close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

მეცნიერებმა „ხელოვნური ოქრო” შექმნეს

მეცნიერებმა მოახერხეს ოქროს მოლეკულებისგან დამზადებული წარმოუდგენლად თხელი მასალის შექმნა. 

ახალი მასალა იგივე პრინციპით იქმნება, როგორც „გრაფინი“, რომელიც გრაფიტის მოლეკულებისგან შედგება. გრაფენი საოცრად გამძლეა და სპილენძზე ბევრად უკეთ ატარებს სითბოს და ელექტროენერგიას. შესაბამისად, მოთხოვნადია თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

„ოქროსფერი“ არის მასალა, რომელიც შედგება მხოლოდ ერთ შრეში განლაგებული ოქროს მოლეკულებისგან. როგორც გრაფენის შემთხვევაში, ეს სტრუქტურა ოქროს ახალ თვისებებს აძლევს, ამბობენ მკვლევრები.

კერძოდ, ახალი მასალა შეიძლება სასარგებლო იყოს წყლის გაწმენდისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. გარდა ამისა, გრაფენს შეუძლია შეცვალოს ჩვეულებრივი ოქრო თანამედროვე ელექტრონიკაში, რაც ამცირებს ოქროს ღირებულებას ამ საჭიროებებისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

4 200 კილომეტრი შეუსვენებლივ — პეპლებმა ატლანტის ოკეანე გადაიფრინეს

მოხატულ პეპლებს (Vanessa cardui) დიდი ტერიტორიის დაფარვა შეუძლიათ. თუმცა, ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა აღწერეს, თუ როგორ დაფრინავენ ეს არსებები ოკეანეებზე. პეპლები ამას შეუსვენებლივ აკეთებენ და ამჯერად 4 200 კილომეტრიც კი დაფარეს.

მკვლევარმა, ჟერარ ტალავერამ საფრანგეთის გვიანას სანაპიროზე რამდენიმე მოხატული პეპელა შენიშნა. პეპლებს დიდი მანძილი დაეფარათ და ისვენებდნენ. მათ ფრთები ჰქონდათ დაზიანებული.

ტალავერი განსაკუთრებით იმით დაინტერესდა, რომ როგორც წესი, მოხატული პეპლები სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არ არიან. ეს ნიშნავდა, რომ პეპლებმა კონტინენტამდე ოკეანის გადაფრენით მოაღწიეს.

ტალავერმა გადაწყვიტა ეს საკითხი გამოეკვლია. ჩიტს შეგიძლია კამერა მიამაგრო, მაგრამ პეპლის შემთხვევაში ეს შეუძლებელია, ამიტომ ტალავერს და მის გუნდს მეტი შემოქმედებითობა დასჭირდა.

დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ პეპლები არ იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკიდან. ეს ნიშნავდა, რომ პეპლები სამხრეთ ამერიკაში ევროპა-აფრიკიდან მოხვდნენ.

მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს პეპლებზე ნაპოვნი მტვრის ნაწილაკები. ეს ნაწილაკები აფრიკასთან დაკავშირდა, კერძოდ საჰარას უდაბნოში აღმოცენებულ მცენარეებთან. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პეპლებმა ატლანტის ოკეანე ნამდვილად გადაიფრინეს.

თუმცა, იზოტოპებზე დაფუძნებული გეოლოკაციის გამოყენებით, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მწერების მოგზაურობა აფრიკიდანაც არ დაწყებულა.

“მტვრის ნაწილაკების მიხედვით პეპლებმა მინიმუმ 4 200 კილომეტრი დაფარეს. თუმცა, შესაძლებელია მათი მოგზაურობა სულაც ევროპიდან დაწყებულიყო და ასეთ შემთხვევაში მწერებს 7 000 კილომეტრი უმოგზაურიათ”, — თქვა კვლევის თანაავტორმა, კლემენტ ბატაილმა.

ჩნდება შეკითხვა, როგორ მოახერხა ეს ასეთმა პატარა არსებამ?

აქ მნიშვნელოვანი როლი ამინდმა შეასრულა. პეპლების სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენამდე აფრიკიდან ატლანტის ოკეანის მიმართულებით ქარი ყოფილა. ეს პეპლებისთვის ხელისშემწყობი მოვლენა იქნებოდა.

