close

არქეოლოგია

არქეოლოგია

თურქეთში ათენას მარმარილოს ქანდაკება იპოვეს

თურქეთის ანტიკურ ქალაქ ლაოდიკეაში ძველბერძნული ქალღმერთის ათენას ქანდაკება აღმოაჩინეს. ის დასავლეთ თეატრში მიმდინარე გათხრებისა და სარესტავრაციო სამუშაოების დროს იპოვეს.

დასავლეთ თეატრი, სადაც ათენას ქანდაკება იპოვეს, ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება. სკულპტურა ნაგებობის კედელში, ნანგრევების ქვეშ იყო მოქცეული. სავარაუდოდ, ის ნიშაში ან სვეტებს შორის იდგა.

ქანდაკება თეთრი მარმარილოსგან არის შესრულებული და სიმაღლეში დაახლოებით 2 მეტრს აღწევს. ათენა მრგვალ საფუძველზე დგას, თუმცა მას თავი არ აქვს. სკულპტურაზე დეტალურადაა გამოსახული ტრადიციული ბერძნული სამოსი – პეპლოსი, რომელსაც მოსასხამი ასრულებს.

ათენას მკერდზე განთავსებულია ეგიდი გველებით გარშემორტყმული მედუზას თავით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამოსის ნაოჭების რთული კვეთა და ქსოვილის ნატურალისტური გადმოცემა მოქანდაკის მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს.

ამ ქანდაკებას უნიკალურს ხდის ის, რომ მსგავს სკულპტურებში მოსასხამი იშვიათად გვხვდება. ათენას უკანა ნაწილი უხეშად დამუშავებული ჩანს. არქეოლოგების აზრით, ეს ნამუშევარი ავგუსტუსის ეპოქის (ძვ. წ. 27 – ახ. წ. 14 წწ.) ხელოვნებას განეკუთვნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დ’არტანიანის საფლავი აღმოაჩინეს

ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტის ეკლესიაში, აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც შესაძლოა ფრანგ მუშკეტერ დ’არტანიანს ეკუთვნოდეს. ალექსანდრ დიუმას ცნობილი რომანის გმირის პროტოტიპი რამდენიმე საუკუნის წინ სწორედ ამ ქალაქში დაიღუპა. ნეშტი თანამედროვე ეკლესიაში იპოვეს, რომლის ისტორიაც სულ მცირე XIII საუკუნით თარიღდება. აღმოჩენა თებერვალში, იატაკის ნაწილობრივი ჩამონგრევის შემდეგ დაწყებული სარემონტო სამუშაოების დროს გაკეთდა.

დიაკვან იოს ვალკეს თქმით, რომელიც პირველ გათხრებს ესწრებოდა, მაასტრიხტში ჩონჩხის გვერდით ფრანგული მონეტა იპოვეს. „გარდა ამისა, საფლავის მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი პიროვნება იყო: ჩონჩხი იქ იპოვეს, სადაც ადრე საკურთხეველი იდგა, იმ დროს კი საკურთხევლის ქვეშ მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს ან სხვა გავლენიან პირებს მარხავდნენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ჩონჩხი ეკლესიიდან უკვე გადაასვენეს და ახლა ნიდერლანდების აღმოსავლეთით, დევენტერის არქეოლოგიურ ინსტიტუტში იმყოფება. 13 მარტს ნეშტიდან აიღეს დნმ-ის ნიმუში, რომელიც ამჟამად მიუნხენის ლაბორატორიაში მოწმდება.

შარლ ოჟე დე ბატს დე კასტელმორმა, რომელიც ცნობილია როგორც დ’არტანიანი – ლუი XIII-ისა და ლუი XIV-ის ლეგენდარული მუშკეტერი, მთელი ცხოვრება საფრანგეთის გვირგვინის სამსახურს მიუძღვნა. სწორედ ეს გასკონელი აზნაური გახდა ალექსანდრ დიუმას XIX საუკუნის მსოფლიო ბესტსელერის, „სამი მუშკეტერის“ მთავარი გმირის პროტოტიპი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაჰუმანიტარული მეცნიერებები

იტალიელი მეცნიერების ვარაუდით, გიზის პლატოს ქვეშ მეორე სფინქსი იმალება

იტალიელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს – თანამგზავრული რადარებისა და მოწინავე სკანირების ტექნოლოგიის (SAR) გამოყენებით, მკვლევრებმა ქვიშის ქვეშ გეომეტრიული ანომალიები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი ვარაუდით, შესაძლოა ლეგენდარული დიდი სფინქსის „ტყუპი“ ძეგლი აღმოჩნდეს.

ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ბიონდის განმარტებით, როდესაც მათ პირამიდებიდან არსებულ სფინქსამდე ხაზები გაავლეს და ეს გეომეტრია სარკისებურად აირეკლეს, ზუსტად იმ წერტილზე გავიდნენ, სადაც მიწისქვეშ მასშტაბური სტრუქტურა ფიქსირდება. ბიონდი 80%-ით დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეორე სფინქსია. მისივე თქმით, ეს თეორია სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ცნობილ „სიზმრის სტელაზე“ (რომელიც სფინქსის თათებს შორის მდებარეობს) გამოსახულია ორი სფინქსი, რაც დიდი ხანია აჩენდა ეჭვს, რომ მონუმენტს მეწყვილე ჰყავდა.

გარდა სავარაუდო სფინქსისა, რადარებმა გიზას პლატოს ქვეშ ვერტიკალური შახტების, ჰორიზონტალური გვირაბებისა და დიდი დარბაზების მთელი ქსელი დააფიქსირეს. დოქტორ ბიონდის განცხადებით, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიწისქვეშ ნამდვილი მეგასტრუქტურა იმალება, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ.

თუმცა, აღმოჩენამ სამეცნიერო წრეებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ცნობილი ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი და სხვა ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ გიზას ტერიტორია ათწლეულების განმავლობაში დეტალურად არის შესწავლილი და მსგავსი მასშტაბის ობიექტის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა. იტალიელი მკვლევრების ჯგუფი მიღებული მონაცემების სრულად გასაჯაროებას და პრეზენტაციას 2026 წლის ივნისში, ბოლონიის კონფერენციაზე გეგმავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ნამარხების მიხედვით, Homo erectus არ იყო პირველი ადამიანის სახეობა, რომელმაც აფრიკა 1.8 მილიონი წლის წინ დატოვა

ადამიანის ევოლუციის ისტორია შესაძლოა ბევრად უფრო რთული იყოს, ვიდრე
აქამდე ითვლებოდა. ახალი ნამარხები მიუთითებს, რომ აფრიკის დატოვება
მხოლოდ Homo erectus-ის დამსახურება არ ყოფილა. მკვლევრები ვარაუდობენ,
რომ უფრო პრიმიტიულ ჰომინინებსაც შეეძლოთ კონტინენტის დატოვება
მილიონობით წლის წინ.
აღმოჩენილი ძვლები და ქვის იარაღები მიუთითებს, რომ ადრეული ადამიანები
გაცილებით მოქნილები იყვნენ გარემოსთან ადაპტაციის მხრივ. ეს ნიშნავს, რომ
მიგრაცია არ ყოფილა ერთჯერადი მოვლენა, არამედ ეტაპობრივი და
მრავალტალღოვანი პროცესი, რომელშიც სხვადასხვა სახეობა მონაწილეობდა.
ეს აღმოჩენა ცვლის ადამიანის გავრცელების კლასიკურ სქემას და აჩენს ახალ
კითხვებს: რა ფაქტორებმა უბიძგა ადრეულ ადამიანებს მიგრაციისკენ და როგორ
მოახერხეს ისინი მკაცრი გარემო პირობების დაძლევა თანამედროვე
ტექნოლოგიების გარეშე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა სერბეთში 2800 წლის წინ დახოცილი ქალებისა და ბავშვების სამარხი აღმოაჩინეს

სერბეთის ჩრდილოეთით ქალებისა და ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც 2800 წლის წინ სასტიკად დახოცეს. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ ჟურნალში Nature Human Behaviour გამოქვეყნდა.

სამარხი გომოლავას არქეოლოგიურ მონაკვეთზე იპოვეს. დასახლება ძვ.წ. VI ათასწლეულში დაარსდა, თუმცა ძვ.წ. IX საუკუნისთვის იქ ნახევრად მომთაბარე ჯგუფებმა დაიწყეს თავმოყრა, რამაც „ფიზიკური, პოლიტიკური და კონცეპტუალური კონფლიქტები“ გამოიწვია.

