close

ეს საინტერესოა

ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

NYT: NASA-ს ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლეს უთვალთვალებდა

NASA-ს ასტრონავტ ენ მაკკლეინს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლის თვალთვალში, კერძოდ კი მის ანგარიშებზე უკანონო წვდომაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს შესაძლოა კოსმოსში ჩადენილი პირველი კანონდარღვევა იყოს.

ენ მაკკლეინის მეუღლემ, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის ოფიცერმა სამერ უორდენმა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა, რომ ვიღაც, მისი პაროლის გამოყენებით მის საბანკო ანგარიშზე ამოწმებდა. უორდენმა ბანკს მიმართა და იმ კომპიუტერის ადგილმდებარეობის დადგენა მოითხოვა, საიდანაც მის ანგარიშზე წვდომა დაფიქსირდა. როგორც აღმოჩნდა, ეს NASA-ს ერთ-ერთი კომპიუტერი იყო.

უორდენმა ივარაუდა, რომ ანგარიში მისმა მეუღლემ შეამოწმა, რომელიც მაშინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდა. ქალმა პირადი მონაცემების უკანონო შესაძლო უკანონო გამოყენების შესახებ NASA-ს და ფედერალურ სავაჭრო კომისიას აცნობა.

2018 წლის დეკემბერში მაკკლეინის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებამდე მეუღლეებმა განქორწინების პროცედურა დაიწყეს. მაკკლეინმა დაადასტურა, რომ უორდენის საბანკო ანგარიში შეამოწმა. მისი ადვოკატის განცხადებით, მაკკლეინს სურდა შეემოწმებინა, საკმარისია თუ არა ფული მათი საერთო შვილის ხარჯების დასაფარად.

ასტრონავტის ადვოკატის მტკიცებით, განქორწინების პროცედურის დასრულებამდე ენ მაკკლეინი მეუღლის ნებართვით საბანკო ანგარიშს რეგულარულად ამოწმებდა.

სამერ უორდენის ოჯახის განცხადებით, NASA-ში გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ივნისში ენ მაკკლეინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდა, სადაც 204 დღე გაატარა. თუ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები დადასტურდება, ასტრონავტს ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით გაასამართლებენ.

ამასთან ერთად, ენ მაკკლეინი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ასტრონავტად ითვლება. რამდენიმე დღის წინ გამოცემა Stars and Stripes წერდა, რომ მაკკლეინი შესაძლოა მთვარეზე პირველი ქალი სამხედრო მოსამსახურე გახდეს. ის მოხვდა 12 ასტრონავტს შორის, რომლებიც NASA-მ 2024 წლისთვის დაგეგმილი მთვარეზე ექსპედიციისთვის შეარჩია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

470 მილიონი წლის გიგანტური ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწაზე გამყინვარება გამოიწვია

470 მილიონი წლის  გიგანტური ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწაზე გამყინვარება გამოიწვია, – ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ახლახანს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ.

93-მილის სიგანის ასტეროიდი მარსსა და იუპიტერს შორის დაიშალა და მისი მტვერი დედამიწისკენ გაიფანტა, მზის შუქს გადაეფარა და ჩვენს პლანეტაზე გლობალური სიცივე გამოიწვია.

მტვერი დედამიწას 2 მილიონი წლის განმავლობაში ეცემოდა, რაც საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ დედამიწაზე არსებული სხვადასხვა სახეობა ახალ კლიმატთან ადაპტირებულიყო.

Science Advances-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კვლევამდე გამყინვარების ხანის გამომწვევი მიზეზი უცნობი იყო.

ასტეროიდებისა და კომეტებისგან მომავალი კოსმოსური მტვერი ნორმალური მოვლენაა. დედამიწაზე მის მიღმა არსებული კოსმოსიდან ყოველწლიურად 40,000 ტონა მასალა ხვდება, თუმცა აღნიშნული ასტეროიდის დაშლის შედეგად ამ მტვრის რაოდენობა ბევრად გაიზარდა და 2 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწის კლიმატის ცვლილებებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.

მეცნიერებმა დედამიწის დანალექების შესახებ არსებულ ჩანაწერებში ჩვენი პლანეტის მიღმა არსებული მატერია, მეტეორიტები და მიკრომეტეორიტები შეისწავლეს. მათ დედამიწის მიღმა არსებული მატერიის ამოღება კლდეზე მჟავის ზემოქმედებით განახორციელეს და ისეთი ელემენტებს დაუწყეს ძებნა, რომლებიც დედამიწის კლდეებზე იშვიათია.