“რომ არა ქარის ფაქტორი, პეპლები მაქსიმუმ 780 კილომეტრს დაფარავდნენ. ქარმა მათ ხელი შეუწყო”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

თუმცა, ამის გათვალისწინებითაც კი, ეს მაინც დიდი მიღწევაა ისეთი პატარა არსებებისთვის, როგორებიც პეპლები არიან.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ქალი, რომელსაც გული 25 წუთის მანძილზე გაჩერებული ჰქონდა, ცოცხალი გადარჩა – Fox News

აშშ-ს მინესოტას შტატში მცხოვრები ქალი, რომელსაც გული 25 წუთის მანძილზე გაჩერებული ჰქონდა და ორი კვირა კომაში გაატარა, ცოცხალი გადარჩა – ამის შესახებ Fox News იუწყება.

2020 წელს 48 წლის შერილ ჯორდან უინსტონს გული მოულოდნელად გაუჩერდა. ქალი საძინებელს ალაგებდა, როდესაც გონება დაკარგა. შერილის ქმარმა, უინსტონმა სასწრაფო სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ექიმების მოსვლამდე კი ქალს გულის არაპირდაპირი მასაჟი ჩაუტარა. შერილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს.

 

 

ორკვირიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ შერილი თავს კარგად გრძნობს, მისი თქმით, გულთან დაკავშირებული პრობლემები არასოდეს ჰქონია.  „მიუხედავად იმისა, რომ გულისცემა 25 წუთის განმავლობაში არ მქონდა, თავს ნორმალურად ვგრძნობ და ძველებურ ცხოვრებას დავუბრუნდი“ – ამბობს ქალი.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შერილს დეფიბრილატორი ჩაუდგეს.  ექიმები ამბობენ, რომ ქალი ქმრის მიერ ჩატარბულლმა გულის მასაჟმა გადაარჩინა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს არსება, რომელსაც ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე შეუძლია

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ორაგულში აღმოაჩინეს მედუზას მსგავსი პარაზიტი, რომელსაც მიტოქონდრიალური გენომი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ სუნთქავს, ანუ შეუძლია ისეთ გარემოში ცხოვრობა, სადაც ჟანგბადი არ არის .

ჰენიგუია სალმინიკოლა (Henneguya salminicola) გახლავთ დღემდე აღმოჩენილი პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი მიტოქონდრიალური გენომის გარეშე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ უცნაური პარაზიტის აღმოჩენა არა მარტო ცვლის ჩვენს წარმოდგენებს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შესახებ, არამედ ზეგავლენას ახდენს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძებნის პროცესზეც.

ჰენიგუია სალმინიკოლა ჰიდროიდია – ანუ განეკუთვნება ცოცხალი ორგანიზმების იმავე კატეგორიას,  რომელსაც განეკუთვნებიან მედუზები, ფრინტები და მარჯნები. აღსანიშნავია, რომ მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს.

მეცნიერებმა ჰენიგუია სალმინიკოლა დნმ-ის თანმიმდევრობის ანალიზისა და ფლუორესცენტული მიკროსკოპიის საშუალებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მას დაკარგული ჰქონდა მიტოქონდრული გენომი, აერობული სუნთქვის უნარი და ასევე ყველა ნუკლეარული გენი, რომელიც მიტოხონდრიის ტრანსკრიპციასა და რეპლიკაციაშია ჩართული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე არსებობს სულ მცირე ერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, რომელსაც სიცოცხლისთვის ჟანგბადი არ სჭირდება.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

არსება ტვინის გარეშე და 720 სქესით

ერთუჯრედიანი არსება, რომელსაც 720 სქესი აქვს, მაგრამ ტვინი არ გააჩნია.

ექსპონანტს, რომელსაც „ბლობი“ უწოდეს, არ აქვს პირი, მუცელი და თვალები თუმცა საკვების აღმოჩენა და გადამუშავება შეუძლია.

