close

ეს საინტერესოა

ანალიტიკაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

ნარჩენების მართვა მსოფლიოსა და საქართველოში – სად ,,ქრება” ნაგავი?

ნაგვის ინდუსტრია ერთ-ერთი უზარმაზარი ბიზნესინდუსტრიაა თანამედროვე მსოფლიოში. ერთი შეხედვით,  უზარმაზარი კომპანიები მართავენ ნარჩენებს და გარკვეული რეგულაციებიც არსებობს, თუმცა ეს ინდუსტრია მაინც საკმაოდ შემაშფოთებელ პრობლემად რჩება. საინტერესოა, რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში და არამარტო. საკითხთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის კონსულტანტს – კახა რუხაიას გავესაუბრეთ.

ღია ნაგავსაყრელები მწარმოებლური საზოგადოების შექმნის დღიდან შემაწუხებელ გარემოსა და ანტისანიტარიასთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ღია ნაგავსაყრელები ძირითადად დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს, ზიანი, რომელსაც ისინი გარემოს აყენებს ნამდვილად არ არის შემცირებული, რადგან მაგალითად, ღია ნაგავსაყრელებზე გახრწნილი ნაგავიც კი გამოყოფს  ე.ნაგავსაყრელის გაზს, რომელიც მეთანს შეიცავს, გარემოს დაცვის სააგენტოს მტკიცებით კი, მეთანი 21-ჯერ უფრო ეფექტურად ამწყვდებს სითბოს ატმოსფეროში და შესაბამისად, მსოფლიო კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მსოფლიოს უმსხვილესი ნაგავსაყრელები, რომლებსაც „მეგასაყრელებს“ უწოდებენ, აქტიურად იყენებენ მიწისქვეშა კონტეინერებს,  რომელთა ფართობიც 10-დან 100 აკრამდე მერყეობს, წარმოიდგინეთ, როგორც ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ვებგვერდდან ვიგებთ, ვირჯინიის ერთი ასეთი საცავი ფართობით ათას საფეხბურთო მოედანს, ხოლო სიმაღლით ვაშინგტონის მონუმენტს უტოლდება, აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარი საცავის თითოეული აკრის განვითარება და აშენება 500 000 დოლარი ჯდება, შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ დანერგილა. როგორც ბატონი კახა აღნიშნავს, დღეს საქართველოში არსებული 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან არცერთს არ გააჩნია ნაგავსაყრელის უჯრედებიდან გაზგამომყვანი სისტემაც, დედაქალაქს რაც შეეხება,  თბილისის მასშტაბით შეგროვებული ნარჩენების ნაგავმზიდებით ტრანსპორტირდება ქ. თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, სადაც ხორციელდება ნარჩენების განთავსება. ამ ეტაპზე, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი ნარჩენების დახარისხების საამქრო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნარჩენების დაახარისხება.

მსოფლიოს უდიდესი ნაგავსაყრელების მფლობელი კომპანიები ნაგავსაყრელების შემაწუხებელი სუნის თავიდან ასარიდებლად უხილავ ნაერთს იყენებენ, რომელიც სუნის მოლეკულას მიწასთან აკავებს და მოსახლეობას ის არ აწუხებს,  თუმცა გარემოში მისი გავრცელება ამით არ აღიკვეთება, საქართველოში არც მსგავსი პრაქტიკა გვხვდება და ბუნებრივია, მოსახლეობაც ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი მათ სიახლოვეს ნაგავსაყრელის განთავსების დროს, „შეიძლება ითქვას, რომ ნაგავსაყრელიდან სუნის ემისია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, ეს უკავშირდება ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების  ინსტრუქციის დარღვევას, ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების და გაზების შეგროვების სისტემის გაუმართაობას. მინდა გითხრათ, რომ ზემოთხსენებული სისტემები დღეს საქართველოშ სრულყოფილად არცერთ ნაგავსაყრელზე არ მუშაობს“ – აღნიშნავს ბატონი კახა.

