close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

მართლა ჩანს თუ არა ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან?

ერთ-ერთი პოპულარული მითის მიხედვით, ჩინეთის დიდი კედელი არის ადამიანის მიერ აგებული
ერთადერთი სტრუქტურა, რომლის დანახვაც შესაძლებელია კოსმოსიდან. საინტერესოა შეესაბამება
თუ არა ეს თეორია სიმართლეს?
თეორია, რომლის მიხედვითაც კედელი მთვარიდან ჩანს, თარიღდება სულ მცირე 1938 წლით. ეს
თეორია ვრცელდებოდა, სანამ ასტრონავტები არ დაეშვნენ მთვარის ზედაპირზე და რეალურად არ
აღმოაჩინეს, რომ შეუიარაღებელი თვალით ჩინეთის დიდი კედლის და ამ მასშტაბის ადამიანის
ხელით შექმნილი ობიექტის დანახვა მთვარიდან შეუძლებელია, თუნდაც დედამიწის დაბალი
ორბიტადან. ის ძალიან ვიწროა და მისდევს ლანდშაფტის კონტურებსა და ფერებს.
ხილული კედლის თეორია შეირყა მას შემდეგ, რაც ჩინელმა ასტრონავტმა, იან ლივეიმ, 2003 წელს
თქვა, რომ ის ვერ ხედავდა ისტორიულ სტრუქტურას. კანადელმა ასტრონავტმა, რომელმაც ხუთი
თვე გაატარა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2012-2013 წლებში, გაიმეორა ეს ფაქტები
ჩინეთის დიდი კედლის ხილვადობის შესახებ. ბევრი ნაგებობის დანახვა შეგვიძლია კოსმოსიდან,
მაგრამ არა ჩინეთის დიდი კედლის.

წყარო: universetoday.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რა არის საჰარის თვალი?

საჰარის უდაბნოში, მავრიტანიის ტერიტორიაზე არსებობს რიშადის სტრუქტურა, რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც ასევე საჰარის თვალს უწოდებენ და რომელსაც ჩვენ ადგილზე ვერ ვხედავთ, კოსმოსიდან არის შესამჩნევი.
როდესაც ნასას მისია, Gemini 4, 1965 წელს დაიწყო, ასტრონავტებმა მალევე აღმოაჩინეს საჰარის თვალი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კი ეს სტრუქტურა კოსმონავტებისთვის წარმოადგენდა ორიენტირს, რადგან მკვეთრად გამოიყოფოდა უდაბური ადგილიდან და ხილვად ობიექტს წარმოადგენდა.
საჰარის თვალს თითქმის იდეალური წრის ფორმა აქვს და დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ოდესღაც მეტეორმა წარმოქმნა ასეთი ფორმა. მაგრამ დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ საჰარის თვალი წარმოიქმნა მაშინ, როდესაც ერთიანი კონტინენტი, პანგეა დაიყო 100 მილიონი წლის წინ და მეტამორფული და ვულკანური ქანების ცვლილებისა და ეროზიის გავლენის შედეგად უცნაური რიშადის სტრუქტურაც ჩამოყალიბდა. თუმცა, ამ ყველაფერს თეორიის სახე აქვს და საჰარის თვალის საიდუმლოება ჯერ ბოლომდე ამოხსნილი არ არის.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

იტალიაში კოვიდპასპორტები საჯარო და კერძო სექტორის ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულო ხდება

იტალია პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ე.წ. კოვიდპასპორტების წარდგენა
საჯარო და კერძო სექტორის ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულო ხდება.
ახალი წესის თანახმად, რომელიც 15 ოქტომბერს ამოქმედდება და წლის
ბოლომდე დარჩება ძალაში, ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება
დაამტკიცოს, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვს,
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა ან კორონავირუსზე ბოლო 48 საათში
ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
ნებისმიერ დასაქმებულ პირს, რომელიც „მწვანე საშვის“ წარდგენას ვერ შეძლებს,
საქმიანობის უფლებას დროებით, ანაზღაურების გარეშე შეუჩერებენ.
იტალიაში „მწვანე საშვი“ პედაგოგებისა და საჯარო სექტორის სხვა
მუშაკებისთვის სავალდებულო რამდენიმე კვირის წინ გახდა, ჯანდაცვის
სფეროში დასაქმებული პირებისთვის კი – აპრილიდან.
„ვაქცინა არის ერთადერთი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ და მისი
გავრცელების შეჩერება მხოლოდ მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციით
შეგვიძლია,“- განაცხადა იტალიის რეგიონალური საკითხების მინისტრმა
მარიასტელა ჯელმინიმ.
ცნობისათვის, ამჟამად იტალიაში 12 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის თითქმის
75%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვს
გაკეთებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ხიდი მდინარის გარეშე

რის გამო არის უცნაური ჩოლუტეკას ხიდი, რომელიც ჰონდურასში მდებარეობს?