„ბლობი“ სოკოს ჰგავს, მაგრამ ცხოველის მსგავსად მოქმედებს. იგი ფეხების გარეშე მოძრაობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უნცაური თვისება, რაც ამ არსებას გააჩნია არის ის, რომ ორ ნაწილად გაჭრის შემთხვევაში ორ წუთში სხეულს იხორცებს.

ზოოლოგები აცხადებენ, რომ „ბლობი“ ბუნების ერთ-ერთი ამოუცნობი და საიდუმლო არსებაა.

„ის გვაოცებს, არ აქვს ტვინი, მაგრამ აქვს გარემოს შეცვლის შედეგად ქცევის ცვლილების უნარი და თუ ორ „ბლობს“ გააერთიანებთ, ერთი მეორეს საკუთარ ცოდნას გადაცემს,“ – განაცხადა პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ბრუნო დევიდმა.

მეცნიერების განმარტებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ბლობი“ მცენარე არაა, თუმცა ძნელია იმის მტკიცება, რომ ის ცხოველი ან  სოკოა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად სოკოს ჰგავს, ამ უცნაურ არსებას ცხოველის თვისებები ახასიათებს – მას გარემოს შეცვლის შედეგად ქცევის ცვლილების უნარი აქვს.

წყარო : Reuters

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვებით“ სუნთქავდა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვების“ დახმარებით სუნთქავდა. პოლ ალექსანდერს პოლიომიელიტი 1952 წელს შეეყარა. ალექსანდერი დაავადებამ კისერს ქვევით პარალიზებული დატოვა და დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო.

იმისათვის, რომ ბიჭს ეცოცხლა, ექიმებმა ის მეტალის ცილინდრში მოათავსეს, რომელიც უარყოფითი წნევის დახმარებით პოლიომიელიტის მქონე ადამიანებს სუნთქვას უადვილებდა. პოლ ალექსანდერს მთელი ცხოვრების გატარება ამ მოწყობილობაში მოუწია, რომელსაც „რკინის ფილტვებსაც“ უწოდებენ. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გამხდარიყო პრაქტიკოსი იურისტი და გამოეცა მემუარები.

როგორც BBC წერს, წლების შემდეგ პოლ ალექსანდერმა დამოუკიდებლად სუნთქვა ისწავლა, თუმცა მოწყობილობის დატოვება მხოლოდ დროის მოკლე პერიოდებში შეეძლო. 1950-იან წლებში პოლიომიელიტის ვაქცინის გამოგონებამდე „რკინის ფილტვების“ გამოყენება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, თუმცა პაციენტების სიცოცხლის დიდი ხნით შენარჩუნებას ექიმები ვერ ახერხებდნენ.

გამოცემა წერს, რომ მოგვიანებით, 1960-იანი წლებიდან, „რკინის ფილტვები“ სუნთქვის უფრო პორტატიულმა მოწყობილობებმა ჩაანაცვლა, თუმცა პოლ ალექსანდერმა მოწყობილობის შეცვლაზე უარი თქვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პოლიომიელიტის შემთხვევები 1988 წლის შემდეგ 99%-ით შემცირდა, რაც ვაქცინაციის დამსახურებაა. WHO აღნიშნავს რომ  პოლიომიელიტის ვაქცინით, დაახლოებით მილიონ-ნახევარი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოხერდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

,,ვეძებთ მარსელებს” – NASA 4 მოხალისეს ეძებს, რომლებიც მარსის მსგავს, სიმულირებულ გარემოში 1 წელი იცხოვრებენ

„ვეძებთ მარსელებს” – წითელი პლანეტის უკეთ შესწავლის მიზნით – NASA 4 მოხალისეს ეძებს, რომლებიც მარსის მსგავს, სიმულირებულ გარემოში ერთი წელი იცხოვრებენ.