უცნაურია ასევე ისიც, რომ მსოფლიოს ნაგავსაყრელების ნახევარს ქაღალდი იკავებს, მაშინ როცა მისი გადამუშავება 5-ჯერაც კია შესაძლებელი,  რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ერთი შეხედვით უხიფათო ქაღალდის წვამაც კი შეიძლება ჟანგბადში ერთ-ერთი ყველაზე მომწამლავი ქიმიკატის – დიოქსინის გამოყოფა გამოიწვიოს,  მაგალითად,  ქაღალდის წვის დროს პლასტმასთან ერთად და ა.შ. მაშინ, როცა  დიოქსინის განადგურებას ან ნეიტრალიზებას ვერც ერთი თანამედროვე ფილტრი ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ნარჩენების წვა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ამიტომაც, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა ტიპის ღია წვა აკრძალულია, დაშვებულია ნარჩენების წვა მხოლოს სპეციალურ დანადგარებში (ინსინერატორები). თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით პერიფერიულ სოფლებში, არ ხდება ნარჩენების მართვა, ნაგვის წვის ან თვითნებური ნაგავსაყრელის შექმნის შემთხვევებს თავიდან ვერ ავირიდებთ.

მუნიციპალური ნაგვის 30% – პარკები და შესაფუთი მასალაა, ჩინეთში პოლიეთილენის პარკებს „თეთრ დაბინძურებასაც უწოდებენ“, სამხრეთ აფრიკაში „ეროვნულ ყვავილს“, ბანგლადეშში პოლიეთილენის პარკებმა სადრენაჟო სისტემა გაჭედა და წყალდიდობები გამოიწვია, ამიტომ ქვეყანამ 2002 წელს აკრძალა მათი წარმოება, ამ მხრივ, საქართველოში ჯერჯერობით არ არის დაწესებული რაიმე სახის აკრძალვა, მაგრამ პოლიეთილენის პარკების შეზღუდვის მიზნით შემუშავებულია პოლიტიკური დოკუმენტის პროექტი, რომელსაც სავარაუდოდ მალე დაამტკიცებენ.

შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა თავად სისტემაშია, რომელიც  ამდენ ნაგავს წარმოქმნის, რისი მიზეზიც ნაგვისწარმოების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად ქცევა გახდა, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ამერიკაში ნაგვის ინდუსტრიიდან შემოსავალი 1997-2002 წლებში 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე გიაზარდა, რაც ნიშნავს რომ კონტეინერები, რომლებითაც აზიიდან სხვადასხვა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო საგნები ჩამოდის, უკან ნაგვით დატვირთული ბრუნდება.

დაბოლოს, როდესაც საზოგადოება მწამოებლებს ვერ აკონტროლებს, ბუნებრივი რესურსები დემოკრატიულად არ მოიხმარება, რადგან ეს რესურსები ისეთივე საზოგადოებრივი საკუთრებაა, როგორც მაგალითად – ჰაერი, ეს ნიშნავს რომ პრობლემა თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულებაშია და საკითხის გადაჭრა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე ვერ მოხერხდება.  გარემოს დამცველების ერთ-ერთი სტრატეგია „ნულოვანი ნაგავია“, რომლის მომხრეებსაც სურთ ნაგავსაყრელების და ნაგავსაწვავების დახურვა, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ არსებობს ადგილები სადაც მსგავსი რამ მართლაც ხდება, ესენია – ტორონტო, ავსტრალია, ნოვა სკოტია და ა.შ. მათი ხედვით ნაგავი არ არის გარდაუვალი შედეგი, გადაყრილი მასალის გამოყენება ყოველთვის შეიძლება და ამას ახლებურად უნდა შევხედოთ.