ხიდის სიგრძე, რომელიც მდინარე ჩოლუტეკაზე ააშენეს, 484 მეტრია, ის ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს, რეგიონში, სადაც ხშირი და ძლიერი ქალიშხლებია. შესაბამისად, ხიდის კონსტრუქცია შეიქმნა იმისთვის, რომ ძლიერ ქარს გაუძლოს.

ხიდის მშენებლობა 1998 წელს დასრულდა და იმავე წელს, როდესაც ექსპლუატაციაში შევიდა, ცენტრალურ ამერიკას თავს დაატყდა ძლიერი ქარიშხალი და შემდეგ წყალდიდობა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაახლოებით 150 ხიდი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაგრამ ჩოლუტეკას ხიდი გადარჩა თითქმის იდეალურ მდგომარეობაში.

საინტერესო სწორედ ის არის, რომ ხიდის ორივე მხარეს გზა უბრალოდ გაქრა და კიდევ უფრო შთამბეჭდავი კი ის არის, რომ მდინარე ჩოლუტეკამ ქარიშხლით გამოწვეული მასიური წყალდიდობის დროს კალაპოტი შეიცვალა და მდინარე ახლა აღარ გაედინება ხიდის ქვეშ, რის გამოც ხიდმა მალევე გაითქვა სახელი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურა

ადამიანები, რომლებიც პაპირუსის ქაღალდს ისევ ამზადებენ

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც უძველეს ქაღალდს, რომელთან ეგვიპტელი ფარაონები იყენებდნენ, დღესაც ამზადებენ? ეგვიპტის ერთ სოფელში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ისევ ამზადებენ უძველეს პაპირუსის ქაღალდს ძველი ეგვიპტიდან.

5 000 წლის წინ ფარაონებმა არ იცოდნენ თანამედროვე ფურცლის დამზადების ტექნოლოგია, მათ კი სჭირდებოდათ რაღაც, რაზე დაწერასაც შეძლებდნენ, ამიტომ მათ დაიწყეს პაპირუსის მცენარის გამოყენება.

როგორც კი იაფი თანამედროვე ფურცლის გამოყენება დავიწყეთ, პაპირუსი უსარგებლო გახდა, მაგრამ ეგვიპტის ამ პატარა სოფელში ტრადიცია გრძელდება. ხოლო რაც შეეხება პაპირუსის ქაღალდის დამზადების ტექნიკას, პირველ რიგში იჭრება პაპირუსი თანაბარ ზომებად, რასაც შემდეგ ასველებენ რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ თითოეულ ზოლს ხელით ალაგებენ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, წურავენ და აშრობენ დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ პაპირუსის ქაღალდი მიიღონ.

სოფელში ამბობენ, რომ სიტყვა ,,paper” მომდინარეობს სიტყვა ,,papyrus”-დან. თანამედროვე ფუცლები კი დღეს გაცილებით იაფია და ადამიანები, რომლებიც პაპირუსის ქაღალდს ყიდულობენ არტისტები ან ტურისტები არიან, რომლებიც ეგვიპტეს სტუმრობენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რატომ დაფარეს შვეიცარიაში მყინვარი გიგანტური საბნით?

აშვეიცარიის ალპებში იყენებენ გიგანტურ საბნებს იმისათვის, რომ დაიცვან მყინვარი ზაფხულის მზისგან. მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება ითქვას, გიგანტური საბანი ასრულებს დამცავი ფარის ფუნქციას. დნობის შენელებისა და არსებული თოვლის შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მყინვარის 100 ათასი კვადრატული მეტრი უზარმაზარი მატყლის საბნით დაეფარათ. ამ გზით ყინული და თოვლის საფარი იზოლირდება, რადგან თეთრი მასალის გამოყენებით მზის ენერგიის დიდი ნაწილი აირეკლება ატმოსფეროში.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შვეიცარიის გიგანტური მყინვარი ტიტლის მთაზე რადიკალურად დაპატარავდა. მოსალოდნელია მყინვარის დიდი ნაწილის გაქრობა მომდევნო 50 წლის განმავლობაში. აცხადებენ, რომ მთა ტიტლის დარჩენილი 1500 მყინვარიდან 90 პროცენტი 2100 წლისთვის უკვე გაქრება, რაც დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან. დარეგულირების გზა კი მხოლოდ სათბურის აირების დარეგულირებაა.
მყინვარს 5-6 კვირის განმავლობაში ფარავდნენ პოლიესტერის დამცავი ფენით, რათა მყინვარის დნობა შეაჩერონ.

