close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ჩინეთის მოსახლეობა შემცირდა

ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლიდან პირველად შემცირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 1 411 750 000 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შეედარებით 850 ათასით ნაკლებია. ამასთან, რეკორდულად დაეცა შობადობის ინდექსი – 6,77 მშობიარობა 1 000 ქალზე. ასევე, 2022 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რიცხვზე მაღალი იყო – პირველად 1976 წლიდან ჩინეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 7,37 გარდაცვალება ათას ადამიანზე (2021 წელს ეს მაჩვენებელ 7,18-ს შეადგენდა). მონაცემები სახელმწიფო სტატისტიკურმა სამმართველომ გამოაქვეყნა.

შობადობის ინდექსი ჩინეთში უკვე რამდენიმე წელია ეცემა, რასაც სპეციალისტები ქვეყანაში მოქმედ ერთი ბავშვის პოლიტიკას უკავშირებენ. მთავრობამ ის 2016 წელს გააუქმა და შობადობის წახალისების მიზნით სხვადასხვა ინიციატივებიც წარადგინა, თუმცა ამან შობადობის ზრდა არ გამოიწვია. ექსპერტების განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო მშობლებისთვის ბავშვების აღზრდის ტვირთის შესამცირებლად ძალისხმევას არ იჩენს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

როგორი იქნებოდნენ დინოზავრები დღეს, რომ არ გადაშენებულიყვნენ?

66 მილიონი წლის წინ ასტეროიდი დედამიწას დაეჯახა 10 მილიარდი ატომური ბომბის ძალით და შეცვალა ევოლუციის კურსი.
ცა დაბნელდა და მცენარეებმა შეწყვიტეს ფოტოსინთეზი. მცენარეები დაიღუპნენ, შემდეგ ცხოველები, რომლებიც ამ მცენარეებით იკვებებოდნენ. კვებითი ჯაჭვი ჩამოიშალა. ყველა სახეობის 90 პროცენტზე მეტი გაქრა. ყველა დინოზავრი, გარდა რამდენიმე ფრინველისა, გადაშენდა.
1980-იან წლებში პალეონტოლოგმა დეილ რასელმა შემოგვთავაზა ექსპერიმენტი, რომელშიც ხორცისმჭამელი დინოზავრი გადაიქცა ინტელექტუალურ ხელსაწყოების მომხმარებლად. ეს “დინოზავროიდი” იყო დიდ-ტვინიანი არსება, რომელიც ვერტიკალურად დადიოდა.
შეუძლებელი არ არის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. თუ კოლეჯში სწავლას მიატოვებთ, შესაძლოა თავის ტვინის ქირურგი, იურისტი ან „ნასას“ რაკეტების მეცნიერი ვერ გახდეთ, მაგრამ შეიძლება გახდეთ მხატვარი, მსახიობი ან მეწარმე. გზა, რომელსაც ცხოვრებაში გავდივართ, ზოგიერთ კარს აღებს და ზოგიერთს ხურავს. ასეა ევოლუციაშიის შემთხვევაშიც.
განვიხილოთ დინოზავრების ზომა. იურული პერიოდის დასაწყისში, ზავროპოდი დინოზავრები, ბრონტოზავრები და მისი მსგავსები 30-50-ტონიანი გიგანტები იყვნენ, 30 მეტრი სიმაღლის — სპილოებზე ათჯერ მძიმე და ცისფერი ვეშაპების სიგრძის.
ასე მოხდა მრავალ ჯგუფში, მათ შორის დიპლოდოციდებში, ბრაქიოზავრიდებში, ტურიაზავრიდებში, მამენჩიზავრიდებსა და ტიტანოზავრებში.
ეს მოხდა სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კლიმატში, უდაბნოებიდან ტროპიკულ ტყეებამდე. თუმცა, ასეთ გარემოებში ბინადარი სხვა დინოზავრები სუპერგიგანტები არ გამხდარან.
რაც ამ ცხოველებს აკავშირებდა ის იყო, რომ ისინი ზავროპოდები იყვნენ. ზავროპოდების ანატომიამ — ფილტვებმა, ღრუ ძვლებმა სიმტკიცისა და წონის მაღალი თანაფარდობით, მეტაბოლიზმმა ან ამ ყველაფერმა ერთად — მათი ევოლუციური პოტენციალი გახსნა. საშუალება მისცა იმხელები გაზრდილიყვნენ, რამხელაც ხმელეთის არც ერთი სხვა ცხოველი არ გაზრდილა არც იქამდე და არც მას შემდეგ.
ხორცისმჭამელი დინოზავრებიც მუდმივად ვითარდებოდნენ უზარმაზარ, ათმეტრიან, მრავალტონიან მტაცებლებად. 100 მილიონი წლის განმავლობაში, მეგალოზავრიდები, ალოზავრიდები, კარქაროდონტოზავრიდები, ნეოვენატორიდები და ტირანოზავრები, უმაღლეს მტაცებლებად ჩამოყალიბდნენ.
დროთა განმავლობაში, დინოზავრები განვითარების ახალ ფაზაში შევიდნენ და უფრო გავრცელდნენ პატარა ბალახისმჭამელები და ფრინველები გამრავალფეროვნებდნენ. მოგვიანებით ჩამოყალიბდა გრძელფეხიანი ფორმები.
დინოზავრების 100 მილიონი წლის ისტორიაში უმნიშვნელო მინიშნება არსებობს, რომ ისინი რადიკალურად განსხვავებულად განვითარდებოდნენ, ასტეროიდი რომ არ ჩარეულიყო. ჩვენ ალბათ მაინც გვეყოლება ის სუპერგიგანტი, გრძელკისერი ბალახისმჭამელები და უზარმაზარი ტირანოზავრის მსგავსი მტაცებლები. მათ, შესაძლოა, ოდნავ უფრო დიდი ტვინი ჰქონოდათ, მაგრამ მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ ისინი გენიოსებად გადაიქცეოდნენ. არც ის არის სავარაუდო, რომ ძუძუმწოვრები გადაასახლებდნენ მათ. დინოზავრებს მონოპოლიზირებულით ჰქონდათ თავიანთ გარემო, როდესაც ასტეროიდი ჩამოვარდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ადამიანი, რომლისთვისაც პანდემია გამდიდრების წყარო აღმოჩნდა