მაგალითად ჰელიუმის ატომს, ჩვეულებრივ 2 პროტონი, 2 ნეიტრონი და 2 ელექტრონი აქვს, კოსმოსიდან გამოსროლილ ჰელიუმის ატომებს კი ნეიტრონი არ აქვთ. ამ ჰელიუმის იზოტოპებსა  და ასტეროიდებში იშვიათი მეტალის არსებობა ადასტურებს, რომ მტვერი კოსმოსიდან მოდის.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კლომატის ცვლილება ძალიან განსხვავებულია კლიმატის იმ  ცვლილებისგან, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

 

წყარო : www.independent.co.uk

მასალა მოამზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

🇬🇪ჩურჩხელა შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს

ქართული ტრადიციული ჩურჩხელა სრულიად აკმაყოფილებს ჯანსაღი საკვების მოთხოვნებს და გარკვეული ძალისხმევით, შეიძლება პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მოდური და მოთხოვნადი საკვები გახდეს. ამის შესახებ Fao-ს წარმადგენელმა ანდრეი იარმაკმა განაცხადა.

„ევროპაში, აშშ-ში და მთელ რიგ ქვეყნებში, ჯანსაღი საკვების მიმართ მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება და სუპერმარკეტები მუდმივად ახალი საკვების მოძიებაში არიან. ჩურჩხელა სრულიად შეესაბამება ჯანსაღი საკვების კონცეფციას. ის მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან, ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე. ჩურჩხელა არის ენერგეტიკული პროდუქტი, თავისი ბუნებრივი ფორმით“,- განუცხადა east fruit-ს ანდრეი იარმარკმა და დასძინა, რომ ჩურჩხელას დარეგისტრირება საერთაშორისო ბაზარზე და მისი სწორად პოპულარიზაცია, პროდუქტს აუცილებლად გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადს.

ექსპერტის შეფასებით, ჩურჩხელა განსაკუთრებით საინტერესო ძვირადღირებული სუპერმაკეტების ქსელებისთვის იქნება.

ამასთან, ადრეი იარმარკმა ჩურჩხელას მწარმოებლებს პროდუქტის სხვადასხვა სახის შიგთავსით დამზადება ურჩია. მისი თქმით, მრავალფროვანი ასორტიმენტი გაყიდვებზე დადებითად აისახება.

ანდრეი იარმარკმა აღნიშნა, რომ პროდუქტის წარმოების ზრდა და საერთაშორისო ბაზარზე ფართოდ გატანა, კაკლისა და თხილეულის ბიზნესზეც დადებითად აისახება.

ცნობისთვის, 2011 წელს „საქპატენტმა“ , ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული განცხადების საფუძველზე, ჩურჩხელა დაცული გეოგრაფიული სახელწოდებით დაარეგისტრირა.

წყარო: bpn.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

უაიშვიათესი შემთხვევა – ფეხმძიმე  სუროგატი მეუღლისგანაც დაფეხმძიმდა

აშშ-ში უიშვიათესი შემთხვევა გამოვლინდა, როცა ფეხმძიმე ქალი ხელახლა დაფეხმძიმდა. სხვადასხვა დროს ჩასახულ ტყუპებს ოთხი მშობელი ჰყავდათ.

სუროგატი დედა ჯესიკა ალენი, რომელიც მუცლით ჩინელი წყვილის შვილს ატარებდა, საკუთარი პარტნიორიდან დაორსულდა.

სანამ სუროგატი დედა გახდებოდა, ალენი უკვე ორი ბიჭის დედა იყო.  ის ჩინელ წყვილს სუროგატობაზე 30,000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დასთანხმდა.

ორსულობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ექვსი კვირის ვადაზე,  გეგმიური ულტრაბგერითი კვლევის დროს ექიმმა შენიშნა, რომ ალენი მუცლით ორ ნაყოფს ატარებდა. ,,ემბრიონის გაყოფის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს მოხდა,“ – იხსენებს იგი.

თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ ემბრიონის გაყოფის შედეგად ქალი იდენტურ ტყუპებს გააჩენდა. არავინ ფიქრობდა, რომ საქმე უაშვიათეს შემთხვევასთან  – სუპერფეტაციასთან ჰქონდათ.

