close

არქეოლოგია

არქეოლოგიაისტორიაკულტურა

მილანში საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინეს, რომლებსაც ლეონარდო და ვინჩი 1495 წელს თავის ესკიზებში ხატავდა

მკვლევართა ჯგუფმა მილანში მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინა, რომლებიც, დიდი ალბათობით, ლეონარდო და ვინჩის 1495 წლით დათარიღებულ ესკიზებშია წარმოდგენილი.

ეს გვირაბები თავდაცვითი კონსტრუქციის ნაწილია და მათ მეცნიერები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარების გარეშე ვერც კი მიაგნებდნენ.

სფორცას ციხე-კოშკი XIV საუკუნეში იყო აშენებული. XV საუკუნის ბოლოს მილანის ჰერცოგმა ლეონარდო და ვინჩის და სხვა ოსტატებს ციხე-კოშკის ინტერიერის მოხატვა და გალამაზება დაავალა. ზუსტად ამ დროს და ვინჩიმ ესკიზები შექმნა, რომლებზეც ჩანს მიწისქვეშა გასასვლელები, რომლის ადგილმდებარეობაც აქამდე უცნობი იყო.

არქიტექტურის ისტორიის სპეციალისტმა ფრანჩესკა ბიოლომ (მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) კვლევა ლაზერული სკანირების, GPS-ის, 3D-გეორადარის და ფოტოგრამეტრიის მეშვეობით ჩაატარა. მათი დახმარებით მან აღმოაჩინა ოთახები და ფარული გასასვლელი, რომელიც ისინი გვირაბებამდე მიიყვანა.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სფორცას ციხე-კოშკის ქვეშ კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება. არქეოლოგიური გათხრები შეუძლებელია ქალაქის ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობის გამო, ამიტომ მეცნიერები ციფრულ მეთოდებს მიმართავენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ფარაონის თუტმოს II-ის 3500 წლიანი სამარხავი აღმოაჩინეს

ეგვიპტელი არქეოლოგები სენსაციური აღმოჩენის შესახებ იუწყებიან – მათ ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ფარაონის თუტმოს II-ის 3500 წლიან სამარხავს მიაგნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი ნაპოვნი სამეფო სამარხავია ტუტანხამონის სამარხავის შემდეგ. იგი ფივას მთაზე აღმოაჩინეს. მასში შესასვლელი კორიდორი მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2022 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მხოლოდ ახლა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ის თუტმოს II-ს ეკუთვნის. არქეოლოგებმა ისეთ არტეფაქტებს მიაგნეს, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ სამარხი ნამდვილად თუტმოს II-ს ეკუთვნის. მათ შორისაა – ვაზა, რომელსაც აწერია „გარდაცვლილი ფარაონი“, სარიტუალო ტექსტების ფრაგმენტები და სხვა.

„წარმოდგენილი არტეფაქტები გვაძლევენ საშუალებას დარწმუნებით ვთქვათ, რომ აღმოჩენილი სამარხავი ნამდვილად თუტმოს II-ს ეკუთვნის. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა ეგვიპტის უძველესი ნივთებისა და აღმოჩენების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი განაცხადა მოჰამედ ისმაილ ჰალედმა.

აღსანიშნავია, რომ თავად ფარაონის მუმია XIX საუკუნეში სხვა ადგილას იყო ნაპოვნი, თუმცა ეს აღმოჩენა არქეოლოგებს ფარაონის ცხოვრებისა და მმართველობის შესახებ ახალ ინფორმაციას აძლევს. სამარხი ცუდ მდგომარეობაშია, მისი კედლები დაზიანებულია, დიდი ალბათობით, წყალდიდობის გამო, რომელიც ფარაონის გარდაცვალების შემდეგ მალევე მოხდა. ახლა მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ რატომ გადაიტანეს ფარაონის ნეშტი სხვა ადგილას. ამით არქეოლოგებს ძველი ეგვიპტის ისტორიის კიდევ ერთი უცნობი ფურცლის გადაშლა სურთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა იტალიაში უძველესი “მიცვალებულთა ქალაქი” აღმოაჩინეს

იტალიის ტრენტინოს პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თითქმის 3,000 წლის წინანდელი მონუმენტური ნეკროპილი, რომელიც სრულყოფილად არის შენახული.ეს ნეკროპოლი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით IX-VI საუკუნეებით და მდებარეობს ტრენტოს ქალაქში, ადიჯეს მდინარის მახლობლად.

