close
არქეოლოგია

მეცნიერებმა 5300 წლის ადამიანის სხეული გამოიკვლიეს

1991 წელს მოლაშქრეებმა ალპებში 5300 წლის წინანდელი ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს. მისი სხეული არაჩვეულებრივად იყო შენახული და შესაბამისად, მეცნიერული კვლევის ობიექტიც გახდა. მკვლევრებმა უძველეს ადამიანს ოდსი დაარქვეს და მისი შესწავლა დაიწყეს.

მეცნიერებმა ოდსის ჯანმრთელობის შესახებ არაერთი დეტალი აღმოაჩინეს. მათ შორისაა გამაგრებული არტერიები. დადგინდა ისიც, რომ უძველეს ადამიანს სხეულზე ტატუები ჰქონდა. გარდა ამისა, სიკვდილის დროს მას ზურგში ისარი ჰქონდა მოხვედრილი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ოდსის კანის ფერი შესაძლოა იმაზე მუქი ყოფილიყო, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. სავარაუდოდ, მას ერთ-ერთი ყველაზე მუქი კანი ჰქონდა იმდროინდელ ევროპელებს შორის.

ანთროპოლოგმა განაცხადა, რომ პირველი კვლევის დროს ითვლებოდა, რომ მისი ალპების სიცივისა და თოვლში ყოფნის ბრალი იყო, თუმცა, სავარაუდოდ ოდსის ნამდვილად ჰქონდა მუქი ფერის კანი.

მამაკაცს სავარაუდოდ თხელი თმის გვირგვინი უნდა ჰქონოდა, რაც სიმელოტისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, ის სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტისკენაც იყო მიდრეკილი.

დღევანდელი ევროპელების გენეტიკური სტრუქტურა ჰგავს მოზაიკას, რომელიც შედგება სამი ძირითადი წინაპრების ჯგუფისგან.

მათ შორისაა დასავლელი მონადირე-შემგროვებლები, ადრეული ანატოლიელი ფერმერები, რომლებიც ევროპაში  დაახლოებით 8000 წლის წინ დასახლდნენ და სტეპ ჰერდერსი აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც მათ დაახლოებით 4900 წლის წინ შეუერთდნენ.

ოდსის პირველადი გენეტიკური ანალიზით გამოვლინდა სტეპის ჰერდერების კვალი, თუმცა, უკანასკნელი კვლევის თანახმად, ის შედარებით იზოლირებული მოსახლეობიდან უნდა ყოფილიყო, რომელსაც სხვა ევროპულ ჯგუფებთან მინიმალური ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ჩანს, მისი წინაპრები პირდაპირ ანატოლიიდან ჩამოვიდნენ და მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს არ შეერივნენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0