წყარო:ecowatch.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სოფელი ჩინეთში, სადაც ქალები თმას მხოლოდ ერთხელ იჭრიან

იდუმალი სოფელი ჩინეთში, ბეიჯინგიდან 1 000 მილის მოშორებით, სადაც ქალებს აქვთ ყველაზე გრძელი და ყველაზე მძიმე თმა. სოფელში მაცხოვრებელ ქალების თმის სიგრძე შესაძლოა 1.5 მეტრი ან მეტი იყოს, ხოლო წონა 1 კილოგრამზე მეტი. ამის მიზეზი არის ის, რომ ქალები თმას მხოლოდ ერთხელ იჭრიან, 17 წლის ასაკში, როცა ზრდასრულები ხდებიან, ხოლო 18 წლის შემდეგ კი აღარ.
რა თქმა უნდა, ასეთი სიგრძის თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ისინი იყენებენ სპეციალურ, მათ მიერ დამზადებულ შამპუნს, რომელიც შეიცავს ხილს, ჩაის და სამკურნალო მცენარეებს. შამპუნს ამზადებენ საიდუმლო ფორმულით, რომლის საშუალებითაც 80 წლის ასაკშიც კი მათი თმა არ თეთრდება.
ამ ქალებისთვის თმა არ არის მხოლოდ თმა, ეს ტრადიცია უკავშირდება წინაპრებს, რომლებიც ამაყობდნენ გრძელი თმით და იზრდიდნენ როგორც შესაძლებელი იყო. თმის სიგრძის გამო გინესის მსოფლიო რეკორდშიც მოხვდნენ და მას შემდეგ, ათასობით ტურისტი სტუმრობს პატარა სოფელს მათი საიდუმლოს გაგების მიზნით.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

იაპონიის ქალაქ ნარაში ირმების შეკრების ფენომენი

რატომ იკრიბება ასობით ირემი პარკის ტერიტორიაზე ზაფხულის საღამოს საათებში?
იაპონიის ქალაქი ნარა ცნობილია ირმების სიმრავლით, აქ ადამიანები და ირმები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, თუმცა ზაფხულობით საინტერესო რამ ხდება.
განსაკუთრებული ფენომენი, რომელსაც “Shikadamari”-ს უწოდებენ და ნიშნავს ირმების თავშეყრის ადგილს, ხდება ყოველ ზაფხულს და ირმები პარკის ერთ კონკრეტულ ნაწილში გროვდებიან, სადაც დაახლოებით ერთ საათს დაჰყოფენ ხოლმე, 6:30-დან 7:30-მდე და შემდეგ ისევ მიდიან.
გასაოცარი ის არის, რომ ირმები ერთად იკრიბებიან ერთსა და იმავე ადგილას და ერთსა და იმავე დროს. ფენომენი მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა და ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ახსნა შემდეგში მდგომარეობს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში, იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე ხდება ჰაერის ცირკულაცია და ირმები გაგრილებას ცდილობენ. თუმცა, რა საკვირველია, ეს ვერსიაც აჩენს კითხვებს და აღნიშნული ფენომენი მაინც საიდუმლოებად რჩება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რეკორდული მანძილის დაფარვის შემდეგ, ბრიტანეთიდან რუსეთში ჩაფრენილი ღამურა კატამ მოკლა 🦇🐱

ღამურა, რომელმაც ლონდონის ზოოპარკს დააღწია თავი, 2 018 კილომეტრი იფრინა და რუსეთში, ფსკოვის ოლქში აღმოჩნდა, კატამ იმსხვერპლა, – ამის შესახებ BBC წერს.

ადამიანის თითისხელა ღამურას ფრთაზე სპეციალური ნიშანი – London Zoo (ლონდონის ზოოპარკი) აღმოაჩნდა. ის ფსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, ადგილობრივმა, სვეტლანა ლაპინამ იპოვა და მის შესახებ დიდი ბრიტანეთის ღამურების კონსერვაციის ცენტრს აცნობა.

ირკვევა, რომ ღამურა „რეკორდსმენიცაა“ – ბრიტანეთიდან, ევროპის გავლით, ეს ყველაზე გრძელი მოგზაურობაა, რომელიც ოფიციალურად აღუწერიათ.

ღამურა (სახეობა – Nathusius’ pipistrelle) სულ რაღაც 8 გრამს იწონიდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რა უნდა ვიცოდეთ ოლიმპიური თამაშების შესახებ?

ახლა ტოკიოს ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და ვფიქრობ, საინტერესო იქნება ოლიმპიური თამაშების ისტორიას თვალი გადავავლოთ.

პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა ძველი წელთაღრიცხვით 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში, ძველ საბერძნეთში. თამაშებს შორის ინტერვალი კი შეადგენდა 1417 დღეს.

1894 წელს საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს და დაამტკიცეს ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები, რასაც ეწოდა ოლიმპიური ქარტია. ასევე შეიქმნა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ). თანამედროვე ოლიმპიური თამაშები კი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყველა კონტინენტის სპორტსმენი თამაშებში პირველად მონაწილეობას იღებდა 1908 წელს. ოლიმპიური თამაშების პირველი სატელევიზიო ტრანსლაცია კი 1936 წელს გერმანიაში განხორციელდა.

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან იღებს მონაწილეობას.

ოლიმპიურ ალამზე გამოსახულია ერთმანეთზე გადაჯაჭვული 5 ფერადი რგოლი, რომელიც გამოხატავს 5 კონტინენტს და მათ ერთიანობას. როგორც დროშის შემქმნელი ამბობს, ამ ფერთაგან ერთ-ერთი მაინც ფიგურირებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშაზე.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 24 25 26 27 28 98
Page 26 of 98