 

წყარო:  ჰ.როჯერსი, „ხვალამდე გაქრება, ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“, თბილისი, 2015.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

3 რამ, რაც ქრონიკული გადაღლილობის სინდომის მოხსნაში დაგეხმარებათ

თუ COVID-19-ის მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ­დე გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის­გან იმ­დე­ნად ვიღ­ლე­ბო­დით, რომ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნას ვერ ვას­წრებ­დით, ახლა სხვა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით.

რო­გორც გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი, უძი­ლო­ბა, მუდ­მი­ვი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა იწ­ვევს ქრო­ნი­კუ­ლი გა­დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრომს, ისე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ინერ­ტუ­ლო­ბა­მაც, როცა ენერ­გი­ას ვერ ვხარ­ჯავთ და ძი­რი­თა­დად, მო­დუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ამას­თან, შე­ზღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რი­ვად მოხ­სნას­თან ერ­თად, ჩვე­ულ რე­ჟიმს ვუბ­რუნ­დე­ბით, თუმ­ცა რამ­დე­ნად შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ვიქ­ნე­ბით, როცა თავს მუდ­მი­ვად ინ­ტერ­ტუ­ლად ვგრძნობთ?

ქრო­ნი­კუ­ლი გა­დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მი იმა­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. გვი­კარ­გავს სი­ახ­ლის მი­მართ სწრაფ­ვის ხა­ლისს, მო­ტი­ვა­ცი­ას, ნა­ყო­ფი­ე­რად

ვიშ­რო­მოთ, გა­ვერ­თოთ და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის მო­სახ­სნე­ლად შეგ­ვიძ­ლია, შე­ვას­რუ­ლოთ რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი რე­კო­მენ­და­ცია და მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩენთ, რო­გორ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი:

ჯან­სა­ღად კვე­ბა და მეტი წყა­ლი

ჯან­სა­ღი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა ენერ­გი­ის წყა­როა. როცა საკ­მა­რის ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს იღებ, ორ­გა­ნიზ­მი მწყობ­რში დგე­ბა.ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი, ოკე­ა­ნის თევ­ზი – ეს იმ პრო­დუქ­ტე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი კვე­ბის ნა­წი­ლი უნდა იყოს. ამას­თან, წყა­ლი ორ­გა­ნიზმს მე­ტა­ბო­ლიზ­მში ეხ­მა­რე­ბა და ენერ­გი­ით გვავ­სებს.

ძი­ლის სა­ა­თე­ბის გან­სა­ზღვრა და დღის რუ­ტი­ნის შედ­გე­ნა

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­სას ბევ­რი ჩვენ­გა­ნი დი­ლის ძილს იმ­დე­ნად მი­ეჩ­ვია, რომ დღის 06:00-07:00 სა­ათ­ზე და­წყე­ბა ვე­ღარ წარ­მო­უდ­გე­ნია. თუმ­ცა 12:00-13:00 სა­ა­თამ­დე ძილი თუ რუ­ტი­ნად გვექ­ცა, დიდი შან­სია, გა­დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­ვუ­წყოთ ხელი. ბევ­რი ჩვენ­გა­ნი შუა დღეს გაღ­ვი­ძე­ბი­სას თავს ენერ­გი­უ­ლად სუ­ლაც არ გრძნობს, აწუ­ხებს თავ­ბრუს­ხვე­ვა და სხე­უ­ლი ისევ ლო­გინ­ში დაბ­რუ­ნე­ბას “სთხოვს”, თუმ­ცა ძი­ლის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად შეგ­ვიძ­ლია, რა­მე­ნი­მე გზას მივ­მარ­თოთ:

  • მე­დი­ტა­ცია და იოგა – მა­თით შეგ­ვიძ­ლია, სახ­ლშიც დავ­კავ­დეთ, ამის­თვის უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო აპ­ლი­კა­ცია არ­სე­ბობს.
  • შე­ვი­ძი­ნოთ კომ­ფორ­ტუ­ლი მატ­რა­სი, ბა­ლი­ში, სა­ბა­ნი და სა­ღა­მუ­რი, რო­მე­ლიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან იქ­ნე­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლი – რაც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ თავს, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, მშვი­დად გე­ძი­ნოს.
  • და­ძი­ნე­ბამ­დე არ გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი.
  • ყო­ველ­დღი­უ­რად, ერ­თსა და იმა­ვე დროს და­ვი­ძი­ნოთ და გა­ვიღ­ვი­ძოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

როგორ დავარეგულიროთ დისბალანსი

მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა მთლიანად უარყო საყოველთოდ მიღებული
ეკონომიკური თეორიის ორი პუნქტი – რომ ადამიანები, ჩვეულებრივ, რაციონალურ
გადაწყვეტილებებს იღებენ და რომ ბაზრის „უხილავი ხელი“ ნებისმიერი დისბალანსის
მარეგულირებელი საიმედო მექანიზმის როლს თამაშობს. დროა, უარი ვთქვათ ამგვარ
მოსაზრებაზე და ახლებურად მივუდგეთ საკითხს.
ქცევითი ეკონომიკა ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანები, ძირითადად,
არარაციონალური და კოგნიტური აკვიატებებით მოტივირებული არსებები არიან. ეს,
ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფი, დისციპლინა სრულიად განსხვავებული
კუთხით გვიჩვენებს, რა ფაქტორები ამოძრავებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს.
ექსპერიმენტული მიდგომის დანერგვა საშუალებას მისცემს კომპანიებს, დაინახონ ის
სიმართლე, რომელიც საფუძვლად უდევს მათ წარმოდგენებს კლიენტების,
თანამშრომლებისა და კორპორაციული პოლიტიკის შესახებ.

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

ოპტიმისტებს გულის ავადმყოფობა თითქმის არ აწუხებთ

როგორც ირკვევა, ოპტიმისტებს გულის დაავადებები ნაკლებად აწუხებთ. ეს დასკვნა  ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნდა.

ამ სამეცნიერო კვლევისთვის ლათინოამერიკული წარმოშობის 4900 ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. რა ჯგუფი სპეციალურად შეიქმნა, რადგან  – მეცნიერების აზრით, ეს ჯგუფი უფრო მოწყვლადია, რადგან ყველამ არ იცის ინგლისური, ესპანურენოვანი ექიმის მოძებნა კი არც ისე მარტივია.

მოხალისეების ოპტიმიზმის დონე სპეციალური ტესტით შეფასდა და გაირკვა, რომ ოპტიმისტები ნაკლებად ჩივიან გულის დაავადებებზე. ვინც უფრო ხშირად არიან კარგ ხასიათზე, უფრო ჯანმრთელი გული აქვთ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

79 წლის, პენსიონერმა ტომ ბრაუნმა ვაშლის 1000-მდე “დაკარგული” ჯიში გადაარჩინა

გაიცანით ტომ ბრაუნი, რომელმაც 79 წლის ასაკში შეძლო და 1000-მდე დაკარგული აპალაჩის მემკვიდრეობის  ვაშლის ჯიში  გადაარჩინა.

მან 20 წლის წინ დაიწყო დაკარგული ჯიშების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. პირველად 1998 წელს დაინტერესდა ვაშლის ჯიშებით ბრაუნი, როცა ის ისტორიული ფერმერთა ბაზრობაზე მოხვდა, სწორედ აქ შეამჩნია პატარა სადგამი, სადაც კალათებში, უცნარი და უცხო ვაშლები იყო. ამის შემდეგ მან მიზნად დაისახა, რომ ისეთი ჯიშები მოეძებნა და აღმოეჩინა, რომელიც 50-100 წელის არავის უნახავს და გაუსინჯავს.