ვინ წარმოიდგენდა, რომ პანდემია ვინმეს გამდიდრების წყარო აღმოჩნდებოდა, მაგრამ ასეთი ისტორიაც არსებობს. 2020 წელს, ერთი არაფრით გამორჩეული სენეგალელი Khaby Lame, დღეს მილიონერების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.
Khaby Lame ცნობილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოკლე, ვირუსული და სახალისო ვიდეოებით გახდა. იგი 2000 წელს სენეგალში დაიბადა და შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. თუმცა მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, სენეგალში, მშობლებთან მოუწია დაბრუნება. სწორედ აქედან დაიწყო მისი ისტორია, მარტივად აღქმადი, სახალისო ვიდეოების გადაღება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნება დაიწყო. პანდემიის დროს მომხმარებლებიც უფრო აქტიურად იყენებდნენ ონლაინ პლატფორმებს და Khaby Lame-ს ვიდეოებმაც გლობალური სცენა მარტივად დაიპყრო. მისი ხუმრობები მაყურებელმა მალევე აიტაცა და ვირუსული გახდა სოციალურ ქსელებში. ის გახდა ადამიანი, რომლის ვიდეოებიც ყველა ენაზე და ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო გასაგები უნიკალური ჟესტიკულაციის წყალობით.
დღეს Khaby Lame კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სახლის, Hugo Boss-ის სახე გახლავთ, 5 მილიონი დოლარის მფლობელიც და მისი მიმდევრების რიცხვი სოციალურ ქსელში კიდევ და კიდევ უფრო იზრდება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

უცნობი ანტიკური კულტურის მიერ შექმნილი წყალქვეშა ,,შვეიცარიული სტოუნჰენჯი“

კონსტანსის ტბაში, რომელიც გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის საზღვრებთან მდებარეობს, 2015 წელს 170 ქვის პირამიდა იპოვეს სანაპიროდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით და 5 მეტრის სიღრმეზე. თუმცა უკანასკნელმა ექსპედიციამ გამოავლინა ქვის ხანით დათარიღებული კიდევ მრავალი ახალი ნაგებობა. ცენტრალური ევროპის ტბის სიღრმეში აღმოჩენილ ობიექტს უწოდეს ,,შვეიცარიული სტოუნჰენჯი’’, სადაც ათობით ქვის გროვა ქმნის 10 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა ნაგებობას.
2012 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ ,,შვეიცარიული სტოუნჰენჯი’’ არ იყო ჩამოყალიბებული ბუნებრივი პროცესების შედეგად და იგი ნეოლითის ხანაში შექმნეს ადამიანებმა. ქვის ნაგებობათა ნაწილი თარიღდება 5 500 წლით. კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ტბის დონის 3-5 მეტრით აწევა და ნაგებობების სრულად წყლით დაფარვა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა მრავალი ახალი ნაგებობა და აჩვენა, რომ ნეოლითური ეპოქით დათარიღებული წყალში ჩაძირული მრავალი საცხოვრებელი სახლი ხიმინჯების საშუალებით წყლის ზემოთ იყო მოქცეული. არსებობს ვარაუდი, რომ ბოლოს აღმოჩენილი ქვის პირამიდები შესაძლოა იმავე თემმა ააგო, რომელიც ამ ტიპის საცხოვრებლებში ცხოვრობდა. მკვლევრები ფიქრობენ, რომ სახლები ძვ. წ. 3 500 წლით თარიღდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახლები გარკვეულ წარმოდგენას და ცოდნას გვაძლევს ამ ტერიტორიაზე დასახლებული თემის შესახებ, მათი კულტურა, რწმენა, ცხოვრების წესი ჯერჯერობით უცნობია და კვლევის საგანს წარმოადგენს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

უჩვეულო ექსპერიმენტის ავტორი, რომელიც შვილს შიმპანზესთან ერთად ზრდიდა

გენეტიკა ჩვენი ორგანიზმის ბევრ მახასიათებელს განსაზღვრავს, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდასა და ცხოვრებისეულ მოვლენებს. 1931 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა, უინტროპ კელოგმა, გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა იმის დასადგენად, თუ რამდენად არის შესაძლებელი ცხოველში ადამიანის მსგავსი ინტელექტის განვითარება.
ფსიქოლოგმა ცოლთან ერთად გადაწყვიტა ნამდვილი შვილი, დონალდი, შიმპანზესთან ერთად აღეზარდა და ენახა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა ექსპერიმენტი. კვლევის დაწყებისას დონალდი 10 თვის იყო, ხოლო შიმპანზე გუა 8 თვემდე. მშობლები ცდილობდნენ უნარები ერთნაირად ესწავლათ მათთვის და ყურადღებასაც თანაბრად უნაწილებდნენ. რამდენიმე თვეში ცვლილება შესამჩნევი გახდა. გუას მოტორული ფუნქციები და ფიზიკური მახასიათებლები სხვა შიმპანზეების მსგავსად განუვითარდა. ექსპერიმენტის ადრეულ ეტაპზე შიმპანზე 12 თვის დონალდზე უფრო ჭკვიანი იყო. როდესაც დონალდი ფიზიკური ნიშნებითა და სახეებით ცნობდა ადამიანებს, გუა ყურადღებას სუნსა და ტანსაცმელზე ამახვილებდა. როდესაც დონალდი რამდენიმე სიტყვას უკვე ამბობდა, გუას ეს არ შეეძლო და ფაქტობრივად, შიმპანზეს განვითარება დონალდის განვითარებას ჩამორჩა. თუმცა, მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა და დონალდმა გუას მიბაძვა დაიწყო, შიმპანზისთვის დამახასიათებელ ხმებს გამოსცემდა და ადამიანებს კბენდა. მშობლებმა მალევე გადაწყვიტეს ექსპერიმენტი შეეწყვიტათ და შიმპანზე ფლორიდაში მდებარე სპეციალურ დაწესებულებაში დაებრუნებინათ, რათა სხვა ექსპერიმენტის სამიზნე გამხდარიყო.
როგორც ექსპერიმენტმა გამოავლინა, ცხოველმა რამდენიმე ადამიანური თვისების ათვისება შეძლო, თუმცა მათი ტვინი საკმარისად განვითარებული არ არის იმისათვის, რომ ადამიანური მეტყველების უნარი აითვისოს. ექსპერიმენტის შედეგი კი ის იყო, რომ დონალდი უფრო დაემსგავსა შიმპანზეს, ვიდრე გუა ადამიანს. კვლევის შეწყვეტის შემდეგ, დონალდი ჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა, სრულწლოვანებამდეც მიაღწია და ექიმი გახდა, თუმცა 42 წლის ასაკში თავი მოიკლა.