სუპერფეტაცია – ეს არის მეორე კვერცხუჯრედის განაყოფიერება ორსულობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში. ამის შედეგად, საშვილოსნოში ვითარდება სხვადასხვა ასაკის ორი ნაყოფი.

სუპერფეტაცია, რომელიც ადამიანებში უიშვიათეს ფენომენად ითვლება, ცხოველებსა და მღრენელებში უფრო ხშირად გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა კიდევ უფრო იშვიათია, ვინაიდან სუროგაციის გამო ბავშვების მშობლები გენეტიკურად განსხვავებული ორი წყვილია.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

წელს, ოზონის შრე, 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება

ევროკავშირის დედამიწის სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-ის მონაცემების თანახმად, წელს ოზონის შრეზე მდებარე ხვრელი ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება.

ეს ყველაზე დამაიმედებელი მონაცემია მას შემდეგ, რაც 1985 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელეს. მათ განაცხადეს, რომ ანტარქტიდას თავზე ოზონის შრეზე ხვრელი იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანის მოქმედება სტრატოსფეროს საფარს აზინებს, რომელიც კაცობრიობას ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

ხვრელის ზომამ ერთი პერიოდი 25 მილიონ კვადრატულ კილომეტრსაც კი მიაღწია, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ის წელს 10 მილიონ კვადრატულ კილომატრამდეა შემცირებული.

ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე ფორმირებას ყოველი წლის აგვისტოში იწყებს, პიკს ოქტომბერში აღწევს და დეკემბერში იხურება.

წყარო : www.euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა. ამის შესახებ BM.GE-ს ბავშვის ტანსაცმელების მწარმოებელი ბრენდის “რკოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თაკო მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროდუქციის ნაწილი უკვე გასულია საფრანგეთში, თუმცა მალევე გაიგზავნება იტალიასა და ინგლისში არსებულ ბუტიკური სტილის მაღაზიებში. მეგრელიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ სამ ქვეყანასთან ერთად ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გერმანიასთანაც მიმდინარეობს.

“აგვისტოს ბოლოს უკვე გავაგზავნეთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის ნაწილი. “რკოს” ტანსაცმელი უკვე გაიგზავნა საფრანგეთში, ეხლა ვაგზავნით ინგლისში და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში. ლონდონში გაიყიდება golden blossom-ში, იტალიაში გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში, ხოლო საფრანგეთში გავაგზავნეთ პროდუქცია იაპონურ მაღაზიაში.

ასევე იტალიიდან გვაქვს რამდენიმე ახალი შეკვეთაც, რომელსაც ასევე ცოტა ხანში გავუშვებთ. ახლა მიდის მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც. პერიოდულობით ახალ-ახალი კლიენტები ჩნდებიან. ამ ეტაპზე გერმანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები.

მაღალი მოთხოვნაა ნაქსოვ პროდუქციაზე, რომელიც ხელით არის შესრულებული. თბილისში ვფიქრობთ, ახალ სავაჭრო ცენტრში, რომელიც საბურთალოზე გაიხსნება, ჩვენი ფილიალი გავხსნათ”-ამბობს თაკო მეგრელიშვილი კომპანია “რკოს” დამფუძნებელი.

ბავშვების ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია “რკო” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

ახალშობილი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა, ოპერაციის შემდეგ გადარჩა

ბრიტანეთში ახალშობილს, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა გაზრდილი, დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის გადარჩა.

ვანელოპე ჰოუფ ვილკინსის ექიმებმა ექტოპია კორდის დიაგნოზი დაუსვეს, როცა ის 9 კვირის ნაყოფი იყო და სკანირებამ აჩვენა, რომ მისი გული და კუჭის ნაწილი სხეულის გარეთ ვითარდებოდა.

ქირურგები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა. ექიმებმა მშობლებს ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს, თუმცა დედა არ დასთანხმდა.

გოგონას დაბადების შემდეგ სამი ოპერაცია ჩაუტარეს, გული მკერდში გადაიტანეს და ხელოვნური გულმკერდი და მკერდის ძვალი შექმნეს. ექიმები აცხადებენ, რომ ეს გახდა ექტოპია კორდის განკურნების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში.

ვანელოპე დეკემბრის ბოლოს უნდა დაბადებულიყო, თუმცა ის საკეისრო კვეთის შედეგად 22 ნოემბერს გაჩნდა და რამდენიმე წუთში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმები ჯერჯერობით მის მომავალ მდგომარეობაზე საბოლოო პროგნოზს ვერ აკეთებენ.