ადგილმდებარეობის უნიკალური ბუნებრივი პირობების გამო, ნეკროპოლისი განსაკუთრებულად კარგად არის დაცული, რაც არქეოლოგებს საშუალებას აძლევს ზუსტად აღადგინონ ადრეული რკინის ხანის საზოგადოების სამარხი პრაქტიკები.

ნეკროპოლისში აღმოჩნდა ვერტიკალურად განლაგებული მრავალი სამარხი სტელა, რომლებიც სუბპარალელურ რიგებად არის ორგანიზებული. სტელები აღნიშნავენ ქვის კასეტებში მოთავსებულ კრემაციის ნაშთებს,რომლებიც შეფუთული იყო ქსოვილში და ასევე დამაგრებული გახლდათ ქინძისთავებით.

აღმოჩენილი არტეფაქტები, მათ შორის ლითონის იარაღები და ორნამენტული ობიექტები, კულტურულ კავშირებზე მიუთითებს იტალიურ გარემოებებთან. ეს ნეკროპოლისი ახალი ინფორმაციის წყაროა ადრეული რკინის ხანის საზოგადოების შესახებ და მნიშვნელოვანი აღმოჩენაა არქეოლოგიური კვლევებისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ჩინეთში არქეოლოგებმა განძით სავსე ძველი ქალაქი აღმოაჩინეს

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის დაკარგული ქალაქი, რომელშიც სულ მცირე 9 ელიტური აკლდამა არის შემორჩენილი. ამის შესახებ Live Science-ი წერს.

შანის დინასტიის პერიოდის აკლდამებში არქეოლოგებმა იპოვეს ნეფრიტის ძვირფასი ნაკეთობები, მოხატული კერამიკა და 3000 წლის წინანდელი სასმისები.

ერთ-ერთ აკლდამაში აღმოჩენილია ბრინჯაოსგან დამზადებული ეტლის ნაწილი. სულ აკლდამებში 200-მდე არტეფაქტი იპოვეს.

სავარაუდოდ, 3 კვადრატული კილომეტრის ფართობის ძველი ქალაქი ცალკე სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელსაც შანის დინასტიამ დაპყრობის შემდეგ ხარკის გადახდა დააკისრა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერებმა 5300 წლის ადამიანის სხეული გამოიკვლიეს

1991 წელს მოლაშქრეებმა ალპებში 5300 წლის წინანდელი ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს. მისი სხეული არაჩვეულებრივად იყო შენახული და შესაბამისად, მეცნიერული კვლევის ობიექტიც გახდა. მკვლევრებმა უძველეს ადამიანს ოდსი დაარქვეს და მისი შესწავლა დაიწყეს.

მეცნიერებმა ოდსის ჯანმრთელობის შესახებ არაერთი დეტალი აღმოაჩინეს. მათ შორისაა გამაგრებული არტერიები. დადგინდა ისიც, რომ უძველეს ადამიანს სხეულზე ტატუები ჰქონდა. გარდა ამისა, სიკვდილის დროს მას ზურგში ისარი ჰქონდა მოხვედრილი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ოდსის კანის ფერი შესაძლოა იმაზე მუქი ყოფილიყო, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. სავარაუდოდ, მას ერთ-ერთი ყველაზე მუქი კანი ჰქონდა იმდროინდელ ევროპელებს შორის.

ანთროპოლოგმა განაცხადა, რომ პირველი კვლევის დროს ითვლებოდა, რომ მისი ალპების სიცივისა და თოვლში ყოფნის ბრალი იყო, თუმცა, სავარაუდოდ ოდსის ნამდვილად ჰქონდა მუქი ფერის კანი.