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

ფერები,  რომლის დიზაინში გამოყენების შემთხვევაშიც გიჩივლებენ

 

ზოგიერთი ფერი არის ისეთი შთამბეჭდავი, გვერდს ვერ აუვლი შენი პროექტის დიზაინში მის გამოყენებას, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი – კონკრეტული ფერი დაცულია თუ არა რომელიმე სავაჭრო ნიშნით, რადგან კომპანიებს შეუძლიათ, ფერებს დაადონ სავაჭრო ნიშანი და მოიპოვონ მათი მრეწველობაში გამოყენების ექსკლუზიური უფლება.

ბარბების მაღაზია ,,Mattel-ის” ბარბის ვარდისფერი არის სავაჭრონიშანდაკრული 100-ზე მეტი სახის კომპანიის კატეგორიაში. ,,Mattel-მა” უჩივლა ,,MCA records-ს” წარწერა ,,Barbie girl-ისთვის“. მოსამართლემ კი გამოიტანა განაჩენი: “The parties are advised to chill”, – რითაც მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

სამკაულებისა და ძვირფასეულობის მაღაზიის ცისფერს – “Tiffany&Co” – ექსკლუზიური სავაჭრო მარკა 1998 წლიდან აქვს.

შოკოლადების მწარმოებელი კომპანია ,,Cadbury-ის” მეწამული იისფერი, დედოფალ ვიქტორიას საპატივსაცემოდ აიღეს 1800-იან წლებში. კომპანია, დღემდე ებრძვის „ნესტლეს“, ფერის გამო.

,,T-mobile-ს” ჰქონდა ბევრი სასამართლო პროცესი მაგენტას – მეწამული ვარდისფრის გამო. კომპანიამ, 2014 წელს, AT&T გამართული სასამართლო პროცესი მოიგო ამ ფერის გამოყენებისთვის.

UPS (United Parcel Service) იყენებს საკუთარ ყავისფერს 1916 წლიდან.

John Deere-ს ეკუთვნის უფლება თავის მწვანე და ყვითელ ფერებზე და, შესაბამისად, სხვა სამანქანო დანადგარები ვერ გამოიყენებენ ამ ფერებს განცალკევებით, ან კომბინირებულად.

Texas-ის უნივერსიტეტს ეკუთვნის მუქი ნარინჯისფერი. მათ ,,აიფონის” 2 აპლიკაცია ამ ფერის გამოყენების გამო 2010 წელს დახურეს.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მე-18 ქრომოსომის ტრისომია ანუ ედვარდსის სინდრომი

ედვარდსის სინდრომი წარმოადგენს ერთ-ერთ ქრომოსომულ დაავადებას, რომელიც ვლინდება შემდეგი ნიშნებით:  შინაგანი ორგანოების მრავალმხრივი დარღვევა, პატარა სახე, სახსრების კონტრაქტურა – რაც მე-18  ქრომოსომის ტრისომიითაა გამოწვეული.

ეს სინდრომი პირველად  ედვარდსმა აღწერა  თანამშრომლებთან ერთად 1960 წელს.

ძირითადი სიმპტომები: საშვილოსნოში ზრდის შეფერხება, პატარა სახე, ახალშობილის წონა 2200გ, პატარა ქვედა ყბა, დაბლა დაწეული და მარტივი აგებულების ყური ნიჟარები და ა.შ გარდა ამისა, გვხვდება თირკლმის განვითარების მანკები, განსაკუთრებით, ნალისებრი თირკმელი. სიხშირე 1:3000. თითქმის ყოველთვის აღინიშნება მე-18 ქრომოსომის ტრისომია, იშვიათია მოზაიციზმი და ტრანსლოკაცია. სიკვდილიანობის შემთხვევა – 30% იღუპება დაბადებიდან 1 თვეში, 50% პირველ 3 თვეში ხოლო 20% კი 1 წლამდე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

ნიკოლოზ ბაგრატიონი – „ვეფხისტყაოსნის“ სულისკვეთებით სავსე ქართველი რაინდი აფრიკაში

კაცობრიობის ისტორიის მსვლელობისას დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი უანგარო და მაღალზნეობრივი ცხოვრებით გმირობის საოცარ მაგალითს გვიჩვენებენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკოლოზ ბაგრატიონი – ნიკო ბური, რომლის რაინდული ცხოვრება იყო ცოცხალი მაგალითი „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სულიერების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისა. ნიკოლოზ ბაგრატიონი შუა საუკუნეების სარაინდო რომანების გმირს უფრო გავდა, ვიდრე XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ ადამიანს. მან გადაწყვიტა სრულიად უანგაროდ დახმარებოდა მისი სამშობლოს მსგავსად გაჭირვებაში მყოფ, ბურების აფრიკულ სახელმწიფოს და უშუალო მონაწილეობა მიეღო საბრძოლო ოპერაციებში.

     ნიკოლოზი ბაგრატიონ-მუხრანბატონთა შტოს განეკუთვნებოდა, მათ მამულები ჰქონდათ მუხრანის ველის ტერიტორიაზე, რომლის ცენტრიც სოფელი მუხრანი გახლდათ. ნიკოლოზი პირდაპირი შთამომავალი იყო არჩილ მეფისა. ნიკო1868 წელს დაიბადა, მის ოჯახთან დაახლოებულ ილია ჭავჭავაძეს მგზნებარე სიტყვა წარმოუთქვამს და გიორგი ბაგრატიონისთვის ურჩევია, შვილები ქართულ წესზე აღეზარდა და სამშობლოს სიყვარული ჩაენერგა მათთვის.  ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი სამხედრო პირი  გახლდათ, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ალექსანდროპოლში თურქთა არმია, რომელსაც ზიულ ფაშა მეთაურობდა რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია. ზიულ ფაშამ რუსეთის არმიის მეთაურ ოგლობოჟიოს მოღალატე უწოდა და იარაღი არა მას, არამედ  მის ადიუტანტ გიორგი ბაგრატიონ-მუხრან ბატონს ჩააბარა, რომელიც შემდგომ ნიკო ბაგრატიონმა საქართველოს მუზეუმს ჩააბარა.   გიორგი ბაგრატიონს და მის მეუღლეს ეკატერინე მესიშვილს 15 ვაჟიშვილი და ერთადერთი ქალიშვილი თამარი ჰყავდათ.