სამარხის დიამეტრი 2,9 მეტრია, სიღრმე კი – 0,5 მეტრი. საფლავში ასევე აღმოაჩინეს კერამიკული ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაულები და თითქმის 100 ცხოველის ძვალი.

მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან დაადგინეს, რომ ორმოში ნაპოვნი 77 ადამიანის ჩონჩხიდან 69% ბავშვებს ეკუთვნოდა.​ ნაშთებზე აღმოჩენილია თავის არეში განზრახ მიყენებული, სასტიკი ტრავმების კვალი, რომელიც სხვადასხვა იარაღითაა შესრულებული.სავარაუდოდ, თავდამსხმელები მსხვერპლზე გაცილებით მაღლები იყვნენ ან ცხენზე ამხედრებულები გადაადგილდებოდნენ.

კვლევის წამყვანმა ავტორმა და ედინბურგის უნივერსიტეტის ბიოარქეოლოგმა, ლინდა ფიბიგერმა აღნიშნა, რომ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამ ადამიანების დატყვევებაზე მიუთითებდა. „ჩვენ ვსწავლობთ დასახლებების სტრუქტურის, მიწათსარგებლობისა და, სავარაუდოდ, თანმხლები ძალაუფლების სტრუქტურების ცვლილებას“, – დასძინა მან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაჰუმანიტარული მეცნიერებები

იტალიის მთებში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს🦕

ჩრდილოეთ იტალიის სტელვიოს ეროვნულ პარკში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც 210 მილიონი წლით თარიღდება. ისინი ფოტოგრაფმა ელიო დელა ფერერამ იპოვა.

ნაკვალევები, რომელთა დიამეტრიც ზოგჯერ 40 სანტიმეტრს აღწევს, პარალელურ რიგებადაა განლაგებული. ბევრ მათგანზე მკაფიოდ ჩანს თითებისა და ბრჭყალების კვალი. პალეონთოლოგების ვარაუდით, ეს ნაკვალევი პროზავროპოდებს ეკუთვნით – ბალახისმჭამელებს, რომლებსაც გრძელი კისერი, პატარა თავი და ბასრი ბრჭყალები ჰქონდათ.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ შთამბეჭდავ აღმოჩენას წავაწყდებოდი იმ რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ“, – განაცხადა მილანელმა პალეონთოლოგმა, კრისტიანო დალ სასომ.

ტრიასულ პერიოდში, დაახლოებით 250-201 მილიონი წლის წინ, კლდე, რომელზეც ნაკვალევები აღმოაჩინეს, მოქცევის ზონას წარმოადგენდა, რომელიც პერიოდულად იფარებოდა წყლით, მოგვიანებით კი ალპების მთათა სისტემის ნაწილი გახდა.

იტალიის კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაკვალევები ბილიკებით მიუწვდომელ ტერიტორიაზე მდებარეობს და მათ შესასწავლად სპეციალისტები დრონებსა და სხვა დისტანციურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინი

იტალიაში „არქიტექტურის მამის“, ვიტრუვიუსის ბაზილიკა აღმოაჩინეს

იტალიის ქალაქ ფანოში უძველესი ბაზილიკის ნანგრევები აღმოაჩინეს. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ის „არქიტექტურის მამამ“, ვიტრუვიუსმა ააგო. სპეციალისტების შეფასებით, ნაგებობა 2000 წლის წინ ააგეს.

„ეს სენსაციური აღმოჩენაა, რომლის შესახებაც ჩვენი შვილიშვილებიც კი ისაუბრებენ“, – განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა, ალესანდრო ჯულიმ პრესკონფერენციაზე.

ფანოს მერის, ლუკა სერფილიპის თქმით, მეცნიერები ამ ბაზილიკას 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. არქეოლოგიურმა ინსპექტორმა ანდრეა პესინამ აღნიშნა, რომ შენობის იდენტიფიცირება ვიტრუვიუსის წიგნებში არსებული აღწერილობების მიხედვით მოხდა.

ბაზილიკა მართკუთხა ფორმის იყო, გრძელ მხარეს 10 სვეტით, ხოლო მოკლეზე – ოთხით. გათხრებისას ოთხი მათგანის კვალი აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა ვიტრუვიუსის აღწერილობის მიხედვით გამოთვალეს, თუ სად უნდა ყოფილიყო ზედა მარჯვენა კუთხის სვეტი და ის მაშინვე იპოვეს.