მამაკაცს სავარაუდოდ თხელი თმის გვირგვინი უნდა ჰქონოდა, რაც სიმელოტისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, ის სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტისკენაც იყო მიდრეკილი.

დღევანდელი ევროპელების გენეტიკური სტრუქტურა ჰგავს მოზაიკას, რომელიც შედგება სამი ძირითადი წინაპრების ჯგუფისგან.

მათ შორისაა დასავლელი მონადირე-შემგროვებლები, ადრეული ანატოლიელი ფერმერები, რომლებიც ევროპაში  დაახლოებით 8000 წლის წინ დასახლდნენ და სტეპ ჰერდერსი აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც მათ დაახლოებით 4900 წლის წინ შეუერთდნენ.

ოდსის პირველადი გენეტიკური ანალიზით გამოვლინდა სტეპის ჰერდერების კვალი, თუმცა, უკანასკნელი კვლევის თანახმად, ის შედარებით იზოლირებული მოსახლეობიდან უნდა ყოფილიყო, რომელსაც სხვა ევროპულ ჯგუფებთან მინიმალური ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ჩანს, მისი წინაპრები პირდაპირ ანატოლიიდან ჩამოვიდნენ და მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს არ შეერივნენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწა

თურქეთში აღმოჩენილი ნამარხი ადამიანის წარმოშობის თეორიას ეწინააღმდეგება

თურქეთში ადამიანის მსგავსი მაიმუნის გაქვავებული ნამარხი აღმოაჩინეს. აღმოჩენა 8,7 მილიონი წლით დაათარიღეს და ის ბევრ საინტერესო შეკითხვას აჩენს. პირველ რიგში, ეს ადამიანის ევოლუციასა და შესაბამის თეორიებს ეხება.

Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ აფრიკელი მაიმუნებისა და ადამიანების წინაპრები ევროპაში განვითარდნენ. ეს მანამ, სანამ აფრიკაში გადავიდოდნენ.

დიახ, ევროპიდან აფრიკაში და არა პირიქით!

Anadoluvius turkae — ახალი ნამარხი

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჰომინინები 5 მილიონი წლის განმავლობაში ევროპაში ვითარდებოდნენ”, — თქვა პროფესორმა დევიდ ბეგანმა ტორონტოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტიდან.

ვინ არიან ჰომინინები? მარტივად რომ ავხსნათ, ჰომინინებში შედის აფრიკული მაიმუნები (შიმპანზეები, ბონობოები და გორილები), ადამიანების წინაპრები და მათი ნამარხები (მათ შორის ნეანდერტალელი და ჰომო ერექტუსი).

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჰომინინებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გაიარეს და უკვე მოგვიანებით აფრიკაში მოხვდნენ. ბეგანი მიიჩნევს, რომ ეს გარემოს ცვალებადობითა და ჰაბიტატით იყო გამოწვეული.

ბეგანის ჯგუფმა Anadoluvius turkae კომპლექსურად გაანალიზა. ჰომინინის თავის ქალა კარგად იყო შემონახული, რომელიც შეიცავდა სახის სტრუქტურასა და თავის ტვინის შუბლის ნაწილს.

ფოტო: Ayla Sevim-Erol

“ნამარხის სისრულემ საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა უფრო ფართო და დეტალური ანალიზი, ვიდრე აქამდე”, — თქვა ბეგანმა.

Anadoluvius turkae, რომელიც დიდ შიმპანზესა და საშუალო ზომის გორილას ჰგავს, მშრალ ტყეში ბინადრობდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძირითად დროს ის სწორედ აქ ატარებდა.

მტკიცე ყბები და სქელი კბილები მიანიშნებს იმაზე, რომ არსება აფრიკაში მცხოვრები ადრეული ადამიანების მსგავსად იკვებებოდა.