პატარა ნიკოლოზი მუხრანში, ბაგრატიონ მუხრანელთა რეზიდენციაში იზრდებოდა. როგორც თავის წიგნში აღნიშნავს, მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა ფეხით მოევლო და საკუთარი თვალით ენახა მთელი ქვეყნიერება. ნიკოს ბავშვური და კეთილი სულის სწორად განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გამზრდელ თინათინს. იგი უამბობდა მას მშვენიერ ზღაპრებს, თქმულებებს, „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტებს. პატარა ნიკოს სულში ღრმად გაიდგა ფესვი სიკეთისკენ სწრაფვამ და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილმა.

“გული იმ უცნობი მხარეებისკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა. ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდგომ, სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდი იმ საარაკო ქვეყნებში, თან საყვარელ ტარიელად გახდომას ვნატრობდი.” 

   ბავშვობის ტკბილი ოცნებები მკაცრმა მამაკაცურმა აღზრდამ შეცვალა. ნიკოლოზ ბაგრატიონი პატარა ასაკიდანვე შეაჩვიეს ცხენზე ჯდომას,  იარაღის ხმარებას, სიძნელეების გადატანას.

   ნიკოლოზ ბაგრატიონის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, როდესაც ფინანსური მაქინაციების წყალობით ებრაელმა ხასკინმა 600 000-იანი ვალი აჰკიდა ნიკოს ოჯახს. ეს ვალი მძიმე ტვირთად იქცა ოჯახისთვის. ნიკოს მამა იძულებული გახდა, წასულიყო და რუსეთის იმპერატორისთვის ვალის პატიება ეთხოვა. საბედნიეროდ იმპერატორმა ნიკოს ოჯახს ვალი აპატია.

   გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა კარგი განათლება მიეცა შვილებისთვის. ნიკო და ლევანი თბილისში გაგზავნეს. მოხუცი ფრანგი ქალი ბერლემონი 3 წელიწადი ასწავლიდა ძმებს ფრანგულ ენას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკოს განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ქართველ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს, იგი ნიკოს მამიდის ქმარი გახლდათ. პლატონმა ღრმად შეასწავლა ნიკოლოზ ბაგრატიონს საქართველოს ისტორია,  კულტურა, არქეოლოგია.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფრანგულის გარდა ნიკომ ბრწყინვალედ შეისწავლა რუსული და ინგლისური ენა.

  გარკვეული პერიოდის შემდგომ ნიკო და მისი ძმა რუსულ გიმნაზიაში იწყებენ სწავლას. გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც ნიკოს სული პატრიოტულ ნიადაგზე განაგრძობდა ზრდას, იგი ოცნებობდა საქართველოს უკეთეს მომავალზე და თავისუფლებაზე.

   1884 წელს გარდაიცვალა ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონი-მუხრანელი. ნიკოს უფროსი ძმა, ლევანი თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად, ოჯახის ტვირთი კი ნიკოს დააწვა. ნიკომ პატარა არყის სახდელი გახსნა და ამით ეხმარებოდა ოჯახს. ბავშვობაში სუსტი ნიკო ახლა ნამდვილი გოლიათი იყო, 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლის. ბრწყინვალე მსროლელი, მოჯირითე, საარაკო ძალის პატრონი, ბრძენი ხასიათის მქონე. გიმნაზიის დამთავრების შემდგომ ლევანი დაბრუნდა მუხრანში და გადაწყვიტა, როგორც უფროსმა ძმამ, თავის თავზე აეღო მეურნეობის გაძღოლა. თუმცა ლევანი კარგი მეურნე არ აღმოჩნდა, გულნატკენმა ნიკომ გადაწყვიტა დაეტოვებინა სახლი და სხვაგან ეძებნა ბედი. თავდაპირველად ნიკომ კავშირი გააბა მატყლის შემსყიდველი ინგლისური კომპანიის წარმომადგენელთან. თუმცა ეს სავაჭრო წარმომადგენელი საზღვაო კატასტროფაში დაიღუპა და ნიკომ იძულებული გახდა სხვა სამუშაო ეძებნა. ამის შემდგომ ნიკო ყარსის რკინიგზის სამუშაოებზე მუშაობდა 2 წელი.

   1896 წელს ნიკო შეიყვანეს ქართველ დეპუტატთა რიცხვში, რომლებიც ნიკოლოზ II-ის მეფედ კურთხევას უნდა დასწრებოდნენ. ნიკო მეფედ კურთხევის შემდგომაც დარჩა მოსკოვში, სადაც მან გაიცნო ნადირობის დიდი ტრფიალი ნიკოლოზ ორბელიანი. მან შესთავაზა ნიკოს წასულიყვნენ აფრიკაში ლომებზე სანადიროდ.

“აი აქ ხელახლა წარმომიდგა თვალწინ ტარიელი, მთელი თავისი ვაჟკაცობით და გამბედაობით. სუსტსა და უძლურს ბავშვობაში, ახლა ისეთი ძალა მქონდა, რომ ვერცხლის აბაზიანს სულ იოლად გავტეხდი შუაზე.”

ნიკოლოზ ბაგრატიონმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება.

    ნიკოლოზი სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახის საქმეებს მიჰყო ხელი და თან სულმოუთქმელად ელოდა ორბელიანის წერილს.  თითქმის 2 წლის შემდგომ ნიკოლოზ ორბელიანის წერილიც მოვიდა. 1899 წელს ნიკოლოზ ბაგრატიონი პეტერბურგში გაემგზავრა მეგობართან შესახვედრად.

“ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი -გავმგზავრებულიყავი შორ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნე ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა, რომ  საქართველოს მსგავსი ქვეყანა არსად იყო.”

   მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ, აქ მათ უნდა შეერთებოდათ ლომებზე ნადირობის სხვა მსურველნი. თუმცა ნიკოლოზ ორბელიანი დიდად მოიხიბლა პარიზით და აღარ ჰქონდა სურვილი აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასვლისა. ნიკომ გადაწყვიტა მარტო გამგზავრებულიყო აფრიკაში. სექტემბრის ბოლოს რიცხვებში მარსელის ნავსადგურიდან გავიდა გემი, რომელზეც ნიკო ბაგრატიონი იმყოფებოდა. გემზე ყოფნისას მას ე.წ „ზღვის ავადმყოფობა“ დაემართა და მძიმედ გადაიტანა მგზავრობა. როგორც იქნა ჩააღწიეს ალექსანდრიაში, სადაც ნიკო მეტად დაინტერესდა ანტიკური კულტურით. ალექსანდრიაში ნიკომ შეიტყო ბურების რესპუბლიკის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობდა და რომლის დაპყრობასაც ინგლისის იმპერია აპირებდა.

“მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.”

 “ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა  ჩემს  სამშობლოს  და მწამდა თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.”

   ბურების  რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ 75 წლის მხნე მოხუცი პაულუს კრიეგერი. ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა სასტუმრო და ბურებს დამხარებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

   ნიკილოზ ბაგრატიონმა გემით ჩააღწია დელაგოას  ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაპირზე მდებარეობს, აქედან კი გაემგზავრა ტრანსვაალიის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, პრეზიდენტ კრიუგერის სანახავად, თუმცა პრეზიდენტი იქ არ დახვდა. ბაგრატიონი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტს იოჰანესბურგში ნახავდა, თუმცა აქაც გაუცრუვდა იმედი. ნიკოლოზ ბაგრატიონი  თავის წიგნში „ბურებთან“ საუბრობს ბურების რესპუბლიკის ისტორიაზეც. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე კოლონია დაარსეს ჰოლანდიელებმა, თუმცა მათ მალე შეუერთდნენ ფრანგები, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან დევნილი ჰუგენოტები იყვნენ. მათ დაიწყეს მიწის დამუშავება, მესაქონლეობა, სირაქლემების მოშენება, ასევე აღმოჩნდა არაერთი ოქროს თუ ალმასის საბადო.

  “ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან, ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებებისამებრ, რასაც ხშირად მოჰყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად რელიგიაა, რამაც აგრეთვე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას, უდავოდ თავისი დაღი დაასვა.”

    ინგლისელებმა დააარსეს კოლონია ნატალიში, ბურები იძულებულნი გახდნენ მიეყიდათ ეს ნაწილი ინგლისელებისთვის. ამის მიუხედავად ინგლისელები კვლავ ავიწროებდნენ ბურებს, ამიტომ ბურების ერთი ნაწილი მდინარე ვაალის გაღმა გადავიდა და ტრანსვაალის ბურების რესპუბლიკა დააარსა. ასევე ბურების მეორე ნაწილმა დაარსა რესპუბლიკა ორანჟი.

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა მიდამოები, გზად შავკანიანი გამყოლი იახლა. გზად მათ გადაეყარათ უზარმაზარი, მძინარე მახრჩობელა გველი,  რამაც  გვარიანად შეაშინათ და იძულებულები გახდნენ ფერმისთვის შეეფარებინათ თავი. როგორც გაირკვა, ფერმას ერთი საშიში მძვინვარე ვეფხვი შესჩვეოდა, რომელიც ანადგურებდა  ჯოგს. ნიკოლოზმა სიმამაცე გამოიჩინა და მრისხანე ცხოველი ორი გასროლით განგმირა. ნიკოლოზმა გადაწყვიტა შეხვედროდა პრეზიდენტ კრიუგერს. პრეზიდენტის მეუღლემ სამამ,  შეხვედრა ორშაბათს 11 საათზე დაუნიშნა.  დათქმულ დროს ნიკოლოზ ბაგრატიონი ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას,  რომელიც წარმოადგენდა სადა სააგარაკო სახლს, რომელსაც ორი მწოლიარე ლომის ქანდაკება ამშვენებდა.  ბაგრატიონს სალუტით შეეგებნენ. პრეზიდენტ კრიუგერის და ნიკოს შეხვედრა მეტად გულთბილი აღმოჩნდა. ბაგრატიონს პრეზიდენტმა გააცნო სამი სამხედრო პირი:  ფრანგი გენერალი-ჟუბერი, გენერალი კრონიე, რომელიც არტილერიას ხელმძღვანელობდა და გენერალი დელარეი, რომელიც ნიკო ბაგრატიონივით გოლიათური აღნაგობისა გახლდათ. გადაწყდა, რომ ნიკო დელარეის დივიზიაში იმსახურებდა. მეორე დღეს ბაგრატიონი კვლავ ეწვია პრეზიდენტს და მასთან და მის მეუღლესთან ერთად სურათი გადაიღო. გენერალმა დელარეიმ ნიკო შტაბში დიაბარა დილის ხუთ საათზე,  ნიკოს შტაბში მისვლის შემდგომ ისინი გაემართნენ საბრძოლო ბანაკისკენ.

   “ყველაფერი მოეცვა კუპრივით ბნელ ღამეს. ჩქამიც არ ისმოდა, არც გუშაგები ჩანდნენ. ეს როგორი სამხედრო ბანაკია? უცებ სასწაული მოხდა – გაისმა სტვენისმაგვარი რაღაც და ყოველი ხე ბურად იქცა. როგორც კი პირველმა გუშაგმა შეიცნო დელარეი, მყისვე მისი მოსვლა გაიგო მთელმა ბანაკმაც. აქა-იქ  ციცინათელების მსგავსად აციალდნენ პატარა ფანრები.”

   ბურებმა თავაზიანად მიიღეს ნიკო, მტრის ჭარბი ძალების გამო ისინი ერიდებოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და პარტიზანულ თავდასხმებს ანხორციელებდნენ მტერზე. ბურების ჯარის უდიდესი ნაკლი გახლდათ უდისციპლინობა. ზოგი მათგანი ტოვებდა ბანაკს რამდენიმე დღით და შემდეგ კვლავ ბრუდნებოდა. ნიკოლოზ ბაგრატიონი აღნიშნავს ბურების გენერლების მაღალ პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით გენერალ ლუი ბოტას და გენერალ დე-ვეტას.

   “დე-ვეტას ტაქტიკა იყო შესანიშნავი. იგი მოძრაობდა ინგლისის ჯარის პარალელურად, რის დროსაც მოულოდნელად ესხმოდა მათ თავს. იტყუებდა ისეთ ადგილებში, საიდანაც გამოსვლა მტერს  ძვირად უჯდებოდა.”

