშვისაა. უკანასკნელი კი წარმოადგენს უძველესს და იგი ჰომო საპიენსს ეკუთვნოდა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიკულტურა

უძველესი ევროპელები ნეანდერტალელებთან იმაზე ხშირად ჯვარდებოდნენ, ვიდრე გვეგონა

ევროპაში მიგრირებული ადრეული ადამიანები როდესაც იქ მცხოვრებ ნეანდერტალელებს გადაეყარნენ 45 000 წლის წინ, მათ შორის დიდი ფლირტი გაჩაღდა.

იმ დროინდელი ადამიანების ნამარხებში (ყველაზე ძველი ევროპაში) ნაპოვნი დნმ-ის ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსებსა (ადამიანები) და ნეანდერტალელებს (რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ) შორის სახეობათშორისი შეჯვარება იმაზე უფრო ხშირი იყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. კვლევები 7 აპრილს ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

ახალი გენეტიკური მტკიცებულებების თანახმად, ადამიანებმა ევროპას 50 000 წლის წინ მიაღწიეს, რა დროსაც ნეანდერტალელები მათთან შეჯვარდნენ. დღეს კი ნეანდერტალელების გენები ჩვენს დნმ-შია. სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ მაშინდელ ნეანდერტალელებსაც, რომ როგორმე თავიანთი გენი გადაერჩინათ.

ბულგარეთში მდებარე ბაჩო კიროს გამოქვაბულში ნაპოვნი სამი ჰომო საპიენსის დნმ-ში აღმოჩენილია ნეანდერტალალების 3-4%-მდე კონტრიბუცია. უძველესი დნმ კბილიდან და ძვლის ორი ფრაგმენტიდან ამოიღეს, რომელიც რადიონახშირბადული დათარიღებით 43 000 ან 46 000 წლის უნდა იყოს.

ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ, თუმცა, მათი გენეტიკური კვალი მაინც რჩება – დღეს, არაფრიკელი ადამიანების დნმ-ის დაახლოებით 2% ნეანდერტალელთა გენებია. რაც შეეხება აფრიკელ ადამიანებს, ისინი ნეანდერტალელების გენების შედარებით მცირე რაოდენობას ატარებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ისტორია

კუნძული, რომელზე ჩასვლის მსურველი ჯერ არ გამოჩენილა

შოტლანდიის კუნძული გრიუინარდი, აკრძალული ადგილი,თითქმის 80 წელია. სადაც ტურისტებსაც კი არ შეუძლიათ ჩასვლა, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლოებით მოცული ბიოლოგიური იარაღის საცდელ ბაზად სწორედ ეს კუნძული აირჩიეს.

1942 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მეორე მსოფლიო ომის მიზეზით ქიმიური იარაღი, სახელად ციმბირული წყლული, ჯილეხი გამოეცადა. ამ ტიპის ინფექცია ცხოველებსა და ადამიანებში ფატალურად მიმდინარეობს, მკურნალობის შემთხვევაშიც კი.

მეცნიერებმა საცდელად კუნძულზე ცხვარი წაიყვანეს და ციმბირული წყლულის სპორები გარემოში მიმოფანტეს, რამაც ცხვრის სიკვდილი გამოიწვია რამდენიმე დღეში. ექსპერიმენტის შემდგომ ფაზებში აღმოჩნდა, რომ ციმბირული წყლული დიდი ხნის განმავლობაში აბინძურებს გარემოს, მისი სპორები ათწლეულების განმავლობაში რჩება ნიადაგში, რაც კუნძულ გრიუინარდს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცევს დედამიწაზე.

1986 წელს ინგლისურ კომპანიას დაუკვეთეს  კუნძულის გასუფთავება, ნიადაგის ზედა ფენის დამუშავება და 1990 წლიდან უსაფრთხო ზონად გამოაცხადეს. იმის დასამტკიცებლად, რომ დასუფთავება წარმატებით დასრულდა, კუნძულზე ისევ  ცხვარი გაუშვეს. მაგრამ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა კუნძულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, კუნძულ გრიუინარდზე ჩასვლის მსურველი ჯერ არ გამოჩენილა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 34
Page 19 of 34