ლომისმაგვარ მტაცებლებთან თანაარსებობა

კვლევა მიანიშნებს, რომ ჰომინინი თანამედროვე აფრიკის ბალახებსა და მშრალ ტყეებში ნაცნობ ცხოველებთან თანაარსებობდა. ესენი იყვნენ: ჟირაფები, გარეული ღორები, მარტორქები, ანტილოპები, ზებრები, სპილოები, გოჭები, ჰიენები და ლომისმაგვარი მტაცებლები.

ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის ეს ფორმები აფრიკაში დაახლოებით რვა მილიონი წლის წინ გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაიმუნები ამჟამად აფრიკასთან ასოცირდებიან, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათი საერთო წინაპრები ევროპის ტერიტორიაზე წარმოიშვნენ.

მთლიანობაში, თურქეთში აღმოჩენილი ეს ნამარხი და მისი ბოლო კვლევა ადრეული ჰომინინების შესახებ ახალ შეკითხვებს აჩენს. ეს ადრეული ჰომინინებისა და მათი წარმოშობის შესახებ ჩვენი გაგების გადახედვას ითხოვს.

კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევები

კვლევა – 6 000 წლის წინანდელი სანდლები, რომლებიც ესპანეთში აღმოაჩინეს, ევროპის უძველესი ფეხსაცმელია

ახალი კვლევის თანახმად, ესპანეთში აღმოჩენილი 22 ნაქსოვი სანდალი, რომელიც 6000 წლით თარიღდება, დღემდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ფეხსაცმელია ევროპაში.
კვლევა ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტის მკვლევარებმა რადიოკარბონის ანალიზის მეთოდით ჩაატარეს. აღნიშნული სანდლები 1857 წელს სამხრეთ ესპანეთში, ერთ-ერთ მღვიმეში მეზოლითურ კალათებთან და სხვა იარაღებთან ერთად აღმოაჩინეს. მღვიმეში არსებული ძალიან მშრალი პირობები იდეალური იყო მალფუჭებადი მასალების შესანახად. მღვიმეში აღმოჩენილი ნივთები მადრიდისა და გრანადას მუზეუმებს გადასცეს, სადაც ისინი მეცნიერებმა შეისწავლეს.
სანდლები დამზადებულია ბალახისგან, ისევე როგორც სხვა მასალებისგან, მათ შორის ტყავისგამ, ცაცხვისა და რამის ჭილოფისგან.
მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს კოლექციაში არსებული რამდენიმე კალათა და ხის სხვა ნივთები. ისინი აცხადებენ, რომ ეს ობიექტები „გახსნის ინოვაციურ პერსპექტივებს ევროპაში ადრეული და ჰოლოცენის ეპოქის შუა პერიოდის პოპულაციების სირთულესთან დაკავშირებით”. ჰოლოცენი არის ამჟამინდელი გეოლოგიური ეპოქა, რომელიც 11 700 წლის წინ დაიწყო. მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ როგორც კალათები, ასევე სანდლები მიანიშნებენ, რომ მწარმოებლებს ჰქონდათ ფართო ცოდნა ადგილობრივ გარემოში მცენარეული რესურსების შესახებ და ასევე ჰქონდათ მაღალი დონის ექსპერტული ცოდნა.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ობიექტები ადგილზე ორ ძალიან განსხვავებულ დროს იყო განთავსებული, ადრეულ და შუა პერიოდის ჰოლოცენის ეპოქაში. მკვლევარების თქმით, პირველი ფაზა დაკავშირებულია ადრეული ჰოლოცენის მონადირე-შემგროვებელ პოპულაციებთან, ხოლო მეორე ფაზა – შუა პერიოდის ჰოლოცენის ეპოქის ფერმერებთან.