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა მოხალისეთა პოლკს შეერთებოდა, რომელსაც ვილბუა-დე-მორეია მეთაურობდა და რომელმაც მარი ბროსეს  ნაშრომებით ბევრი რამ იცოდა საქართველოზე. სხვათა შორის ნიკოს აღნიშნული აქვს, რომ სამხედრო ბანაკში ყოფნისას იგი გადააწყდა „მორნინგ პოსტის“ ახალგაზრდა კორესპოდენტ უინსტონ ჩერჩილს, რომელიც ტყვედ ჩავარდნოდა ბურებს და რომელმაც ადვილად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა ბურების არამკაცრი მეთვალყურეობის გამო.

პოლკოვნიკმა ვილბუამ შეიტყო, რომ მტერი აპირებდა დელარეის დივიზიისთვის ალყის შემორტყმას და განადგურებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თავად ვილბუას პოლკი და ნიკო ბაგრატიონი. დაზვერვამ, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. ბურებმა დაასწრეს მტრებს და დილაადრიან მიიტანეს იერიში ინგლისელებზე, ინგლისელები დააბნია მოულოდნელმა იერიშმა, მაგრამ მალე მოეგნენ გონს და პირველი დღის ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მეორე დილას ინგლისელების არმიამ, რომელსაც კიტჩენერი მეთაურობდა არტილერიით მიიტანა იერიში ბურებზე. არც ერთი მხარე არ აპირებდა ჯერ გადამწყვეტ იერიშს. კიტჩენერეი დამხმარე ძალებს ელოდა რკინიგზით, ხოლო გენერალი კრონიე კი ელოდა, რომ მტერი გადმოვიდოდა შეტევაზე და ადვილად გაანადგურებდა მათ. მოხალისეთა პოლკს, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც იყო, ნაბრძანები ჰქონდათ არ გასცილებოდნენ სანგრებს  და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდნენ მათ.

  ინგლისელების არმიას ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ რამდენიმე დღის შემდგომ მათ იერიში მიიტანეს ბურებზე, მათ მოიგერიეს ეს იერიში, რომელშიც ნიკო ბაგრატიონის პოლკიც იღებდა მონაწილეობას. საღამოს ინგლისელების დამხმარე არტილერია გამოჩნდა, მაგრამ ბრწყინვალე არტილერისტმა კრონიემ ისეთი ცეცხლი გაუხსნა, რომ მათ

არტილერიის განლაგებაც კი ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს.

  ნიკოლოზ ბაგრატიონის პოლკი ბრძოლებს ქალაქ ლედისმიტის მიდამოებში განაგრძობდა, რომელსაც ინგლისელი გენერალი უაიტი იცავდა. ამ ბრძოლებიდან მალევე გარდაიცვალა გენერალი ჟუბერი, რაც დიდი დანაკლისი იყო ბურებისთვის. ომი გრძელდებოდა. ინგლისის არმიამ ვერ მოახერხა სწრაფი განადგურება ბურებისა, საკუთარი სამშობლოსთვის ბურები თავდადებით იბრძოდნენ. პარტიზანული თავდასხმებით ბურები მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. გენერალ კრონიეს 7-8 ათასიანი ჯარი კიმბერლეის გარშემო იყო განლაგებული. გენერალმა დელარეიმ კი ბრწყინვალედ დაამარცხა ლორდი მეტუენის არმია, ხოლო ტყვედ ჩავარდნილი მეტუენი კი გაანთავისუფლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბურები კაცთმოყვარეობის გამო ათავისუფლებდნენ ტყვედ ჩავარდნილ მტრის ჯარისკაცებს. ომის გაწელვის გამო ინგლისელებმა დაიწყეს ფიქრი ზავზე, მაგრამ ინგლისმა ბურების მიერ წაყენებული არც-ერთი პუნქტი არ დააკმაყოფილა და ბურებს თავისუფლება არ მიანიჭა, ბურებმა დაიწყეს ფიქრი ფართოუფლებიან ავტონომიაზე ინგლისის მფარველობის ქვეშ. მოლაპარაკება გაჭიანურდა და გენერალმა კიტჩენერმა გააძლიერა იერიშები ბურების წინააღმდეგ. ქალაქ ბოსჰოფთან დაიღუპა პოლკოვნიკი ვილბუა და იმ პოლკის თითქმის ნახევარი, რომელშიც ნიკო ბაგრატიონი იყო გაწევრიანებული. ბურების არმია და გენერალი კრონიე მიმწყვდეულები აღმოჩნდნენ ბოსჰოფთან, კრონიე იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. ტყვედ ჩავარდა ნიკოლოზ ბაგრატიონიც. მას ინგლისელებმა დახვრეტა მიუსაჯეს. ნიკო ფაქტიურად შეგუებული იყო იმ აზრს, რომ მალე გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, იხსენებდა სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებს.

  „დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო“

   ნიკო დასახვრეტად გამზადებულთა რიგში აღმოჩნდა.

„ვიდექი უძრავად, ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა – სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.”

  ოფიცერმა შეამჩნია ნიკოს დედის უცნაური ჩაცმულობა და შეეკითხა ნიკოს თუ ვინ იყო იგი, როდესაც ნიკოს წარმომავლობა გაიგო, ნიკო გამოაყვანინა სიკვდილმისჯილთა რიგიდან და ჩააგდებინა სატუსაღო ხაროში. ნიკოლოზ ბაგრატიონი დაბარებული აღმოჩნდა გენერალ კიტჩენერის მიერ. შეხვედრისას კიტჩენერი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა, თუ რატომ იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ბაგრატიონის პასუხი ასეთი გახლდათ:

“ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე, ამისთვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს“

კიტჩენერმა ნიკოს წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლება მიუსაჯა.

  წმინდა ელენეს კუნძულზე ნიკო კიდევ უფრო  მეტად დაუახლოვდა ფრანგ გრაფ ბრედს, რომელიც აფრიკაში გაიცნო. ნიკოს მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება. მას დამხარება გაუწია  ბრედმა, ამ თანხით მან სუფთა ტანისამოსი შეიძინა. ნიკო სხვადასხვა გზებს ეძებდა სახსრების მოსაძიებლად. მან გადაწყვიტა  დოღის მოწყობა  და არებული სახსრებით ტყვეების დახმარება.