სპეციალური მისია, სახელად CHAPEA, 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება. მონაწილეებს დაახლოებით 160 მ²-ის ფართის მქონე 3D პრინტერით დაბეჭდილ სივრცეში ლიმიტირებული რესურსებით მოუწევთ ცხოვრება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

პირველად 60 წლის შემდეგ – აფხაზეთის წყლებში გადაშენების პირას მყოფი თევზი აღმოაჩინეს

აფხა­ზე­თის წყლებ­ში პირ­ვე­ლად, თით­ქმის, 60 წლის შემ­დეგ მე­თევ­ზე­ებ­მა თევ­ზი, რუხი ზურგრქო­სა­ნა (Balistes capriscus) აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ “რია ნო­ვოს­ტის“ რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის სამ­ხრეთ სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის აზოვ-შავი ზღვის აუ­ზის იქთი­ო­ფა­უ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი სექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, და­ნილ ბუხ­მინ­მა გა­ნუ­ცხა­და.

“სო­ხუმ­ში რუხი ზურგრქო­სა­ნას და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ის პირ­ვე­ლად, თით­ქმის, 60 წლის შემ­დეგ მე­თევ­ზე­ე­ბის ად­გი­ლობ­რივ­მა ბრი­გა­დამ და­ი­ჭი­რა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა,“ – აცხა­დებს ბუხ­მი­ნი.

რუსი მეც­ნი­ე­რის ვა­რა­უ­დით, თევ­ზი, რომ­ლის ბი­ნად­რო­ბის არე­ა­ლი ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნეა, შე­საძ­ლოა, ხმელ­თა­შუა ზღვის მხრი­დან სო­ხუ­მის ყუ­რე­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

5 კერძი, რომელიც გაცხელების შემთხვევაში, მომწამვლელი ხდება

არსებობს პროდუქტები, რომლებშიც (კერძებში) ხელმეორედ გაცხელებისას, ბაქტერია ისე მრავლდება, რომ ის მომწამვლელი ხდება ჩვენი ორგანიზმისთვის. აბა, ყურადღებით გაეცანით ამ სიას და გაითვალისწინეთ.

აიურვედას (ხალხური მედიცინა ინდოეთში) ექსპერტი – არუნ ხათრი, რომელსაც უკვე სასარგებლო რჩევებით ყველა ვიცნობთ, იმ საკვებთა ჩამონათვალზე საუბრობს, რომლებიც მომზადებისას უნდა შევჭამოთ, ან აღარ უნდა გავაცხელოთ.

არუნ ხათრი: სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც გაცხელების შემთხვევაში ტოქსიკური ხდება.

გაცხელებისას ისევ ისე გროვდება და სწრაფად იზრდება საჭმელში ბაქტერია, როგორც ის მომზადებამდე იყო.

ისპანახი – სასარგებლო პროდუქტია, ვიცით. მაგრამ გაცხელებისას რკინა, რომელიც მასშია, ტოქსიკური ხდება. ის კანცეროგენული ხდება. ჩვენს უჯრედებს ჟანგბადი სჭირდება. კიბოს ერთ-ერთი მიზეზი, სხეულში ჟანგბადის ნაკლებობაა. მოკლედ, ფხალეული მეორედ ჭამისას ცივად უნდა მიიღოთ. ისპანახიანი კერძი ან იმდენი მოამზადეთ, რომ ახალ გაკეთებული მიირთვათ, ან აღარ გააცხელოთ.

კვერცხი – კერძები, რომელიც კვერცხს შეიცავს, მეორედ არ უნდა გაცხელდეს. მაიონეზის გაცხელება მის შემცველობაში კვერცხის არსებობის გამო არ შეიძლება. კვერცხში არის ბაქტერია სალმონელა. ამ ბაქტერიის საჭმელში მატება საშიშია – ორსულთათვის, ბავშვებისთვის და ხანდაზმულთათვის.

სალმონელა კვერცხში მაშინაც იმატებს, როდესაც კვერცხის ტემპერატურა იცვლება. მაცივარში შენახვის შემდეგ, თუ კვერცხი გამოიღეთ, ის უკან აღარ დააბრუნოთ, თორემ მასში ბაქტერია იმატებს. გამოღებული კვერცხი ან უნდა მოამზადოთ, ან უნდა გადააგდოთ.