წყარო : CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მიცვალებული ფეხზე ბოქლომით და კისერზე რკინის ნამგალით იყო დამარხული… – მეცნიერებმა 400 წლის პოლონელი “ვამპირის” სახის აღდგენა შეძლეს

მეცნიერებმა, დნმ-ის, 3D ბეჭდვის აპარატის და სახის მოდელირებისთვის საჭირო სპეციალური თიხის გამოყენებით, პოლონეთში, 400 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სახის აღდენა შეძლეს. რომელიც ცრურწმენების შესაბამისად იყო დაკრძალული. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მიცვალებულ ფეხზე ბოქლომით და კისერზე რკინის ნამგალით იყო დამარხული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვამპირი ეგონათ და მიცვალებულის დაკრძალვის ამ მეთოდს, მისი მკვდრეთიდან აღდგომა უნდა აღეკვეთა.

“ზოსია”, როგორც მას ადგილობრივებმა უწოდეს, 2022 წელს ტორუნის ნიკოლაუს კოპერნიკის უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფმა იპოვა.

”ეს გარკვეულწილად ირონიულია. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ის დამარხეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის არ დაბრუნებულიყო, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ იგი გაცოცხლებულიყო”, – განაცხადა შვედმა არქეოლოგმა ოსკარ ნილსონმა.

ნილსონის განმარტებით, ზოსია გარდაცვალების დროს 18–20 წლის იყო. მისი თქმით, ქალის თავის ქალას ანალიზმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა დაავადება, რომელის გულის წასვლას და ძლიერ თავის ტკივილს იწვევდა. ამასთან, მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებდა.

წყარო:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ნორვეგიაში მოყვარულმა არქეოლოგმა იპოვა იშვიათი ბიზანტიური მონეტა, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული

ნორვეგიაში მოყვარულმა არქეოლოგმა იშვიათი ბიზანტიური მონეტა იპოვა, რომელიც 977-დან 1025 წლამდე პერიოდში არის ჩამოსხმული.

მონეტის ერთ მხარეს იესო ქრისტეა გამოსახული, წარწერით „იესო ქრისტე, მეფეთა მეფე“. მონეტის მეორე მხარეს იმპერატორი ძმები – ბასილ II და კონსტანტინე VIII არიან გამოსახულები.

მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, როგორ აღმოჩნდა არტეფაქტი ნორვეგიაში, ერთ-ერთი მთის ფერდობზე. არაა გამორიცხული, რომ მონეტა ნორვეგიის მეფეს, ხარალდ III-ს ეკუთვნოდა, რომელიც სამეფო ტახტზე ასვლამდე ბიზანტიის იმპერატორის მცველი იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

აღმოჩენილია ისტორიაში უძველესი, 290 მილიონი წლის წინანდელი კანის ნამარხი

ის სულ ერთი ციცქნაა, თითის ფრჩხილზე პატარა. თუმცა, ოკლაჰომაში, ქვიშაქვის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ქვა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას პრეისტორიული კანის შესახებ.

პალეონტოლოგებმა დაადგინეს, რომ მასში შემორჩენილი ტექსტურა წარმოადგენს განმარხებული კანის ჩვენთვის ცნობილ უძველეს ნიმუშს; კანის ნარჩენი ცხოველთა ძალიან მრავალფეროვან კლასიფიკაციას, ამნიონიანებს ეკუთვნის.

ის 290 მილიონი წლისაა, წინა რეკორდსმენ ნიმუშზე მთელი 21 მილიონი წლით ძველი; როგორც ჩანს, ქვეწარმავალს ეკუთვნის, რადგან ძალიან წააგავს თანამედროვე ნიანგის კანს.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანი, რომელიც სხეულის დამცავი ბარიერის როლს ასრულებს, აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება სრული ევოლუციური სურათის აღდგენაში.

„ნიმუში ძალიან შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას გვაძლევს. ამ ტიპის აღმოჩენები ნამდვილად ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენასა და გაგებას ამ ადრეულ ცხოველთა შესახებ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტორონტოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ეთან მუნი.

ნამარხები შეიძლება მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ სხეულის ზოგიერთი ნაწილი ძალიან ძნელად, იშვიათად ინახება. ასეთია ნებისმიერი რბილი ქსოვილი — კანი, ორგანოები და შემაერთებელი ქსოვილები ძვლებზე გაცილებით ადვილად იშლება და ხშირად იქამდე ქრება, ვიდრე ქანებში განმარხება მოხდება.