წყარო: Independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

„ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს „ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება. ეს არის მილიონობით ცოცხალი უჯრედისგან შექმნილი ქსოვილი, რომელსაც ყოველ ჯერზე, კონკრეტული პაციენტის ქსოვილის ნიმუშისგან, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდიან. ის 3 სანტიმეტრის სიგრძისაა და პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იქცევა ჯანმრთელ, ფუნქციურ კუნთად. „ცოცხალი ლეიკოპლასტირის“ მიზანი გულის დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაა.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კურდღლებზე ჩატარებული ცდების შემდეგ, ადამიანებზე ცდები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ამერიკელი ქალის მიერ ნაშვილები ბავშვები და-ძმა აღმოჩდნენ

ამერიკელმა კეტი პეიჯმა აღმოაჩინა, რომ გოგო, რომელზეც ზრუნავდა, მის მიერ ნაშვილები ბიჭის და იყო და მაშინვე გოგოც იშვილა. ამის შესახებ პორტალი KXXV წერს.

პეიჯი რამდენიმე წლის წინ ქმარს გაშორდა და ძალიან ნერვიულობდა იმასთან დაკავშირებით, რომ შვილები არ ჰყავდა. 30 წლის პეიჯი 2016 წელს 4 ობოლი ბავშვის მეურვე გახდა და მალევე მიხვდა, რომ მზადაა მათი დედაც იყოს.

2016 წლის ზაფხულში მას სამშობიარო სახლიდან დაურეკეს და ახალშობილი ბიჭის, გრეისონის შესახებ შეატყობინეს, რომელიც დედამ მიატოვა. პეიჯი საავადმყოფოში წავიდა და როგორც თვითონ ჰყვება „ბავშვი დანახვისთანავე შეუყვარდა“. გრესონი ქალმა ოფიციალურად 2017 წელს იშვილა.

ერთი თვის შემდეგ, მას იმავე სამშობიარო სახლიდან დაურეკეს და ამჯერად გოგოს, ჰანას დაბადების შესახებ აცნობეს. პეიჯმა გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვისთვისაც გამხარიყო მეურვე. როდესაც გოგო სახლში მიიყვანა, დააკვირდა ხელსაბამს, რომელზეც ეწერა გოგოს ბიოლოგიური დედის სახელი. ის გრეისონის დედის სახელს ემთხვეოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, პეიჯმა აღმოაჩინა, რომ ეს ბავშვები ერთი და იმავე ქალისაა, თუმცა პირველ მშობიარობაზე ბიოლოგიურ დედას გვარი ჰქონდა შეცვლილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

BBC: არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია

არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია და ეს გლობალური დათბობის მასშტაბებს ზრდის, – ამის შესახებ სტატიას BBC ავრცელებს

მასალის მიხედვით, მყინვარები დნება, ტყეები მცირდება და ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, პოლარული დათვები ბუნებრივ ადგილსამყოფელზე საკვების დეფიციტის გამო უკვე ქალაქებში დაეხეტებიან და მთლიანად, რეგიონში ტემპერატურა ისე სწრაფად იწევს მაღლა, რომ მკაფიო გავლენას ახდენს ყინულსა და თოვლზე, შესაბამისად – ოკეანეზე. 

„არქტიკა ახლა უკვე მხოლოდ ყინულს კი არ კარგავს, პირდაპირ იწვება“, – ნათქვამია სტატიაში და მაგალითად ციმბირის, ალასკას და გრენლანდიის ტყის ხანძრებიამოყვანილი. 

ხანძრები ეკოსისტემაში ბუნებრივი მოვლენაა და უფრო მეტიც, ხანდახან საჭიროც კი, რადგან ბიომრავალფეროვნების განვითარების ციკლს უწყობენ ხელს. მაგრამ არა არქტიკაში და არა – ამ მასშტაბით. 

„ნახშიროჟანგის მომატების წინაშე ვდგავართ“, – აცხადებენ სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ არქტიკის დნობა გლობალური დათბობის შეჩერების აუცილებლობას კიდევ უფრო აშკარას ხდის.

მეცნიერების თქმით, კლიმიტის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ახალი ტყეების გაშენებაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 45 46 47 48 49 99
Page 47 of 99