close

არქეოლოგია

არქეოლოგია

არქეოლოგებმა ეგვიპტეში ქვიშაში დამალული 3 000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში ქვიშაში დამალული 3 000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

ცნობილმა ეგვიპტოლოგმა, ზაჰი ჰავასმა „დაკარგული ოქროს ქალაქის“ აღმოჩენა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ იგი ლუქსორის მახლობლად აღმოაჩინეს.

ქალაქი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფარაონის, ამენჰოტეპ III-ს მეფობის ხანით თარიღდება , რომელიც ქვეყანას ძვ.წ. 1391-1353 წლებში მართავდა.

გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფურნე, საჭმლის მოსამზადებელი სივრცე, სახელოსნო და ძროხისა და ხარის უჩვეულო საფლავები. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს ქალაქის ადმინისტრატიული ნაწილი.

ამ ეტაპზე მეცნიერებმა ქალაქის მხოლოდ მესამედი ნაწილი გათხარეს და ძირითადი სამუშაოები წინ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიკულტურა

უძველესი ევროპელები ნეანდერტალელებთან იმაზე ხშირად ჯვარდებოდნენ, ვიდრე გვეგონა

ევროპაში მიგრირებული ადრეული ადამიანები როდესაც იქ მცხოვრებ ნეანდერტალელებს გადაეყარნენ 45 000 წლის წინ, მათ შორის დიდი ფლირტი გაჩაღდა.

იმ დროინდელი ადამიანების ნამარხებში (ყველაზე ძველი ევროპაში) ნაპოვნი დნმ-ის ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსებსა (ადამიანები) და ნეანდერტალელებს (რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ) შორის სახეობათშორისი შეჯვარება იმაზე უფრო ხშირი იყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. კვლევები 7 აპრილს ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

ახალი გენეტიკური მტკიცებულებების თანახმად, ადამიანებმა ევროპას 50 000 წლის წინ მიაღწიეს, რა დროსაც ნეანდერტალელები მათთან შეჯვარდნენ. დღეს კი ნეანდერტალელების გენები ჩვენს დნმ-შია. სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ მაშინდელ ნეანდერტალელებსაც, რომ როგორმე თავიანთი გენი გადაერჩინათ.

ბულგარეთში მდებარე ბაჩო კიროს გამოქვაბულში ნაპოვნი სამი ჰომო საპიენსის დნმ-ში აღმოჩენილია ნეანდერტალალების 3-4%-მდე კონტრიბუცია. უძველესი დნმ კბილიდან და ძვლის ორი ფრაგმენტიდან ამოიღეს, რომელიც რადიონახშირბადული დათარიღებით 43 000 ან 46 000 წლის უნდა იყოს.

ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ, თუმცა, მათი გენეტიკური კვალი მაინც რჩება – დღეს, არაფრიკელი ადამიანების დნმ-ის დაახლოებით 2% ნეანდერტალელთა გენებია. რაც შეეხება აფრიკელ ადამიანებს, ისინი ნეანდერტალელების გენების შედარებით მცირე რაოდენობას ატარებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა პომპეისთან ახლოს საზეიმო ცერემონიებისთვის განკუთვნილი ეტლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დამარხულ ქალაქთან, პომპეისთან ახლოს უძველესი რომაული საზეიმო ცერემონიებისთვის განკუთვნილი ეტლი აღმოაჩინეს.

კარგად შემონახული ოთხბორბლიანი ეტლი, რომელიც დამზადებულია რკინის, ბრინჯაოსა და კალასგან, უძველესი ვილის, Civita Giuliana-ის თავლებთან ახლოს, პომპეუსის კედლების ჩრდილოეთით 700 მეტრის დაშორებით იპოვეს.

პომპეის არქეოლოგიური ძეგლის დირექტორის, მასიმო ოსანას თქმით, უძველესი პომპეოს ტერიტორიაზე ეტლები მანამდეც აღმოუჩენიათ, თუმცა მხოლოდ ისეთები, რომლებიც ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოიყენებოდა, რაც შეეხება ბოლო აღმოჩენას, ის ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი პირველი ამ ტიპის ეტლია.

”ეს არის არაჩვეულებრივი აღმოჩენა, რომელიც ანტიკური სამყაროს უკეთ გაცნობაში გვეხმარება. როგორც ჩანს, ეტლი სადღესასწაულო ცერემონიების დროს, როგორიცაა აღლუმები და მსვლელობები, გამოიყენებოდა,“- აღნიშნა ოსანამ.

იტალიის კულტურის სამინისტრომ მას “უნიკალური აღმოჩენა უწოდა, რომელიც უპრეცედენტოა იტალიისთვის.”

პომპეიში, რომელიც ნეაპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კილომეტრში მდებარეობდა, დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობდა, როდესაც, ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს, იგი უამრავი ატომური ბომბის ექვივალენტი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი  ნაცრის, პემზის კენჭებისა და მტვრის ქვეშ დაიმარხა.