   დოღი დილის 12 საათზე იყო დანიშნული, უამრავი ადამიანი დაეინტერესებინა დოღს და გულისფანცქალით ელოდნენ სანახაობას. სხვადასხვა მუსიკალური ნომრების შემდგომ დაიწყო დოღი, რომელშიც მონაწილეობდნენ ინგლისელთა ცხენოსანი ჯარის ნაწილების, თუმცა გამარჯვება ტყვე ბურებს დარჩათ. ნიკოს გამოსვლის დროც დადგა, ოთხმა ზანგმა ორი მეტად ღონიერი ცხენი გამოიყვანა, მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები ჩამოაცვეს ნიკოს მკლავებზე, ნიკომ მყისვე კისერზე მოგდებულ მთავარ ღვედს ჩაავლო ხელი.

„გაუშვით ხელი – ვიყვირე მე  და მეჯინიბეები რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირით ეჭირათ განზე გახტნენ. ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე გაქვავდნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ როცა ადგილიდან ოდნავაც ვერ დამძრეს, ყალზე აიმართნენ. ვატყობდი ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვებგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული იყვნენ.“

 ნიკოს ამ ნომერმა დამსწრე საზოგადოების უდიდესი აღტაცება დაიმსახურა.

   ბურების რესპუბლიკას აღსასრულის დღე ედგა, მარცხს განიცდიდნენ ბურების არმიები. რასაც ნიკო მეტად განიცდიდა. სრულიად მოულოდნელად ნიკოს მიეცა წინადადება, რომ იგი მოიპოვებდა თავისუფლებას თუ იგი აღარ დაბრუნდებოდა აფრიკაში. ნიკო დათანხმდა. მეგობარ ბრედასთან ერთად 1901 წლის 10 ნოემბერს  დატოვა წმინდა ელენეს კუნძული და ინგლისისკენ გაემართა. ლონდონიდან მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ. ბრედას მშობლები ძალიან გაახარა შვილის დაბრუნებამ, მათ ნიკოც გულთბილად მიიღეს. პარიზიდან ნიკო მიემგზავრება პეტერბურგში, საიდანაც იგი საქართველოსკენ წამოვიდა.

   სამშობლოში დაბრუნებულმა  ნიკომ თავადის ასულ ანა ბუჭყიაშვილზე იქორწინა,რომელთანაც 6 შვილი შეეძინა. საქართველოს თავზე ჩამოწოლილმა შავმა ბოლშევიკურმა ღრუბელმა ნიკოს ოჯახსაც გადაუარა  და მისი არაერთი ნათესავი იმსხვერპლა, თვითონ ნიკო აქტიურად გამოდიოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ნიკოს ბოლშევიკებმა სახლ-კარი და ადგილ-მამულები ჩამოართვეს.ზოგიერთი ცნობით, გაღარიბებული ნიკო ბაგრატიონი თბილისის ბაზარში სიგარეტების გაყიდვით ირჩენდა თავს.

ასეთი  გახლდათ თავგადასავალი კიდევ ერთი  ქართველი რაინდისა,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გადასდო იმისათვის, რათა დახმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ბურების პატარა რესპუბლიკას და რომლის გმირობა სამაგალითოა თითოეული  ქართველისათვის და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთათვის.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოასაქართველო

ქართველი გამომგონებლის – გიორგი მაჩაბლის პარფიუმერიის წარმატებული ხაზი ნიუ-იორკში

ქართველი გამომგონებელი, ქიმიკოსი და პოლიტიკოსი – გიორგი მაჩაბელი მსოფლიოში ცნობილია როგორც – The Prince George Matchabeli და მის სახელს, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ში შექმნილი პარფიუმერიის ხაზი უკავშირდება, რის გამოც მას „სუნამოების პრინცადაც“ მოიხსენიებენ ხოლმე. ცნობილი მთარგმნელის – ივანე მაჩაბელის ძმისშვილი ლონგ-აილენდის სასაფლაოზე, ნიუ-იორკშია დაკრძალული, მის მიერ შექმნილი პარფიუმერიის ხაზი კი დღემდე ერთ-ერთ უძველეს და მოთხოვნად პარფიუმერულ ნაწარმად რჩება ამერიკაში.

გიორგი მაჩაბელი 1885 წ. თბილისში დაიბადა და განათლება სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა, აკადემიის დამთავრების შემდეგ გიორგი მაჩაბელმა თავისი შრომით მოიარა მთელი მსოფლიო — ხან მეზღვაური იყო, ხან მძღოლი და ხანაც შიკრიკი. ინტერესთა ფართო სპექტრის მიუხედავად, მაჩაბელ აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებშიც და 1918 წ. 26 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო აღდგა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა, გიორგი მაჩაბელი საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო იტალიაში, სადაც მეუღლესთან – ცნობილ იტალიელ მსახიობთან – ნორინა ჯილთან ერთად ცხოვრობდა.

1922 წ. მაჩაბელი ამერიკაში გადასახლდა და ნიუ-იორკში გახსნა ანტიკური მაღაზია, რომლის სახელწოდებაც სტენდალის რომანიდან გამომდინარე ,,წითელი და შავი” შეარჩია, აქ ცოლ-ქმარი სხვადასხვა სახის ანტიკვარიატს ჰყიდდა, მათ შორის სპარსულ ფარდაგებს, ავეჯს, იტალიურ და ესპანურ ძვირფას ქსოვილებსა თუ სამკაულებს. თუმცა, მოგვიანებით, როცა საკუთარი პირველი სუნამო – ცოლისადმი მიძღვნილი “Princess Norina” გამოუშვა, მისმა წარმატებამ გადაფარა ანტიკვარიატის ბიზნესი, ამან კი პარფიუმერიის წარმოებით სერიოზულად დაინტერესებისკენ უბიძგა მაჩაბელს.

 1926 წელს ნიუ-იორკში მაჩაბელმა დაარსა პარფიუმერული ხაზი “Prince Matchabeli” – „მე ვქმნი პარფიუმერიას ამერიკისთვის, რომლის პარიზული ფასები, აქამდე არასდროს ყოფილა აქ ასე მისაღები, მაგრამ, რეალურად, მთელი ცხოვრება ქიმიის სფეროში ვტრიალდებდი და ვქმნიდი პარფიუმერიას, თუმცა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ მათზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ბიზნესის სახე მიმეცა“ (გიორგი მაჩაბელი, 1928).