„არქეოლოგიაში ცოტა რამ თუ შეიძლება ითქვას დანამდვილებით… მაგრამ ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა დამთხვევის სიზუსტემ“, – დასძინა პესინამ. შემდგომი გათხრები დაადგენს, არის თუ არა მიწის ქვეშ ნაგებობის სხვა ნაწილები და შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ადგილის დამთვალიერებლებისთვის ჩვენება.

ვიტრუვიუსი ძველი რომაელი არქიტექტორი და მექანიკოსი იყო, რომელიც ძვ.წ. 80-15 წლებში ცხოვრობდა. ის ცნობილია თავისი ტრაქტატით „10 წიგნი არქიტექტურის შესახებ“, რომელშიც მან იმ დროის სამშენებლო ხელოვნების ცოდნა შეაჯამა და, კერძოდ, ჩამოაყალიბა არქიტექტურის „სამი კანონი“ = ცნობილი „ვიტრუვიუსის ტრიადა“: სიმტკიცე, სარგებლიანობა, სილამაზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიჰუმანიტარული მეცნიერებები

არქეოლოგებმა ინდონეზიაში კლდის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე უძველესი კლდის ნახატი იპოვეს. ლიანგ მეტანდუნოს გამოქვაბულში ნაპოვნი ხელის ტრაფარეტული გამოსახულება სულ მცირე 67,8 ათასი წლისაა.

ნახატი წარმოადგენს ხელის მტევნის მკრთალ კონტურს, ვიწრო და წაწვეტებული თითებით. მისი შექმნის ტექნიკა კედელზე მიბჯენილ ხელზე პირიდან საღებავის შესხურებას ითვალისწინებდა. მეცნიერთა აზრით, თითების უჩვეულო ფორმა წინასწარ იყო განზრახული და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ტრაფარეტი მოგვიანებით შესრულებულ ცხოველთა გამოსახულებებს შორის აღმოაჩინეს.

გამოსახულების სირთულე მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა Homo sapiens-ის მიერ იყოს შესრულებული, თუმცა მკვლევრები არ გამორიცხავენ ადამიანის სხვა სახეობების, მაგალითად, ნეანდერტალელების ან დენისოველების მონაწილეობას.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაჰუმანიტარული მეცნიერებები

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ჰანიბალის ჯარში საბრძოლო სპილოების არსებობის მტკიცებულება იპოვეს🐘

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლეგენდარული კართაგენელი სარდლის, ჰანიბალის მიერ რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებულ ლაშქრობაში საბრძოლო სპილოების გამოყენების პირველი მატერიალური მტკიცებულება იპოვეს. სამხრეთ ესპანეთში, კორდოვას მახლობლად, არქეოლოგებმა რკინის ხანის ფენების გათხრებისას სპილოს ტერფის ძვალი აღმოაჩინეს.

ჰანიბალის არმიაში საბრძოლო სპილოების არსებობის შესახებ ანტიკური ხანის ისტორიკოსები, პოლიბიოსი და ტიტუს ლივიუსი, თავიანთ ნაშრომებში წერდნენ.

არქეოლოგებმა, პროფესორ რაფაელ მ. მარტინეს სანჩესის ხელმძღვანელობით, ძვალი დანგრეული კედლის ქვეშ, კოლინა დე ლოს კემადოსის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნაპოვნი ნაშთი სწორედ მეორე პუნიკური ომის პერიოდს (ძვ. წ. 218-201 წწ.) მიეკუთვნება. გათხრებისას ნაპოვნი არტილერია, მონეტები და კერამიკა კი დამატებითი მტკიცებულება გახდა იმისა, რომ სპეციალისტები უშუალოდ ბრძოლის ველს იკვლევდნენ. ვინაიდან სპილოები ევროპაში არ ბინადრობდნენ, მეცნიერთა დასკვნით, ისინი იქ გემებით უნდა გადაეყვანათ.