ამ დრომდე ანტიკური, 66 ჰექტარზე გაშენებული ქალაქის დაახლოებით ორი მესამედია აღმოჩენილი. ტერიტორიაზე ორგანიზებული გათხრები დაახლოებით 1750 წელს დაიწყო.

პომპეი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ეგვიპტეში 5 ათასი წლის წინ აშენებული ლუდსახარში აღმოაჩინეს🍺

არქეოლოგებმა ეგვიპტეს ქალაქი აბიდოსში 5 ათასი წლის ლუდსახარშის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელსაც ათასობით ლიტრი ლუდის წარმოება შეეძლო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლუდსახარში სავარაუდოდ მეფე ნარმერის მმართველობის დროს, ძველი წელთაღრიცხვით 3 100 წელს აშენდა. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ იქ წარმოებული ლუდი ეგვიპტეს ადრეული პერიოდის მეფეების დაკრძალვის ცერემონიების დროს გამოიყენებოდა.

ლუდსახარში 22 400 ლიტრი ლუდის წარმოება შეეძლო. საწარმო 8 სექციად იყო დაყოფილი, თითოეულ მათგანში თიხის 40 ქოთანი იდგა, სადაც ლუდი იხარშებოდა. ეგვიპტეს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას გაზრდის, რადგან პანდემიის გამო ეს სექტორი ძლიერად დაზარალდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიეზოთერიკაკულტურა

როგორ გამოიყურებოდა ანტიკური რომი ჩვ.წ. IV საუკუნეში – 3D ვიდეო

არტისტების ჯგუფმა ჩვ.წ. IV საუკუნის რომის გამოსახულება 3D გრაფიკული პროგრამების დახმარებით გააცოცხლა.

 

“მარადიული ქალაქი” არტისტებმა არსებული ნანგრევების მიხედვით, ასევე ისტორიულ წყაროებზე და ნაწილობრივ საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით აღადგინეს.

Youtube-ის არხი, რომელსაც History in 3D ჰქვია, სამმა სხვადასხვა ქვეყნის(სერბეთი, სამხრეთ კორეა, რუსეთი) კომპიუტერულმა გრაფიკოსმა დააფუძნა.

“წარსულთან შეხება სასიამოვნო პროცესია, პანდემიის პირობებში მოგზაურობა სანატრელი გახდა, ჩვენი არხის მეშვეობით ქალაქების დათვალიერება სახლიდან გაუსვლელად გახდა შესაძლებელი”. – ამბობს არხის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ეგვიპტეში ოქროსენიანი მუმიები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მუმიები, რომელთაც ოქროსგან დამზადებული ენები აქვთ, – ამის შესახებ BBC წერს.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 16 სამარხი ძველეგვიპტურ არქეოლოგიურ ძეგლ ტაპოსირის-მაგნაზე აღმოაჩინეს.

ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ არსებობისას ლაპარაკი შეეძლოთ და ენა აუცილებელი იყო იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი ღმერთ ოსირისს შეხვდებოდნენ.

გარდა მუმიებისა, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქალის დასაკრძალი ნიღაბი, ოქროს გვირგვინის დეტალები და ბერძნული და რომაული ხანით დათარიღებული კიდევ რვა ნიღაბი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

4 წლის გოგომ ბრიტანეთში დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა

ბრიტანეთში, ბენდრიქსის ყურის მახლობლად, ბარის სანაპიროზე 4 წლის ლილიმ და მისმა მამამ რიჩარდმა იპოვნეს დინოზავრის კარგად დაცული და შემონახული ნაკვალევი.

4 წლის ლილის მიერ აღმოჩენილი ნაკვალევი 220 მილიონი წლის წინანდელია და აქამდე ტალახში იყო ჩამარხული, რამაც ხელი შეუწყო ნაკვალევის ჩვენამდე ასეთი სახით შენარჩუნებას. ბენდრიქსის სანაპირო პალეონტოლოგებისა და მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია და მათ ყურადღებას იპყრობს, რადგან ამ ტერიტორიაზე სხვა ნიმუშებიც არის აღმოჩენილი.

შეუძლებელია იმის თქმა ზუსტად რა ტიპის დინოზავრის ნაკვალევია ნაპოვნი, თუმცა ნაკვალევის სიგრძე 10 სანტიმეტრია და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 75 სანტიმეტრიანი დინოზავრის ნაკვალევს მიაკვლიეს, რომელიც უკანა ფეხებზე დადიოდა და სხვა პატარა მწერებსა და ცხოველებზე ნადირობდა.

უელსის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი ჰოველსი ანაბეჭდის შესახებ ამბობს, რომ ამ სანაპიროზე ნაპოვნი საუკეთესო ნიმუშია.