წლების განმავლობაში ის სხვადასხვა საინტერესო ჯიშებს აწყდებოდა და თითოეულ ვაშლის მოძიების ისტორიებს წერდა. ამ დროის განმავლობაში მან შეძლო და დაიბრუნა დაახლოებით 1200 ვაშლის ჯიში, რომელთაგან 700 არის უიშვიათესი.

ათასობით ჯიში, ჯერ კიდევ არსებობს და შესასწავლია, თუმცა არის დროის პრობლემა. ყოველწლიურად ხეები ,,იკარგება“ სხვადასხვა მოვლენების შედეგად.

ტომ ბრაუნმა მოახერხა და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა დაკარგული ისტორიის ძებნას და შემდეგ მის შენარჩუნებას. ის კვლავ აგრძლებს ,,ნადირობას“ ვაშლის ჯიშებზე, ასევე უვლის თავის ბაღს. ტომის წარმოუდგენელი ერთგულების გამო, ისტორიას დარჩება უამრავი  ახალი ვაშლის ჯიში, რომელებსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოა

ჩინეთში იპოვეს დოქი, რომელშიც „უკვდავების ელექსირი“ იყო

ჩინეთში, პროვინცია ხენიანში „დასავლეთ ხანის“ დინასტიის (ჩვენს ერამდე 202 წელი) სამარხების გათხრების დროს, მეცნიერებმა იპოვეს 2 ათასი წლის  სპილენძის დოქი, რომელშიც 3,5 ლიტრი სითხე იყო  წერს გამოცემა Cgtn

არქეოლოგები ამბობენ რომ ძველ დროში ამ სითხეს „უკვდავების ელექსირს“ უწოდებდნენ. მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ დოქში სპირტიანი სასმელი იყო, რადგან სითხეს ალკოჰოლის არომატი ჰქონდა.

თუმცა ლაბორატორიული კვლევების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დოქში არის კალიუმის ნიტრატის და ალუტინის ნარევი. ეს არის მთავარი ინგრედიენტები იმ სითხის, რომელსაც ძველ ჩინეთში „უკვდავების ელექსირს“ ანუ სიცოცხლის გამახანგრძლივებელს უწოდებდნენ.

„უკვდავების ელექსირის“ შესახებ ცნობები გვხვდება დაოსის მანუსკრიპტებში : „ეს მითური წამალი პირველად იპოვეს ჩინეთში. აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი მეთოდების შესასწავლად, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ცდილობდნენ უკვდავების მიღწევას“ – განაცხადა ქალაქ ლოიანის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის არქეოლოგმა ში ცზიაჩჟენმა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ადამიანმა შეიძლება სიბნელეში დანახვის უნარი შეიძინოს

ცნობილია, რომ ადამიანის თვალი ვერ ახერხებს ინფრაწითელი განათების აღქმას. ეს აიხსნება იმით, რომ თვალის ბადურაში არსებულ ფოტორეცეპტორებს, შეუძლიათ განათების აღქმა არა უმეტეს 500 ნანომეტრი სიხშირით, მაგრამ რაც 650 ნანომეტრსიხშირეს აღემატება, აღქმადი აღარ არის. კვლევის შესახებ ჟურნალი Cell-ი წერს.

არსებობს რიგი ცხოველებისა, რომლებმაც ევოლუციის პერიოდში ინფრაწითელისხედვის უნარი გამოიმუშავეს, მაგალითად რეპტილიები, რომლებსაც ნადირობა ღამითაც შეუძლიათ. ადამიანმა სხვადასხვა მოწყობილობა მოიფიქრა, რომელსაც შეუძლია ინფრაწითელი ნათების კონვერტირება. მათი გამოყენება დღისით არ შეიძლება და თანაც მსგავსი სათვალეების ტარება ძალიან რთულია.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ნაწილაკები, რომლებიც ცილის მოლეკულებისგან შედგება. მეცნიერებმა ის თაგვის თვალში ფოტორეცეპტორს მიამაგრეს და მათ ახლო ინფრაწითელი სხივების აღქმის უნარი შესძინეს. ერთადერთი გვერდითი ეფექტი თაგვებში მხოლოდ ბუნდოვანი მხედველობა იყო.