მაჩაბელი ხშირად ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში, 1930 წლის ,,The New-Yorker-ი” იუწყება, რომ მას ჩვევად ჰქონია, ქალბატონებისთვის თავაზიანად ეგრძნობინებინა თუ კი შეამჩნევდა, რომ ისინი შეუფერებელ სუნამოს ხმარობდნენ და თავის ერთ-ერთ პროდუქტი გაეგზავნა პატივისცემის ნიშნად. მომავალში კი, თუ შეამჩნევდა რომ რომელიმე მათგანი კვლავ ძველებურ სუნამოს ხმარობდა, ხუმრობით მიაგებდა – „თქვენ მე არ მიერთგულეთო“.

წარმატებული ბიზნესსაქმიანობის მიუხედავად, მაჩაბელი აქტიურად აგრძელებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც და ის იყო შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი პირველი ინიციატორი, როგორც ცნობილია, მაჩაბელი დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს ამერიკაში. გიორგი მაჩაბელი 1931 წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მალევე, მისი პარფიუმერიის სახლი ჯერ კერძო პირს, შემდეგ კი „Vicks Chemical Company-ს“ გადაეცა, თუმცა აღსანიშნავია რომ ბოლო პარფიუმერიის სახლის ბოლო ნაწარმი 2002 წელს არის გამოცემული და დღევანდელ ბაზარზეც პრინცი მაჩაბელის სახელით ფიგურირებს.

 წყარო: princematchabelli.blogspot.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაფარული ცოდნა – ერეკლე შონია

კოსმოლოგი, ადამიანისა და სამყაროს ურთიერთკავშირის მკვლევარი ერეკლე შონია თვითდისციპლინის უნიკალურ ცოდნას გვიზიარებს. ცოდნა, რომელიც ერთი შეხედვით არ არის რთული გასაანალიზებელი და მეორეს მხრივ, ჩვენი მიმდინარე ცხოვრებისეული ურთულესი პრობლემების აღმოფხვრისა და ჰარმონიული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე აქ ვგულისხმობთ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ჰარმონიულ თანაარსებობას მიკრო და მაკრო გარემოში და საკუთარ თავთან უპირველეს ყოვლისა. უნიკალური ვიდეო რომელიც დაახლოებით 40 წუთს გრძელდება ყველამ უნდა ნახოს. ეს ვიდეო ჩაწერილია 2020 წლის ვირუსისთვის საზოგადოების მოსამზადებლად.

დოქტრინამ შეეცადა მნიშვნელოვანი მომენტები ამოეწერა ინტერვიუდან და მიეწოდებინა მკითხველისთვის. თუმცა, ალბათ, ვიდე მთლიანად არის სანახავი. ჯანმრთელობასა და ჰარმონიულ ცხოვრებას გისურვებთ.

“ადამიანი ცვლილებებს, რომელიც მინდინარეობს,  კოსმოსში და დედამიწაზე გრძნობს.  გრძნობს არა ფოკუსებით არამედ მისი ფიზიოლოგიით, მისი ჯანმრთელობით, რომელიც ხანგრძლივი პროცესია.

როდესაც დედამიწაზე დიდი ცვლილებები მოდის,  ადამიანებს ზოგჯერ რამდენიმე წლით ადრე ეწყებათ მინიშნებები და რაც უფრო ახლოს არის ცვლილებების მოახლოების დრო,  მით მეტად განიცდიან მას.

ეს ყოველივე იწყება დაძაბულობებით და ადამიანის შინაგანი ცვლილებებით. ადამიანი ხდევა ზემგრძნობიარე, რის გამოც მას ეცვლევა შეგრძნებები. ეს ცვლილებები მოიცას ადამიანის სხვადასხვა ასპექტებს , მაგრამ ახლა ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე. მსგავსი შემთხვევების დროს ხერხემლის ტვინის დაძაბულობა იზრდება, რომელიც მთელს ორგანიზმში იწვევს ფუნქციონალური ქაოსი, ამ დროს იბლოკება იმუნიტეტი და ორგანიზმში “ყვირილს” იწყებს სხვადასხვა ორგანოები, რის გამოც ექიმები შედიან შეცდომაში. ამ დროს არ შეიძლება არც წამლები და არც ქირურგიული ჩარევა. დაძაბულობა მოდის თავზე და ხერხემალზე. ამ დროს, თუ არ განიმუხტა ინპულსები და ადამიანებმა არ დაიწყი ენერგიის ტრანსფორმაცია და გადმოცემა, დახარჯვა ხელოვნებაში მაშინ ხდება ენერგიის შეგუბება, რომელიც გადაეცემა მთელ ორგანიზმს და იწყება ფუნქციონალური ქაოსი. რის გამოც ნაღველსადენი იკეტება, სისხლძარღვების ტონუსი იმატებს, მხედველობა უარესდება და ა.შ. საბოლოოდ , ორგანიზმი მთლიანად ხდება სპაზმირებული.

ასეთ დროს ადამიანმა ენერგია უნდა გადმოსცეს ქმედებით, თავისი პროფილის მიხედვით. თუ ენერგია არ გაეცი შინაგანად დაგანგრევს და ჯანმრთელობას შეგირყევს. მსგავსი ენერგეტიკის ადამიანებს სჭირდებათ პირველ რიგში სიმშვიდე, მარტოობა, ყოველგვარ დაძაბულობასგან განშორება, არავითარ შემთხვევაშიბარ უნდა მიიღონ მედიკამენტები და ალკოჰოლი. ზემგრძნობიანეობის დროს,  უნდა გახდეთ სუფთა ჭურჭელი  იმ ენერგიისთვის რომელიც მოსულია და თქვენ უნდა გასცეთ ხალხისთვის.

გახსოვდეთ, როდესაც მსგავს სიტუაციაში აღმოაჩენთ თავს, თქვენ არ ხართ მარტო, ამ ეტაპებს გადიან და გადიაოდნენ  სხვებიც. გახსოვდეთ,  რომ თქვენი ფუნქციაა სხვა ადანიანებზე ზრუნვა , თქვენ ხართ გადარჩენის ფარი. თუ დაიწყებთ საკუთარი თავის შეცნობას, დადებითის კეთებას,  ჯანმრთელობით  დაწყებული ყველაფერი დაგილაგდებათ.

პირველ რიგში აუცილებელია სიმშვიდე და ამ სიმშვიდით,  სიყვარულის გატარება და გაგზავნა სიყვარულის ენერგიის. “

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 99
Page 17 of 99