,,დინოზავრის შესანიშნავად შენარჩუნებული ნაკვალევი შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ მათი ფეხის სტრუქტურის შესახებ, რადგან ის საკმაოდ მკაფიოდ გვაჩვენებს ფეხის ბალიშებსა და ბრჭყალებს”, – ნათქვამია უელსის ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ნახეთ: 99 მილიონი წლის წინ ქარვაში გაყინული “ჯოჯოხეთური ჭიანჭველა”

დიდი ხნის წინ გადაშენებული მწერების გვარი, სახელწოდებით “ჯოჯოხეთური ჭიანჭველა”, 99 მილიონი წლის წინ გაყინულ ქარვაში, საინტერესო მდგომარეობაში აღმოაჩინეს – ის თავის მსხვერპლს, ტარაკანს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კბენდა!

“გაქვავებული ქცევა ძალზე იშვიათია, განსაკუთრებით მტაცებლურია”, – ამბობს ფილიპ ბარდენი, რომელიც სწავლობს სოციალური მწერების ევოლუციას ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (NJIT).

ჭიანჭველები ჩვენი პლანეტის ყველაზე მრავალფეროვანი არსებებია. დღემდე მეცნიერებმა 12 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა აღმოაჩინეს და მათი ვარაუდით, ჩვენს ფეხებქვეშ დაახლოებით კიდევ 10 000 მათგანი ელოდება აღმოჩენას.

ფილიპ ბარდენის თქმით ახლად აღმოჩენილი “ჯოჯოხეთური ჭიანჭველა” თითქმის ყველა სხვა, აქამდე ნაცნობი მწერისგან განსხვავებულია. თანამედროვე ჭიანჭველებს და სხვა ექვსფეხა მწერებს აქვთ ქვედა ყბა, რომელიც ჰორიზონტალურ ღერძზე მოძრაობს, ხოლო ამ შემთხვევაში ვხედავთ მის ვერტიკალურ მოძრაობას.

მართალია, წარსულში აღმოჩენილ სხვა “ჯოჯოხეთურ ჭიანჭველებსაც” აქვს რქა, რომლითაც მსხვერპლის დაჭერაა შესაძლებელი, თუმცა ეს ასეთი ცხადი, თვალსაჩინო და განსხვავებული არასდროს ყოფილა.

“ეს მწერი ავლენს ისეთ მექანიზმს, რასაც შეიძლება ევოლუციური ექსპერიმენტი ვუწოდოთ და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ექსპერიმენტების აღმოჩენა იშვიათობას არ წარმოადგენს, ჩვენ ხშირად არ გვაქვს მკაფიო სურათი მათკენ მიმავალ ევოლუციურ გზაზე.”

ჩვენთვის უცნობია, რატომ გადაშენდა ჭიანჭველების ეს სახეობა, რომელიც, როგორც ჩანს, 99 მილიონი წლის წინანდელი მდგომარეობითაც კი ბევრ ახლა არსებულ მწერს უსწრებდა თავისი მრავალფეროვნებით. ბარდენის თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განადგურდეს ნებისმიერი სახეობა, მიუხედავად თავისი განსაკუთრებულობისა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ისრაელში 1,000 წლის წინანდელი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს

ახალგაზრდებმა ისრაელში 1,000 წლის წინანდელი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ისრაელის სიძველეების სააგენტოს ინფორმაციით, საგანძური  თინეიჯერმა მოხალისეებმა ისრაელის ცენტრში მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს.

უძველესი მონეტები თიხის ვაზაში ინახებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

აღმოსავლეთ ციმბირში გამყინვარების ხანის მარტორქის საოცრად შემონახული ნაშთი იპოვნეს

რუსეთის რეგიონში, აღმოსავლეთ ციმბირში განსაკუთრებით გახშირდა გამყინვარების ხანის ნაშთების პოვნა, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, კერძოდ კი გლობალური დათბობა, რაც მუდმივად იწვევს ტემპერატურის მატებას და ყინულის დნობას რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.

აგვისტოში აღმოსავლეთ ციმბირში, მდინარე ტირეხთიახის სანაპიროზე ადგილობრივებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული მამონტის ნაშთი, რომლის შინაგანი ორგანოების დიდი ნაწილი ხელუხლებელია. პალეონტოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის, რადგან აქამდე მხოლოდ თავის ქალა და ძვლები იყო აღმოჩენილი. ამ მამონტის თითქის ყველა შინაგანი ორგანო კი დაცულია, რქის ჩათვლით, რაც იშვიათობაა, რადგან რქა ყველაზე სწრაფად იშლება. ნაშთი თარიღდება 20 000-დან 50 000-მდე წლით. მეცნიერების თქმით, მარტორქა სავარაუდოდ 3-4 წლის იქნებოდა, როდესაც დახრჩობით დაიღუპა.

მსგავსი აღმოჩენები ციმბირის რეგიონში აქამდეც გაკეთებულა, 2014 წელს სწორედ იმ ადგილის მახლობლად, სადაც 2020 წლის აგვისტოში მამონტის ნაშთი იპოვეს, კიდევ ერთი ახალგაზრდა მარტორქის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც თარიღდება 34 000 წლით.

უახლეს აღმოჩენაზე ამჟამად ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, რისი საშუალებითაც უფრო ზუსტი თარიღისა და  წარმოშობის დადგენას შეძლებენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 17
Page 8 of 17