კარტოფილი – ამ პროდუქტში არის ბაქტერია ქლოსტრიდიუმ ბოტილიუმი. როდესაც ის იხარშება ან იწვება, ეს ბაქტერია კვდება. მაგრამ როდესაც ცივდება, ის ისევ მრავლდება. მეორედ გაცხელებისას, უფრო და უფრო მრავლდება ეს ბაქტერია. სახლში არასდროს გააცხელოთ რესტორნიდან წამოღებული ფრი. ეს ტოქსიკურია. არასდროს გააცხელოთ ფრი ან შემწვარი კარტოფილი მეორედ.

თევზეული – არ გააცხელოთ არასდროს.

ხორცეული – მზადდება 170 გრადუსზე. ხორცეულის კერძების გაცხელება შეიძლება, მაგრამ 170-ზე ან ზევით, რომ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელდეს. ხშირ შემთხვევაში შიგნით ცივად რჩება და გარედან ცხელდება. აუცილებლად მთლიანად კარგად უნდა გაცხელდეს ხორციანი კერძები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოა

რატომ გვჭირდება წარმატების ქოუჩი?

წარმატების ქოუჩინგი (Success Coaching) არის კოლაბორაციული პროცესი, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი მიზნების განსაზღვრაში, მათი მიღწევის გეგმის შემუშავებაში და შემდგომ მხარდაჭერაში, რომ სასურველი წარმატების კონდიცია დადგეს. Success Coaching მოთხოვნადი გახდა თანამედროვე ცხოვრებაში, განსაკუთრებით მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის შრომის ავტომატიზაციასთან, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლებასთან და ხელოვნურ ინტელექტთან. დღეს უკვე მასიურად ხდება ადამიანების გამოთავისუფლება რუტინული შრომიდან და დგება აუცილებლობა ცხოვრებაში მათი სხვა ფუნქციის მოძებნის, საინტერესო ცხოვრების უზრუნველყოფის. წარმატების ქოუჩი სწორედ ამ პროცესებში ეხმარება ადამიანს, გიმარტივებთ მიზნის მისაღწევ გზას და აუხდენელი ოცნებების მიღწევაც რეალური ხდება. კარგ ქოუჩს გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია, აქვს განსხვავებული შეგრძნებები, არის კარგი კომუნიკატორი და ფლობს შესაბამის სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, ფლობს ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას, შეუძლია მათი მხარდაჭერა, სხვა ადამიანების გამოწვევის გააზრება და თანამებრძოლეობა.

