ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა – ეკა ბეჟანიშვილის ახდენილი წინასწარმეტყველება
მსოფლიოში უძველესი ამორძალი საქართველოშია აღმოჩენილი: ქალი სამხედრო პატივით, იარაღით იყო დაკრძალული
“ამერიკის ღირსების ორდენით ვარ დაჯილდოვებული და საქართველო არც კი მიცნობს… არაფერს არ ვნანობ, ახლაც ვაჟკაცურად გამაქვს თავი მარტოს” – 101 წლის ქართველი მეცნიერი, რომელიც 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის სიაში მოხვდა
ახალი აღთქმის, ნუსხურად შესრულებული, აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა
ეს საინტერესოარატომ ესევიან მწერები ნათურებს?ეს საინტერესოა on 28/11/2023 375 views facebookTwitterPinterest შესაძლოა, ხელოვნური განათება მათთვის მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ მას მაინც ესევიან. შებინდების შემდეგ თქვენც ხშირად შენიშნავდით, რომ მწერები ნათურებს, ხელოვნური წარმოშობის სინათლეს, ეხვევიან ხოლმე. შესაძლოა, ამან მათ სიცოცხლეს საფრთხეც კი შეუქმნას. მაგალითად, აბაჟურის შიგნით გაჭედვის შემთხვევაში ისინი ხოჭოების, ობობების, ღამურებისა თუ ჩიტების მსხვერპლები ხდებიან. ასევე იხილეთ: ციცინათელებს გადაშენება ემუქრებათ — ჩვენ მათ ადგილს აღარ ვუტოვებთ მომაკვდინებელი მიზიდულობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მის ასახსნელად რამდენიმე თეორია მაინც არსებობს. ერთ-ერთი ახსნით, ჩრჩილები მთვარეს ნავიგაციისთვის იყენებენ და ხელოვნური განათება სწორედ ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრში ერევათ. შესაძლოა, ისინი სულაც სინათლისკენ გადაადგილებას ცდილობენ ანდა სიბნელეს ეძებენ — ოპტიკური ილუზიის (Mach bands) გამო განათებული არეალის კიდე გარემომცველ სიბნელეზე მუქი ჩანს. bioRxiv-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის ფარგლებში, რომელიც სფეროს ექსპერტებს ჯერ არ მიმოუხილავთ, მეცნიერები სინათლის გარშემო ჩრჩილებისა და ნემსიყლაპიების ქცევას ჩქარული ფოტოკამერებით დააკვირდნენ. შენიშნეს, რომ მწერები მაქსიმალურად ცდილობდნენ, სინათლის წყაროსათვის ზურგი მიეშვირათ. ამრიგად, შესაძლოა, ისინი სინათლეს თავიანთი თავების ორიენტირებისათვის იყენებდნენ: გრავიტაციის მეშვეობით ვერ ადგენენ ჰაერში საკუთარ მდებარეობას, ამიტომ სინათლე ზემოთ მიმართულებაზე მეტყველებს, სიბნელე კი — ქვემოთაზე. მეორე მხრივ, ამით ვერ ავხსნით, როგორ პოულობს ზოგიერთი მწერი სინათლეს შორი მანძილიდან, ასევე რატომ იჭედება ზოგი, როცა სხვები — არა. ჩრჩილი ფოტო: Jasius/Getty Images დადგინდა ისიც, რომ ნემსიყლაპიები, რომლებიც ექსპერიმენტის მიმდინარეობისას სინათლეს ზურგებს უშვერდნენ, ბუნებრივ გარემოში, ჩვეულებრივ, სინათლეს გარს არ უვლიან — ამას ჩრჩილები აკეთებენ. ეს დამატებით აღრმავეს ინტერესს იმის შესახებ, თუ რატომ იზიდავთ ჩრჩილებს სინათლე. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ისინი მთვარეს კომპასის დანიშნულებით იყენებენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პასუხების მოძიებაში სამომავლოდ კამერების დახვეწა და ანალიზური მეთოდების განვითარება დაგვეხმარება. ამასობაში, სანამ რაიმეს დაზუსტებით თქმას შევძლებდეთ, უმჯობესია, მწერების დასაცავად (ანდა სულაც კოღოების თავიდან ასარიდებლად…) განათება შევამციროთ. რეკომენდებულია შედარებით მოწითალო, არა მოლურჯო, განათების გამოყენებაც, რადგან ეს არსებები სინათლეს სხვაგვარად აღიქვამენ. ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა” გაზიარება:0 facebookTwitterPinterest you might also like მეცნიერებმა „ხელოვნური ოქრო” შექმნეს როტენბურგი – ქალაქი – ზღაპარი, რომელიც ტურისტების სიმრავლით ვენეციასაც კი უსწრებს შექმნეს ელექტროგამტარი მიწა, რომელშიც მცენარეები 50%-ით სწრაფად იზრდება 78 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვებით“ სუნთქავდა ქალი, რომელსაც გული 25 წუთის მანძილზე გაჩერებული ჰქონდა, ცოცხალი გადარჩა – Fox News