„სპილოს ძვლისგან დამზადებული ნაკეთობების გარდა, ევროპაში არქეოლოგები ძალიან იშვიათად პოულობენ სპილოების ნაშთებს. ეს ძვალი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკუთვნოდა იმ ლეგენდარულ სპილოთაგან ერთ-ერთს, რომლებიც ჰანიბალმა ალპებში გადაიყვანა“, – აღნიშნულია კვლევის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სპეციალისტების ვარაუდით, ნაპოვნი ძვალი ეკუთვნოდა ცხოველს, რომელიც ალპების გადაკვეთამდე დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სახეობის დადგენა რთული იქნება, აღმოჩენა წერტილს უსვამს მრავალწლიან ეჭვებს ჰანიბალის არმიის შემადგენლობის შესახებ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკულტურარელიგია და მეცნიერება

“არქეოლოგებმა ბიბლიური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მოსეს მიერ, 10 მცნების მიღებასთანაა კავშირში“ – ინსბრუკის უნივერსიტეტი კვლევის დეტალებს აქვეყნებს

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ავ­სტრი­ა­ში, ად­რე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ლო­ცა­ვის ნან­გრე­ვებ­ში “მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“ რე­ლი­გი­უ­რი რე­ლიკ­ვია აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც ინსბ­რუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტიწერს, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მი­აკ­ვლი­ეს 1500 წლის წი­ნან­დელ სპი­ლოს ძვლის ყუთს, სა­დაც სა­თუ­თად იყო შე­ნა­ხუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ზე ასა­ხუ­ლია მო­სეს მიერ, სი­ნას მთა­ზე, ღმერ­თის­გან 10 მცნე­ბის მი­ღე­ბის სცე­ნე­ბი.

წრის ფორ­მის მე­მა­ტი­ა­ნე­ზე უნი­კა­ლუ­რი სცე­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა. მკვლევ­რე­ბის თქმით, აქამ­დე მსოფ­ლი­ო­ში მსგავ­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის მხო­ლოდ 40 აღ­მო­ჩე­ნა გა­კეთ­და.

“ასე­თი რამ არ­ქე­ო­ლო­გის, რო­გორც მეც­ნი­ე­რის ცხოვ­რე­ბა­ში, მხო­ლოდ ერთხელ ხდე­ბა” – აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი არ­ქე­ო­ლო­გი ჯე­რალდ გრა­ბ­ჰე­რი.

ჯგუ­ფის ვა­რა­უ­დით, რე­ლიკ­ვია, რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის კონ­სტან­ტი­ნე დი­დის მიერ, ქრის­ტი­ა­ნო­ბის მი­ღე­ბი­დან და მი­ლა­ნის ედიქ­ტის გა­მო­ცე­მი­დან, 100 წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში არის შექ­მნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 380 წელს იმ­პე­რა­ტორ­მა თე­ო­დო­სი­ამ გა­მოს­ცა თე­სა­ლო­ნი­კის ედიქ­ტი, რო­მელ­მაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა რო­მის იმ­პე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად აღი­ა­რა. ეს მოხ­და აღ­მო­ჩე­ნი­ლი სპი­ლოს ძვლის ყუ­თის დამ­ზა­დე­ბამ­დე 1644 წლით ადრე.

ინსბ­რუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რე­გი­ო­ნი, სა­დაც არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იმუ­შა­ვეს, ოდეს­ღაც რო­მის იმ­პე­რი­ას ეკუთ­ვნო­და და ეკ­ლე­სია, იმ­პე­რა­ტო­რის მიერ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­ვა­რა­უ­დოდ წარ­მარ­თუ­ლი სა­კურ­თხე­ვე­ლი იყო.

არ­ტე­ფაქ­ტზე გა­მო­სა­ხუ­ლია წვე­რე­ბი­ა­ნი, გრძე­ლი სა­მო­სით შე­მო­სი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი. მას­ზე ასა­ხუ­ლია ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის სცე­ნე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა ეს იყოს მოსე, რო­მე­ლიც ღვთის­გან სი­ნას მთა­ზე 10 მცნე­ბას იღებ­და. კი­დევ ერთი სცე­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს იე­სოს მკვდრე­თით აღ­დგო­მა.

ეკ­ლე­სია და­ახ­ლო­ე­ბით 60 ფუტი სიგ­რძი­სა იყო და მის შე­სას­ვლელ­თან მარ­მა­რი­ლოს ზღურ­ბლით. სამ­ხრე­თით და და­სავ­ლე­თით იყო სა­მარ­ხე­ბი – ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნაშ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ცხოვ­რობ­დნენ რე­გი­ონ­ში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 21
Page 1 of 21