დღეს მსგავსი სერვისებით სარგებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება ადამიანებს სრული პოტენციალის გამოვლენაში. ინფორმაციულმა ხელმისაწვდომობამ ჩვენი ნერვული სისტემა ბევრი სირთულის წინაშე დააყენა, კონკურენცია კიდევ უფრო გაზრდილია და გამძაფრებული. მეორეს მხრივ, ადამიანებმა დაინახეს, რომ სოციალური მედიის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ადვილი შესაძლებელია დიდი კაპიტალი მოიხვეჭო ისე, რომ განათლებაზე დრო და ძალისხმევა არ დახარჯო. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა თანამედროვე ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. მსოფლიო საზოგადოება რიგი ძირეული ცვლილებების პროცესშია. წარმატების მიღწევის ბევრი ახალი შესაძლებლობები და რესურსები გაჩნდა.
      ▶️ ხშირად არის საერთოდ არ ვიცით რა გვინდა და განვიცდით დისკომფორტს
      ▶️ ხშირად არის გვაქვს მიზანი, მაგრამ არ გვაქვს ამ მიზნის მიღწევის გეგმა
      ▶️ ხშირად გვაქვს გეგმაც, მიზანიც, მაგრამ არ ვიცით როგორ მივაღწიოთ და შევასრულოთ ეს გეგმა
      ▶️ ხშირად ყველაფერი კარგად ვიცით თითქოს და ვერ ვიღებთ სასურველ შედეგებს
      ▶️ ხშირად ვიცით, ვასრულებთ, ვაღწევთ მიზანს, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი განცდა, რაციონალური აღქმა-დამოკიდებულებები
წარმატების ქოუჩი ეხმარება ადამიანს გააცნობიეროს მის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, კარგად გაიაზრეთ, ისინი ხდებიან თქვენი თანამებრძოლები. ხშირად შეიძლება სამუშაო პროცესის დეტალებმა იმდენად გაგვიტაცოს, რომ საერთო სურათი გამოგვრჩეს მხედველობიდან. ქოუჩი სწორედ ამ და ბევრ სხვა გამოწვევის გადალახვაში გვეხმარება. მუშაობის პერიოდში გადაიხედება და ადაპტირდება დამოკიდებულებები და აზროვნების კატეგორიები. ასეთი გამორჩეული ნიჭის ადამიანები სხვადასხვა პროფესიისა შეიძლება იყვნენ, სხვადასხვა სამუშაო და ცხოვრებისეული გამოცდილებით. ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი არის შედეგები, რამდენად ახერხებს ქოუჩი ჰყავდეს რეალურად კმაყოფილი ადამიანები. ასევე, რამდენად გულწრფელია ის თავის საქმიანობაში და დამოკიდებულებებში. თქვენის მხრივ, წარმატების მწვრთნელთან მუშაობისას აუცილებელია გულწრფელობა და მზაობა. აუცილებელია გაცნობიერება, რომ თავად ხართ მთავარი ფიგურა ამ პროცესში და ქოუჩი შესაძლოა იყოს თქვენი თანამებრძოლი. შესაძლოა ძალიან კარგად გასწავლონ და აგიხსნან, განგივითარონ უნარ-ჩვევები მაგრამ „ლელო“ უნდა დადოთ თავად. ეს გახლავთ კოლაბორაციული პროცესი მწვრთნელი შესაძლოა თქვენს გვერდით იყოს, დაგიჭიროთ მხარი, ერთად განსაზღვროთ მიმართულობა, თუმცა საკუთარ წარმატებაზე უპირობოდ თავად ხართ პასუხისმგებელი. ამიტომ, ვიდრე დაიწყებთ ფულის ხარჯვას, – კარგად გააცნობიერეთ ხართ თუ არა ამისთვის მზად. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია იპოვოთ სწორი ადამიანი, რომელთან ერთად ბრძოლისას გექნებათ მოტივაცია და რწმენა, რომ მიაღწევთ შედეგს.
მაგალითისთვის, ფონდი BetterUp მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმატების ქოუჩთან მუშაობის პროცესს სწრაფი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და თუ პროცესი შედეგიანია 3 თვეში მაინც უნდა იყოს შესამჩნევი. ასევე ფონდ TurningPoint Boston მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკაში 62% 3-5 შეხვედრა მაინც ჰქონია წარმატების ქოუჩთან, 15% შესაბამისად 6-10 შეხვედრა და 23% კი 1-2 შეხვედრა. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ განვითარებულ საზოგადოებებში მიზნების მიღწევის სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
დასკვნისთვის კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება – წარმატების ქოუჩის პროფესია საკმაოდ მნიშვნელოვანია და თანამედროვე რეალობაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. ეს საქმიანობა ეხმარება ადამიანებს შეძლონ სრული პოტენციალის გამოვლენა, ამუშავება და მიაღწიონ სასურველ მიზნებს. სულ უფრო მეტი პროფესია ხდება ავტომატური, მოსაწყენი და მათ უკვე ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს. შესაბამისად, წარმატების მწვრთნელის პროფესია თანამედროვე ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. სასურველი ქოუჩის შერჩევის პროცესში ყურადღება მიაქციეთ გამოცდილებას, რა მიმართულებითაც გსურთ სასურველი შედეგის მიღება, იგრძნობთ თუ არა თავს კომფორტულად მასთან მუშაობის პროცესში, ენდობით თუ არა, აუცილებელია თქვენი ღიაობა და გულწრფელობა, რომ დადგეს სასურველი შედეგი. სწორი ადამიანის პოვნის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გარანტირებულად მიაღწიოთ სასურველ მიზნებს და მოიწყოთ საინტერესო ცხოვრება.
დამატებითი კითხვებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: mikanadze.com
გისურვებთ წარმატებებს.

გიორგი მიქანაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ბიზნეს საქმიანობისა და წარმატების ქოუჩი

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 98
Page 7 of 98