close

საჰარის უდაბნოში, მავრიტანიის ტერიტორიაზე არსებობს რიშადის სტრუქტურა, რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც ასევე საჰარის თვალს უწოდებენ და რომელსაც ჩვენ ადგილზე ვერ ვხედავთ, კოსმოსიდან არის შესამჩნევი.
როდესაც ნასას მისია, Gemini 4, 1965 წელს დაიწყო, ასტრონავტებმა მალევე აღმოაჩინეს საჰარის თვალი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კი ეს სტრუქტურა კოსმონავტებისთვის წარმოადგენდა ორიენტირს, რადგან მკვეთრად გამოიყოფოდა უდაბური ადგილიდან და ხილვად ობიექტს წარმოადგენდა.
საჰარის თვალს თითქმის იდეალური წრის ფორმა აქვს და დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ოდესღაც მეტეორმა წარმოქმნა ასეთი ფორმა. მაგრამ დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ საჰარის თვალი წარმოიქმნა მაშინ, როდესაც ერთიანი კონტინენტი, პანგეა დაიყო 100 მილიონი წლის წინ და მეტამორფული და ვულკანური ქანების ცვლილებისა და ეროზიის გავლენის შედეგად უცნაური რიშადის სტრუქტურაც ჩამოყალიბდა. თუმცა, ამ ყველაფერს თეორიის სახე აქვს და საჰარის თვალის საიდუმლოება ჯერ ბოლომდე ამოხსნილი არ არის.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response