თუმცა, ზოგიერთი გარემო სწორედაც რომ შესაფერისია რბილი ქსოვილების შესანახად. ერთ-ერთი ასეთია რიჩარდ-სპურის მღვიმეთა სისტემა აშშ-ის ოკლაჰომის შტატში. დანალექი ძირითადად რბილი და დაწმენდილია, ჟანგბადის ნაკლებობა კი რბილ ქსოვილთა ხრწნას აჭიანურებს. ამას გარდა, პერმიულ ხანაში, ამ მღვიმეში აქტიურად ჟონავდა ნავთობი; ნავთობში შემავალი ნახშირწყალბადებით გაჟღენთილი დანალექები ასევე უწყობდა ხელს რბილ ქსოვილთა შენახვას.

ეს პერიოდი ცნობილია ტეტრაპოდების (ოთხფეხა ცხოველები) სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. რიჩარდ-სპურის მღვიმეში აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ამნიონიანები — ხმელეთის ხერხემლიანთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები და ფრინველები.

თუმცა, ახლად აღმოჩენილი კანის ნამარხი რაღაც მართლა გამორჩეულია. კანი 3D-შია კარბონიზებული — ჩვენთვის პირველი ამ ფორმის ნამარხი პალეოზოური ეპოქიდან. ამავე დროს, ის ყველაზე ადრეული შემონახული კანის ნამარხია, რომელსაც არა მხოლოდ გარეთა ფენა აქვს, არამედ უფრო ღრმა, დერმის ფენასთან დაკავშირებული სტრუქტურებიც.

„შოკში ვიყავით იმით, რასაც ვხედავდით, რადგან სრულიად არ ჰგავდა იმას, რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონოდა“, — ამბობს მუნი.

მისი განცხადებით, ასე ძველი კანის ნამარხის აღმოჩენა განსაკუთრებული შესაძლებლობაა წარსულში ჩასახედად და იმის სანახავად, როგორ გამოიყურებოდა ზოგიერთი ყველაზე ადრეული ცხოველის კანი.

სამწუხაროდ, ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუ რომელ ცხოველს ეკუთვნოდა ეს კანი ერთ დროს. არ არის აღმოჩენილი მასთან დაკავშირებული ჩონჩხი. თუმცა, სწორი, კენჭების მსგავსი ფორმის კანის ზედაპირით ის თანამედროვე ნიანგების კანს ჰგავს, ქერცლებს შორის ზოგიერთი რეგიონი კი გველებისა და ჭია-ხვლიკებისას წააგავს.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა აჩვენებს, რომ ძალიან ადრეც კი, როცა ამნიონიანებმა პირველად დაიწყეს დაყოფა, კანი უკვე ჰქონდათ და თანაც მნიშვნელოვანი.

„კერძოდ, ეპიდერმისის არსებობა მიუთითებს, რომ მათი კანი მნიშვნელოვანი ბარიერის როლს ასრულებდა ხმელეთის გარემოს წინააღმდეგ“, — წერენ მკვლევრები.

ნამარხი კანი ასევე გვთავაზობს ახალ ხელსაწყოს ძუძუმწოვართა თმის ფოლიკულებისა და ფრინველთა ფრთების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესასწავლად. ნამარხებში პირველი ძუძუმწოვრები დაახლოებით 225 მილიონი წლის წინ ჩნდებიან, ფრინველები კი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ. შესაბამისად, ეს იდუმალი ცხოველი შეიძლება გასაღები იყოს ჩვენი რბილი კანის ჩამოყალიბებაში.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, როგორ განსხვავდებოდა და ვითარდებოდა ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფის სხვადასხვა თვისებები. ასეთ თვისებათა ადრეული ნიმუშის ამოჩენა იშვიათი და განსაკუთრებული ფანჯარაა, რომელიც პლანეტაზე სიცოცხლის ამ უცნაურ და საოცარ ფორმათა ისტორიაში იხსნება.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 20
Page 2 of 20