მეცნიერების თქმით, ადამიანის თვალი მცირედით განსხვავდება თაგვის თვალისგან და შესაბამისად საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ადამიანებსაც მალე მოარგონ ეს ტექნოლოგია.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქათამი, რომელმაც თავის მოკვეთიდან 1.5 წელი იცოცხლა

ეს არ ეხება ფრინველის ამ სახეობის ყველა წარმომადგენელს, თუმცა ისტორიაში ცნობილია ქათამი, რომელმაც თავის მოკვეთიდან წელიწადნახევარი გაძლო. მას “სასწაული-მაიკი” შეარქვეს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფერმერმა, პატრონმა გადაწყვიტა, მაიკისაგან ვახშამი მოემზადებინა. ნაჯახი კარგად გალესილი არ იყო და ფერმერმა მისი დახმარებით მაიკს თავის დიდი ნაწილი კი მოაჭრა, მაგრამ იარაღი მთავარ არტერიას არ მოხვედრია და ქათმის ცალი ყური და ტვინის დიდი ნაწილი დაუზიანებელი დარჩა. მაიკს ისევ შეეძლო სიარული და ფერმერმა გადაწყვიტა, ეს ქათამი არ დაეკლა. იგი კვებავდა მაიკს პიპეტის (მინის წაწვეტებული მილაკი რეზინის თავით) საშუალებით, მას აძლევდა რძესა და წყალში გარეულ სიმინდის დაქუცმაცებულ მარცვლებს.

სასწაული-მაიკის ფოტოები გამოქვეყნდა ცნობილ გამოცემებში, მათ შორის “თაიმ ენდ ლაიფ” (დრო და სიცოცხლე)-ში და თვეში შემოჰქონდა 4500 დოლარის ოდენობის შემოსავალი. მაიკი მოკვდა 1947 წლის მარტში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

კვლევა: ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს და სიმსივნეს იწვევს

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს, რიგ შემთხვევებში კი – ბაქტერიები, რომლებიც დამაბინძურებლები არიან, სხვადასხვა დაავადებას იწვევენ, მათ შორის კი – სიმსივნეს.

ალკოჰოლურ სასმელებში მოიაზრება ლუდი, ღვინო, ლიქიორები. როგორც მკვლევარები ამბობენ, კბილების გახეხვა გამოსავალი არ არის, ერთადერთი შედეგი სმის შეწყვეტით მიიღება.

წყარო:  Usatoday

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

ფელიქს ბაუმგარტნერის სასიკვდილო ნახტომი და ბგერაზე სწრაფად მფრინავი ადამიანი [ვიდეო]

„ხანდახან ძალიან მაღლა უნდა ახვიდე იმისათვის, რომ კარგად გააცნობიერო, რამდენად პატარა ხარ“, – ეს სიტყვები  ფელიქს ბაუმგარტნერს ეკუთვნის, ადამიანს რომელიც, ოთხი წარმოუდგენელი რეკორდის ავტორი გახდა და კაცობრიობის ისტორიაში, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.

ხუთწლიანი თავდაუზოგავი ვარჯიშებისა და მზადების შემდეგ, ბაუმგარტნერი გახდა პირველი ადამიანი, ვინც თავისუფალი ვარდნისას, ბგერის სიჩქარეზე მეტი (1342.8 კმ/სთ, ანუ 1.24 მახი) განავითარა. მან ნახტომი 39.045 მეტრის სიმაღლიდან შეასრულა, ანუ 2.4 კილომეტრით უფრო მაღლიდან, ვიდრე გეგმით იყო გათვალისწინებული. მის ნახტომს კი „საუკუნის ნახტომი“ უწოდეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 99
Page 21 of 99